Strophe: 460_[461] | ||
Verse: a | ყარანს დაუწყეს ბრალობა: | "ნეტარ იკვეხი ვისითა? |
Verse: b | ფრიდონთან კაცი გავგზავნოთ, | ღამე იაროს, -- დღისითა, |
Verse: c | საამს აცნობოს -- ვყოფილვართ | ჩუ̂ენ წყალობითა მისითა, |
Verse: d და | თუ დროზედ არას გვიშველის, | ბედი გვექმნების მქისითა!" |
Strophe: 461_[462] | ||
Verse: a | დასვეს კაი მწიგნობარი, | მიუწერეს წიგნი ქავსა: |
Verse: b | "რაცა ბრძანა ჴელ-მწიფემან, | ის მოვიდა ჩუ̂ენსა თავსა! |
Verse: c | აქ ზადაჩამ ამოგვწყუ̂იტა, | არ უპირობს ერანს ზავსა, |
Verse: d და | აწ თუ საამ არ მოგვესწრა, | ვიცით, გვიზამს უფრო ავსა". |
Strophe: 462_[463] | ||
Verse: a | დაწერეს და ფაიქს მისცეს, | ფრიდონ მეფეს გაუგზავნეს. |
Verse: b | მანუჩარცა შეუთვალა, | მიუწერეს, ბეუ̂რი გვავნეს, |
Verse: c | ფაიქები გამოფრინდენ, | ორნივ ქარსა დაეგვანეს. |
Verse: d და | ერთმან სარავს მიაწივა, | გზანი ადრე წაიარნეს. |
Strophe: 463_[464] | ||
Verse: a | შევიდა, წიგნი მიართვა | ფაიქმან ფრიდონ მეფესა, |
Verse: b | რა წაიკითხა, დაჭმუნდა, | არ გვანდა ვარდის მკრეფესა. |
Verse: c | უბრძანა ერთსა მწერალსა, | გონიერსა და სეფესა: |
Verse: d და | "მიუწერეო საამსა, | მტერთა სისხლისა მჩქეფესა". |