TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 46
Previous part

Chapter: 37 
აქა საამისა და ზადაჩამის ომი.






Strophe: 534_[535] 
Verse: a       რა ლომ-გულმან საამისურ    აშაქ მკუ̂დარი დაინახა,
Verse: b       ეწყინა და გულსა ზედა   მჯიღვი იკრა, ბრძანა : "ახა!
Verse: c       თქუ̂ა თუ: "ზურგი შემინახეთ,   -- მისთა სპათა შეუზახა.
Verse: d    და   "სიმრავლისა ნურა გაგვათ!"   -- საომარად მოემახა.






Strophe: 535_[536] 
Verse: a       ბრძანა: "იქით მამნახევდით,   სადაციდვას ბეუ̂რი მძორი!
Verse: b       მერმე დიდი დაიზახა   სრულად შეძრა მთა და გორი.
Verse: c       ყუ̂ელას თავსა ბრუ დაესხა,   ახლოს იყო ვინცა, შორი,
Verse: d    და   შიშით დასქდეს, -- ვით, კოკობსა,   ზედ მიუჴდა თეთრი ქორი.






Strophe: 536_[537] 
Verse: a       შეუტივა ზადაჩამსა,    ისიც კარგად შემოვარდა,
Verse: b       ერთმანერთსა შუბი შესცეს,   არცა ერთი ჩამოვარდა.
Verse: c       ზადაჩამ ცხენს გარდეხარა,   მუზარადი თავს მოვარდა
Verse: d    და   საამს შუბი გაუკუ̂ეთა,   ჴლმითავ ზედა წამოვარდა.






Strophe: 537_[538] 
Verse: a       საამს დაჰკრა მარცხნივ მჴარსა,   ვირე ჴმალსა მოიწუ̂დიდა.
Verse: b       ჯაჭვ-ჯავშანი გაუკუთა,   ზედ კამარად სისხლი სდინდა.
Verse: c       საამ კმალი ამოიღო,   უთხრა: "შენცა ასრე გინდა!"
Verse: d    და   თავსა დაჰკრა სრულ გააპო,   დღე ნათელი დაუბინდა.






Strophe: 538_[539] 
Verse: a       ცხენი და კაცი გაჰკუ̂ეთა;   ჴმალი მიწასა დაასო.
Verse: b       დაეცა, მოკუ̂და ზადაჩამ,    სრულ მოეშალა და ასო,
Verse: c       სისხლითა მიწა შეღება,   ყუ̂ავთა, ყორანთა და ასო.
Verse: d    და   ატირა მისი მშობელი,   ცრემლი ადინა და ასო.






Strophe: 539_[540] 
Verse: a       მერმე რაზმსა შეუტივა,   ერთი ჴელით დაუშინა,
Verse: b       სამანდს დეზი მოუქნივა,   გააფიცხა, ააქშინა.
Verse: c       ვისცა დაჰკრის, ამოაგდის,   ვეღარ მივა მთელი შინა.
Verse: d    და   ჴმა შეიქნა საშინელი,   მისი მტერი შეაყინა.






Strophe: 540_[541] 
Verse: a       შეიქნა ცემა, ძახილი,   ყუ̂ირილი მოსაწეუ̂არი.
Verse: b       გავს თუ ცა დასცეს ქუ̂ეყანად,   მიწაზედ დაუტეუ̂არი,
Verse: c       ისარი გვანდა ფუტკარსა,   ისროდეს დაულეუ̂არი.
Verse: d    და   რიყედა ჰყრია თავადი,   შუბისა დანახეუ̂არი.






Strophe: 541_[542] 
Verse: a       შუბისა, ჴლმისა ნალეწი   არეთადაღმან ცვიოდა,
Verse: b       თავადნი გვანდეს რკინასა,   -- სისხლი და ოფლი სდიოდა.
Verse: c       ზოგი ძეს ჩამოგდებული,   კუ̂ნესის, ნაკრავი სტკიოდა,
Verse: d    და   მკუ̂დრისაგან გზანი შეიკრა,   ცოცხალი ზედა დიოდა.






Strophe: 542_[543] 
Verse: a       სამსა დღესა ომი იყო,   მკუ̂დარი ჰყრია ვითა ლილა.
Verse: b       ჯიმშედ დეუ̂ნი ამოსწყუ̂იტნა,   -- იმას აქათ ეს არ ქნილა!
Verse: c       სისხლი ჯეონს დაემგზავსა,   მკუ̂დარი მიაქუ̂ს, ვითა სილა.
Verse: d    და   თურანელთა გაუმწარდა   საღამო და ღამე, დილა.






Strophe: 543_[544] 
Verse: a       ერთკენ შერჩა საამისურ,    თან იახლნეს ზაულელნი.
Verse: b       საომარი დალეოდა,   დაეღებნეს სისხლით ჴელნი,
Verse: c       ცხენს ბარკალი ამოაძვრის,   მით დალეწა მტერთა წელნი,
Verse: d    და   ამოსწყუ̂იტნა თურანელნი,    ზედ აწვივნა ტურა-მგელნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.