Strophe: 502_[503] | ||
Verse: a | კლდეზედ გავიდა მანუჩარ, | თან აჰყუ̂ა თავადებია. |
Verse: b | წაუდგეს სალიმ, ზადაჩამ, | -- თურისთვის ცეცხლ-ნადებია. |
Verse: c | გარ-შემოერტყეს მას მთასა, | ყოლგან შეუკრეს გზებია. |
Verse: d და | დაიქუ̂ეითეს, აუჴდეს | ზადაჩამ, მისი ყმებია. |
Strophe: 503_[504] | ||
Verse: a | მანუჩარს ლახტი ეჭირა, | სიმაგრეს იდგა კლდიანსა, |
Verse: b | ზადაჩამ კალთას წაფრინდა | მას ჴელ-მწიფესა სვიანსა: |
Verse: c | ლამოდა ჩამოთრევასა | თვალად ტურფასა, მზიანსა, |
Verse: d და | ფარს ლახტი უკრა მანუჩარ, | დაეჴსნა მისგან ზიანსა. |
Strophe: 504_[505] | ||
Verse: a | სხვას კლდესა გახლტა მანუჩარ, | ლახტით მოშალა მტერია. |
Verse: b | მართ ამაზედა მოვიდა | დიდი მაღალი მტვერია. |
Verse: c | საამ მოესწრა ლომ-გული, | მოვა, მართ ვითა შტერია, |
Verse: d და | მთას გარეშემო ლაშქარი | ნახა -- თურანელთ ერია. |