TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 15
Previous part

Chapter: 6 
აქა იამანელთ ჴელ-მწიფე საამ ფალავანს მიეგება.






Strophe: 162_[162] 
Verse: a       იამანელმან იარა   ათისა დღისა სავალი.
Verse: b       ჭანდართ ოდენი გამოჩნდა   საამ, ლაშქარში მავალი.
Verse: c       სარუშან ბრძანა: "კინაღარ   დამდევით ავი ზავალი,
Verse: d    და   ვინცა შეებმით, -- აქა ხართ,   ერთი გინდა, თუ მრავალი!"






Strophe: 163_[163] 
Verse: a       მოახსენეს: "არ გვასმია   კაცი ამის უმაღლეა:
Verse: b       დევ-ნიანგთა ომი ჰფერობს,   მისი არვის შეუძლია!
Verse: c       უსაცილოდ წაგვართმევს და,   აწ ნებით სჯობს, შეგვეძლია,
Verse: d    და   მიახლოვდეს, -- გარდამოჴდეს   ჴელმწიფე და საამ მძლია".






Strophe: 164_[164] 
Verse: a       საამისურ მჴარ-მოჭდობით   აკოცა და მოიკითხა.
Verse: b       ჴელ-მწიფემან გაიცადა,   გაუკუ̂ირდა, იდგა დიდხა.
Verse: c       მერმე ბრძანა: საამთანა   " ყოვლი კაცი მოიკიცხა!"
Verse: d    და   შესხდეს, ფრიდონ ჴელ-მწიფისა   მან ანბავი ყუ̂ელა ჰკითხა.






Strophe: 165_[165] 
Verse: a       იამანეთი საამის    სიდიდეს გაკუ̂ირდებოდა.
Verse: b       ქალაქს შევიდეს, სადაცა   ტურფა დარბაზი ჰგებოდა.
Verse: c       სარუშან შიგნით შევიდა,   საამ მოედანს დგებოდა.
Verse: d    და   მერმე მოვიდა ლაშქარი,   ან ბარგი, რაცა ხლებოდა.






Strophe: 166_[166] 
Verse: a       დადგეს მრავალნი კარავნი   ოქსინო-ატლასებისა
Verse: b       ოთაღი მძიმედ ნაჭედი,   ფარდა ნახლისა ებისა.
Verse: c       მურასა ტახტი დაუდგეს   მძიმე, ძლივ აიღებისა.
Verse: d    და   დაჯდა საამ და მჭვრეტელთა   მუნ ჯარი შემოკრფებისა.






Strophe: 167_[167] 
Verse: a       სარუშა ბრძანა მოკაზმა   ციხე-დარბაზთა, სახლისა:
Verse: b       -- "თექ-ნაბადითა მოჰფინეთ,   ფარდა მოავლეთ ნახლისა!
Verse: c       თქუ̂ა: "გვიჯობს გამოჩუძნება   აწყა სტუმრისა ახლისა".
Verse: d    და   ქოიალს უთხრა: "აწვიე,   აქ მოციქული მძახლისა".






Strophe: 168_[168] 
Verse: a       წამოვიდა, მოახსენა,   -- "მობრძანდი-ო", -- პილოტანსა.
Verse: b       საამ ადგა, მოეკაზმა,   ვერვინ ნახავს ამისთანსა.
Verse: c       თავს გვირგვინი დაიხურა,   წამოისხა მძიმე ტანსა.
Verse: d    და   სამანდს შეჯდა, "წავიდეთო!"   -- უთხრა ქიშვადს ფალავანსა...






Strophe: 169_[169] 
Verse: a       ქოიალ წინა წაუძღვა,   იგი და ქიშვად წავიდეს.
Verse: b       წინ მოეგება ჴელ-მწიფე,   რა ციხის კარსა შევიდეს.
Verse: c       მათ ორი ტახტი დაუდგეს,   დარბაზსა შიგან შევიდეს.
Verse: d    და   სარუშან ჴელი მოჰკიდა,   თვითო-თვითოზე ავიდეს.






Strophe: 170_[170] 
Verse: a       დასხდეს, დაიდვეს ნადიმი,   მოიღეს სანუკვარია,
Verse: b       მოასხეს ჯარი მუტრიბთა,   შეიქნა ზათქი, ზარია.
Verse: c       ქოიალ ჰკადრა ფალავანს:   "ბრძანეთ -- აწ დროცა არია,
Verse: d    და   წიგნი მოიღეთ, აწ ბრძანეთ,   რაც იცით საუბარია!"






Strophe: 171_[171] 
Verse: a       ზე აემართა, მთა ვითა,   ფიცხლავე, სახელ-დებული,
Verse: b       ჴელ-მწიფეს წიგნი მიართვა,   უამბო დავედრებული.
Verse: c       სარუშა წიგნსა აკოცა,   მერმე თვალზე ჰყო დებული,
Verse: d    და   ვაზირს უბრძანა წაკითხვა,   შეიქნენ სულ-დაღებული.






Strophe: 172_[172] 
Verse: a       წაიკითხეს, წიგნს ეწერა   ქართული და სიტყუ̂ა ესა:
Verse: b       "ფარუხ ფრიდონ მოგახსენებ   იამანის ჴელ-მწიფესა:
Verse: c       "დასავლეთ და აღმოსავლეთ   მე მმორჩილებს ყოვლი დღესა,
Verse: d    და   შენნი ქალნი მამათხოვე,   შევრთო ჩემსა სამსა ძესა!"






Strophe: 173_[173] 
Verse: a       აწ თუ ამასა არა იქ,   წამოვალ შენზედ ლაშქრითა,
Verse: b       შენს ქუ̂ეყანასა ამოვსწყუ̂ეტ,   მოვედები, რისხვა ვითა:
Verse: c       მგელთა და მაჩვთა დავაძღებ,   არ გაუშვებ მე მწვე ვითა,
Verse: d    და   სჯობს, -- რომე მამცე ნებითა,   სულ არ ამოსწყდეთ ავითა.






Strophe: 174_[174] 
Verse: a       სარუშან ბრძანა პასუხად:   "დია ვარ მისი მქნელია,
Verse: b       მონა ვარ, ჩემი ასული   იმათთვის უშურველია.
Verse: c       როგორცა ქალნი თქუ̂ენ ნახეთ,   აწ მეცა აგრე ველია.
Verse: d    და   ჩემნი სიძენიც მიჩუ̂ენეთ,   შესთვალეთ, არა ძნელია".




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.