Strophe: 454_[455] | ||
Verse: a | შეიქნა ომი ფიცხელი, | დაუშინეს ერთმანერცა: |
Verse: b | შუბი, ჴმალი, ლახტ-ისარი, | თავადებსა ბეუ̂რი ეცა, |
Verse: c | გაამრავლეს ჯარი მკუ̂დრისა, | გაირისხეს მაღლა მზეცა, |
Verse: d და | ვერ დაუდგეს ერანელთა, | დაუმარცხდა მათსა ბედსცა. |
Strophe: 455_[456] | ||
Verse: a | გამოიძღვანა ზადაჩამ, | მოსდეუ̂ს და იცემებოდა, |
Verse: b | ჴოცდა და მბრუნავი ეტლი | მას ზედა ატირდებოდა, |
Verse: c | ზოგი საბრალოდ კვნესოდა | და ზოგსა სული ჴდებოდა. |
Verse: d და | მანუჩარისკენ წავიდეს, | სხვა მტერი გამოჩნდებოდა. |
Strophe: 456_[457] | ||
Verse: a | გაიქცეს მანუჩარისკენ, | მისდეუ̂ს ზადაჩამ ლომია, |
Verse: b | მბრუნავი ეტლი ატირდა, | მკუ̂დარი ძეს, თუ რაზომია?.. |
Verse: c | მძორით აივსო მინდორი | ანგარიშ-მიუჴდომია, |
Verse: d და | ერანელთ მტვერი გამოჩნდა, | ღრუბელთა შესაცდომია. |
Strophe: 457_[458] | ||
Verse: a | აშაქ მოვიდა ლაშქრითა, | ძმა ქიშვადისა გმირია, |
Verse: b | ორმოცდა ათი ათასი | მოჰყუ̂ა -- მებრძოლი ჭირია, |
Verse: c | ნახა ომი და ზრიალი, | ელვა და ჴლმისა პირია. |
Verse: d და | ჰკრეს ნაღარასა, მოუჴდა. | იძახდა ქოსი, სტვირია. |
Strophe: 458_[459] | ||
Verse: a | შექნეს ომი საშინელი, | ცხენ-კაცისა იდგა გორი. |
Verse: b | მათ ზადაჩამ ასრე დახუ̂და, | ვით დურაჯსა თეთრი ქორი. |
Verse: c | რომე იყუ̂ნეს ბრძოლაშიგან, | -- გამოვიდა ერთი სწორი. |
Verse: d და | დაღამდა და -- გამობრუნდეს, | რიყე ვითა, ყრია მძორი. |
Strophe: 459_[460] | ||
Verse: a | იქით აქათ დაებარგნეს, | ორნივ მეტად დაიღალნეს. |
Verse: b | მას ღამესა ქიშვად, აშაქ, | ყუბად, მილად შეიყარნეს, |
Verse: c | თქუ̂ეს: "ჴელ-მწიფემ გვივეზირა, | უსაამოდ არამც გვავნეს, |
Verse: d და | ზადაჩამის ფალავნობა | მას ასმოდა, მით გვიბრძანეს". |