TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 34
Previous part

Chapter: 25 
აქა პირველი ლაშქრობა მანუჩარ ჴელ-მწიფის და პაპის სისხლის ძებნად წასვლა.






Strophe: 373_[374] 
Verse: a       რა გათენდა, საწუთროსა   მზემან ვარდი მოაყარა.
Verse: b       კირჩხიბისა ჭანგს დაეხსნა,   შავი შარი უკუ-ყარა.
Verse: c       სპილოზედა ტახტი დადგეს,   შესხდეს, ყუ̂ელა შეიყარა.
Verse: d    და   ზედ მანუჩარ გაიყუ̂ანეს,   ქოსსა ჰკრეს და აიყარა.






Strophe: 374_[375] 
Verse: a       ჴფრიდონ შეჯდა სპილოზედა,   ორსა დღესა მასთან ვლიდა,
Verse: b       რაცა მართებს ჴელ-მწიფესა,   ყუ̂ელაკასა ასწავლიდა,
Verse: c       შემოქმედსა ახვეწებდა   დალოცა და ცრემლსა ღვრიდა,
Verse: d    და   იგი საამს შეავედრა,   დაბრუნდა და წამოვიდა.






Strophe: 375_[376] 
Verse: a       ათი ათასით კაცითა   წინ მივა ქიშვად ლომია.
Verse: b       მათ თიქითიჩან აჩინეს,   -- ბულღანდარელთა ტომია.
Verse: c       მას ახლავს ოცი ათასი,   -- ყუ̂ელა ომისა მდომია.
Verse: d    და   ჰკრეს, შეიყარნეს ანაზდად,   შექნეს ფიცხელი ომია!






Strophe: 376_[377] 
Verse: a       ცისკრის ჟამსა ერთმან ერთსა   გარდეკიდნეს, ფიცხად ეცნეს:
Verse: b       ორნივ იყუ̂ნეს დაკაზმულნი,   საომარად ტანსა ეცვნეს;
Verse: c       არ იცოდა, თუ ვინ იყუ̂ნეს,   რომელიცა მათა ეცნეს,
Verse: d    და   დაუშინეს, ჩამოყარეს,   -- ცა რისხვითა მათ დაეცნეს!






Strophe: 377_[378] 
Verse: a       ქიშვად შუბი თიქითიჩანს    შესცა, ფიცხლავ ჩამოვარდა,
Verse: b       მოკლა, თავი გარდაკუ̂ეთა.   ტანი მჴეცთა დაუვარდა,
Verse: c       რა ლაშქართა მკუ̂დარი ნახეს,   ვინცა მორჩა, გარდავარდა,
Verse: d    და   სალიმს ეცნეს გაქცეულნი,   ლაშქარშიგან ჴმა დავარდა.






Strophe: 378_[379] 
Verse: a       სალიმს და თურის ეწყინა,   თუ სთქუ̂ა: "მოედვა ალია!"
Verse: b       იკითხეს: "მათი ვინ იჴო   თავადი წინ მავალია?"
Verse: c       ვერ შევიგენით, პატრონო,   ვიცით, რომ ჩუ̂ენი ბრალია;
Verse: d    და   ცისკრისა ჟამსა დაგვესხნეს   მით დაგვემართა ძალია!






Strophe: 379_[380] 
Verse: a       ქიშვად მანუჩარს წინაშე   გაგზავნა მახარობელი,
Verse: b       თიქთიჩანისა თავი და   მართლის ამბვისა მცნობელი.
Verse: c       აიყარნეს და მომართეს,   ყუ̂ირის ქანარა მჴმობელი.
Verse: d    და   რა შეიყარნეს მინდორშიგ,   იყუ̂ნეს მართ ვითა მზმობელი.






Strophe: 380_[381] 
Verse: a       ორნივ დაბარგდეს პირის-პირ,   დადგეს ქამხისა კარავნი.
Verse: b       გარიგდა სრულად ლაშქარნი,   მინდორთა დასაფარავნი.
Verse: c       ტახტზედა დაჯდა მანუჩარ,    ფარდა მოავლეს არ ავნი.
Verse: d    და   მოვიდეს, დასხდეს თავადნი,   მებრძოლთა შემაზარავნი.






Strophe: 381_[382] 
Verse: a       ოქრ ოს სელზედ დაიწვინეს   საამ გმირი პილოტანი.
Verse: b       ქიშვად, ყარან, აშაქ, მილად,    ყუბად დასხდეს -- გმირნი სხვანი.
Verse: c       მუნით სალიმ-თური დასხდეს,   გაარიგეს მათნი სპანი.
Verse: d    და   ვისი, ფირან, თურქი, თუზან,    შანშე, შედოშ შექნეს ზმანი.






Strophe: 382_[383] 
Verse: a       მას ღამეს ორთავ ნადიმი   დაიდვეს, შექნეს მზადება:
Verse: b       საომარისა კეთება,   ერთმანერთზედა ქადება,
Verse: c       ჩაიცვეს ჯაჭვი, ჯავშანი,   -- ცხენი ყუ̂ელასა მზად ება,
Verse: d    და   საამის შიშით იქითით   ქონდა გულშიგა ზადება.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.