Strophe: 505_[506] | ||
Verse: a | საამ დიდი დაიძახა, | მთას შესძვრიდა, -- ცისა ჴომსა. |
Verse: b | რა ზადაჩამ გაიგონა, | გაერეტა უსაზომსა. |
Verse: c | თქუ̂ა თუ: "მოვა მთვრალი სპილო, | ვინ დაუდგამს ლომთა-ლომსა. |
Verse: d და | ჩამობრუნდეს სადგომისკე, | მოეშალა ყუ̂ელა ომსა. |
Strophe: 506_[507] | ||
Verse: a | ჩამოვიდა მანუჩარ და | თავადები, ვინცა მისი : |
Verse: b | ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად, | აშაქ -- შვილი აშაქისი. |
Verse: c | ოც-ათასი ცხენოსანი | დაინახეს -- მჴსნელი თვისი. |
Verse: d და | მოეგებნეს, უსალამეს, | მათ შეექნა ბნელი დღისი. |
Strophe: 507_[508] | ||
Verse: a | გარდამოკდა სამანდითა, | პირსა ოფლი მოიჴოცა. |
Verse: b | წინ მანუჩარ მიეგება, | მოეხვია, პირს აკოცა, |
Verse: c | მადლი ჰკადრა შემოქმედსა | და დარჩომა მიულოცა, |
Verse: d და | თავადები მოიკითხა, | თქუ̂ა: "ვინ უფრო დაიჴოცა?!" |
Strophe: 508_[509] | ||
Verse: a | ფალავანმან, ჴელ-მწიფესა | სამდურავი მოახსენა: |
Verse: b | "აქ უჩემოდ საომარად | რად წამოხველ, მიკუ̂ირს თქუ̂ენა?!." |
Verse: c | თქუ̂ა: ყარანის" რჩევამ გვიყო, | დავაშავეთ, რაცა ვქენა"! |
Verse: d და | ყარან დია უკუწბილდა, | ვეღარა თქუ̂ა ერთი ენა. |
Strophe: 509_[510] | ||
Verse: a | ნაფირსა ჰკრეს და ერანელთ | თქუ̂ეს თუ: "მოგვესწრა მკსნე[ლია!" |
Verse: b | დამალულიყუ̂ნეს, გამოძვრეს | ტყიდაღმა, ვითა მელია. |
Verse: c | კაცი ოც-დ-ათი ათასი | მებრძოლი ზაულელია, |
Verse: d და | იგიც მოვიდეს, აივსო | კარვითა ტყე და ველია. |
Strophe: 510_[511] | ||
Verse: a | დადგეს ოთაღნი, კარავნი, | სრა-ფარდა შემოვლებული. |
Verse: b | შიგან ჩამოჴდეს სვენებად | მეფე და მისი ხლებული. |
Verse: c | ტახტზედა დაჯდა მანუჩარ, | დასხდეს თავადთა კრებული. |
Verse: d და | ოქროსა სელი დაუდგეს, | ზედ დაჯდა ედემს ხებული. |
Strophe: 511_[512] | ||
Verse: a | პილოტანი გაგულისდა, | გავს დაუწყო ტინსა ლეწა. |
Verse: b | თურანელნი სად წამივლენ, | თქუ̂ა: "აბჯართა მე დავლეწა. |
Verse: c | ბრალიანსა არ დავარჩენ, | არც მართალსა შევიხვეწა. |
Verse: d და | ჩინელთა და ხატაელთა, | უჯობს აწვე გარდახვეწა". |
Strophe: 512_[513] | ||
Verse: a | თქუ̂ა: ზადაჩამს" ქავის დროშა | რაზედა აქუ̂ს, მეკუ̂ირვების?!. |
Verse: b | გონია თუ: ერანელთა | " ტახტი ამით მე დამრჩების?! |
Verse: c | მაღლა ცამდის ამიფრინდეს, | ჩემსა ჭანგსა ჩავარდების. |
Verse: d და | ზღვაშიგაცა შემიცურდეს, | -- მე ცოცხალი ვერ მამრჩების!" |
Strophe: 513_[514] | ||
Verse: a | მისი სიკუ̂დილი დამარქვა, | როდესაც მშობა დედამან. |
Verse: b | თუ ახლოს თვალი მოვჰკიდო, | მაშინ ვიცოდეთ მე და მან. |
Verse: c | უჯობდა არ შობილიყო, | დაამჴოს ავმან ბედამან! |
Verse: d და | ერანელთ სისხლი იჴადოს | აწ ზადაჩამის ქედამან. |
Strophe: 514_[515] | ||
Verse: a | თურანელთაგან აზდენი | ჯავრი ვით გავსძლო მე, ვითა?! |
Verse: b | სამანდის ტერფმან დალაკოს, | უკან მივსდევდე რბევითა. |
Verse: c | ტახტის სანაცვლოდ ტაგრუცი | მივსცე, ვერ ნახოს მზე ვითა. |
Verse: d და | სისხლისა ღვარი ვადინო, | მკუ̂დარი მიქონდეს, ბზე ვითა! |
Strophe: 515_[516] | ||
Verse: a | აწ თურანელთა დედათა, | ღვთითა, შევღებავ შავითა: |
Verse: b | პირსა იხოჭდეს, ტიროდეს | გაშლილი თმითა, კავითა, |
Verse: c | ძაძას იცვემდეს, მოსთქმიდეს, | იყუ̂ნეს ყოფითა ავითა, |
Verse: d და | სისხლისა ცრემლი ზდიოდეს | მელნისა სახედავითა. |
Strophe: 516_[517] | ||
Verse: a | "რაცა სთესო, ის მოიმკო", | ასრე უთქუ̂ამს ბასთანელთა. |
Verse: b | სიცოცხლესა რადღა ელის, | თუ კანჯარი ლომს ეჴელთა?!. |
Verse: c | ზადაჩამის ნახვა მინდა, | ვით ნადიმი პირ-მთვარეთა, |
Verse: d და | მე ვასწავლო მეომრობა, | მოვადინო სისხლი ველთა!" |
Strophe: 517_[518] | ||
Verse: a | საამისურ ესე სიტყუ̂ა | დაასრულა, ჯავრი სწვიდეს, |
Verse: b | ჴელ-მწიფესა მოახსენა | მანდატურის, -- "შემოვიდეს? -- |
Verse: c | ქაიაშარ, ვისი, ფირა | -- მოციქულად მოგვივიდეს. |
Verse: d და | უბრძანა თუ: "მოუძეხით"- | გავიდეს და მოასხმიდეს. |
Strophe: 518_[519] | ||
Verse: a | შემოვიდეს მოციქულნი, | ჴელ-მწიფესა თაყუ̂ანი სცეს, |
Verse: b | მივიდეს და ჴელს აკოცეს, | პირი მიწას დაამტკიცეს. |
Verse: c | თავადებმა დაიწვიეს | და სალამი მათცა მისცეს. |
Verse: d და | მერმე ადგეს, მოახსენეს, | რაც იცოდეს, არ დაიცეს. |
Strophe: 519_[520] | ||
Verse: a | წიგნი მიართვეს მანუჩარს, | უამბეს დავედრებული: |
Verse: b | "გვეყოფის, რაცა ჩუ̂ენ შუა | იჴოცა სახელ-დებული |
Verse: c | როგორცა ფრიდონ გაგვიყო, | მას ვიყუ̂ნეთ დაჯერებული. |
Verse: d და | შევიწყუ̂ნეთ, დავდვათ ზავისა | პირობა გათავებული". |
Strophe: 520_[521] | ||
Verse: a | წიგნის საქმე გაიგონეს | და ნათქუ̂ამი მათის ენით. |
Verse: b | საამ დიდი გაიცინა, | -- "გაღანამცა რბილი სთქუ̂ენით!" |
Verse: c | უბრძანა თუ: "უბედურნო, | აქანამდი სად იყუ̂ენით? |
Verse: d და | უთრუთისა ლახტი, ჴელთ მაქუ̂ს, | თქუ̂ენ მოგიველ კარგის [ძღვენით. |
Strophe: 521_[522] | ||
Verse: a | თურანელნი, ხატაველნი, | აწ, ჩინელნი რას იტყუ̂იან?!. |
Verse: b | -- ერანელნი" ინადირეს, | სისხლი ველთა მოუღვრიან, |
Verse: c | ჩემსა ლახტსა სად წაუვლენ?. | მე სიკუ̂დილი მათი მქუ̂იან! |
Verse: d და | ნილოსისა ზღვასა შევიქ, | ვეჭობ, სისხლი მათცა სდიან!.. |
Strophe: 522_[523] | ||
Verse: a | აწ ზადაჩამს საუბარი | სად სცალიან საკამათი?!. |
Verse: b | ერანელთა სისხლისაგან | გამაძღარა, ვითა დათვი. |
Verse: c | მაშვრალსა და მონარბოლსა | მე მწყურიან სისხლი მათი. |
Verse: d და | არ გავცურდე, ვერ დავდგები, | ცუდი არის ხლათი მათი. |
Strophe: 523_[524] | ||
Verse: a | თუ კაკაბი ბადეს ებას, | არწივი ჭანგს რად იმახავს?!. |
Verse: b | მკვახედ ჰკადრე ჴელმ-წიფესა | : "როგორი ვარ, ხვალე მნახავს!" |
Verse: c | მოციქულნი გამოვიდეს, | ქაიაშარ სულთქუ̂ამს, ახავს. |
Verse: d და | მეფემ სამივ ტანს დამოსა, | სიძუნწესა ვერ უძრახავს. |
Strophe: 524_[525] | ||
Verse: a | რა მივიდეს მოციქულნი | ზადაჩამს და სალიმს წინა. |
Verse: b | ყუ̂ელაკაი მოახსენეს, | საამისგან რაც ესმინა. |
Verse: c | ზადაჩამცა გაგულისდა: | -- "მე ვინა მჯობს, სადა, ვინა?.. |
Verse: d და | კვეხით გაძღა, მზე ჩავიდა | ღრიანკელის პირსა შინა. |