TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 36
Previous part

Chapter: 27 
აქა ერანელთა და თურანელთ ომი და საამისაგან თუზანის სიკვდილი.






Strophe: 398_[399] 
Verse: a       ლამოდა დახეთქებასა,   გაუწყდა ჯაჭვის ღვედია,
Verse: b       ცხენის ფერჴს ქუ̂ეშე ჩავარდა,   მართ ვითა გარდნაჴედია.
Verse: c       ვირე ჴმალსა მოიწვდიდა,   გაიქცა მინარბედია,
Verse: d    და   ლაშქარსა შიგან შევარდა,   მას მოეჴმარა ბედია.






Strophe: 399_[400] 
Verse: a       არის სამასი ათასი   თურისთან მეომარია.
Verse: b       მათ პილოტანსა მომართეს,   შემოეხვივნეს გარია,
Verse: c       საამ ზაულელთ უბრძანა:   -- "მე ზურგი მომიბარია,
Verse: d    და   ასე დავაფრთხობ, მართ ვითა   მტრედისა გუნდსა ბარია.






Strophe: 400_[401] 
Verse: a       საამ გაფიცხდა, საომრად   ლოდსა დაავლო ჴელია,
Verse: b       შესტყორცა დიდი, შესჭეხა,   -- "სიცოცხლეს ნურვინ ელია!..
Verse: c       უთრუთის ლახტი ჴელთა მაქუ̂ს,   ვერვინ მომირე მთელია!"
Verse: d    და   ზოგი ძახილმან შებნიდა,   შიშმან მოსწყუ̂იტა წელია.






Strophe: 401_[402] 
Verse: a       ფარუს ერქუ̂ა ფალავანსა,   წინ მოუძღვა თურის ჯარსა.
Verse: b       პილოტანსა შუბი შესცა,   ვერ გასჩარა ვერც აბჯარსა.
Verse: c       საამ შუბი გამოუღო   ჴელი მიყო ლახტის ტარსა,
Verse: d    და   ტვინი თმასა გაურია,   ჰგავს ადრიდგან მონამკუ̂დარსა.






Strophe: 402_[403] 
Verse: a       თურის რაზმნი ერთობილნი   საამისურს დაეხვივნეს,
Verse: b       ჴმალ-ხანჯალი, შუბი, ლახტი   ბეუ̂რი ჰკრეს და ვერ ატკივნეს,
Verse: c       მას ლომ-გულსა ვერა ავნეს,   საბრალოთა თვითვე ივნეს,
Verse: d    და   წაუშინა მძიმე ლახტი,   დაჴოცილნი ძლივ ეტივნეს!






Strophe: 403_[404] 
Verse: a       ქუ̂ემოთ სალიმ შეუტივა,   მანუჩარის რაზმსა ეცა.
Verse: b       შექნეს ცემა საშინელი,   დაერივნეს ერთმანერცა,
Verse: c       მტვერი ცამდის აამაღლეს,   დააბნელეს მაღლა მზეცა.
Verse: d    და   სისხლის ღვარსა კაცი მიაქუ̂ს,   გავს წაირღვნა ცა, დაეცა.






Strophe: 404_[405] 
Verse: a       მოერივნეს ერანელთა,    დროშას ახლოს მოეჯარნეს,
Verse: b       შაჰ მანუჩარ ცხენზედ შესვეს,   საამს უკან გამოგზავნეს,
Verse: c       დროშა დასჭრეს, სპილო მოკლეს,   სისხლნი მათნი მოეღვარნეს.
Verse: d    და   ტახტი სრულად დაამსხვრიეს,   დაჴოცეს და ბეუ̂რი ავნეს.






Strophe: 405_[406] 
Verse: a       კაცი ორმოცი ათასი   მათ მოკლეს მანუჩარისა.
Verse: b       არის ხრიალი: "ჰაი, ჰუი̂,   ყუ̂ირილი-ზათქი ზარისა.
Verse: c       თვალებსა მტვერსა აყრიდა   მუნით ნაქროლი ქარისა.
Verse: d    და   მიწა თრთოდა და იძროდა,   ეყარა გორა მკუ̂დარისა.






Strophe: 406_[407] 
Verse: a       ყუბად წავიდა საამთან,    მალე შექუსლა ცხენია.
Verse: b       სისხლით გასვრილი, სიმაღლით   ძლივ იცნა საროს ხენია.
Verse: c       უთხრა: "ლომ-გულო, სიღაფლე   თქუ̂ენთანა რა სახსენია?!
Verse: d    და   მანუჩარს არას უშველით,   მის თავზედ სიმარცხენია!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.