TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 79
Previous part

Chapter: 70 
აქა ყათილ და მისი ვეზირი ვაზირობს.






Strophe: 1017_[917] 
Verse: a       ყათილ თავისსვე ვეზირსა   გაანდობს მისანდობელთა:
Verse: b       "მანუჩართანა გავგზავნი   ფაიქთა მალე მხლტომელთა,
Verse: c       გვაცნობონ მათი ანბავი,   რა ქნეს ერანის მფლობელთა?
Verse: d    და   დეუ̂თაცა გავაგზავნინებ   მოციქულთ შემატყობელთა.






Strophe: 1018_[918] 
Verse: a       ყათილ მას ვეზირსა უთხრა:   "ერთსა საქმეს გკითხავ მართლად:
Verse: b       ავი იყოს, მომიშალე,   არ გეგონო ღვინით მთვრალად.
Verse: c       მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან   წყალობა მჭირს მეტად მრავლად.
Verse: d    და   თუნდისა და რობინისა    აწ ამბავსა ვცნობ მე მართლად.






Strophe: 1019_[919] 
Verse: a       ვეზირმა თქუ̂ა, კარგი არის   გამორჩეუ̂ა ეგრე თქუ̂ენი;
Verse: b       არამც წიგნი არ გინახონ,   -- გაგზავნილი კაცი თქუ̂ენი,
Verse: c       საქმე ასრე მოაგვარე,   დეუ̂თ არ გიგრძნან ეგე თქუ̂ენი.
Verse: d    და   თუნდი, რობინ თუ შეიტყობს,   -- ვინ იქნების მხსნელი თქუ̂ენი?!"






Strophe: 1020_[920] 
Verse: a       დაგიმადლებს მაგას უცხოდ,   სცნობს ამბავსა დეუ̂თა სრულა,
Verse: b       ბატონზედა ერდგულობა   არაოდეს დაკარგულა!
Verse: c       რაც იცოდა რობინისა,    ყუ̂ელა მართლად შეუთვალა,
Verse: d    და   ყათი მანუჩარსა წინა   თავი მეტად იერდგულა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.