Strophe: 546_[547] | ||
Verse: a | სპილოს თავსა საგდებელი | გარდააცვა, გამოსწივა, |
Verse: b | ტახტიანად ორჯელ თავსა | შემოივლო, მოიქნივა, |
Verse: c | მიწაზედა დაახეთქა | ვით კაჭაჭი დაამსხვრივა. |
Verse: d და | გარდიხვეწნეს. თურანელზედ | რისხვა მღვთისა მოიწივა! |
Strophe: 547_[548] | ||
Verse: a | სამს დღემდის ზდივეს, მკუ̂დართაგან | ხევნი აივსეს, ღელენი : |
Verse: b | მცირენი ვინმე მოურჩეს | მიწისა სისხლთა მზელენი. |
Verse: c | თურანი დარჩა უკაცოდ, | ქალაქნი მოსამტვერელნი. |
Verse: d და | ატირდეს მათნი დედანი, | მოსთქმიდეს ცრემლთა მდენელნი. |
Strophe: 548_[549] | ||
Verse: a | ვისცა მათის ყელისაგან | მოჴდომოდა ძმა და მამა, |
Verse: b | ერთისათვის ასი მოკლეს, | იპატია იგი რამა. |
Verse: c | ყუ̂ავ -ყორანთა, ტურა-მგელთა | მოემანი უყუ̂ეს, ჭამა. |
Verse: d და | ჯიმშედს აქათ ეს არ ქნილა | სისხლი ზღვად ქნა კლმითა ჭრამა. |
Strophe: 549_[550] | ||
Verse: a | მოითვალა მათი ბარგი | საამ, -- მტერსა გული დასწვა. |
Verse: b | იგინიცა ამოსწყუ̂იტნა, | ვისი ჯავრი გულსა აწვა. |
Verse: c | მჴარსა იყო დაკოდილი, | მოსასუ̂ენოდ ოთაღს დაწვა. |
Verse: d და | მეფე მოვა სანახავად | არ უნდოდა თქუ̂ან თუ: "დაწვა". |
Strophe: 550_[551] | ||
Verse: a | რა ცნა, -- მეფე მოვიდაო, | -- საამ წინა მოეგება. |
Verse: b | მეფე ყელსა მოეხვია, | უსაზომო ჰკადრა ქება. |
Verse: c | უშენოდმცა ნუ იქნების | ტახტ-გვირგვინი, გახარება. |
Verse: d და | შენ მამესწარ, თვარმ ზადაჩამს | სწადდა ჩემი განქარვება. |
Strophe: 551_[552] | ||
Verse: a | ფალავანმან ჴელს აკოცა, | დადრკა, მდაბლად ეთაყუ̂ანა. |
Verse: b | საჴელ-მწიფო შესამოსი | მეფემ ყუ̂ელა მოუტანა. |
Verse: c | ზადაჩამის თავი ფრიდონს | მოჰკუ̂ეთა და გაუგზავნა. |
Verse: d და | ქიშვადს, აშაქს ხვარასანსა | ტახტად მიწა უაკუ̂ანა. |
Strophe: 552_[553] | ||
Verse: a | საამ წყალზედ წამოვიდა | სისხლიანი, -- მუნ ებანა : |
Verse: b | მოეკაზმა ნაომარი | ლომთა-ლომი პილოტანა, |
Verse: c | მანუჩართან შემოვიდა, | -- ყმა ვისა ჰყავს ამისთანა?! |
Verse: d და | დადგეს მძიმე ოქროს სელნი, | დაჯდა, -- შუქი მოევანა! |
Strophe: 553_[554] | ||
Verse: a | ქარქისნელნი და შადიდა | გაქცეულს შემოეყარნეს. |
Verse: b | რა სალიმ ნახა, იამა, | ვითა ვთქუ̂ა, ვით გაეხარნეს?! |
Verse: c | ჩამოჴდეს, სალამი მისცეს, | იგი დღე აღარ იარნეს; |
Verse: d და | ზადაჩამისთვის მტირალთა | მართ ცოტა რამე იამნეს. |
Strophe: 554_[555] | ||
Verse: a | შადიდამ თქუ̂ა: ზადაჩამის | " სისხლს შევარჩენ იმათ არა! |
Verse: b | ბერუქ-შანგალ მუქარობდა, | -- მათ ვახსენებ კაცად არა! |
Verse: c | ჯუნდალ დეუ̂ი მეტის ჯავრით | პერულსა ჰყრის პირითგარა, |
Verse: d და | ლომი ყუნტუზ, ჯანგაზ გმირი | -- ერთმანერთსა დაედარა. |
Strophe: 555_[556] | ||
Verse: a | რა მოვიდენ, -- ჩუ̂ენ შევებათ, | უმალ საამ ვინადიროთ, |
Verse: b | ქიშვად, მილადს, ყარან, ყუბადს | ძვალი ტვინშიგ ჩაუზილოთ. |
Verse: c | სულ ლაშქარი ამოვსწყუ̂იტოთ, | მათის სისხლით მიწა ვზილოთ, |
Verse: d და | რა ეს ყუ̂ელა გარდავსწყუ̂იტოთ, | სარავისკე ფიცხლავ ვივლოთ. |
Strophe: 556_[557] | ||
Verse: a | რა სალიმ ეს გაიგონა, | აყუ̂ავდა, ვითა ვარდია, |
Verse: b | დაიდვეს წინა ნადიმი, | გარდუშვეს გულსა დარდია. |
Verse: c | სრულ ფალავნები მოასხეს | ერთობით, ვინცა კარგია. |
Verse: d და | ჩინეთით გაგო მოვიდა, | ზააქის თესლის ნარგია. |
Strophe: 557_[558] | ||
Verse: a | მეტად დიდი დაიყუ̂ირა: | ერანს" ტახტი ჩემი არი! |
Verse: b | ჴელ-მწიფობა რად დაურქუ̂ამს, | ვისა ჰქუ̂იან მანუჩარი?! |
Verse: c | კელით მოვსწყუ̂ეტ იმას თავსა, | სხვა არ მინდა საომარი. |
Verse: d და | უჯობს, -- აწვე მოიმზადოს | მისის ტანის სასუდარი! |