TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 50
Previous part

Chapter: 41 
აქა მანუჩარის და საამის გამარჯვება.






Strophe: 574_[575] 
Verse: a       ქიშვად ყარან შეუტივეს,   რა ეს ნახეს მათ ნაქმარი
Verse: b       სალიმისა ლაშქარშიგა   შემოიჭრენ, ვითა ქარი,
Verse: c       ერთკენ ყუბად, მილად, შირო    იბრძვის კარგი მეომარი.
Verse: d    და   ღმერთმან რისხვით თურანელთა    მოუვლინა ავი დარი.






Strophe: 575_[576] 
Verse: a       ვეღარ დაუდგენ ერანელთ,    ციხეშიგნითვე შევიდენ.
Verse: b       ვინც მორჩომილა ცოცხალი,   -- სალიმს წინაშე მივიდენ,
Verse: c       გაგოს და შადიდს ტირიან,   თავსა და პირსა იცემდენ,
Verse: d    და   "აწ ჩუ̂ენცა დავიჴოცებით",   -- თმასა და წვერსა იგლეჯდენ!..






Strophe: 576_[577] 
Verse: a       სალიმ თქუ̂ა: "ეს ფათერაკი   თავს უყავ ანაზდეული!
Verse: b       თური მომიკლეს, ზადაჩამ,    თავადი ბეუ̂რი რჩეული.
Verse: c       რადღა ვცოცხალვარ წამჴდარი,   ეშმაკისაგან ძლეული, .
Verse: d    და   ვისღა ვეჩუ̂ენო მტერთაგან   მე ასრე ძალ-დარეული!..






Strophe: 577_[578] 
Verse: a       მე მირჩეუ̂ნია სიკუ̂დილი,   ნეტამცა აგრე იქნასა!..
Verse: b       უთუროდ უზადაჩამოდ    ამა სოფელსა ვიქ რასა?..
Verse: c       ნეტამც გათავდეს, დღე ჩემი   გარდასწყდეს, ერთხელ იქნასა,
Verse: d    და   თურის მივართვა ამბავი,   სსვა მეტი რაღა იქნასა?!."






Strophe: 578_[579] 
Verse: a       სალიმ მოსთქმიდა საბრალოდ,   თავსა და ბედსა სწყევლისა.
Verse: b       გაპარვა უნდა ციხიდამ,   ვერვის გაანდო მან ისა.
Verse: c       ხვალ ერანელთა მოელის,   -- საამ რომ ქუ̂იან, მას ისა.
Verse: d    და   თავსა ტირიან ბედ-კრულნი:   "დამართებია ეს ვისა?!."






Strophe: 579_[580] 
Verse: a       აწ ერანელნი არჩევენ:   "ხვალ ომი გვმართებს ციხისა,
Verse: b       მათ მოუვლინოთ განგებით   რისხვა მაღლისა და ცისა.
Verse: c       ჩვენ შეუტეოთ ერთ პირად,   წვიმა დავასხათ ისრისა.
Verse: d    და   ვეცადოთ რომე შევიდეთ,   ღმერთი ვილოცოთ მტკიცისა.






Strophe: 580_[581] 
Verse: a       ჰკრეს ნაღარასა, წავიდა   რაზმი, მართ ვითა ტეუ̂რია,
Verse: b       შემოეხვივნეს ციხესა   მებრძოლი მეტად ბეუ̂რია,
Verse: c       შეიქნა სროლა, კივილი,   ძახილი მოსაწეუ̂რია.
Verse: d    და   ამო და მეტად ლაშქარი,   მკუ̂დარი ძლივ დანატეუ̂რია.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.