Strophe: 383_[384] | ||
Verse: a | რა გათენდა და ლაჟვარდმან | ცამან სინათლე მიიცა, |
Verse: b | მზემან უკუნი გააგდო, | -- წავიდა, პირსა მიიცა, |
Verse: c | გუმბადსა ზედა ამაღლდა, | აღმა ავიდა, მიიცა. |
Verse: d და | შესხდეს და სცემდეს ნაღარას, | იყუ̂ნეს აღარა წამიცა. |
Strophe: 384_[385] | ||
Verse: a | ორგნითვე სცემდეს ტაბლაკსა, | და ქოსმა შექნა დგრიალი. |
Verse: b | იყო ნაფირთა შებერვა, | ქანარას ქონდა ზრიალი. |
Verse: c | ორთავე რაზმი დააწყუ̂ეს, | იყო ძახილი, ხრიალი. |
Verse: d და | ლილასა გვანდა აბჯარი, | იგი მინდორი ტრიალი. |
Strophe: 385_[386] | ||
Verse: a | მანუჩარ ზის სპილოზედა, | გვირგვინითა შუ̂ენიერი. |
Verse: b | ქავის დროშა მოიტანა, | -- ომსა შიგან ბედნიერი. |
Verse: c | მარჯვნით დადგეს ქიშვად, ყუბად, | ვერ მორჩების იმათ მტერი. |
Verse: d და | მარცხნით ყარან, მილად დგანან, | ახლავს მათი ანაწერი. |
Strophe: 386_[387] | ||
Verse: a | რაზმსა შიგან საამ დადგა | პილოტანი, გმირთა-გმირი. |
Verse: b | დევ-ნიანგთა ამამწყუ̂ეტი | ეტლის მგზავსი ბასრის პირი. |
Verse: c | სამანდს იჯდა ჯავშნოსანი, | საგდებლითა მტერთა ჭირი, |
Verse: d და | უთრუთისა ლახტი ჴელთ აქუ̂ს, | დევთა ბევრჯელ ამატირი. |
Strophe: 387_[388] | ||
Verse: a | უკან უდგან ზაულელნი | -- მეომარი დარჩეული, |
Verse: b | შუბის ტარი შეღებული, | ბევრჯელ სისხლშიგ გარეული. |
Verse: c | ყუ̂ელა ომსა ისწრაფოდა, | არ აკლია ერთსა გული. |
Verse: d და | თქუ̂ეს : "ვინც მოკუ̂დეს ერაჯისთვის, | არ წარწყმდების მისი სული!" |
Strophe: 388_[389] | ||
Verse: a | სალიმ აწყო მისი რაზმი, | მარჯვნით ვისი დააყენა. |
Verse: b | მარცხნით შანშე ალაბელი | მისით ლაშქრით გააყენა. |
Verse: c | თვითან შეჯდა სპილოზედა, | თქუ თამამი, ამაყ-ენა. |
Verse: d და | წინა დროშა მგლისა სახე | აიმართა, წააყენა. |
Strophe: 389_[390] | ||
Verse: a | თური შეჯდა სპილოზედა | გვირგვინითა მოეკაზმა, |
Verse: b | მისი დროშა ვეფხის სახე | აიმართა, დაერაზმა; |
Verse: c | მარჯვნით ფირან გააყენა, | მარცხნით შედოშ შეიკაზმა. |
Verse: d და | დაფერული იარაღი | ანათობდა, ვითა ბაზმა. |
Strophe: 390_[391] | ||
Verse: a | სცემდეს ორგნითვე ნაღარას | გავს , თუ: "ცა სჭეხსო ზენია!" |
Verse: b | შეიქმნა შემოკივილი, | გნიასო, ჴვივის ცხენია, |
Verse: c | სპილოთა ხრტიალისაგან | შეიძრნეს მთა და კლდენია |
Verse: d და | არის ყუ̂ირილი, ხრიალი | ჯაბანთა მოსაწყენია. |
Strophe: 391_[392] | ||
Verse: a | პირველ ყარან გამოვიდა, | თავსა შუბი შემოივლო, |
Verse: b | მუნით შედოშ გამოვარდა, | თქუ̂ა თუ: "ადრე მოგაყივნო!" |
Verse: c | ყარან უთხრა: "ბედ მლაშეო, | აწვე თური ავაჩივლო, |
Verse: d და | ჩემსა ჭანგსა ვერ წაუხვალ, | ამას იქით ვეღარ ივლო!" |
Strophe: 392_[393] | ||
Verse: a | ყარან შუბი დაიცთუნვა, | ღლიას შესცა, ჩამოაგდო, |
Verse: b | შედოშ სოფელს გაასალმა, | თვით ადგილი არ დააგდო. |
Verse: c | თურქი თუზან წამოვიდა, | თქუ̂ა თუ: "სრულად ამოვაგდო!" |
Verse: d და | ჴელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, | ძალიანი გამოაგდო. |
Strophe: 393_[394] | ||
Verse: a | ყარანისა ცხენს ისარი | უკრა, და ფიცხლავ დაეცა. |
Verse: b | სხვა შემოსტყორცა მეორე, | დაკოდა, ჴელსა გაეცა. |
Verse: c | ყარან წავიდა ქვევითი | წყნარად, არ მალედ გაექცა, |
Verse: d და | ყუბად უშველა, ძმამ უთხრა: | "მაგას პასუხი გაეცა!" |
Strophe: 394_[395] | ||
Verse: a | ყუბადსაც ცხენი მოუკლა, | თვითანც დაკოდა ისრითა. |
Verse: b | საამ გაჯავრდა ლომ-გული, | მკერდ ფართო, მსხვილი კისრითა: |
Verse: c | გაქუსლა მისკენ სამანდი, | თქუ̂ა თუ: "მომრჩების ის რითა?!" |
Verse: d და | უყივლა: "თურქო, გიჯობდა, | არ მოსულიყავ მისრითა!" |
Strophe: 395_[396] | ||
Verse: a | თუზან უკრა ფარს ისარი, | ვერ დაკოდა გმირთა-გმირი. |
Verse: b | საამ ლახტი ამოიღო | და მიაპყრა თუზანს პირი. |
Verse: c | დაჰკრა, სრულად დაამსხვრია | ცხენ-კაცი და უნაგირი, |
Verse: d და | მოკლა, თვითან მოედანზე | ბრუნავს მტერთა ამატირი. |
Strophe: 396_[397] | ||
Verse: a | ერთი კარგი ფალავანი | წამოვიდა გამოცდილი. |
Verse: b | საამ ფიცხლავ შეუტივა | და მიუჴდა ჴმალ-მოწუ̂დილი, |
Verse: c | თავსა დაჰკრა, ჩამოაგდო | ცხენით, შუა-გაპობილი, |
Verse: d და | სხვა ორმოცი ფალავანი | სრულ ჴმალითა ამოწუ̂დილი. |
Strophe: 397_[398] | ||
Verse: a | მერმე ვისი გამოვიდა, | საამს შუბით შაუტივა. |
Verse: b | ვერა ავნო პილოტანსა, | ვერცა ჴორცად ჩაუწივა, |
Verse: c | საამ შუბი გამოუღო | გატეხა და დაუმტვრივა, |
Verse: d და | ცხენიანად აიყუ̂ანა, | კბილ-მოღრჭენით აუწივა. |