Strophe: 407_[408] | ||
Verse: a | რა ლომ-გულმან გაიგონა | ყუბადისგან ნაუბარი, |
Verse: b | გაშმაგდა და დაიყუ̂ირა. | შიშით დასქდა იგი ჯარი. |
Verse: c | შემობრუნდა, სამანდს უთხრა: | "აწ სირცხვილი შენზედ არი! |
Verse: d და | თური იცნა, შეუძახა: | ერაჯ" მტკივის შენგან მკუ̂დარი. |
Strophe: 408_[409] | ||
Verse: a | ჯარისაგან ვერ მიუდგა, | გარდააცვა საგდებელი, |
Verse: b | სპილოდაღმან ჩამოაგდო | და შეუკრა მაგრა ჴელი. |
Verse: c | ზაულელთა მიაბარა: | -- "შეინახეთ ძმისა მკვლელი!" |
Verse: d და | თვითან რაზმსა წაერია, | თხისა ჯოგსა ვითა მგელი. |
Strophe: 409_[410] | ||
Verse: a | თური ნახეს შეპყრობილი, | ერთობილნი გარდიხვეწნეს. |
Verse: b | მოერივნეს ერანელნი, | იმათ ზურგი დაალეწნეს, |
Verse: c | დაჴოცეს და ამოსწყუ̂იტეს, | დაპჴრობილნი მოირეწნეს, |
Verse: d და | ძლივ მანუჩარ მოარჩინეს, | ყუ̂ელა ღმერთსა შეეხვეწნეს. |
Strophe: 410_[411] | ||
Verse: a | დარჩა მათი სპილო, ტახტი, | კარავი და ბარგი სრული, |
Verse: b | ნაომარზედ გარდამოკდეს. | ჴმობს ნაღარა, ქოსი კრული. |
Verse: c | მანუჩარს წინ მოიყუ̂ანა | საამ თური ჴელ-შაკრული. |
Verse: d და | ნახეთ ეტლი უკუღმართი, | კაცს რას უზამს ბედი კრული?!. |
Strophe: 411_[412] | ||
Verse: a | საამ სადგომს წამოვიდა, | იყო ბეუ̂რგან დაკოდილი. |
Verse: b | ოთაღშიგან მოსასუ̂ენოდ | დაწვა ედემს ალვა-ზრდილი. |
Verse: c | მანუჩარს წინ მოიტანეს | ტახტი მისი მოჭედილი, |
Verse: d და | ჯორ-აქლემი დატვირთული, | ბარგი ბეუ̂რი სხვა მოჴდილი. |
Strophe: 412_[413] | ||
Verse: a | სამად გაყო ნაშოვარი, | ძლივ იტევდა იგი არე. |
Verse: b | სალიმისა ტახტზედ დაჯდა | ალვის ნორჩი, ვითა მთვარე. |
Verse: c | თურის ტახტი ერთი წილი | -- საქონელი შენადარე -- |
Verse: d და | საამისთვის გაუგზავნა, | უბრძანა თუ: "მისკენ არე". |
Strophe: 413_[414] | ||
Verse: a | ერთი თვითან დაიჭირა, | ერთი წილი ლაშქართ მისცა. |
Verse: b | თავადებსა თავი დასჭრეს, | დარჩომოდა, ჴელთა ვისცა. |
Verse: c | უვაზირეს: თური" მოჰკალ, | მისი ჯავრი გულსა გვიცა!" |
Verse: d და | "ვირემ საამ მოვიდოეს, | აგრე ვიქო", მანცა ფიცა. |
Strophe: 414_[415] | ||
Verse: a | მარტო დაჯდა ოთახშიგა, | ოქროს ტახტი მოიტანეს, |
Verse: b | წავიდეს და ჴელ-შაკრული | თური მასთან მოიყუ̂ანეს. |
Verse: c | თურიმ მისი სიკუ̂დილი სცნა, | რა ოთაღში შეიყუ̂ანეს |
Verse: d და | შეიტყო, რომ ტახტის ნაცვლად | მას სამარე უაკვანეს. |
Strophe: 415_[416] | ||
Verse: a | ვითა ვეფხვი წამოიჭრა | რა მანუჩარ თური ნახა, |
Verse: b | ფიცხლავ თავი გარდაკუ̂ეთა, | მეტი არა შეუძახა. |
Verse: c | ოქროს ტაშტშიგ თავი ჩადვა, | ვითა ერაჯს დაასახა, |
Verse: d და | ფრიდონს მეფეს გაუგზავნა, | აწ ამაზედ ავაგლახა. |
Strophe: 416_[417] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფემან საამ ნახა. | პილოტანი მოეგება, |
Verse: b | მდაბლად მადლი გარდიჴადა. | მეფემ უთხრა დიდი ქება. |
Verse: c | საამ ჰკადრა: "იგი არის | ჩემი ლხინი -- თქუ̂ენი ქება!" |
Verse: d და | ასაყრელად აემზადნეს, | აჰკიდეს და იწყეს რება. |
Strophe: 417_[418] | ||
Verse: a | საამ თური მოიკითხა, | ჰკადრეს: "მოკლა თვითან შაჰმა! |
Verse: b | უსაზომოდ დაუმძიმდა, | მაგრამ აღარ შეიწამა. |
Verse: c | შეჯდა, ზაულს წამოვიდა, | დაავიწყა გრძელმა გზამა, |
Verse: d და | შინ მოვიდა, გაამრავლა | ნადიმი და სმა და ჭამა. |
Strophe: 418_[419] | ||
Verse: a | მანუჩარ სარავს წავიდა | გამარჯუ̂ებული, სვიანი. |
Verse: b | თანა იახლნეს თავადნი | -- ქიშვად და ყარან ჭკვიანი. |
Verse: c | ვირ მოვიდოდა ქალაქშიგ | ჴელ-მწიფე, პირად მზიანი, |
Verse: d და | ფრიდონთან თავი მოიღეს, | უანბეს თურის ზიანი. |
Strophe: 419_[420] | ||
Verse: a | ფრიდონ იცნა შვილის თავი, | ძალიანი დაიყუ̂ირნა, |
Verse: b | ტახტიდაღმა ჩამოვარდა, | საყელონი გარდიხივნა, |
Verse: c | წვერი სრულად დაიგლიჯა, | მისი მჭვრეტნი გააკუ̂ირნა, |
Verse: d და | მოთქუ̂ა, -- მისმან სიბრალულმან | ერთობილნი აატირნა. |
Strophe: 420_[421] | ||
Verse: a | დაიძახა: "ვამე შვილო, | ამოგყარე ჩემის ჭკუ̂ითა!. |
Verse: b | თავს ნაცარი გარდიყარა, | წინ ტბა უდგა ცრემლთა ღვრითა. |
Verse: c | დადუმდა და მანუჩარცა | სრას მოვიდა ქოსთა კუ̂რითა. |
Verse: d და | ჩამოჴდეს და ფრიდონ ნახეს, | იჯდა მჴართა ამოყრითა. |
Strophe: 421_[422] | ||
Verse: a | ფრიდონ მეტი არა უთხრა | შაჰმანუჩარს, -- პირს აკოცა. |
Verse: b | თავადები მოიკითხა, | თქუ̂ა: "ვინ უფრო დაიჴოცა?" |
Verse: c | ქიშვად ყუ̂ელა მოახსენა, | რაც ენახა, ან ეოცა, |
Verse: d და | მჴარი ჩაყო, ტანს ჩაიცვა, | თვალთა ცრემლი მოიჴოცა. |
Strophe: 422_[423] | ||
Verse: a | სად იყო მათი საფლავი | პირველ პაპათა ძველია, |
Verse: b | თურიცა იქა დამარხეს, | ერაჯთან, -- მისი მკვლელია. |
Verse: c | ფრიდონ იგლოვა ორ წლამდის, | ტანს არ ჩაიცვა ჭრელია. |
Verse: d და | სულის საქმე ქნა, მრავალი | გაუცა საქონელია. |