TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 33
Previous part

Chapter: 24 
აქა ფრიდონ ჴელ -მწიფემ სამის წლის მანუჩარ ტახტზედ დასვა.






Strophe: 360_[361] 
Verse: a       იყო ლხინი და სიცილი,   ქოსთა ჴმა გახშირდებოდა.
Verse: b       სრულად ერანი იხარებს,   ყუ̂ელა იქ შემოკრფებოდა,
Verse: c       სამისა წლისა მანუჩარ    დაშუ̂ენდა, ემატებოდა.
Verse: d    და   მეფემ თქუ̂ა: "დავსვამ ტახტზედა",   -- ყუ̂ელაკა ემოწმებოდა.






Strophe: 361_[362] 
Verse: a       ტახტზე დასვა, თავს გვირგვინი   დახურა და მიულოცა.
Verse: b       წინა სუფრა გაიშალა,   თქუ̂ა თუ: "ჭირნი ამეჴოცა".
Verse: c       საამ ჰკადრა: "ამას იქით   მტერი ყულა დამეჴოცა,
Verse: d    და   თქუ̂ენ რასაცა მიბრძანებდეთ,   იგი ვქნა და აგრე ვყოცა".






Strophe: 362_[363] 
Verse: a       სმა გარდასწყდა. მოეგონა   იმათ ერაჯ საყუ̂არელი.
Verse: b       საამ იტყუ̂ის: "მოვიკითხოთ   იმაზედა სისხლი ძველი.
Verse: c       სხვა ვინც არის, ფალავნები   ომს არჩევენ, ერანელი,
Verse: d    და   სალიმ-თური გავაქარვოთ,   ამოვსწყუ̂იტოთ თურანელი.






Strophe: 363_[364] 
Verse: a       მანუჩარ წინ გავიძღვანოთ,   ერაჯის ქალის ძენია,
Verse: b       დროშით წავიდეთ ყუ̂ელანი,   ვინც კაცი ვიყოთ, მძლენია.
Verse: c       მათის მძორითა ავავსოთ   მინდორი, კლდე და ღრენია,
Verse: d    და   ქავისა დროშა ავმართოთ,   ნათობდეს, ვითა მზენია.






Strophe: 364_[365] 
Verse: a       რა შვიდის წლისა შეიქნა,   ჰგავს მანუჩარ ალვა-ზრდილსა,
Verse: b       კარგად სწავლობს ზნეობასა,   ვითა მართებს მეფის შვილსა.
Verse: c       სალიმ-თური გაიგონეს,   იკიდებდეს ბაგეს კბილსა.
Verse: d    და   ორნივ ერთად შეიყარნეს,   თქუ̂ეს თუ: "მივსცემთ პაპის წილსა"!






Strophe: 365_[366] 
Verse: a       ფიცხლავ ერთად შეიყარნეს,   თური სალიმს ეუბნების:
Verse: b       "თუ ქრთამითა ჩამოვიხსნით,   მეტად კარგი ეს იქნების,
Verse: c       თუ არ იქნას -- მოვიჭირვოთ,   ომის მეტი რა იქნების?
Verse: d    და   არვინ იცის ღვთისგან მეტმან,   ჩუ̂ენს თავზედა რა იქნების?!






Strophe: 366_[367] 
Verse: a       ფალავნები ჩუ̂ენც ბეუ̂რი გვყავს,   მისგან უფრო არ იქნების,
Verse: b       მარტო საამ ფალავანი   -- ერთი კაცი რა იქნების?!.
Verse: c       თურანელნი იმას სცემდენ,   -- ტინი კლდეცა დაიქცევის.
Verse: d    და   ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად    ჩემის შიშით გაიქცევის".






Strophe: 367_[368] 
Verse: a       მომართეს ერანს. მათ უნდა   ადინონ სისხლის ღვარია!..
Verse: b       სრულად ექუ̂სასი ათასი   კაცი ჰყავს მეომარია.
Verse: c       ფრიდონთან კაცი გაგზავნეს,   შესთვალეს საუბარია:
Verse: d    და   "დავაშავეთო, გვცხვენიან,   ის ვაჟობისა ბრალია!"






Strophe: 368_[369] 
Verse: a       აწ შეგვინდევ შეცოდება,   ჩუ̂ენზედ გული მოამშვიდეთ,
Verse: b       აქ მანუჩარ გამოგზავნეთ,   არამც ვითა დაგვარიდეთ.
Verse: c       სულისაცა უსაყუ̂არლეთ,   ვითა ერაჯს აწ ვნახვიდეთ,
Verse: d    და   თქუ̂ენს წინაშე გამოვგზავნით,   ჩუ̂ენ დავბრუნდეთ ჩუ̂ენსა ვლიდეთ!






Strophe: 369_[370] 
Verse: a       რა მივიდა მოციქული,   ფრიდონს ყუ̂ელა მოახსენა:
Verse: b       ჴელ-მწიფემან შეუთვალა:   "გაღანამცა აგრე ვქენა!
Verse: c       აწვე ლაშქრით გამოვგზავნი,   სადაც გინდა, გნახოს თქუ̂ენა".
Verse: d    და   მოციქული გაისტუმრა,   დაავედრა მკვახე ენა.






Strophe: 370_[371] 
Verse: a       ეს ამბავი ჴელ-მწიფემან   ფალავანსა გააგონა,
Verse: b       ბრძანა: "გმართებს მამაცობა   და ლახტისა ჴელთა ქონა;
Verse: c       საამ თქუ̂ა თუ: სალიმ-თურის,   " მიკუ̂ირს, -- რამღა მოაგონა?!
Verse: d    და   ბრძანებისა მორჩილნი ვართ,   ჩუ̂ენ თქუ̂ენნი ვართ ყუ̂ელა მონა.






Strophe: 371_[372] 
Verse: a       გასწერეს ყუ̂ელგან წიგნები   ლაშქართა საჴმობელია;
Verse: b       მოვიდეს, -- სრულად აივსო   სარავის ტყე და ველია!
Verse: c       არის, ოთხასი ათასი,   თხაზედა ვითა მგელია.
Verse: d    და   ცხენსა და კაცსა ემოსა   რკინისა ტანს საცმელია.






Strophe: 372_[373] 
Verse: a       მოედანს დადგეს კარავნი,   სრა-ფარდა სალაშქრონია.
Verse: b       ქავისა დროშა ამართეს,   ის ბედნიერი ზრონია.
Verse: c       სხვათაგან მათი მორევნა   არვისგან სააზრონია.
Verse: d    და   სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა,   -- მტერთაგან საზარონია!




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.