Strophe: 1034_[934] | ||
Verse: a | წაიკითხეს, მოეწერა | სიტყუ̂ა მკუ̂ახე სამუქარი: |
Verse: b | "სრულ ქუ̂ეყანა ჩუ̂ენთა გვართა | მკვიდრია და საკუთარი, |
Verse: c | ჴელის ძალად წაგიღია, | -- ბეუ̂რი გვიწეუ̂ს თქუ̂ენგან მკუ̂დარი! |
Verse: d და | არ დავდგები, -- ამოვსწყუ̂იტო | მანუჩარ და მისი ჯარი!.." |
Strophe: 1035_[935] | ||
Verse: a | საამს ესმა, გაგულისდა, | წიგნი შექნა ფარა-ფარა. |
Verse: b | დეუ̂ი კელთა შეეჭიდა, | დაეგლიჯა უნდა არა, |
Verse: c | ყბა-ყურშიგა მჯიღვი წაკრა, | გააგორვა, გაამწარა. |
Verse: d და | ჴელ-მწიფემან დაუძახა: | "ნუღარ უზამ, გმირო, კმარა!" |
Strophe: 1036_[936] | ||
Verse: a | წამოიჭრა თილამაჯი, | გამოფრინდა ფიცხლავ კართა. |
Verse: b | თან ორმოცი დეუ̂ი გაჰყუ̂ა, | წამოვიდა მათვე გზათა. |
Verse: c | რა მივიდა თუნდის წინა, | ვერა ჴმარობს კარგა ყბათა, |
Verse: d და | ფიცხლავ ჰკითხა მას ამბავი | მანუჩარის, მისთა ყმათა. |
Strophe: 1037_[937] | ||
Verse: a | ყუ̂ელა კარგად მოახსენა, | რაც ენახა მუნებური, |
Verse: b | პირველ საქმე საამისა, | და უჩუ̂ენა ყბა და ყური. |
Verse: c | დიდსა მთასა უმაღლეა | რკინის გვარად შენაჭური! |
Verse: d და | მასთან ელჩი როგორ მივა, | ანჩხლია და უგემური!?." |
Strophe: 1038_[938] | ||
Verse: a | რომ შეხედო, ამას იტყუ̂ი: | -- "იალბუზი შავი მთაა!" |
Verse: b | გაგულისდა, წამოიჭრა, | ვთქუ̂ა თუ : "ღელავს -- შავი ზღვაა"! |
Verse: c | მე იმრიგი ჯავრიანი, | არ მინახავს კაცი სხვაა, |
Verse: d და | ვინცა მივა მოციქული, | -- სულთ ამოჴდად იგი მზაა! |
Strophe: 1039_[939] | ||
Verse: a | ყუ̂ელას მართლა იტყოდიან, | რასაც მისას უბნობდესა. |
Verse: b | მე იმასთან ვეღარ წავალ, | ვისცა უნდა წაბძანდესა. |
Verse: c | თუნდისა და რობინს ესმა, | დაგულისდეს, დაჯავრდესა, |
Verse: d და | თილამაჯი დააწვინეს | და არგანი ასი ჰკრესა. |
Strophe: 1040_[940] | ||
Verse: a | ააყენეს თილამაჯი, | გაიარა ფიცხლად კარი, |
Verse: b | თუნდი იტყუ̂ის: "ვინ იქნების | ჩუ̂ენი! მჯობი, ანუ დარი! |
Verse: c | ამ ლაშქართა გულს გაუტეხს | ამისთანა საუბარი. |
Verse: d და | ჰკრეს ნაღარას, აიყარნეს, | წამოვიდა დეუ̂თა ჯარი. |
Strophe: 1041_[941] | ||
Verse: a | ყუ̂ელა ერთად შეიყარნეს | მანუჩარს წინ მისნი სპანი, |
Verse: b | შუაზედა მობრდღვინვიდა | საამ გმირი პილოტანი. |
Verse: c | იგინიცა მოეჯარნეს, | აამტვერეს დეუ̂თა გზანი, |
Verse: d და | ყათილ აქეთ გამოექცა, | თან გამოჰყვა მისნი ყმანი. |
Strophe: 1042_[942] | ||
Verse: a | მან მანუჩარს თაყუ̂ანი სცა, | მერმე ნახა პილოტანი, |
Verse: b | ქიშვადს, ყარანს უსალამა, | ყუბად იყო, ანუ სხვანი, |
Verse: c | ჴელ-მწიფემა დეუ̂თ ამბავი | ახლავ ჰკითხა საუბარნი, |
Verse: d და | მან უკლებრად მოახსენა, | გაეგონა რაცა სხვანი. |
Strophe: 1043_[943] | ||
Verse: a | ყათილს მეტად დაუმადლა, | მას უქადა სხვა წყალობა. |
Verse: b | ყაითმაზის საბატონო | და მისრეთის სრულ კარობა, |
Verse: c | ყათილ მადლი გარდიჴადა, | მოახსენა დიდი ქება, |
Verse: d და | არას ალაგს დაიკარგვის | ბატონზედა ერდგულობა. |
Strophe: 1044_[944] | ||
Verse: a | დეუ̂ნი გორაზედ გავიდენ, | დასინჯეს სპა და ჯარია. |
Verse: b | აქათ მანუჩარ ჩამოჴდა, | საამ ჭანდართა დარია. |
Verse: c | დეუ̂ებმა შექნეს ყუ̂ირილი, | ქუხილი შესაზარია! |
Verse: d და | მას ღამე იყო მზადება, | გაიწყუ̂ეს ჴმალი, ფარია. |
Strophe: 1045_[945] | ||
Verse: a | რა გათენდა, დაემზადნეს, | საამისურ მოემახვა, |
Verse: b | დეუ̂თა წინა იარების, | -- "ვინ გამოხვალ", შეუძახა, |
Verse: c | ყუ̂ელას მეტად გაუკუ̂ირდა, | პილოტანი ვინცა ნახა, |
Verse: d და | თუნდი მისი დარჩეული | ასი დეუ̂ი გაუძახა. |
Strophe: 1046_[946] | ||
Verse: a | ფალავანი გაგულისდა, | წადგა, ჴელი შეიფშვნიტა, |
Verse: b | წინა დეუ̂სა კინწში სტაცა, | მოუგრიხა სრულ მოსწყუ̂იტა. |
Verse: c | თავი სხვასა შემოსტყორცა, | ჰკრა, მიწასა დააწყუ̂იტა, |
Verse: d და | მერმე ლახტი ამოიღო, | ასივ მოკლა, ამოსწყუ̂იტა. |
Strophe: 1047_[947] | ||
Verse: a | კუ̂ლა ათასი გაუძახა | დეუ̂ი მარჯუ̂ედ მეომარი. |
Verse: b | მოვიდეს და მოეხვივნეს. | ყუ̂ელას ება ყელსა ზარი. |
Verse: c | საამისურ დაუშინა, | არ ახსენა, ვითა ცხვარი, |
Verse: d და | დაუშინეს ერთმან ერთსა | სრულ შეიძრა ორივ ჯარი. |
Strophe: 1048_[948] | ||
Verse: a | შეუტივეს, დაერივნეს, | აპირებდეს არა ზავსა, |
Verse: b | კაფენ, ჴოცენ ერთმან ერთსა, | უფრო დეუ̂თა სჭრიან თავსა, |
Verse: c | მტვერი ასტყდა, ამას გვანდა, | -- "მზე გარდაჯდა ეტლსა შავსა". |
Verse: d და | მიწა სისხლით შეიზილა, | აღსასრულსა აემგზავსა! |
Strophe: 1049_[949] | ||
Verse: a | საამისურს გაეცინა, | მძიმე ლახტი ჰქონდა ჴელთა. |
Verse: b | ვერმ დაუდგეს დეუ̂ნი წინა | მოკლა ვინცა მოიჴელთა. |
Verse: c | ფერჴთა ქუ̂ეშე მიწა თრთოდა, | მკუ̂დართა თელვენ, ვითა ძელთა, |
Verse: d და | ყუ̂ირიან და იძახიან: | "ნუ დაირჩენთ კაცი მთელთა!" |