Strophe: 525_[526] | ||
Verse: a | გათენდა. ლაჟვარდის ფერმან | ცამან სინათლე გაიცა. |
Verse: b | მასკუ̂ლავთა შექნეს წუხილი, | ელვარებაცა გაიცა. |
Verse: c | მზემან უკუნი განაგდო, | -- წავიდა, პირსა მიიცა, |
Verse: d და | თვითან გუმბადსა მიმართა, | მაღლა ავიდა, მიიცა. |
Strophe: 526_[527] | ||
Verse: a | შესხდა ორგნითვე ლაშქარა, | შეიქნა დიდი დგრიალი. |
Verse: b | ქოს-ნაღარათა, ნაფირთა | იყო ყუ̂ირილი, ტკრციალი, |
Verse: c | ერანელთ რაზმსა აწყობდა, | -- ქიშვადსა ჰქონდა ზრიალი. |
Verse: d და | მას დღესა დარჩა მრავალი | მათი სამყოფი ტიალი. |
Strophe: 527_[528] | ||
Verse: a | სპილოზედ შეჯდა მანუჩარ | ტახტოსან-გვირგვინოსანი, |
Verse: b | მარჯუ̂ენით ყარან და ქიშვად, | დგეს დროშა-ნიანგოსანი, |
Verse: c | მარცხენით ყუბად და მილად | -- მაღლად ყუ̂იროდა ჴმოსანი |
Verse: d და | რაზმს წინა დგა საამისურ | შუბოსან-საგდებლოსანი. |
Strophe: 528_[529] | ||
Verse: a | კაცი ოც დ-ათი ათასი | ზაულის ტანშიგ რჩეული |
Verse: b | გვერცა იახლა მას თანა | დაზრდილი ომსა ჩვეული. |
Verse: c | სამანდსა იჯდა, ბრდღვინვიდა | ძალისა იმედეული. |
Verse: d და | ჰგავს თუ: "მთა იჯდა მთაზედა, | -- ლახტი აქუ̂ს პაპისეული!" |
Strophe: 529_[530] | ||
Verse: a | შესხდა ექუ̂სასი ათასი | სალიმ და ზადაჩამისა. |
Verse: b | გამოდგეს, რაზმი დააწყუ̂ეს. | ყუ̂ელაი, ომსა ლამისა. |
Verse: c | სალიმ ზის თეთრსა სპილოსა, | გულსა აქუ̂ს შიში სამისა. |
Verse: d და | სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, | -- არს შემოკლება ჟამისა. |
Strophe: 530_[531] | ||
Verse: a | მარცხნით დადგა ქაიაშარ, | და მარჯუ̂ენით -- ფირან ლომი. |
Verse: b | რაზმსა წინა ზადაჩამ დგას, | -- მეომრობის დიდად მდომი. |
Verse: c | ერანელთგან გამოვიდა | აშაქ, მოანდომა ომი. |
Verse: d და | აწ ნახეთ თუ: "ვინ ამალდეს, | ვის დაამჴობს ცისა ხომი?! |
Strophe: 531_[532] | ||
Verse: a | აშაქ მიუჴდა თურანელთ, | მუქარას ითხოებოდა. |
Verse: b | მას ბუმბერაზი გამოჰყუ̂ა, | იგიცა კარგად დგებოდა |
Verse: c | აშაქ შუბი ჰკრა ღლიასა, | ბუმბერაზს სულთა ჴდებოდა. |
Verse: d და | კუ̂ლავ სხვა მოვიდა მებრძოლი, | ეს უფრო გაშმაგდებოდა. |
Strophe: 532_[533] | ||
Verse: a | აშაქ მოკლა მეორეც, და | მესამე წამოუვიდა. |
Verse: b | ამ წესითა ოთხ-მეოცი | ჩამოაგდო, სისხლსა ღვრიდა. |
Verse: c | ზადაჩამ თქუ̂ა : "იმა კაცმა | დაგვაყივნა!" ჯავრი სწვიდა. |
Verse: d და | თავსა შუბი შემოივლო, | შეუტივა, მისკენ ვლიდა. |
Strophe: 533_[534] | ||
Verse: a | აშაქს უთხრა: "ვერ მამრჩები, | შენ, ბედითა უკუღმართო! |
Verse: b | ჩემსა ჭანგსა სად წაუხვალ? | კაი საქმე არ დაგმართო! |
Verse: c | მიუჴდა და ჴმალი დაჰკრა, | არა მისთვის საწაღმართო, |
Verse: d და | გაჰკუ̂ეთა და ამოაგდო, | ფიცხლავ სული ამოართო. |