Strophe: 1021_[921] | ||
Verse: a | ყათილ მისწერა მანუჩარს; | კადრებს ამბავსა ამასა: |
Verse: b | -- თუნდი" და რობინ იფიცავს: | "ვისისხლებთ პაპა-მამასა: |
Verse: c | რაც ჩუ̂ენი ნაძალეუ̂ი აქუ̂ს, | არ მივსცემთ არცა დრამასა, |
Verse: d და | ერანს ციხესა დაულეწთ, | ქალაქს წავართმევთ სარავსა! |
Strophe: 1022_[922] | ||
Verse: a | რასაც შევიტყობ, გაცნობებ, | მე გამოვგზავნი ფაიქსა, |
Verse: b | რაც მოგახსენო ამათი, | მე არ შემიტყონ აქ ისა! |
Verse: c | დეუ̂თა ამბავსა იკითხავ, | ორასჯერ ასი არისა, |
Verse: d და | გასინჯო -- ამათის გულით, | -- სხვა კაცი არსად არისა! |
Strophe: 1023_[923] | ||
Verse: a | რა ახლოს მოგეჯრებიან, | თქუ̂ენთან მოვალ მე ლაშქრითა. |
Verse: b | მეცა გვერცა გიახლები | დაკაზმული ჩემის ყმითა, |
Verse: c | მრავალს დეუ̂სა ჩამოვაგდებ | შუბითა და ჩემის ჴლმითა, |
Verse: d და | უსაცილოდ გაიმარჯუ̂ებ | ჯერ ღვთითა და -- საამითა. |
Strophe: 1024_[924] | ||
Verse: a | თუნდისა რობინს გარეთ სხვა | არვინ ჩანს ჴლმისა მკურელი, |
Verse: b | ქიშვადს, ყარანს, ყუბადს, მილადს | ვერ დაუდგამს დეუ̂თა ყრილი! |
Verse: c | საამისურ ლახტით დაჴოცს | დიდი იყოს, თუნდა წვრილი. |
Verse: d და | რა ეს ორი გათავდების, | -- რა იქნების დეუ̂ი წბილი?!" |
Strophe: 1025_[925] | ||
Verse: a | ყათილს მადლი შეუთვალა | ჴელ-მწიფემან სიტყუ̂ა კარგი. |
Verse: b | მერმე საამს მოახსენა, | -- თუნდის ეთქუა (!) რაც ბაქი, |
Verse: c | საამისურ არ იყურა, | ვითამც იყო ღვინით ბანგი, |
Verse: d და | რობინსა და თუნდის მოვჰკლავ, | აქ მოგართვა მათი ბარგი. |
Strophe: 1026_[926] | ||
Verse: a | დეუ̂ებსა სრულად ამოვსწყუ̂ეტ, | მათს სისხლსა ვადენ ველსაო, |
Verse: b | თუნდის და რობინს თავს მოვკუ̂ეთ, | მათს მძორს დავაჭმეუ̂ მგელსაო, |
Verse: c | არც სხვას დავარჩენ დეუ̂ებსა, | წასვლა შეეძლოს მთელსაო, |
Verse: d და | მათის კარვით და ბარგითა | ავავსებ ერანელსაო! |
Strophe: 1027_[927] | ||
Verse: a | გაგზავნა ფიცხლა ფაიქი | ნახული, ვედრებულია, |
Verse: b | თვითან დეუ̂ებთან მივიდა, | თუცა არ მისცეს გულია. |
Verse: c | თუნდისა ჰკადრა: "ეს თემი | თქუ̂ენს ჴელთა აღებულია!" |
Verse: d და | სჯობს მანუჩართან გავგზავნოთ | აწ ერთი მოციქულია. |
Strophe: 1028_[928] | ||
Verse: a | შეუთვალეთ: "ეს ქუ̂ეყანა | ჰქონებია ჩუ̂ენთა გვართა, |
Verse: b | პაპა-ჩემი გამოაძეთ, | მაშინ ძალი დაგვემართა. |
Verse: c | ამას წინათ რაცა სჭამეთ, | დაგვიდეუ̂ით აწვე კართა, |
Verse: d და | თვარა ყუ̂ელას თავებს დაგჭრით, | ვინ დაგვიდგამს დეუ̂თა ჯართა! |
Strophe: 1029_[929] | ||
Verse: a | ყათილს დია დაუმადლეს, | ესე საქმე დაამტკიცეს. |
Verse: b | სიტყუ̂ა მკუ̂ახე შეუთვალეს, | არ ლაღობით ელაციცეს. |
Verse: c | თილამაჯი ერქუ̂ა დეუ̂სა, | მოიყუ̂ანეს, წიგნი მისცეს. |
Verse: d და | რაც უნდოდათ შეუთვალეს, | მათ მუქარა არ დაიცეს. |
Strophe: 1030_[930] | ||
Verse: a | თილამაჯის სხვა ორმოცი | დეუ̂ი თანა წაატანეს, |
Verse: b | იარეს და გზასა ზედა | ყარან-ყუბად შეეყარნეს, |
Verse: c | ჩარდაბუხად მოდიოდეს, | ლაშქართ შუა გაიარნეს, |
Verse: d და | ქიშვადისა ლაშქარს მიხვდა, | საამს ახლოს შეიჯარნეს. |
Strophe: 1031_[931] | ||
Verse: a | ზაულელთა ჯარი გავლეს, | მოეწონა მეტის-მეტად. |
Verse: b | საამ ნახეს შეკაზმული, | დეუ̂ნი დახდეს, ვითა რეტად, |
Verse: c | თქუ̂ეს თუ: "ესე დიდი კაცი | მოვა ჩვენად ამოწყუ̂ეტად, |
Verse: d და | მას ცოცხალი ვინ მორჩების? | ჴელთ უჭირავს რკინა კეტად?!" |
Strophe: 1032_[932] | ||
Verse: a | იგი ნახა პილოტანმან, | დაბრუნდა და წამოვიდა, |
Verse: b | ჴელ-მწიფესა მოახსენა: | "დეუ̂თა ელჩი მოგვივიდა!" |
Verse: c | ჩადრ-ოთაღი გაარიგეს, | მიწის ფარვით მოფარვიდა. |
Verse: d და | მეფე დაჯდა ტახტსა ზედა. | სხვა ლაშქარი ალყას ჰკუ̂რიდა. |
Strophe: 1033_[933] | ||
Verse: a | საამ დასვა ოქროს სელზე, | მერმე ელჩი მოიყუ̂ანეს. |
Verse: b | სხვა კარზედა დააყენეს, | სამი დეუ̂ი შეატანეს, |
Verse: c | შემოუძღვეს, თილამაჯი | ჴელ-მწიფესა ათაყუ̂ანეს. |
Verse: d და | წიგნი მეფეს ჴელთა მისცეს, | მერმე ვეზირს მიუტანეს. |