TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 58
Previous part

Chapter: 49 
აქა მანუჩარ ჴელ-მწიფე ბურთაობს.






Strophe: 675_[675] 
Verse: a       მახარობელსა უბოძეს   უზომო მისაცემელი,
Verse: b       წადგა და მადლსა იჴდიდა   წინა თაყუ̂ანის მცემელი,
Verse: c       კუ̂ლა გააფიცხეს ქოსისა   და ნაღარისა მცემელი,
Verse: d    და   ჩანგისა ძალთა მოზიდეს,   იმღერდეს გარდამცემელი.






Strophe: 676_[676] 
Verse: a       ფალავანი მას ღამესვე   დაეთხოვა წასასვლელად,
Verse: b       კუ̂ლა ქიშვადცა მოახსენა:   საამს" მინდა გავყუ̂ე ველად!"
Verse: c       გაუშვნა და საჩუქარი   მათ უბოძა უშურველად,
Verse: d    და   ცხენთა შესხდეს, წამოვიდეს   მხიარულნი, უჭირველად.






Strophe: 677_[677] 
Verse: a       გავაზი და შავარდენი   თან იახლა ავაზები,
Verse: b       შექცევით და ნადირობით   წაიარეს რაცა გზები,
Verse: c       ქიშვადს საამ ტკბილად უმზერს,   -- მოყუ̂არულნი, ვით მძახლები,
Verse: d    და   ჯერანსა და ქურციკებსა   მათ ადეუ̂ნეს ავაზები.






Strophe: 678_[678] 
Verse: a       წამოვიდეს ლხინითა და   შექცეუ̂ითა თავნი არნეს,
Verse: b       წინა კაცი გაიძღვანეს,   რა ზაულსა მიეჯარნეს,
Verse: c       ზაულელნი მოეგებნეს,   გაღანამცა გაეხარნეს.
Verse: d    და   მივიდეს და გარდამოჴდეს,   სავარდეშიგ შეიყარნეს.






Strophe: 679_[679] 
Verse: a       მუნ დასხდეს, სადა დიოდა   სარაჯად ვარდის წყალია,
Verse: b       სუფრა გაშალეს, მოასხეს   ტურფა მუტრიბთა ქალია,
Verse: c       მუშაითები იმღერდეს,   მომართეს ჩანგის ძალია,
Verse: d    და   სამსა დღესა და ღამესა   ძილით არ დადვეს თვალია.






Strophe: 680_[680] 
Verse: a       საამ უძღვნა ამა ზედა   ტურფა ბეუ̂რი უსაზომო,
Verse: b       უთხრა: "სულნიც არა მშურა   შენთვის, ძმაო, ლომთა-ლომო!
Verse: c       ქიშვად მადლი გარდიჴადა,   -- "ტინს დაამხვრევ", -- მოინდომო,
Verse: d    და   ერანელთა გვირგვინი ხარ,   მოარულსა მთასა მჯდომო!"






Strophe: 781_[681] 
Verse: a       რა გათენდა, ქიშვად შეჯდა,   ხორასნისკე გაემართა,
Verse: b       საამ მივა სადედოფლოს,   ვით ჭანდარი, აემართა;
Verse: c       შევიდა და ცოლი ნახა,   -- პირი მზეებრ ეწაღმართა!
Verse: d    და   ბრძანა: -- "ვაჟი მოიყუ̂ანეთ",   მაგრამ ძიძამ ვერ შემართა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.