Strophe: 1052_[952] | ||
Verse: a | რა გათენდა, აღმოსავლით | ცა განათლდა, ვითა ბაზმა, |
Verse: b | აქადაღმა -- მანუჩარ და, | -- იქით დეუ̂ნი დაერაზმა. |
Verse: c | საამ შეჯდა სამანდზედა, | ბაბრარითა შეეკაზმა, |
Verse: d და | საომარად წამოვიდა | ფიცხლა, ხანი არა დაზმა. |
Strophe: 1053_[953] | ||
Verse: a | რა მივიდა დეუ̂თა წინა, | შეუძახა ერთი მჭახე: |
Verse: b | "ჩემი ომი ვის გწადიან, | გამოდი და ახლოს მნახე!.." |
Verse: c | რობინ თუნდის შეზდა უყო, | წამოვიდა ვეშპის სახე. |
Verse: d და | დააბარა: "შენებურად | მიდი, -- ცხენი ამოსჩახე!.." |
Strophe: 1054_[954] | ||
Verse: a | მოუჴდა და რობინ დეუ̂მან | მძიმე ლახტი მოუქნივა, |
Verse: b | ვერა ავნო პილოტანსა, | ფარი სრულად დაუმსხვრივა, |
Verse: c | საამ ცხენით გარდამოჴდა, | ლახტი შორსა გაასრივა, |
Verse: d და | გულ-მესისხლედ შეიჭიდნეს, | მათი ოფლი ღვარად მივა. |
Strophe: 1055_[955] | ||
Verse: a | მუზარადები გაყარეს, | დაწყუ̂იტეს ჯაჭვის ღვედია, |
Verse: b | მიწასა შიგან ესმოდა | გულ-მდუღრად შენაჭიდია, |
Verse: c | საამ ასწივა, აიღო, | ამოსვა კისრის ქედია; |
Verse: d და | მაღლა მჴარზედა შეიდვა, | დეუ̂ს გარდუბრუნდა ბედია! |
Strophe: 1056_[956] | ||
Verse: a | ეს უთხრა: -- "აქ რა გინდოდა, | თუ არ იყავით რეტია?! |
Verse: b | ერანში თქუ̂ენ რა წილი გიც, | რა გქონდა ყაფის მეტია, |
Verse: c | თუ რას გიშველის, -- გაჩნდება | შენი ძმა აქა მჭვრეტია, |
Verse: d და | ხვალ შენს ძმას თუნდის მოგიკლავ, | რა გითხრა ამის მეტია?!" |
Strophe: 1057_[957] | ||
Verse: a | ლაშქარნი ვერ მოეჴმარნეს, | ვერცა ძმა თუნდი ქებული. |
Verse: b | "დღეს ამას იქით რობინი | ვერ ნახოთ ფეხზე რებული. |
Verse: c | აწ გაგიჩნდების, ძალ-გული | კაცი -- ვინცა ხართ ქებული!" |
Verse: d და | პირ-აღრენითა დაშტერდეს, | ვინც იყო დეუ̂თა კრებული. |
Strophe: 1058_[958] | ||
Verse: a | უჭვრეტდეს ორნივ ლაშქარნი, | შემოეხვივნეს გარია, |
Verse: b | მიწასა დასცა, შეიძრა | მუნ სრულად არე-მარია, |
Verse: c | ხანჯლითა თავი მოკუ̂ეთა, | სისხლმან მინდორი წარია. |
Verse: d და | თუნდიმ რა ნახა, სდიოდა | თვალთაგან ცრემლი მწარია. |
Strophe: 1059_[959] | ||
Verse: a | პილოტანი შემობრუნდა, | იქით დადგნეს იგინიცა. |
Verse: b | საყელონი გარდიხივნეს, | და ყუ̂ელამა თავსა იცა. |
Verse: c | მას ღამესა გლოვით იყუ̂ნეს, | -- თუნდიმ ესე დაამტკიცა! |
Verse: d და | "ხვალე გავალ მოედანსა, | საამს მოვკლავ!" -- დაიფიცა. |
Strophe: 1060_[960] | ||
Verse: a | თუნდი ფიცავს: რობინისა | " შევარჩინო სისხლი მთელი. |
Verse: b | კიდევ ახლა მოიმატეშ, | სხვაც ემართა სისხლი ძველი. |
Verse: c | თქუ̂ენცა ნახეთ, თუ რა უყო, | რა მოვკიდო საამს ჴელი? |
Verse: d და | ის მჴარზედა მე შევიდვა, | მოვიტაცო, ვითა ძელი!" |
Strophe: 1061_[961] | ||
Verse: a | რა ეს დეუ̂თა გაიგონეს | თუნდისაგან სიტყუ̂ა მთელი, |
Verse: b | რობინ ასრე დაავიწყდა, | ვითამც იყო ისრევ მთელი, |
Verse: c | სხვა და სხვა თქუ̂ეს საუბარი, | არცა ერთი მართ სათქმელი. |
Verse: d და | ყუ̂ელა ომსა აპირობდეს, | ვინცა იყო გულ-ფიცხელი. |
Strophe: 1062_[962] | ||
Verse: a | რა გათენდა, ქუ̂ეყანასა | მზემან ვარდი მოაფინა. |
Verse: b | კირჩხიბისა ჭანგს დაესხნა, | ვერ დაუდგა ბნელი წინა, |
Verse: c | კით ამაღლდა გუნბათზედა, | მასკვლავებსა მოეწყინა, |
Verse: d და | მთვარე გაჴდა შეჭირვებით, | შუქი სრულად წააჴდინა. |
Strophe: 1063_[963] | ||
Verse: a | იქით აქათ დაერაზმნეს, | კრეს ნაღარა საომარი. |
Verse: b | საამ წადგა ორთავ შუა, | დაიბრუნა ლახტის ტარი, |
Verse: c | იქით თუნდი გამოვიდა, | შეკაზმული შესაზარი, |
Verse: d და | პილოტანსა დაუძახა: | "დღეს მოყუ̂ასთა გნახოს მკუ̂დარი! |
Strophe: 1064_[964] | ||
Verse: a | სჯობდა ადრე მოგემზადა | შენის თავის სასუდარი. |
Verse: b | ერანზედა მოვიყუ̂ანო | ღვთის რისხვითა ავი დარი. |
Verse: c | მე შენ როგორ შეგარჩინო, | -- ძმა აქა მიც შენგან მკუ̂დარი! |
Verse: d და | აწ უნახოთ ერთმანერთსა | სიფიცხე და მკლავის ძალი". |
Strophe: 1065_[965] | ||
Verse: a | საამ ესე გაიგონა | მამცდარისა დეუ̂ისაგან, |
Verse: b | ასე გაჴდა, ვითა ნავთი, | ანთებულის ცეცხლისაგან. |
Verse: c | შეუძახა: "ბილწო დეუ̂ო, | რას კარგს ელი ეტლისაგან, |
Verse: d და | რობინთანა შენც მიგიყუ̂ან, | ფიცხლავ დაგცლი სულისაგან!.." |
Strophe: 1066_[966] | ||
Verse: a | საამისურ შეუტივა, | ზედ მიუჴდა, ვითა ლომი. |
Verse: b | თუნდიმ უთხრა: "ნუ გგონია | ცუდთა დეუ̂თა ჩემი ომი: |
Verse: c | "თუ კაცი ხარ, -- შემეჭიდე, | სცან ძალი მაქუ̂ს, თუ რა ზომი?!" |
Verse: d და | საამ თქუ̂ა თუ: "დია ღმერთო!" | -- გარდამოჴდა ცხენსა მჯდომი. |
Strophe: 1067_[967] | ||
Verse: a | საომარი ყუ̂ელა დადვეს, | შეიძგერნეს, ვითა ნარნი. |
Verse: b | მათი ხვნეშა ქუხილს გვანდა, | მოხვეოდა სრულად ჯარნი. |
Verse: c | ოფლი ფერჴთა უსველებდა. | პირსა ქაფი მონაყარნი. |
Verse: d და | ყუ̂ელამ თქუ̂ა თუ: "ვის უნახავს | ძალით ასრე შესადარნი?!" |
Strophe: 1068_[968] | ||
Verse: a | რა მანუჩარ თუნდისაგან | ნახა ასრე გასწორება, |
Verse: b | შეეხვეწა შემოქმედსა | და დაიდვა მისი მცნება: |
Verse: c | "შენ დაიცევ ჩემი საამ, | დეუ̂სა რისხვით მიეც კლება, |
Verse: d და | მოერიოს, თუ არ გინდა | ჩემი გვარით ამოგდება!" |
Strophe: 1069_[969] | ||
Verse: a | ღმერთმან უსმინა მანუჩარს | ლოცვა და შევედრებანი, |
Verse: b | მოწყალე-მოსამართლია, | მტრისაგან არ აქუ̂ს ვნებანი, |
Verse: c | ილოცა დეუ̂მან, დაიწყო | ძალზედა მეტად კლებანი, |
Verse: d და | საამ მორია თუნდისა, | იქნა მანუჩრის ნებანი. |
Strophe: 1070_[970] | ||
Verse: a | თუნდის დეუ̂ს ძალი მოაკლდა | საღამომდისინ რკენითა, |
Verse: b | საამ ადიდა უფალი | ფალაურისა ენითა. |
Verse: c | აზიდა მაღლა, აიღო, | დეუ̂ნი შეიქნენ წყენითა, |
Verse: d და | დასცა და თავი მოკუ̂ეთა, | გორევდა სისხლთა დენითა. |
Strophe: 1071_[971] | ||
Verse: a | რა დეუ̂ებმან მათი თუნდი | უპატიოდ მკუ̂დარი ნახეს, |
Verse: b | გაიქცნეს და გარდიხვეწნეს, | იტირეს და ივაგლახეს. |
Verse: c | ერანელნი წაეხვივნეს, | -- "ნუ გაუშვებთ!" -- დაიძახეს. |
Verse: d და | დაჴოცეს და ამოსწყუ̂იტეს, | მათი მძორი ფეხით ლახეს. |
Strophe: 1072_[972] | ||
Verse: a | სრულად მინდორი აივსო | დაჴოცილისა დეუ̂ითა. |
Verse: b | შუა გაჭრილი ეყარა | საამის მონაქნევითა, |
Verse: c | მათი ბარგი და აბჯარი | ერანელთ დარჩა, ბზე ვითა. |
Verse: d და | მანუჩარს პირი შესცინის | მანათობელსა, მზე ვითა. |
Strophe: 1073_[973] | ||
Verse: a | ყაითმაზ მისრეთის მეფე | ყარანს მოყუ̂ანდა რბევითა, |
Verse: b | ცხენსა არ შესვა, ქშევითი | მას წინ მოგვარეს თრევითა, |
Verse: c | მანუჩარ ესე უბრძანა | ტკბილისა ამოს ენითა, |
Verse: d და | უთხრა: "რა ვქენი შენზედა, | ა დავაშავე, თქუ̂ა, რითა?!. |
Strophe: 1074_[974] | ||
Verse: a | თავსა მოგკუ̂ეთდი, თუ ფრიდონს | შენ არ ეყოდე გვარითა. |
Verse: b | მისრეთისსა უკეთესსა | დეუ̂ნი მოგცემდენ, თქუ̂ა, რითა?! |
Verse: c | ყათილს მივეც სრულ მისრეთი, | შენ დარჩები ახლა რითა?!" |
Verse: d და | მერმე ბრძანა: "წაიყუ̂ანეთ, | ეგ დაბეჭდეთ ბორკილითა!" |
Strophe: 1075_[975] | ||
Verse: a | მეფე ყელსა მოეხვია, | გარდაკოცნა პილოტანი, |
Verse: b | უთხრა: "გმირო, ამოსწყუ̂იტე | თურქისა და დეუ̂ისტანი, |
Verse: c | ჩუ̂ენ უშენოდ რას ვარგივართ, | ანუ მე და ანუ სპანი?! -- |
Verse: d და | რაცა სჯობდეს, -- შენი იყოს, | ბარგი დეუ̂თა მიუტანი. |
Strophe: 1076_[976] | ||
Verse: a | კუ̂ლა უბოძა კარგი დიდი | სახანო და საბატონო. |
Verse: b | უბრძანა თუ: "რაც გინდოდეს, | მთხოვე, -ყუ̂ელა შენ გაქონო!.." |
Verse: c | საამ მადლი გარდიხადა, | წადგა ქუ̂ეყნის მოსაწონო, |
Verse: d და | მოახსენა: "ცოცხალი ვარ, | ურჩი ყუ̂ელა დაგამონო!" |
Strophe: 1077_[977] | ||
Verse: a | მანუჩარ ამულს წავიდა | მტერზედა გამარჯუ̂ებული. |
Verse: b | მოვიდა, შექმნა სიამე, | იხარებს ალაღებული. |
Verse: c | საბოძვარითა აავსო, | სრულად თავადთა კრებული. |
Verse: d და | სმიდეს და შეექცეოდეს | იგი და მისი ხლებული!.. |
Strophe: 1078_[978] | ||
Verse: a | მოვიდიან მას წინაშე | ჴელ-მწიფენი სხვაგნით სხვანი. |
Verse: b | ბურთობდის და ნადირობდის, | არ აკლია კარგი ზმანი. |
Verse: c | მუტრიბთა და მოშაითთა | ყოლ დღე იყო ჩანგის კვრანი. |
Verse: d და | მჴეცნიც ასრე მოამშვიდა, | მგელთა თანა სძოვდეს ცხვარნი. |
Strophe: 1079_[979] | ||
Verse: a | აწ საამცა დაეთხოვა | მისსა შინა წასასვლელად, |
Verse: b | ჴელ-მწიფემან საჩუქარი | მას მიართვა დია მრავლად, |
Verse: c | საამ შას წინ წამოვიდა, | მადლსა მის წინ გარდამჴდელად. |
Verse: d და | რაც გასმია, ესე იქმნა, | სხვა გიამბო რაღა მრავლად? |
Strophe: 1080_[980] | ||
Verse: a | საამისურ მხიარული | მისა შინა გაემართა. |
Verse: b | რა მივიდა, ზაულელნი | მიეგებნეს ფიცხლა კართა, |
Verse: c | მივიდა და სავარდეშიგ, | ვით ჭანდარი, აემართა. |
Verse: d და | დაჯდა, შექნა ნადიმობა, | რაც უნდოდა, დაემართა. |
Strophe: 1081_[981] | ||
Verse: a | როდესცა ზაალ მიეცა | თმა-თეთრი, ვითა ბერია, |
Verse: b | შორს გარდააგდო შამბშიგან | არ თუ ძე, ვითა მტერია, |
Verse: c | ფაშკუნჯმა პოვა, გაზარდა, | ღვთისა ბრძანება ერია, |
Verse: d და | ვირემდის ამას ჰპოებდა, | ეს იქნა, რაცა სწერია. |