TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 42
Previous part

Chapter: 33 
აქა ფრიდონ მეფისაგან საამთან წიგნის მიწერა.






Strophe: 464_[465] 
Verse: a       მიუწერა: "გულ-ქვიტკირო,   ბედნიერო ფალავანო,
Verse: b       დევ-ვეშაპთა ამომწყუ̂ეტო,   ზღვით ნიანგთა ამამყვანო,
Verse: c       ბეჭ-ბრტყელო და მკერდ-ფართოო,   ტან-მაღალო, ახოვანო,
Verse: d    და   ჯავარ-სრულო, პილოტანო,   შუქთა მზეებრ მონავანო!






Strophe: 465_[466] 
Verse: a       ტახტის ზურგო, შენი ბრძოლა   ეტლსაც არა შეუძლია!
Verse: b       ალმასისა ჴლმის ქარქაშო   არვინ არი შენებრ მძლია,
Verse: c       აწ ზადაჩამ ერანელთა    მოუჴდა და მეტად სძლია,
Verse: d    და   სისხლი ველთა მოადინა,   კაცი მჴეცთა მიაძლია.






Strophe: 466_[467] 
Verse: a       თუ ადრე არ მოესწრები,   წაჴდა ტახტი ერანელთა,
Verse: b       რა ეს წიგნი მოგივიდეს,   შენ აიღე ლახტი ჴელთა,
Verse: c       ჭანგ-მახვილო მოისწრაფე,   შემოირტყი ჴმალი წელთა,
Verse: d    და   იგი ქენით, რაც უქნია   თქუ̂ენთა გვართა -- ტახტის მცველთა






Strophe: 467_[468] 
Verse: a       ანუ იყოთ აბანოსა,   ან ნადიმი გედვას წინა,
Verse: b       ადეგით და წამობრძანდით,   დაუტეუ̂ეთ სუფრა; მინა;
Verse: c       თუ შუაღამ მოგივიდეს,   არამც ვითა დაგეძინა,
Verse: d    და   დილა იყოს, -- ფიცხლა შეჯე,   ნუ მოიცდი წამსა შინა!






Strophe: 468_[469] 
Verse: a       წიგნი უბოძა ფაიქსა,   უბრძანა: "ადრე მიდია,
Verse: b       დღე-ღამე სწორად იარე,   მოუსუ̂ენებლად ვლიდია!"
Verse: c       მალე წავიდა, გაფრინდა,   ვით ეშმაკი და ფლიდია.
Verse: d    და   ზაულს მივიდა ანაზდად,   გზა ედვა თუმცა დიდია.






Strophe: 469_[470] 
Verse: a       საამ სავარდეს ნადიმად   იჯდა, ეყარა ვარდია.
Verse: b       უსხდა პირ-მთვარე მუტრიბი,   არ ედვა გულსა დარდია.
Verse: c       სვემდა ხოშ-გუ̂არსა ღვინოსა,   ზარხოშად იყო არ დია,
Verse: d    და   იშვებდა გმირი -- ტანითა   აბანოს განაზარდია!






Strophe: 470_[471] 
Verse: a       ფაიქმა საამ იკითხა,   უამბეს: "ბაღსა მჯდომია".
Verse: b       მივიდა, მეკრე შეგზავნა,   თვითან კარზედა მდგომია.
Verse: c       ფალავანს ჰკადრეს: "მოვიდა   აქ მონა დანაშრომია.
Verse: d    და   წიგნი აქუ̂ს ფრიდონ მეფისა,   თქუ̂ენის ნახვისა მდომია.






Strophe: 471_[472] 
Verse: a       შემოყუ̂ანება უბრძანა,   მონა წავიდა რბენითა,
Verse: b       შემოიყუ̂ანა ფაიქი   მაშვრალი ოფლთა დენითა,
Verse: c       წიგნი მიართვა ჩოქითა,   დალოცა ზესთა-ზენითა.
Verse: d    და   ლომ-გულმან წიგნსა აკოცა,   იკითხავს ტკბილი ენითა.






Strophe: 472_[473] 
Verse: a       წაიკითხა, ვითა შმაგი,   წამოიჭრა, სულთქმით ახა.
Verse: b       "წა, სამანდი შემიკაზმე",   ამილახვარს შეუძახა.
Verse: c       ყუ̂ელგან კაცი ლაშქართათვის   გაარბინა, გაუზახა,
Verse: d    და   სავარდიდამ გამოვიდა,   შეჯდა ფიცხლავ, მოემახა".






Strophe: 473_[474] 
Verse: a       წინა დროშა ლომის სახე   გაიძღვანა, წამოვიდა,
Verse: b       ვითა ქარი, დაუდგრომლად   სირბილითა მალედ ვლიდა,
Verse: c       ზოგნი უკან მოსდევდიან,   ზოგნი ადრე მოუვიდა.
Verse: d    და   უსამანდო პილოტანსა,   სხვაცა ცხენი ვით დასძვრიდა?!






Strophe: 474_[475] 
Verse: a       კაცი ოცდაათ-ათასი   შეიქნა მეომარია,
Verse: b       დღე, ღამე, სწორად იარეს,   გზა გრძელი, მთა და ბარია,
Verse: c       დაიღალნეს და ჩამოჴდეს,   თავს ქვე[შ] დაიდვეს ფარია.
Verse: d    და   საამს ძილშიგან ეჩუ̂ენა   სიზმარი შესაზარია :






Strophe: 475_[476] 
Verse: a       ნახა მანუჩარ ზღვაშიგან,   შიგ ეგდო დანასველია,
Verse: b       ზოგჯერ ღადომან გააგდო   ნაპირსა, ვითა ძელია.
Verse: c       საამ მივიდა, წაფრინდა,   კალთას მოკიდა ჴელია,
Verse: d    და   მოზიდა, გამოიყუ̂ანა   ზღვიდაღმე კიდევ მთელია.






Strophe: 476_[477] 
Verse: a       ამაზედა გაიღვიძა,   წამოიჭრა ვითა რეტი,
Verse: b       ბრძანა: "თურმე დაეჭირა   აწ მანუჩარს მეტის მეტი,
Verse: c       შეჯდა, ფიცხლავ წამოვიდა   ერანისა ტახტის სვეტი,
Verse: d    და   ვირემ საამ მოვიდოდა,   მათ შეექნათ ცემა-ჟლეტი.






Strophe: 477_[478] 
Verse: a       მუნვე მოვიდეთ, დავიწყოთ   ანბავი დანატევები:
Verse: b       არ მოსულიყო მანუჩარ    და სალიმ მეფის ძეები,
Verse: c       დილა გათენდა, დარაზმდეს   საომრად შესატევები.
Verse: d    და   სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა,   ყუ̂იროდეს, ვითა ნარები.






Strophe: 478_[479] 
Verse: a       მოედანშიგა მოვიდა   ზადაჩამ სახელდებული.
Verse: b       შუბსა ივლებდა, იძახდა:   "ვინა ხარ ერანს ქებული?!
Verse: c       გამოდი, შენზე საწუთრო   ვამყოფო შეიწრებული!.."
Verse: d    და   აქათით ყუბად გავიდა   საომრად გაფიცხებული.






Strophe: 479_[480] 
Verse: a       ზადაჩამ ყუბადს აგინა,   მოუჴდა, ვითა ბარია,
Verse: b       შუბი გაშჩარა კურტაკსა,   გააგდებინა ფარია,
Verse: c       სარტყელსა, ჴელი ჩაუგდო,   ცხენსა მოჴადა დარია,
Verse: d    და   ლამოდა დახეთქებასა,   ყუბადს დაეცა ზარია.






Strophe: 480_[481] 
Verse: a       შეაწყდა ჯაჭვის სარტყელი,   ჩამოვარდა ამად ძირსა,
Verse: b       ფალავნები მიეშველნეს,   ძლივ დააძვრეს ვეშპის პირსა,
Verse: c       შავი რაზმი აიშალა,   ორნივ უკვრენ ყუ̂ირო-შტვირსა.
Verse: d    და   დაერივნენ ერთმანერთსა,   ცა სისხლსა სწვიმს, ეტლი სტირსა!






Strophe: 481_[482] 
Verse: a       ორგნითვე ბეუ̂რი იჴოცა,   შეიქნა ცემა, ხივილი,
Verse: b       სისხლით მინდორი გაწითლდა,   იყო ახტათა ხვივილი,
Verse: c       მამა შვილს ტირის, ძმა -- ძმასა,   აქუ̂ს დიდი მისატკივილი,
Verse: d    და   საღამოს ჟამსა გაიქცნეს,   ერანელთ შექნეს ჩივილი.






Strophe: 482_[483] 
Verse: a       ბარგშიგ შეუჴდეს, იჴოცა   მრავალი ყმა და ბერია.
Verse: b       ერანელთაკენ გამოჩნდა   მაღალი, დიდი მტვერია:
Verse: c       ყარან მოვიდა ლაშქრითა,   მოელავს შუბის წვერია.
Verse: d    და   უკუ-ეყარნეს მაშვრალნი.   მზე იქნა დანაწვერია.






Strophe: 483_[484] 
Verse: a       ბარგზედ დადგეს, ყარან მიდგა,   ფალავანთა პირს აკოცა.
Verse: b       ვინცა ომსა მორჩომოდა,   ყუ̂ელაკასა მიულოცა.
Verse: c       ცრემლი ღაწვთა უსველებდა,   თქუ̂ა: "ვინ უფრო დაიჴოცა?
Verse: d    და   მე სიცოცხლე აღარ მინდა,   ეს რა ვნახე, რა მეოცა?!".






Strophe: 484_[485] 
Verse: a       თურანელთაკე გამოჩნდა   მტვერი, ცათამდის სწვდებოდა,
Verse: b       კაცი ოთხასი ათასი   სალიმს წინ მოუძღვებოდა.
Verse: c       მგლის სახე დროშა ნათობდა,   ქოსთა ჴმა გახშირდებოდა,
Verse: d    და   სპილოზედ იჯდა ჴელ-მწიფე,   თან ქაიაშარ ჰყუ̂ებოდა.






Strophe: 485_[486] 
Verse: a       ზადაჩამ მისაგებავად   შეჯდა და იკრა ნობასა,
Verse: b       ახლოს მივიდა, ჩამოჴდა,   იქმოდა ბიძის თმობასა.
Verse: c       სალიმ რა ნახა, გარდაჴდა,   ვერ იტყუ̂ის ომთა გმობასა,
Verse: d    და   მათ ერთმანერთი დაკოცნეს,   ქოსი იქს მაღლა ჴმობასა.






Strophe: 486_[487] 
Verse: a       მოვიდეს ორნივ ლაშქარნი,   მეფეთა მისცეს სალამი,
Verse: b       შესხდეს და სადგომისაკე   გამოიძღვანეს ალამი,
Verse: c       მოედანს დადგეს კარავნი,   დაფარეს ჴმელი და ლამი,
Verse: d    და   ამართეს სევნის სვეტები,   ოქროდ ნაჭედი ყალამი.






Strophe: 487_[488] 
Verse: a       ერანის გზაზედ გამოჩნდა   მტვერი, ზე ამაღლებული.
Verse: b       მოვიდეს, იცნეს მანუჩარ,    თან ქავის დროშა ხლებული.
Verse: c       კაცი ას-ოცი ათასი   მას მოჰყუ̂ა სახელდებული.
Verse: d    და   წინ მიეგებნეს ლაშქარნი,   შესხდეს ყოველნი -- კრებული.






Strophe: 488_[489] 
Verse: a       ჴელ-მწიფეს მისცეს სალამი,   ჩამოჴდეს ერთობილია,
Verse: b       შესხდეს და სადგომს მოვიდეს,   მუნ ჯარი შემოყრილია.
Verse: c       დადგეს კარავნი ოთაღნი   ფრიდონ მეფისა ქნილია,
Verse: d    და   მანუჩარს სიმაგრისათვის   გარ შემოავლეს თხრილია.






Strophe: 489_[490] 
Verse: a       დილა გათენდა, გამოჩნდა   უკუნის განმქარვებელი.
Verse: b       გუმბათსა ზედა ამაღლდა   საწუთროს მაშუ̂ენებელი.
Verse: c       ჰკრეს ნაღარასა, ყუ̂იროდა   ნაფირი, მისი მჴმობელი.
Verse: d    და   შესხდეს ორნივე ლაშქარნი   -- მინდორთა ამავსებელი.






Strophe: 490_[491] 
Verse: a       დარაზმდეს. შეჯდა მანუჩარ,    თხრილშიგან დადგა ცხენითა,
Verse: b       ასი ათასით კაცითა,   დროშითა შეურცხვენითა.
Verse: c       მარჯვნით დგას ყარან და ქიშვად    ჯარითა უმარცხენითა,
Verse: d    და   მეორგნით ყუბად და მილად    ლაშქრითა მემარცხენითა.






Strophe: 491_[492] 
Verse: a       თურანელთ რაზმი დააწყუ̂ეს,   სალიმ სპილოზედ მჯდომია,
Verse: b       მგლის სახე დროშა ამართა,   -- არის ომისა მდომია.
Verse: c       მარჯვნით დგას ვისი და ომან,    ლუაქ, ფარშავად ლომია,
Verse: d    და   მარცხენით ქაიაშარი,    ნოშტევან, ზავარ მდგომია.






Strophe: 492_[493] 
Verse: a       დროშას წინ დადგა ზადაჩამ    ლახტოსან-საგდებლოსანი.
Verse: b       სამოცი ადლი სიმაღლე   ქონდა -- მაღალი ზროსანი.
Verse: c       მართ ვითა ლომი, ბრდღვინევდა,   შუბსა ივლებდა ჴლმოსანი,
Verse: d    და   მუქარას ითხოებოდა,   მაღლა ყუ̂იროდა ჴმოსანი.






Strophe: 493_[494] 
Verse: a       გახშირდა ცემა ქოსისა,   მოდგა შუბისა ტევრია,
Verse: b       მინდორი, ზღვა ვით, ღელვიდა,   შეიქნა მოსაწეუ̂რია.
Verse: c       მათი ზრიალი, ზახილი   ცათამდის ასაწეუ̂რია.
Verse: d    და   მტვერი ამაღლდა. ჯაბანი   შიშმან გახეთქა ბეუ̂რია.






Strophe: 494_[495] 
Verse: a       ყარან გავიდა შუბითა,   პირველ მუქარის მძახელი.
Verse: b       ზადაჩამ ნახა სალიმთან,    ახსენა ღვთისა სახელი,
Verse: c       მიუჴდა, უთხრა: "ბედ-კრულო,   ომი გიჩუ̂ენო მჭახელი,
Verse: d    და   ვატირო შენი მშობელი,   იყოს თვალ-დაუფახელი!"






Strophe: 495_[496] 
Verse: a       ყარან ფიცხლავ ჩამოაგდო,   ფარი შუბით გაუმსხვრივა.
Verse: b       ჯაჭვ-ჯავშანი გაუტეხა,   კორცად ვერა ჩაუწივა,
Verse: c       ყუბად, მილად, აშაქ ნახეს,   სამთავ ერთად შეუტივა;
Verse: d    და   მიუჴდეს და დაუშინეს,   სული ამით მოახწივა.






Strophe: 496_[497] 
Verse: a       ამილახორმან ცხენს შესვა   მუნ ყარან ჩამოგდებული
Verse: b       კუ̂ლავე მოუჴდა ზადაჩამს    საომრად გაფიცხებული.
Verse: c       მარტოსა სცემენ გულ-მედგრად   ოთხნივე სახელ-დებული.
Verse: d    და   რაზმი შეიძრა, შეიქნა   მტვერი ზე ამალებული.






Strophe: 497_[498] 
Verse: a       შუბისა ჯარი მოვიდა,   დაიწყეს ცხენთა ჴვივილი,
Verse: b       ისარი გვანდა ფუტკარსა,   შეიქნა სროლა-შივილი.
Verse: c       ფალავანთა და სფაადთა   სჭირდა ნაკრავთა ტკივილი,
Verse: d    და   "ჰკარ, მოჰკალ, შეჰკარ, შეიპყარ!"   -- იყო ამისი ყივილი.






Strophe: 498_[499] 
Verse: a       შუა გაჭრილი თავადი   ცხენსა მოჰქონდა, ცვიოდა.
Verse: b       თავადთა თავი ეყარა,   ზოგთა ნაკრავი სტკიოდა.
Verse: c       სისხლმან ხანდაკი გაჰკუ̂ეთა,   ვითა ჯიონი, დიოდა.
Verse: d    და   კაცის თავ-ფეხი მოქონდა,   ზადაჩამ არას ჩიოდა.






Strophe: 499_[500] 
Verse: a       გზანი შეიკრნეს მძორითა,   ჰყრია, მართ ვითა ბანგია.
Verse: b       ქარი და წვიმა მოვიდა,   დაბნელდა, ვითა ზანგია.
Verse: c       ერანელთ პირსა აყრიდა,   დაჰყარეს მათი ბარგია.
Verse: d    და   თხრილსა გავიდეს მანუჩარ,    ჟღრიალობს ცხენთა რაგია.






Strophe: 500_[501] 
Verse: a       ვეღარ დაუდგეს, გაიქცეს   მანუჩარ და ერანელნი.
Verse: b       გაემარჯუ̂ა თურანელთა,    მას დღეს იყუ̂ნეს სისხლთა მღვრელნი.
Verse: c       დროშა დარჩა. მედროშესა   მათ მოჰკუ̂ეთეს წმინდად ჴელნი
Verse: d    და   დარჩა სპილო, აქლემები,   ძლივ იტყეუ̂დეს მკუ̂დართა ველნი.






Strophe: 501_[502] 
Verse: a       სამ დღე-ღამე უკან ზდივეს   გულ-უშიშრად, არ დარიდეს
Verse: b       სად ყოშუბსა მიეწივნეს,   ვით პანტასა, ჩამოყრიდეს.
Verse: c       თური მკუ̂დარი მოიგონეს,   გულ-მესისხლედ სისხლსა ღვრიდეს.
Verse: d    და   მანუჩარ და თავადები   გაქცეულნი მთაზედ ვლიდეს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.