Strophe: 137_[137] | ||
Verse: a | ტახტზედ შეჯდა, -- გაემართნეს, | ასაყრელსა ქოსსა ჰკრესა; |
Verse: b | წინ სამანდი წაიმძღვარა, | მოციქულნი თანა ჰყუ̂ესა. |
Verse: c | ერთი კაცი მახარობლად | გაუგზავნეს, ჴელ-მწიფესა: |
Verse: d და | "სჯობს, რომ წინა მოუგებოთ | გულად ლომსა თვალად მზესა!" |
Strophe: 138_[138] | ||
Verse: a | რა მოვიდა გაგზავნილი, | მეფეს მისვლა მოახსენა: |
Verse: b | "რატომ ჩემსა არ მნახაო", | გემდურვისო საამ თქუ̂ენა! |
Verse: c | -- საფადართა მოგახსენეს: | -- "მოიმდაბლეთ თავი ზენა, |
Verse: d და | მოეგებეთ და აამეთ, | ყმაწვილია, არ აქუ̂ს თმენა!" |
Strophe: 139_[139] | ||
Verse: a | ფიცხლავე, სპილო მოგვარეს, | ტახტი შეუდგეს მაზედა |
Verse: b | შეჯდა და წამოეგება | ფრიდონ ჴელ- მწიფე გზაზედა. |
Verse: c | სამს მილიონზედ გამოჩნდა, | ვითა ღრუბელი მთაზედა, |
Verse: d და | შორით თქუს: საამ" ის არის, | უმაღლე მოჩანს სხვაზედა!" |
Strophe: 140_[140] | ||
Verse: a | კელთა ქონდა მამის ლახტი, | მხიარულად მოვა სამსა : |
Verse: b | მიახლოვდეს, -- მოახსენეს: | "თქუ̂ენ ჩამოჴე, ასე ჴამსა". |
Verse: c | თავადებსა დაუჯერა, | გარდამოჴდა მასვე წამსა, |
Verse: d და | ბრძანა: "ყუ̂ელას დაუჯერებ | საფადარსა ამა სამსა. |
Strophe: 141_[141] | ||
Verse: a | მუფე გარდაჴდა, რა ნახა | საამ ქუ̂ეითად რუბული, |
Verse: b | ყელს მოეხვია, აკოცა, | -- "ცეცხლი დამევსო გზებული!" |
Verse: c | ქუდ მოხდით ღმერთსა შეჰვედრა; | პირი მიწას ჰყო დებული. |
Verse: d და | ჴელ-მწიფეს დიდად მოსწონდა | ტან-სარო, ედემს ხებული. |
Strophe: 142_[142] | ||
Verse: a | შესხდეს და საამს მოგვარეს | სამანდი მისი ცხენია, |
Verse: b | შეჯდა და დარბაზს მივიდა, | ქალაქი სად, ციხენია. |
Verse: c | თავსა აყრიდეს წითელსა | მას, ვინ ალვისა ხენია. |
Verse: d და | თქუ̂ეს თუ: "ესე სჯობს ნარიმანს | მებრძოლთა შემარცხვენია!" |
Strophe: 143_[143] | ||
Verse: a | მუფემ ბრძანა: "აჰი! სად ხართ, | ფალავანნო, წინავ გმირნო!?. |
Verse: b | სად დაჰკარგეთ თქუ̂ენნი ძალნი | ჩემთა ურჩთა დიდნო ჭირნო?! |
Verse: c | საამ ესე გაიგონა, | თქუ̂ა: "მეფესთან გავამჩივნო", |
Verse: d და | მოახსენა: "ეგ რა ბრძანეთ, | გულმან თქუ̂ენმან ან რა ივნო!?". |
Strophe: 144_[144] | ||
Verse: a | მუფემან ლოდი უჩუ̂ენა | დიდი კარზედა დებული, |
Verse: b | უბრძანა: "მამა-პაპათა | თქუ̂ენთა არს მონაღებული. |
Verse: c | მათ უკან ვერვინ გამოჩნდა | კაცი ძალითა ქებული, |
Verse: d და | რომელსცა ესე აეღო, | -- ყუ̂ელას ძალი აქუ̂ს კლებული!" |
Strophe: 145_[145] | ||
Verse: a | ეს რა ესმა, საამ ჰკადრა: | "ამაზედა არ გაჩივნო, |
Verse: b | იმათ მე არ უარე ვარ, | არცა თავი მოვაყივნო!" |
Verse: c | ჩამოჴდა და ლოდს ასწივა, | მაღლა თავსა გარდაივლო. |
Verse: d და | გარდაუშვა, მაგრა გაჴდა | მისმა ჴმამა შორს წაივლო. |
Strophe: 146_[146] | ||
Verse: a | ყუ̂ელას უკუ̂ირდა ესეთი | საამის ძალიანობა. |
Verse: b | დარბაზს შევიდეს სასხდომსა | ჴმობდა ნაღარა და ნობა. |
Verse: c | ჴელ-მწიფე დაჯდა ტახტზედა, | არ შექნა ჯარიანობა. |
Verse: d და | ოქროსა სელი დაუდგეს, | -- საამს შუ̂ენოდა ჯანობა! |
Strophe: 147_[147] | ||
Verse: a | ქიშვად, ქავა, ყარან, ყუბად | ადგილს დასხდეს შესაფერსა, |
Verse: b | მეფემ ბრძანა: "ერთსა საქმეს | გკითხავ ყუ̂ელას ყმას და ბერსა: |
Verse: c | ჩემნი შვილნი სიტურფითა | სრულად მოსწონს ყოველს ერსა. |
Verse: d და | სამი კარგი ქალი მინდა, | ვეძებ მათთვის შესაფერსა. |
Strophe: 148_[148] | ||
Verse: a | თვით ბრძანა: "იცნობთ სარუშას | -- იამანთ ჴელ-მწიფესაო! |
Verse: b | მას ჰყუ̂ანან სამნი ასულნი, | შუ̂ენებით გვანან მზესაო! |
Verse: c | იქ ვერ გავგზავნი ავს კაცსა, | თუ არ გმირსა და მჴნესაო, |
Verse: d და | არ მოსცეს, -- ძალად წაუსხნას", | იტყუ̂ის: "ვერვინ მჯობს დღესაო!" |
Strophe: 149_[149] | ||
Verse: a | საამ შეიგნა, მეფისა | მას ზედა იყო ბრძანება, |
Verse: b | ჰკადრა: "მე წავალ, გმსახურო, | უანბო ძალი და ნება. |
Verse: c | ლაშქარს წავასხამ მამისას, | მე ლახტსა მივჰყო და ნება. |
Verse: d და | არ მომცემს, -- ძალად წაუსხამ, | -- იმასვე უჯობს დანება. |
Strophe: 150_[150] | ||
Verse: a | გამაჯავრებს, სრულად დავჴოც | პატრონთა და მისთა ყმათა: |
Verse: b | სულ ამოვსწყუ̂ეტ იამანელთ, | არ დავარჩენ ყმას და ბერთა, |
Verse: c | ქალთა სამთავ წამოვასხამ, | გამოვდგები ფიცხლავ ველთა, |
Verse: d და | მე წამოვალ, იმათ დავჰყრი, | სრულ დავაჭმევ ტურა-მგელთა! |