Strophe: 558_[559] | ||
Verse: a | ჯაშუშთა ჰკადრეს ამბავი | მანუჩარს სალიმისია. |
Verse: b | ციხეს შევიდა, რომელსა | სახელად ჰქუ̂იან მისია, |
Verse: c | ყარანს და ყუბადს უბრძანა: | "თქუ̂ენ გული გიძეს ქუ̂ისია, |
Verse: d და | ციხესა შემოადეგით, | იარეთ ღამე-დღისია". |
Strophe: 559_[560] | ||
Verse: a | ჩუ̂ენც უკან წამოგიდგებით, | უბრძანა: "მალე ვლიდითა! |
Verse: b | ასი ათასი მებრძოლი | თან წაიტანეთ, მიდითა". |
Verse: c | ახსენეს ღვთისა სახელი, | შესხდეს ლაშქრითა დიდითა. |
Verse: d და | იარნეს, მტერთა დაესხნეს | არა კრძალვით და რიდითა. |
Strophe: 560_[561] | ||
Verse: a | ციხესა გარეთ სოფელნი | დაარბიეს -- მოამტვერნეს |
Verse: b | ციხიდაღმა გამოუჴდეს, | ერთმანერთსა შეუტივნეს. |
Verse: c | ორგნით ბეუ̂რი დაიჴოცა, | მკუ̂დარნი ველთა ძლივ ეტივნეს. |
Verse: d და | გაიყარნეს დაებარგნეს, | ციხეს გარე მოეხვივნეს. |
Strophe: 561_[562] | ||
Verse: a | მტვერი მოვიდა მაღალი, | წვერი ღრუბელთა სწვდებოდა, |
Verse: b | ზღვისა სიმრავლე ლაშქარი | მანუჩარს მოუძღვებოდა. |
Verse: c | ქაიანურსა დროშასთა | ქოსთა ჴმა გაკშირდებოდა, |
Verse: d და | შემოეხვივნეს ციხესა, | -- ვითა მტერთაგან კდებოდა! |
Strophe: 562_[563] | ||
Verse: a | ვითა ფუტკარნი მოუჴდენ, | სროლა შეიქნა ისრისა, |
Verse: b | ზედა გარდმოდგეს ყოველნი, | ძელსა და ქუ̂ასა ისვრისა, |
Verse: c | საამისა თქუ̂ეს მჭვრეტელთა: | "თუ არ ტინია, ის რისა?!" |
Verse: d და | იბრძვიან ბერძენთ ლაშქარნი, | თან ჯარი ახლავს მისრისა. |
Strophe: 563_[564] | ||
Verse: a | დაღამდა, და გამობრუნდეს, | შორს დაუდგეს, გაიყარნეს, |
Verse: b | ყარაული გაიჩინეს, | -- რომე არსად გაგვეპარნეს. |
Verse: c | პილოტანი გაგულისდა, | ბრძანა: "ჴლმითა ქუ̂ანი ღარნეს |
Verse: d და | ექუ̂სსა თვესა ომი იყო, | ერთმანერთი ჩამოყარნეს. |
Strophe: 564_[565] | ||
Verse: a | საამ ბრძანა: "სარგებელი | რა არს ჩუ̂ენი ასრე დგომა?!. |
Verse: b | სალაროს და ლხინს მოვშლივართ, | მომწყენია ცუდად ჯდომა. |
Verse: c | ხვალ უჩუ̂ენო ფალავნობა | და შეუქნა სულთა ჴდომა |
Verse: d და | გაუცუდო ჴერჴი მათი, | ზღუდეზედა მაღლა ხლტომა. |
Strophe: 565_[566] | ||
Verse: a | რა დაასკუ̂ნეს ესე პირი, | წინა სუფრა გაიშალეს, |
Verse: b | მას ღამესა ნობათი ქნეს, | გულსა სევდა მოიცალეს, |
Verse: c | გათენდა და საქუ̂ეითო | იარაღი მოიტანეს. |
Verse: d და | შაეკაზმა ლომთა ლომი, | ომი ვერვინ მოუშალეს. |
Strophe: 566_[567] | ||
Verse: a | ციხეშიგაცა აჩქარდენ, | ომისა საქმეს არჩეუ̂ენ. |
Verse: b | შადიდ, გაგო და თურამიშ | საამის საქმეს აქებენ |
Verse: c | თუ ვით მე იმას მოვრჩები, | სხვანი თავს ნუღარ იქებენ, |
Verse: d და | რა არის ქიშვად და ყარან, | ან მილადს რისთვის აქებენ?!. |
Strophe: 567_[568] | ||
Verse: a | ჩუ̂ენ გავიდეთ, ჴელი ერთად, | აწ შევებათ ერანელთა, |
Verse: b | დავჴოცოთ და ამოვსწყუ̂იტოთ, | მოვადინოთ სისხლი ველთა, |
Verse: c | თურისა და ზადაჩამის | ვაზღვევინოთ სისხლი ძველთა, |
Verse: d და | თუ მანუჩარ დავიჭიროთ, | ჩამოვკიდოთ მაღლა ძელთა. |
Strophe: 568_[569] | ||
Verse: a | კუ̂ლა სალიმცა გამოვიდა, | გვერც იახლა ქარქისელი, |
Verse: b | შადიდა და ლომი გაგო | მეტად ომის მწადებელი; |
Verse: c | სხვა ვინც იყო, ფალავნები | -- ჩინელი და თურანელი, |
Verse: d და | ახლავ ომსა აპირობენ, | -- დღე მოუა მეტად ბნელი! |
Strophe: 569_[570] | ||
Verse: a | სალიმისა ლაშქარშიგა | იყო ერთი ფალავანი. |
Verse: b | კელ-მწიფესა მუქარას სთხოვს, | არ იკადრა იმან სხვანი, |
Verse: c | მაღალია, ტანად მსხვილი, | თვალს ანთებდა, ვითა რვალნი, |
Verse: d და | რაზმსა წინა მუქარობდა, | ბრუნავს, ვითა სპილო, -- მთვრალნი. |
Strophe: 570_[571] | ||
Verse: a | ერა ტახტი ჩემი არის, | მემკუ̂იდრე ვარ, არ თუ სხვანი. |
Verse: b | როდეს ფრიდონ დაიჭირა | ჩინეთი და თურქისტანი, |
Verse: c | ობლობითა მან წაგვართვა, | გვცილებიან არვინ სხვანი, |
Verse: d და | მე მანუჩარს თავსა მოვსწყუ̂ეტ, | მჴეცს მიუგდო მისი ტანი. |
Strophe: 571_[572] | ||
Verse: a | რა მანუჩარ გაიგონა, | ფიცხლავ იჴმო მან ქარ-ფერჴი, |
Verse: b | ბაბრაბითა შეკაზმული, | ზედ მოახლტა ვითა ვეფხი, |
Verse: c | დეზი ჰკრა და შეუტივა, | მისკენ მივა, ვითა მეხი, |
Verse: d და | გაგოს ფიცხლავ გაუცუდა | მუქარობა მისი, ჴერჴი. |
Strophe: 572_[573] | ||
Verse: a | გაგო ზაქის ნათესავი, | სანახავად საზარელი, |
Verse: b | ის მანუჩარ ჩამოაგდო, | -- იღრიკების, ვითა გველი. |
Verse: c | ჴლმით მოჰჴუ̂ეთა ფიცხლავ თავი, | იმას ჰკითხა საქმე ძველი, |
Verse: d და | თავი სადგომს მოიტანა, | ტანი გდია, ვითა ძელი. |
Strophe: 573_[574] | ||
Verse: a | შადიდა და თურამიშალ | ფალავნები ქარქისნელი, |
Verse: b | ბერუქ, ჯანგაზ, ჯუნდალ დეუ̂ი, | მეტად იყო გრძნების მქნელი. |
Verse: c | ეს ხუთნივე საამ მოკლა, | მოიყუ̂ანა ზოგი მთელი, |
Verse: d და | ფალავანი სხვა მრავალი | ჩინელნი და თურანელი. |