Strophe: 423_[424] | ||
Verse: a | თურის ერთი შვილი დარჩა, | მას ზადაჩამ ეწოდების. |
Verse: b | თხუთმეტისა წლისა იყო, | -- ვინც შეებმის, არ მორჩების! |
Verse: c | თურანელი გაქცეული | ყუ̂ელა მას წინ შეიყრების. |
Verse: d და | მამის საქმე გაუმჟღავნეს, | -- ვითა ცეცხლი აენთების! |
Strophe: 424_[425] | ||
Verse: a | ზადაჩამ შექნა ყუ̂ირილი, | მოთქმა დაუ̂წეო (?) მამასა, |
Verse: b | აღაპზედ გასცა მრავალი, | იქს ტაგრუცისა ამასა |
Verse: c | ფიცით თქუ̂ა: "ღვთითა, მანუჩარს | მე არ შავარჩენ ამასა, |
Verse: d და | ასრე გაუჴდი სარავსა, | რომ ეძახოდენ ტრამალსა!" |
Strophe: 425_[426] | ||
Verse: a | სამ წლამდის იყო ზადაჩამ | გლოვითა მეტად შავითა, |
Verse: b | სამოცი ადლი სიმაღლე | ჰქონდა მაგარსა მკლავითა. |
Verse: c | გაბედა ერანს მოჴდომა | გულითა დანაწვავითა. |
Verse: d და | იჴმო ყოველი ლაშქარი, | თქუ̂ა: "არ ვიქნები ზავითა". |
Strophe: 426_[427] | ||
Verse: a | სრულ მოვიდეს, ერანელნი | ვინცა იყუ̂ნენ ერთობილნი. |
Verse: b | წინა ვისი მიუძღოდა | და შვიდნივე მისნი შვილნი, |
Verse: c | ფირან, ომან, ლუაქ, ნოსტე | და ფარშავად -- მტერთა ჭირნი |
Verse: d და | ფილასონ და ზავარ ლომი | -- მკლავ-მაგარნი, არ გულ-ჩვილნი. |
Strophe: 427_[428] | ||
Verse: a | ჩამოჴდეს და ჴელ-მწიფესა | თაყუ̂ანი სცეს, ჰკადრეს ქება. |
Verse: b | რა ზადაჩამ დაინახა, | ადგა, წინა მიეგება; |
Verse: c | ფალავანთა პირს აკოცეს, | უხაროდა მათი ხლება, |
Verse: d და | დასხდეს, შექნეს ვეზირობა, | მოეწონა მათი მცნება. |
Strophe: 428_[429] | ||
Verse: a | გათენდა, სცემდეს ტაბლაკსა. | გამოდგა სრულად ჯარია. |
Verse: b | არის სამასი ათასი. | ჟღრიალობს ცხენთა ზარია. |
Verse: c | ვეფხისა სახე დროშა აქუ̂ს, | ამართეს მისი ტარია, |
Verse: d და | სალიმს მიმართა, წავიდა, | მიუძღვის მკლავ-მაგარია. |
Strophe: 429_[430] | ||
Verse: a | ბიძას კაცი გაუგზავნა, | მისი საქმე შეუთვალა. |
Verse: b | სალიმ რა სცნა, ცხენსა შეჯდა, | სხვას ყუ̂ელასა მოეშალა. |
Verse: c | მიეგება სიხარულით. | ვითა ვარდი გაიშალა, |
Verse: d და | რა ზადაჩამ დაინახა, | ჭირსა ლხინი ანაცვალა. |
Strophe: 430_[431] | ||
Verse: a | ჩამოჴდეს და ერთმანერთსა | აკოცეს და მოეხვივნეს, |
Verse: b | ერთობილთა თურანელთა | ჴელმწიფესა უსალამნეს; |
Verse: c | შესხდეს, დარბაზს წამოვიდეს, | სწადდა, შინა შეეწვივნეს, |
Verse: d და | გარეთ დადგეს მოედანზედ, | ქალაქშიგა ვერ ეტივნეს. |
Strophe: 431_[432] | ||
Verse: a | ოთაღნი და სრა-ფარდანი | მინდორზედა მოაფინა, |
Verse: b | უმასპინძლა, უალერსა, | მისი მოსვლა არ ეწყინა, |
Verse: c | ჯიმშედისა ნათესავი | ქაიაშარ აჴმობინა, |
Verse: d და | სრულ ლაშქართა მიუწერა, | ყოვლგნით წიგნი გაარბინა. |
Strophe: 432_[433] | ||
Verse: a | ქარქისნელთა შეუთვალა, | შადიდს, აშქაშს მიუწერა: |
Verse: b | თურამიშს და ჯუნდულ დევსა | მეტად ხვევნით ემუდარა. |
Verse: c | შანგალს, ბერუქს, ლომსა ყუნტუზს, | ჯანგას ცალკე მიუწერა, |
Verse: d და | შეუთვალა: "თქუ̂ენს საქმესა | ზეციერი ეტლი ჯერა!". |
Strophe: 433_[434] | ||
Verse: a | აწ გენუკუ̂ი თქუ̂ენ მოსლვასა | რომ საშველად ჩვენკე იროთ, |
Verse: b | დიდის ლაშქრით წამოხვიდეთ, | ვითა ქარი ფიცხლა იროთ. |
Verse: c | ჩუ̂ენ მიუჴდეთ ერანელთა, | დედა-წული აუტიროთ. |
Verse: d და | სრულ ქუ̂ეყანა მოვამტვეროთ, | ვერ მოგვირჩენ უქვიტკიროთ! |
Strophe: 434_[435] | ||
Verse: a | მოვიდეს სრულად ლაშქარნი | ფუტკართა შესადარენი; |
Verse: b | იქნა ექუ̂სასი ათასნი, | აავსეს არე-მარენი, |
Verse: c | შესხდეს და გამოემართნეს | მნახავთა შესაზარენი, |
Verse: d და | თქუ̂ეს : ერანელთა" დედათა | ცრემლნი ვადინოთ მწარენი!" |
Strophe: 435_[436] | ||
Verse: a | მალედ წავიდეს ჯაშუშნი, | გაჩქუ̂იფეს წყალთა ფონები. |
Verse: b | ფრიდონს უამბეს, -- მანუჩარს, | -- ნახული, განაგონები. |
Verse: c | მათ მოიწვივნეს თავადნი, | თქუ̂ეს: "არის დასაღონები! |
Verse: d და | რაც სჯობდეს -- გამოვარჩიოთ, | რა გვმათებს მოსაგონები?!" |