TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 12
Previous part

Chapter: 3 
ფრიდონ ჴელ-მწიფე საამ ფალავანს იამანთ მეფესთან მოციქულად აყენებს იამანთ მეფის სამის ასულის შვილებისთვის სათხოვნელად.






Strophe: 124_[124] 
Verse: a       როდესცა ჯიმშედს ჴელ-მწიფეს   ზააქ აჯობა ომითა,
Verse: b       ჯიმშედს ჰყვანდეს ორნი დანი   კუბოსა შიგან ჯდომითა;
Verse: c       ორნივე ზააქ შეირთო,   იამა, თუ რა ზომითა?!.
Verse: d    და   ზააქსაც ფრიდონ მორივა   ღმერთმან მისისა ნდომითა.






Strophe: 125_[125] 
Verse: a       ფრიდონ ჯიმშედის ორნი და   ზააქს წაუსხნა მზენია,
Verse: b       ორთავე ქალთან მიეცნეს   სამნი ტურფანი ძენია,
Verse: c       უფროსთან სალიმ და თური,    უმცროსთან ერაჯ ბრძენია,
Verse: d    და   ფრიდონ იშვებდა, იტყოდა:   -- "მამხვდა წყალობა-ზენია!"






Strophe: 126_[126] 
Verse: a       დღესა ერთსა ვაზირობა   შექმნა ფრიდონ ჴელ-მწიფემან.
Verse: b       აშაქის ძე ქიშვად, ქავა,   ყარან, ყუბად იჴმო მძლემან,
Verse: c       ბრძანა: "შვილნი მამეწიფნეს,   მე მომფინა შუქი მზემან!
Verse: d    და   სამთავ მინდა ცოლი შევრთო,   -- არ ისწრაფოს ჩემმან დღემან!"






Strophe: 127_[127] 
Verse: a       მეფემან ბრძანა;"არ ვიცი,   ვის ჰყუ̂ანან გასათხოველი".
Verse: b       ქავ მოახსენა: იამანთ    მეფესა იცნობთ ყოველი.
Verse: c       სამნი ლამაზნი ასულნი   მას უსხედს, ასრე მოველი,
Verse: d    და   მაგრამ გულ-დიდი კაცია,   ამაყი, შეუპოველი.






Strophe: 128_[128] 
Verse: a       ასეთი კაცი გავგზაჴნოთ,   პირველად სთხოვოს ნებითა,
Verse: b       არ მოსცეს, -- ძალად წაუსხნას,   -- არ გვეშინოდეს ვნებითა."
Verse: c       უბრძანა: ქაო," ვინ არი?   -- ვისმინო გაგონებითა,
Verse: d    და   ვინ არი ასრე მამაცი,   ანუ ჭკვიანი ცნებითა?!"






Strophe: 129_[129] 
Verse: a       მოახსენა: "თუ იქს საამ    ნარიმანის შვილი, გმირი,
Verse: b       იმათ მართებს ვაზირობა   და მებრძოლთა მისცენ ჭირი,
Verse: c       სჯობს რომ კაცი გაუგზავნოთ   შესამოსი ტურფა, ძვირი,
Verse: d    და   გლოვა გახსნას, აქ იჴმევით   -- "საქმე გვაქუ̂სო გასაჭირი!"






Strophe: 130_[130] 
Verse: a       მეფემ ბრძანა: "მამეწონა   ქავისაგან გამორჩევა!
Verse: b       ქიშვადს, ყარანს, ყუბადს უთხრა:   "თქუ̂ენა გმართებს მისი წვევა!"
Verse: c       მოახსენეთ: "თქუ̂ენ ყოფილხართ,   ჩვენი ზურგი, მტერთა ძლევა.
Verse: d    და   აწ გამოდი გლოვისაგან,   აქ მობრძანდი, გქონდეს თნევა!"






Strophe: 131_[131] 
Verse: a       ადგეს ფიცხლად. დაეკაზმნეს   ზაულისტანს წასასლელად.
Verse: b       ჴელ-მწიფემან წაატანა   საჩუქარი მისართმევლად,
Verse: c       მძიმე კარგი შესამოსი   შავისათვის გასახდელად,
Verse: d    და   ცხენსა შესხდეს, გაემართნეს   მხიარულნი უჭირველად.






Strophe: 132_[132] 
Verse: a       წინდაწინ კაცი გაგზავნეს,   ადრე ვლეს სიგრძე გზისანი.
Verse: b       ჰკადრა: "მოდიან სფაადნი   ფრიდონის ჴელ-მწიფისანი!"
Verse: c       წინ მოეგებნეს თავადნი   ეჯი ვლეს სამის დღისანი.
Verse: d    და   წამოუძღვეს და ჩამოჴდეს,   სად კარნი იყუ̂ნეს სრისანი.






Strophe: 133_[133] 
Verse: a       ძღვენი უძღვნეს და შევიდეს   დარბაზთა ტურფად გებულთა,
Verse: b       საამ ჩამოჴდა ტახტითა   ოქსინო გარდაგებულთა,
Verse: c       სალამი მისცეს მისისა   ნახვითა განცვიფრებულთა,
Verse: d    და   მოეხვია და აკოცა   მათ ფალავანთა ქებულთა.






Strophe: 134_[134] 
Verse: a       დასხდეს და ჰკადრეს ყოელი,   ჴელმწიფის მოციქულობა:
Verse: b       პასუხად გასცა: -- "ჰმართებდა   თვით აქა წამოსულობა".
Verse: c       ყმათ მოახსენეს: "ნუ ბრძანებ,   ჰქენ გლოვით გამოსულობა,
Verse: d    და   ჴელ-მწიფე არის, წავიდეთ,   ისმინე ესე თქმულობა!"






Strophe: 135_[135] 
Verse: a       იგი სფაადნი გაჰკუ̂ირდეს   მისისა სიტურფისაგან:
Verse: b       ღაწვ-ვარდი, თვალ-წარბ-გიშერი   ორი ზომაა დღისაგან,
Verse: c       ძლივ ეტეოდა ტახტზუდა   უმაღლე საროს ხისაგან.
Verse: d    და   თქუ̂ეს: "ვერ დაუდგამს მებრძოლი,   ძლევა მიხვდების ღვთისაგან!"






Strophe: 136_[136] 
Verse: a       გამოიყუ̂ანეს გლოვითა,   შემოსეს ნეფის სეული,
Verse: b       გამოემართნეს წასასვლად   ტან-სარო პირად მზეული,
Verse: c       ორმოცდა ათი ათასი   კაცი მოჰყუ̂ების რჩეული;
Verse: d    და   სპილოზედ ტახტი დაუდგეს,   თვალ-მარგალიტი ფრქვეული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.