Strophe: 436_[437] | ||
Verse: a | ფრიდონ ბრძანა: "მე მასმია | ზადაჩამის დიდი ქება. |
Verse: b | უსაამოდ მეშინიან, | -- არამც მოგვხვდეს მისგან ვნება!" |
Verse: c | ყარან თქუ̂ა: "ვირ სამ მოვიდეს | გვიჯობს მტერთ არ შემოშვება; |
Verse: d და | ვირემ ერანს მოვიდოდე | გვმართებს წინა მიგებება. |
Strophe: 437_[438] | ||
Verse: a | თავადები დაემოწმნე | ყარანისა საუბარსა: |
Verse: b | "რას ვიყოვნით, მივეგებნეთ, | ნუ შევსჭამთო იმათს ჯავრსა!" |
Verse: c | ფიცხლა წიგნი საჴმობარი | მიუწერა სრულა ჯარსა. |
Verse: d და | შეიყარნეს ერანელნი | და მოადგეს ფრიდონს კარსა. |
Strophe: 438_[439] | ||
Verse: a | სრულად მოვიდეს, ერთპირად, | ლაშქრითა უთვალავითა. |
Verse: b | დროშითა ნაღარ-სტვირითა | დუმბულის ზედ საკრავითა. |
Verse: c | კარავ-ოთაღნი დაიდგეს, | გარე-მოიძლეს ავლითა, |
Verse: d და | ათ უტურფესი კაცთაგან | არ ინახოდა თვალითა!.. |
Strophe: 439_[440] | ||
Verse: a | იტყუ̂იან: თურანელთაგან | " გული სავსე გვაქუ̂ს ჯავრითა! |
Verse: b | ნეტარ ვის ქუ̂იან ზადაჩამ? | მას ვინ ახსენებს თავითა?!. |
Verse: c | ის ერანელთა ფალავანს | ვერავისა სჯობს ძალითა. |
Verse: d და | მას მორეუ̂ნია სირეგვნე, | თავი სავსე აქუ̂ს ქარითა. |
Strophe: 440_[441] | ||
Verse: a | ნუ ვიყოვნით, ჩუ̂ენ წავიდეთ, | მივეგებოთ ფიცხლავ წინა. |
Verse: b | ყუ̂ელა ომსა აპირობენ, | ფალავნები ვინცა ვინა. |
Verse: c | იტყუ̂იან თუ: "ღვთის ძალითა | დაგვიდგების ის ვერ წინა, |
Verse: d და | მიუმატოთ რისხვა ღვთისა, | ვაზღვევინოთ სისხლი წინა! |
Strophe: 441_[442] | ||
Verse: a | ჩუ̂ენ თუ ერაჯ დავივიწყოთ, | არ მართებს თურის ძებნაო, |
Verse: b | წყეულმან თურიმ ძმა მოჰკლა, | არ იყო ღვთისა ნებაო!.. |
Verse: c | მამის სიკუ̂დილიც ინდომა, | ფრიდონის განქარვებაო, |
Verse: d და | ზააქის კუ̂ალსა წაუდგა, | მან ქნა ეშმაკის ნებაო! |
Strophe: 442_[443] | ||
Verse: a | რაცა თურის დაემართა, | ზადაჩამცა მას მოელის: |
Verse: b | ავს ეტლზედა ნაშობია, | მისთვის კარგსა არ მოელის. |
Verse: c | იმას იქით ბიძა მისი | სალიმ უფრო ავს მოელის, |
Verse: d და | ძმის მკვლელია, -- მოღალატე, | სატანასთან მისვლას ელის!" |
Strophe: 443_[444] | ||
Verse: a | აჰკიდეს ბარგი, -- ოთაღნი, | კარავნი, სალაშქრონია. |
Verse: b | შესხდეს, გამოდგეს ლაშქარნი, | სრულ ერანელნი ხრონია. |
Verse: c | არის ოთხასი ათასი | არ მკლავთა უმაგრონია. |
Verse: d და | სპილოზედ შეჯდა მანუჩარ, | თქუ̂ეს თუ: "წასვლისა დრონია!" |
Strophe: 444_[445] | ||
Verse: a | ქიშვად, მილად, ყუბად, აშაქ | წინამავლად წაიძღვანა, |
Verse: b | ოთხმ, ოცდა ათი ათასი | კაცი თვითოს წაატანა. |
Verse: c | მათ უკანით შაჰ მანუჩარ | მისდეუ̂ს, ყარან ახლავს თანა. |
Verse: d და | ქოსსა ჰკრეს და გაემართნეს, | -- არ ინახვის იმათთანა! |
Strophe: 445_[446] | ||
Verse: a | იქით ზადაჩამ გამოდგა, | -- მუნით ლომ-გული ქუ̂ელია; |
Verse: b | კაცი სამასი ათასი | გუ̂ერც ახლავს თურანელია. |
Verse: c | ქიშვადიდაღმან ჯაშუშნი | გაძვრეს, მართ ვითა მელია. |
Verse: d და | ზადაჩამს ჰკადრეს: "მოდიან, | უამბეს მათ ყოელია!" |
Strophe: 446_[447] | ||
Verse: a | რა ზადაჩამ ჯაშუშთაგან | ეს ამბავი გაიგონა, |
Verse: b | ღამე დღესა წამოურთო, | ომსა არას დაეღონა. |
Verse: c | ღამით მათი ცეცხლი ნახა, | ჴელი შუბსა დაეკონა. |
Verse: d და | შეუტივა, თავს დაესხა, | -- ჴოცენ, შექნეს სისხლთა ფონა. |
Strophe: 447_[448] | ||
Verse: a | ემინად იყუ̂ნეს, შესცვივდეს, | -- ცემა, ლაწი და ტკაცია. |
Verse: b | გათენებამდის დაჴოცეს | ოცი ათასი კაცია. |
Verse: c | ცისკარზედ ქიშვად გაუძვრა, | ძლივ გაჰყუ̂ა, რაცა აცვია. |
Verse: d და | ბარგი დაყარეს, -- თავადთა | ჴოცენ და შუბსა აცვია. |
Strophe: 448_[449] | ||
Verse: a | სალიმს კაცი გაუგზავნა, | -- რასა სდგახართ, მო ისწრაფეთ! |
Verse: b | დავჴოცეთ და ამოვსწყუ̂იტეთ | მტერი, სისხლით გავალაფეთ, |
Verse: c | გავიქციეთ, მათი ბარგი | დავიყარეთ, ვიალაფეთ. |
Verse: d და | სალიმ რა ცნა, მოეშურა, | თქუ̂ა: "მიუსწრა, -- თქუ̂ენცა კაფეთ!" |
Strophe: 449_[450] | ||
Verse: a | მილადისა ლაშქართაგან | გაქცეულთალ მტვერი ნახეს: |
Verse: b | ორნივ ერთად შეიყარნეს, | შემოჰკივლეს, მოემახვნეს, |
Verse: c | დიდ-ხანამდის ომი იყო, | ჩამოყარეს, ფერჴით ლაჴნეს, |
Verse: d და | ვერ დაუდგეს, ბარგი მათი | დაყარეს და მათცა ფახნეს. |
Strophe: 450_[451] | ||
Verse: a | გამოიძღვანეს, წაართვეს | დროშა, აქლემი, ჯორია. |
Verse: b | აივსნეს ჴევნი, ღელენი, | ძლივ ეტეოდა მძორია. |
Verse: c | ერანით მტვერი გამოჩნდა, | ღრუბელთა შესასწორია! |
Verse: d და | ყუბად მოვიდა ლაშქრითა, | გნოლზედა ვითა ქორია. |
Strophe: 451_[452] | ||
Verse: a | მირბენილთა ყუბად ნახეს, | დადგეს, მეტად გაეხარნეს. |
Verse: b | დაჯარდეს და შეუტივეს, | ერთმანერთი ჩამოყარნეს. |
Verse: c | ომსა შიგან ზადაჩამ და | ქიშვად ერთად შეიყარნეს. |
Verse: d და | ერთმანერთსა შუბი შესცეს, | დალეწეს და გარდაყარნეს. |
Strophe: 452_[453] | ||
Verse: a | ჴმითა შეიბა ზადაჩამ | იკმარა სიფიცხენია, |
Verse: b | ქიშვადს დასცდა და ცხენს უკრა, | წაექცა, ვითა ხენია. |
Verse: c | ამილახვარმა რა ნახა | პატრონის სიმარცხენია, |
Verse: d და | ეცადა მოჴმარებასა | მალედ მოგვარა ცხენია. |
Strophe: 453_[454] | ||
Verse: a | კუ̂ლავ მეორე მოუქნივა, | მას შეჯდომა არ აცალა, |
Verse: b | მილახვარი გარდეფარა, | ჰკრა, პატრონსა ანაცვალა. |
Verse: c | კაცი ცხეინთ გაკუ̂ეთილი, | ორნივ სულით დაიცალა; |
Verse: d და | ყუბად, მილად მოეშველნეს, | შესვეს, ფიცხლავ გაეცალა. |