Strophe: 277_[277] | ||
Verse: a | სპილოზედ ტახტი შეადგეს | მეფე ჯიმშედის სეული, |
Verse: b | მას ზედა შეჯდა კელ-მწიფე | ტან-სარო, პირად მზეული. |
Verse: c | იქით და აქათ ლაშქარი | დგა ვერავისგან ძლეული, |
Verse: d და | გარიგდა, ოთხის დღის სავალს | შეიქმნა მინაწეული. |
Strophe: 278_[278] | ||
Verse: a | ასი სპილო და ოთხასი | მოასხეს ვეფხი, ლომია. |
Verse: b | იქით და აქათ გზაზედა | ოქროს, ჯაჭვებით მდგომია. |
Verse: c | სპილოზედ იდგა კოშკები, | შიგ ათი კაცი მდგომია, |
Verse: d და | კარვით ყუ̂აოდა მინდორი, | მართ ვითა ცისა ხომია. |
Strophe: 279_[279] | ||
Verse: a | ქავა იახლა, წავიდეს | მისაგებავად მეფეა, |
Verse: b | ორმოცდაათი ათასი | თან წაჰყუ̂ა სისხლთა მჩქეფეა. |
Verse: c | ჰკრეს, გაემართნეს, იზახდა | მაღლად ქოსი და დაფია. |
Verse: d და | ცოტა რა წავლეს, გამოჩნდა | ლაშქარი მონარეფია. |
Strophe: 280_[280] | ||
Verse: a | წინათ მილად მოვიდოდა, | მერმე ყუბად ქავის შვილი, |
Verse: b | მათ უკანით ყარან მოვა, | მკლავ-მაგარი ტურფად ზრდილი. |
Verse: c | მერმე ქიშვად, ვინ მებრძოლთა | გაუმწარის ჭამა, ძილი. |
Verse: d და | თვითოს ახლავს ოც ათასი | ყუ̂ელა ომში გამოცდილი. |
Strophe: 281_[281] | ||
Verse: a | მათ უკანით მისით ლაშქრით | საამ მოვა პილოტანი. |
Verse: b | ას-ოცი მწყრთა სიმაღლე აქუ̂ს | და ორასი სპილოს განი, |
Verse: c | მას მოსდევენ მეფის ძენი, | სარუშა და მისნი სპანი, |
Verse: d და | ფრიდონ სპილოთ გარდამოჴდა, | -- ნახეთ მისი გრძნების ქნანი! |