TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 32
Previous part

Chapter: 23 
აქა მანუჩარის დაბადება ერაჯის ქალისავან და ფრიდონის თვალის ახილვა.






Strophe: 352_[353] 
Verse: a       დაორსულდა იგი პირ-მზე,   მას მიეცა ვაჟი წული.
Verse: b       ჴელ-მწიფესა მოახსენეს,   შექნა დიდი სიხარული.
Verse: c       ბრძანა მასთან მოყუ̂ანება,   გაყმაწვი და ბერი გული.
Verse: d    და   კალთაშიგა ჩაუგორვეს   რბილით რითმე წახვეული.






Strophe: 353_[354] 
Verse: a       ვაჟსა ჴელი შამოავლო,   უსაზომოდ მოეწონა.
Verse: b       მაგრამ თუ̂ალით ვერას ხედავს,   ამას უფრო დაეღონა.
Verse: c       შემოქმედსა შაეტირა   შეეხვეწა, შეემონა:
Verse: d    და   "თვალით ჩემით ესე ვნახო",   -- პირი მიწას დააკონა.






Strophe: 354_[355] 
Verse: a       განგებასა რაცა სწადდეს,   -- იქნას რაა საკურველი,
Verse: b       ქუთუთოსა აიწივა,   უკმოისვა ფრიდონ ჴელი,
Verse: c       ფიცხლავ თვალნი აეხილნა,   ნახა შვილი საყუ̂არელი.
Verse: d    და   ყუ̂ელა ღმერთსა ადიდებდა,   ნახეს საქმე საშინელი.






Strophe: 355_[356] 
Verse: a       რა ყმაწვილი გაიცადა,   მოეწონა მეტის მეტად.
Verse: b       მას დაარქუ̂ა შაჰ მანუჩარ   ვერ მოსხლიტა თვალი ჭვრეტად.
Verse: c       მადლი ჰკადრა შემოქმედსა,   თქუ̂ა: ზეცას ხარ ნათლის სვეტად!..
Verse: d    და   სიბერის ჟამს არ დამაგდე   ნაღვლიანად, ტკბილმა ცეტად.






Strophe: 356_[357] 
Verse: a       როს მანუჩარ დაიბადა,   ფრიდონ გაყმდა, ვით ახალი,
Verse: b       შავი ძაძა აიჴადა   ,   სხვა ჩაიცვა მან ახალი,
Verse: c       ზაულს წიგნი მიუწერა,   იჴმო საამ ფალავანი.
Verse: d    და   ქიშვად, ყარან, ყუბად, მილად,    შირო -- კარგი გულოვანი.






Strophe: 357_[358] 
Verse: a       ფრიდონ დაჯდა ტახტსა ზედა,   თავს გვირგვინი დაიბურა,
Verse: b       ნაღარასა აკრევინა,   ბედსა აღარ დაემდურა,
Verse: c       ვითამ ერაჯ გაუცოცხლდა,   თქუ̂ა თუ: "ლხინი მამეწურა!"
Verse: d    და   ეს ამბავი ყუ̂ელაკასა   მიუწერა, ადასტურა.






Strophe: 358_[359] 
Verse: a       თავადთა და ფალავანთა   რა სცნეს, ფიცხლავ წამოვიდეს;
Verse: b       საამ წინა მიუძღოდა,   სარავს ქალაქს შემოვიდეს,
Verse: c       ქიშვად, მილად, აშაქ მოზდევს,   მხიარულად კარგა ზმიდეს,
Verse: d    და   შევიდეს და მეფე ნახეს,   დაშრტეს, -- რომე ცეცხლის წვიდეს.






Strophe: 359_[360] 
Verse: a       მადლი ჰკადრეს შემოქმედსა,   გააერთეს მიწას პირი.
Verse: b       მეფე ტახტით ჩამოვიდა,   გარდაჰკოცნა საამ გმირი.
Verse: c       პირს აკოცა ფალავანთა,   დაავიწყა ძველი ჭირი.
Verse: d    და   ვით მართებდეს, ეგრე დასხდეს,   გარდიჴადეს დიდი ლხინი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.