Strophe: 581_[582] | ||
Verse: a | გაგულისდა საამისურ, | კბილით ბაგე მოიგლიჯა, |
Verse: b | ნარიმანის ლახტი წელთა | ჩაიპყრა და გააბიჯა, |
Verse: c | ზედათ ლოდი დააყარეს, | ყუ̂ელას ჴელი მიაბიჯა. |
Verse: d და | ციხის კარსა გამოსწივა, | უჭირველად გამოგლიჯა. |
Strophe: 582_[583] | ||
Verse: a | კარი შორსა გაისროლა, | ვით კაჭაჭი დაამსხვრივა, |
Verse: b | მძიმე ლახტი ამოიღო, | შინა მყოფთა შეუტივა. |
Verse: c | სად უფროსი ჯარი დახვდა, | ტვინი თმასა გაურივა, |
Verse: d და | სისხლის ღვარი ააყენა, | ციხეშიგა ძლივ ეტივა. |
Strophe: 583_[584] | ||
Verse: a | სალიმ ნახა ტახტსა მჯდომი, | შეუჴდა და ჩამოაგდო, |
Verse: b | ჴელ-შეკრული მანუჩართა | მიიყუ̂ანა, არ დააგდო, |
Verse: c | ერაჯისა სისლისათვის | მისი მკვლელი ამოაგდო, |
Verse: d და | გულზედ რაცა ჯავრი აწვა, | ყუ̂ელაკაი წამოაგდო. |
Strophe: 584_[585] | ||
Verse: a | შეუჴდეს, დაიფორაქეს | საქონელი და ბარგია, |
Verse: b | კლიტე მანუჩარს მოართვეს, | -- რაცა სალარო კარგია. |
Verse: c | ბეუ̂რი იშოვეს ლაშქართა, | ყუ̂ელაი დანახარგია |
Verse: d და | საამ მაშვრალი ოთაღში | დაწვა, ედემის ნერგია. |
Strophe: 585_[586] | ||
Verse: a | საამისა შეუტყობლად | სალიმ სოფლით გაიყუ̂ანეს, |
Verse: b | უპატიოდ მჴარ-შეკრული | მანუჩარს წინ მოიყუ̂ანეს, |
Verse: c | ხანჯლით ყელი გამოჰკუ̂ეთეს | ძმასა მისსა მიაგვანეს |
Verse: d და | თავი ფრიდონს გაუგზავნეს, | ტახტად -- მიწა უაკუ̂ანეს. |
Strophe: 586_[587] | ||
Verse: a | ამ მუხანათსა სოფელსა | დარბაზის საქმე ესია: |
Verse: b | არავის გაუთავდების | ბასთანელთ დანაწესია. |
Verse: c | ყუ̂ელას დასცვივის ფერცელი, | რაცარამ დანათესია. |
Verse: d და | ეს ყუ̂ელას გვიჯობს, -- წყალობით | ჩუ̂ენ ზედა იყოს ზესია. |
Strophe: 587_[588] | ||
Verse: a | სალიმ და თურიმ რაცა ქნეს, | გასინჯეთ, გაიცადენით: |
Verse: b | უბრალო ერაჯ ღალატით | დაკლეს, სისხლისა წადენით. |
Verse: c | მანუჩარ ორნივ შეიპყრა | საამის ჴელის ბადენით, |
Verse: d და | სისხლი ეძებნა, ბრძანებდა: | "ვქენ, რაცა დავიქადენით!" |
Strophe: 588_[589] | ||
Verse: a | თეიმურაზ სალიმის ძე | მეფემ მასთან მოიყუ̂ანა, |
Verse: b | მერმე ფალავანი იჴმო, | მაწვეველი გაუგზავნა!, |
Verse: c | საამ კაცსა სალიმ ჰკითხა, | -- მან სიკუ̂დილი გაუმჟღავნა. |
Verse: d და | ეწყინა და თავ-დადრეკით | მისთვის ჭმუნვა გაათავნა. |
Strophe: 589_[590] | ||
Verse: a | ადგა, დარბაზს წამოვიდა, | წინ მანუჩარ მოეგება; |
Verse: b | ოთაღშიგა შეიწვივა, | მისთა მტერთა ამომგდება. |
Verse: c | მოახსენა: "ერთს საქმესა | ვარჩეუ̂ თუცა თქუ̂ენ გენება: |
Verse: d და | თურანელთგან ფეშანგისა, | სჯობს ჩუ̂ენთანა მოყუ̂ანება. |
Strophe: 590_[591] | ||
Verse: a | პილოტანმან მოოხსენა | თქუ̂ენგან უკეთ ვინღა ბრძანონ. |
Verse: b | მანუჩარ თქუ̂ა : ყარან," ყუბად | თურანისკენ თავნი არონ, |
Verse: c | ფეშანგ ზადაჩამის შვილი | სარავს ჩემთან მოიყუ̂ანონ. |
Verse: d და | ყარან თქუ̂ა თუ: "დია, ღმერთო, | მაზედ არვინ დაიზარონ!" |
Strophe: 591_[592] | ||
Verse: a | ყარან და ყუბად წავიდეს | თავისა სადგომისაკენ, |
Verse: b | ამართეს მათი დროშები, | პირი ქნეს ჯეონისაკენ. |
Verse: c | ასი ათასი მებრძოლი | გადგეს მათისა გზისაკენ, |
Verse: d და | იკრეს ბუკსა და ნობათსა, | წავიდე თურანისაკენ. |
Strophe: 592_[593] | ||
Verse: a | მანუჩარ მოასხმევინა, | რაც დარჩეული ტყვენია, |
Verse: b | აზატი უყო, გაუშვა, | ახსენა ზესთა ზენია, |
Verse: c | უბრძანა: "ჰკარით ნაღარა, | ყუ̂ელამ დაკაზმეთ ცხენია |
Verse: d და | აკიდეს ბარგი, წავიდეს, | არ მტერთა შენარცხვენია. |