TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 14
Previous part

Chapter: 5 
აქა საამ ფალავანი სარუშა ჴელ-მწიფესთან წამოვიდა ქალების სათხოვნელად იამანეთს.






Strophe: 151_[151] 
Verse: a       იამანეთს წასასვლელად   გმირი საამ აეკაზმა.
Verse: b       აშაქის ძე ქიშვად მიზდევს,   -- მივა, ხანი არა დაზმა.
Verse: c       ქალაქს გარეთ გამოვიდა,   ლაშქარიცა დაერაზმა.
Verse: d    და   მოვა გამოსასალამოდ   გვირგვინითა მოეკაზმა.






Strophe: 152_[152] 
Verse: a       მეფემ რა ნახა გვირგვინით,   უჭვრეტდა გაკუ̂ირვებული:
Verse: b       მის გვარსა არვის ხუროდა,   ვინც იყო სახელ-დებელი.
Verse: c       ქავ მოახსენა: "ნუ ბრძანებთ,   ძლივ იქნა თქუ̂ენი ხლებული.
Verse: d    და   შეიტყობს, გაგულისდების,   -- დავრჩებით შუჭირვებული!"






Strophe: 153_[153] 
Verse: a       გამოესალმა, წავიდეს,   ქიშვად მიჰუ̂ების, მიდიან.
Verse: b       სამანდსა შეჯდა და ტახტი   სპილოსა ზედა ჰკიდიან.
Verse: c       ორმოცდა ათი ათასი   კაცი მიჰყუ̂ების, მიდიან.
Verse: d    და   სარუშანისა ჯაშუშთა   წინათ წაუსწრეს, მიდიან.






Strophe: 154_[154] 
Verse: a       სარუშას ჰკადრეს ჯაშუშთა   ერთგულთა განაზრახობა:
Verse: b       ფრიდონ" ჴელ-მწიფე ქალთა გთხოვს,   სწადიან თქუ̂ენი მძახლობა.
Verse: c       საამ აქ მოციქულია,   ნება იცის და მჭახობა.
Verse: d    და   მის გვარსა ყუ̂ელას უფროა,   ქუხილს ჰგავს მისი ძრახობა!






Strophe: 155_[155] 
Verse: a       თუ ნებით მივსცემთ, -- წაასხამს,   თორემ წაგვართმევს ძალითა.
Verse: b       ქიშვად ახლავს და ლაშქარი,   ვერ დაუდგები ჴმალითა".
Verse: c       რა გაიგონა სარუშა,    თუ სთქუ̂ა: "დაჰკოდეს დანითა!"
Verse: d    და   ყუ̂ელგნით გასწერა წიგნები,   გაგზავნა მუხლის მალითა.






Strophe: 156_[156] 
Verse: a       ქოიალს და მუთარიადს,    ყაიდუშადს მიუწერა.
Verse: b       ძულამ წიგნი თვალს დაიდვა,   ბრძანებასა დაუჯერა,
Verse: c       მასვე წამსა წამოვიდეს,   სწორადა ვლეს დღე და სერა.
Verse: d    და   სარუშას წინ შეიყარნეს,   შორეს იყო საამ ჯერა.






Strophe: 157_[157] 
Verse: a       ჴელ-მწიფეს მისცეს სალამი,   და დასხდეს სავაზიროსა",
Verse: b       სარუშა ბრძანა;"ჩავცვინდით,   საქმესა გასაჭიროსა!...
Verse: c       ფრიდონის სამოციქულოდ   საამ აქ ჩუ̂ენკენ იროსა,
Verse: d    და   ქალთა მთხოვს, ნებით არ მივცე,   -- მან ძალი გააპიროსა.






Strophe: 158_[158] 
Verse: a       ჩემთა ჯაშუშთა ამბავი   აწ ესე მოუტანია:
Verse: b       საამისასა იტყუ̂იან:   "დიდს მთას უგავსო ტანია!"
Verse: c       ყუ̂ელას სადმე სჯობს, ვინც იყუ̂ნეს   უთრუთ და ანუ სხვანია.
Verse: d    და   ორმოცდა ათი ათასი   თან ახლავს მისნი სპანია".






Strophe: 159_[159] 
Verse: a       ქოიალ თქუ̂ა: "არ მინახავს   ამდენერთი მოციქული:
Verse: b       რაგინდ ფალავნები იყუ̂ნენ,   ჩუ̂ენც კარგნი ვართ მოწიფულნი.
Verse: c       გავეგებით, ამოვსწყვიტოთ,   გავიმაგროთ ყუ̂ელამ გული,
Verse: d    და   აუგიანს სიცოცხლესა   სჯობს სიკუ̂დილი, -- ცხონდეს სული!"






Strophe: 160_[160] 
Verse: a       სარუშა ბრძანა: -- არ ვარგა   ეგ თქუ̂ენი დანაპირები:
Verse: b       ჩუ̂ენც დავიჴოცოთ, ქუ̂ეყანა   ამოსწყდეს, -- დარჩეს მცირები.
Verse: c       ჴელის ძალითა წამისხნას   ასულნი ანატირები?!
Verse: d    და   სჯობს ნებით მივსცეთ, საამსა    დაუდგამს ვერ ქვიტკირები!"






Strophe: 161_[161] 
Verse: a       თავადთა დართეს მოწმობა   ჴელ-მწიფის განაგებავსა,
Verse: b       დაიწყეს კაზმა ბარგისა,   საამის გასაგებავსა.
Verse: c       ჴელ-მწიფე შეჯდა ტახტზედა,   სპილოზედ განაღებავსა,
Verse: d    და   წინ მიეგებნეს მინდორსა   სისხლითა შესაღებავსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.