TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 85
Previous part

Chapter: 2 
დასაწყისი როსტომიანთა. ამბავი მანუჩარ ჴელმწიფისა და საამ ფალავნისა.






Strophe: 1084_[984] 
Verse: a       იყო მანუჩარ ჴელ-მწიფე,   გმირი და სახელიანი.
Verse: b       საამ, ძე ნარიმანისი,    მორჭმული, ნიმროზიანი;
Verse: c       მას ჴელთა ჰქონდა ქალაქი   ზაული სიმაგრიანი,
Verse: d    და   სხვა ძე არ ესვა შედეგად,   ჭმუნვით ჯდა გულ-ნაღვლიანი.






Strophe: 1085_[985] 
Verse: a       შემოქმედსა ეხვეწების:   "შემიცვალე ჭირი ლხინად!
Verse: b       დაორსულდა დედოფალი   ტან-სარო და ვარდი პირად.
Verse: c       პირად მზეა ლალის მსგავსი,   თუ სთქუ̂ა, არის ედემს ზრდილად,
Verse: d    და   ედემია პირმეტყუ̂ელი,   მულღაზარი, სიტყუ̂ა-ტკბილად.






Strophe: 1086_[986] 
Verse: a       წალკოტია პირმეტყუ̂ელი,   შემკობილი ედემს არი,
Verse: b       შაქრად ისმის საუბარი:   ჴმა სასმენლად ტკბილი არი;
Verse: c       იადონი რომ ყიოდეს,   სიტყუ̂ა მისი უამ არი.
Verse: d    და   გავს სამოთხით მონაბერსა,   მუშკ-ამბრისა მოქრის ქარი.






Strophe: 1087_[987] 
Verse: a       რა საამ ცნა ორსულობა,   მას თავადნი ულოცვიდეს,
Verse: b       ღმერთსა ესვენ მხიარულნი,   შემოქმედსა მადლი მისცეს.
Verse: c       ყმა-შვილისა ბოძებასა   ზაულელნი ინატრიდეს:
Verse: d    და   ებატონოს ტახტ-გვირგვინსა,   მამისებრივ გამოვიდეს.






Strophe: 1088_[988] 
Verse: a       მეცხრესა თვესა ვაჟი შვა,   თმა ესხა გათეთრებული
Verse: b       პილოტანი და მნათობი,   ვით მთვარე პირ-გავსებული.
Verse: c       გვანდა პაპასა ნარიმანს    თქუ̂ეს საფალავნოდ ქებული.
Verse: d    და   სტავრა-ოქროთა დარბაზი   ჩნდა მზეებრ განბრწყინვებული.






Strophe: 1089_[989] 
Verse: a       ასაკი სრული, მკერდ-მკლავი   ვაჟისა მათ აქიან და
Verse: b       თეთრი თმა ნახა დედამან,   დაჭმუნდა, დანაღვლიანდა.
Verse: c       საამ არ იცის, უხარის,   ლხინითა განათლიანდა.
Verse: d    და   უნახავია კაცთაგან,   რაცა მეჯლიში ქნიან და!






Strophe: 1090_[990] 
Verse: a       მას სახელად ზაალ დასდვეს,   ვაჟი კარგად იზრდებოდა.
Verse: b       საამს შიშით ვერ გაანდო,   დედა ლხინით იშლებოდა;
Verse: c       მელნის ტბათა ნაგუბარი   თვალთა ცრემლი იღვრებოდა.
Verse: d    და   ლალსა ფერი წაუვიდის,   ბროლსა გული უჭკნებოდა.






Strophe: 1091_[991] 
Verse: a       ერთი კაცი დიდებული   საამს თანა იყო ზრდილი.
Verse: b       გააპირა გამჟღავნება;   მას უჩვენოს დედამ შვილი,
Verse: c       ბრძანა: -- რაინდ" მოიყუ̂ანეთ,   -- ერთგული და გავლენილი!"
Verse: d    და   მას გაანდო, ტირილითა   ეუბნების შიშრეული!






Strophe: 1092_[992] 
Verse: a       მის ვაჟისა ეგეთობა   გაუცხადა, ჴელთა მისცა:
Verse: b       თქუ̂ენვე ბრძანეთ, -- საქმე ჩემი   წაეკიდა სხვასა ვისცა?!
Verse: c       რაინდ ვაჟის ასაკობა   გაუშინჯა მუნვე მისცა,
Verse: d    და   მოეწონა საფალავნოდ,   შემოქმედსა თაყუ̂ანი სცა.






Strophe: 1093_[993] 
Verse: a       რაინდ გული დაუამა:   "რად სჭმუნაო შუქი მზისა?!
Verse: b       ვაჟთა ღვთითა საფარველი   აც ნიშანი სიკეთისა.
Verse: c       თმა თუ თეთრი გამოსხმია,   -- ბრძანებაა განგებისა,
Verse: d    და   მადლი მასვე წადილი და   მოსხმა თმისა სპეტაკისა.






Strophe: 1094_[994] 
Verse: a       რაინდ ბრძანა: "აწვე წავალ,   ფალავანსა გაუმჟღავნებ,
Verse: b       მეშინიან, არ უნახავს,   ამ საქმესა მოვახსენებ.
Verse: c       თვითონ ნახოს შვილი მისი,   მოვიყუ̂ან და მას უჩვენებ,
Verse: d    და   თმის სითეთრე პატივია   ღვთისაგან, -- მას გავაგონებ.






Strophe: 1095_[995] 
Verse: a       დადგა უშიშრად პატრონთა   მან ჰკადრა სიტყუ̂ა ჭკუ̂იანი:
Verse: b       წავიდეთ, ნახეთ ძე თქუ̂ენი   ღვთისაგან საფარვლიანი, --
Verse: c       აწვე გავს დიდსა ნარიმანს    შვენებით, ასაკიანი,
Verse: d    და   საამს იამა, ზე ადგა   წასავლად პირ-ნათლიანი.






Strophe: 1096_[996] 
Verse: a       სადედოფლოს შემოვიდა,   მისი მთვარე მოიკითხა.
Verse: b       სირცხვილითა ვერა თქუ̂ა რა,   წაუვიდა ფერი დიდ-ხა,
Verse: c       მას პასუხი ვერა უთხრა,   ფალავანმან რაცა ჰკითხა.
Verse: d    და   ვარდი ზაფრად შეიცვალა,   ბროლ-ბალახში მოიკიცხა.






Strophe: 1097_[997] 
Verse: a       მას აკუ̂ანი წინ მიუდგეს,   მოხსენება დაუძვირდა.
Verse: b       თვალ-შავი და პირ-წითელი   თვითონ ნახა, რაცა სჭირდა.
Verse: c       თმა-ბანბასა-გაპენტილსა   ფალავანსა გაუკუ̂ირდა,
Verse: d    და   წყენისაგან უჭკოდ გაჴდა,   გაგდებასა გაუპირდა.






Strophe: 1098_[998] 
Verse: a       ბრძანა: "რა ვნახე მაცთური,   სით არის ჩვენის გვარისა?!
Verse: b       ექვსასის წლისა კაცი ვარ,   ჩემსა უბერე არისა.
Verse: c       ღმერთს მოუკიცხავს, ნიშანი   არა სძეს ნარიმანისა!"
Verse: d    და   ასრე დაჭმუნდა, ვითამცა   ღვიძლ-გაპობილი არისა.






Strophe: 1099_[999] 
Verse: a       საამ გამდელს გაცაუწყრა,   -- "რად მიჩვენე ქაჯი ავი?!
Verse: b       გორჯასპის და ნარიმანის,    თქუ̂ი, სით არის ნათესავი?
Verse: c       მართებს, აწვე დავიკარგო,   ან მოვიკლა თვითონ თავი,
Verse: d    და   ვირემ სცნობდენ, მისცემია   საამს შვილი, თმა-არშავი.






Strophe: 1100_[1000] 
Verse: a       "ბერი შვილი მისცემია",   ნუ დააგდებთ, ზაულს, ჴმასა,
Verse: b       თვარა აწვე დავიკარგვი,   გავცურდები შიგან ზღვასა.
Verse: c       ორნი კაცნი შინაურნი   მომისხენით, მივსცემ ყრმასა,
Verse: d    და   ტირის დედა ზაალისა,    იდუმალად იტყუ̂ის "ვასა!"






Strophe: 1101_[1001] 
Verse: a       რაინდ შეგზავნა მონანი   მისანდონი და ჭკუ̂იანი;
Verse: b       მამამ მოაძრო აკვანსა   ზაალ ღვთივ საფარვლიანი,
Verse: c       მათ კაცთა კალთას ჩაუგდო,   ვითა ვარდი და ია ,
Verse: d    და   უბრძანა: -- "საქმე დამალეთ,   არ ვიყო აუგიანი!






Strophe: 1102_[1002] 
Verse: a       ცხენს შესხედით, ესე საქმე   ქენით კარგა, დამიფარეთ.
Verse: b       ნუვის ეტყუ̂ით, ქალაქისა   თქუ̂ენ სამზღვარი გაიარეთ.
Verse: c       საუბარი არად უნდა,   წაიყუ̂ანეთ, მალედ არეთ,
Verse: d    და   წყალს მიეცით მოსარჩობლად,   ანუ შამბსა მიაბარეთ!"






Strophe: 1103_[1003] 
Verse: a       რა მონათა გააგონეს   საამისგან ნაუბარი,
Verse: b       კალთაშია გაიხვიეს   გლახ-ყმაწვილი გულ-მღვიძარი.
Verse: c       მას დღესა ვლეს საღამომდი,   ისწრაფიან, ვითა ქარი.
Verse: d    და   გარდააგდე ზღვისა პირსა:   გავს შემცოდე რისამ არი.






Strophe: 1104_[1004] 
Verse: a       ტირის დედა ზაალისა,    ცრემლით შეიქს, თუ სთქვა, ზღვასა!"
Verse: b       ქრმის შიშითა ვერას იტყუ̂ის,   იძახოდა მალვით ვასა:
Verse: c       "მიგცეს მჴეცთა შესაჭმელად,   ვინ დაგიწყებს, შვილო, ზრდასა?!"
Verse: d    და   საამ ღმერთსა ეხვეწების.   მან მიაპყრა პირი ცასა.






Strophe: 1105_[1005] 
Verse: a       იტყოდა: "არსის დამბადე   შენ ხარ, მზისა და მთვარისა,
Verse: b       პატრონი გულის სიტყუ̂ათა,   მპყრობელი, ჴმელთა მზღვარისა.
Verse: c       შემწე და შემწყნარებელი   ჩემი მრთლისა და მკუ̂დარისა;
Verse: d    და   შენგან ვითხოვე ყრმა-შვილი   მოცემად საბოძვარისა.






Strophe: 1106_[1006] 
Verse: a       სიბერის ჟამსა მიბოძე   ჩვენ ამით გავიხერენით;
Verse: b       სევდა უფროსი მოსდევდა,   ჭმუნვითა გავიყარენით,
Verse: c       ამ საქმისაგან მიშველე   და შენვე შეგვიწყალენით.
Verse: d    და   თუ იყო თესლი დევისა,   ჩვე მისგან დაგვიფარენით!






Strophe: 1107_[1007] 
Verse: a       თუ იყო შენი ბრძანება,   ვერავინ შეგეცილების;
Verse: b       მე თუცა უმეცარი ვარ,   ვერა ვიქ, რაც გეწყინების:
Verse: c       თავს ვერ გავიღებ უშენოდ,   კაცთაგან არ გეგინების,
Verse: d    და   მოსავი მონდობილი ვარ:   "-   ეს ლოცვით მოგესმინების".






Strophe: 1108_[1008] 
Verse: a       მერმე დაჯდა, ზაულელნი    გვერც დაისხნა მოხსენებით:
Verse: b       "ახლა რომე ყრმა მომეცა,   მან გამჴადა შეჭირვებით;
Verse: c       იყო რამე ეშმაკური,   მტერთა ჩემთა გაცინებით.
Verse: d    და   ვერ ვიქნებით ნიმროზისტანს,    ვერცა ერანს გაჩინებით.






Strophe: 1109_[1009] 
Verse: a       საამისგან გაიგონეს,   იგინიცა იკუ̂ირვებდეს;
Verse: b       თმა-სპეტაკი დაიბადოს,   ვის უნახავს კაცს, -- ეძებდეს!
Verse: c       ანუ ბარტყი ფასკუნჯისა,   არცა ლომის ლეკუ̂ი ყეფდეს,
Verse: d    და   მოახსენეს: "გონიერო,   აწ იგი ქენ, რაცა სჯობდეს!






Strophe: 1110_[1010] 
Verse: a       ღვთის ბრძანებასა ვინ შესცვლის?   მიკუ̂ირს თქუ̂ენისა ჭკუ̂ისაგან!..
Verse: b       ნუ მოისვენებ ლოცვითა   მადლისა მიცემისაგან.
Verse: c       იგ ბედნიერი შობილი,   რა უყავ ძე, დედისაგან?
Verse: d    და   მოიძულე და გააგდე?!   რა ავი ნახე თმისაგან?!






Strophe: 1111_[1011] 
Verse: a       ზაალს ძიძა არვინ მისცა,   არც ოქსინოს დაუგებდეს,
Verse: b       ლომ-ვეფხნი და ზღვის ნიანგნი   ჩვილს ძუძუსა აწოებდეს.
Verse: c       შვილობისა სიყუ̂არული   ვინ დაბადა, მას აქებდეს,
Verse: d    და   ცის მფრინველნი სურვილითა   მაღლა ბუდეს აიგებდეს.






Strophe: 1112_[1012] 
Verse: a       ჰაერთა შიგან არწივნი   მაღლა დაიდგმენ ბუდესა,
Verse: b       გამაგრდებიან ფასკუნჯნი   გარე მოიდგმენ ზღუდესა.
Verse: c       თეთრი ზალდასტან გააგდეს   ბალახთა, გააცუდესა;
Verse: d    და   გორვიდა ლეკუ̂ი ლომისა.   მზის შუქთა დააჭმუნესა.






Strophe: 1113_[1013] 
Verse: a       მოვიდოდა განგებითა   მუნ ფასკუნჯი ნადირობად,
Verse: b       იპოვნა და მან წაიღო   მართვეთათვის გასაძღობად
Verse: c       ნება იყო განგებისა:   მას უბოძა ძიძაობად,
Verse: d    და   პირ-აშკმული მჴართა ქვეშე   შეუგორდა ბარტყთა თბობად.






Strophe: 1114_[1014] 
Verse: a       ბარტყთა ჴორცი დაუჴლიჩის,   მუნ ფასკუნჯი ნადირობდა;
Verse: b       პირსა სისხლი ჩასდიოდა,   ზაალ იმით გაძღებოდა,
Verse: c       ტახტად ქონდა ბუდე მისი,   გლახ სიმურღი ძიძაობდა:
Verse: d    და   ვირემ ბარტყთა გააფრენდა,   ამ წესითა იზრდებოდა.






Strophe: 1115_[1015] 
Verse: a       თეთრი თმა მეტად აშვენებს,   იაგუნდს მოუჴდებოდა.
Verse: b       გაივსო, ვითა მთიები,   ცისკარსა ედარებოდა.
Verse: c       ჴელთა ჴმარება შეეძლო,   ადგის და იარებოდა,
Verse: d    და   ვითა გაუჩნდა გამზრდელად,   ფასკუნჯსა ემოყუ̂რებოდა.






Strophe: 1116_[1016] 
Verse: a       მასთანა დაჯდის საჭმელად,   თუცა ვერ გაძღის პურითა,
Verse: b       რა ჭამის, დაწვის, იძინის,   ჭკუ̂ა შეესმოდის ყურითა.
Verse: c       შეიტყო რომე არ იყო   იგი მათებრი სჯულითა.
Verse: d    და   ზრო გაისინჯის, უბნობდის   ენითა ფასკუნჯურითა.






Strophe: 1117_[1017] 
Verse: a       ზაალ უკან გაეკიდის,   რა ფასკუნჯნი დაფრინდიან,
Verse: b       მოეწყინის, დაშვრის მეტად,   რა იგინი ამაღლდიან.
Verse: c       მან მომართის ბუდესავე,   ვეღარ ნახის, მოშორდიან.
Verse: d    და   მუნ სამყოფი გაიჩინა,   სად პირველად იგი სხდიან.






Strophe: 1118_[1018] 
Verse: a       იგი უფროსი ფასკუნჯი   მას ნადირსა უზიდევდის.
Verse: b       ზედა ზაალ თამაშობდის,   ლომივითა აგორვებდის;
Verse: c       სადამდისცა მთელი ყუ̂ანდის,   ამ წესითა ნავარდობდის,
Verse: d    და   ჭკუა ქონდა კაცობრივი:   ვით წესია, ტყავს აძრობდის.






Strophe: 1119_[1019] 
Verse: a       შეიტყუ̂ის სიცხე, სიცივე,   შიმშილი, წყლისა წყურვილი.
Verse: b       ნადირის ტყავი შეფშვნიტის,   იყუ̂ის იმითა ბურვილი.
Verse: c       შესცივდის, ქვეშე დაიგის,   იყუ̂ის იმისთვის ურვილი.
Verse: d    და   გარე ფრთა ერჭვის ფასკუნჯთა,   ქონდა მკობისა სურვილი.






Strophe: 1120_[1020] 
Verse: a       წელიწადი ათამდისი   იმან დაჰყო მუნ ასეთი.
Verse: b       თმანი კოჭთა უფარვიდის,   ტან-საროა, ლომ-ნაკუ̂ეთი.
Verse: c       მკლავ-მსხვილია, მკერდ-მყაფარი,   კისერ-კოშკი გაუკუ̂ეთი,
Verse: d    და   საამს სჯობდა შვენებითა,   არის პაპის მონაკუ̂ეთი.






Strophe: 1121_[1021] 
Verse: a       ნადირობად მთისა ძირსა   ჩამოვიდა ერთსა დღესა;
Verse: b       თმა-უკანით უკუეგდო,   ფრთა მორჭმული ეს რისხესა.
Verse: c       თვალ-ნარგისი, მოცინარე,   პირის სახე გავს მთვარესა,
Verse: d    და   ღაწვი ლალსა ელვარესა,   იაგუნდსა მცინარესა.






Strophe: 1122_[1022] 
Verse: a       მასვე დღესა ქარავანი   მოხუ̂და სითმე მომავალი,
Verse: b       ზაალდასტან დაინახეს   საროსაებრ ტან-მაღალი,
Verse: c       თეთრის თმითა დაბურვილი,   პირად ვარდი, მზისა ალი.
Verse: d    და   ესე საქმე გაუკუ̂ირდა,   საუბარი თქვეს მრავალი.






Strophe: 1123_[1023] 
Verse: a       ოთხთა კაცთა ცხენოსანთა   ამბვის ცნობად სთქმიდა გული --
Verse: b       მიმავალი დაინახეს,   მთისავ იყო სიარული:
Verse: c       დაფრთხა, ვითა არ ენახა   მისობასა კაცთა რჯული.
Verse: d    და   მუნ გავიდა მთისა წვერსა,   იგ კლდე იყო უგზაული.






Strophe: 1124_[1024] 
Verse: a       უჭვრეტდეს განცვიფრებულნი,   უზომოდ გაკუ̂ირდებოდეს.
Verse: b       უძახდეს: "ღვთის მოყუ̂არეო!   ყივილით ეუბნებოდეს.
Verse: c       ზაალს არ ესმის სიტყუ̂ანი,   ვით კაცნი არა ხლდებოდეს,
Verse: d    და   ყოლე არ გასცა პასუხი,   მდევარნი დაბრუნდებოდეს.






Strophe: 1125_[1025] 
Verse: a       ზალდასტან დადგა დარბაზსა   სიმურღსა ქონდეს გებულნი.
Verse: b       თავისა გზასა წავიდეს   იგ კაცნი გაკუ̂ირვებულნი.
Verse: c       ყოვლგან თქვეს ესე ამბავნი,   სიზმრითა ვით ოცნებულნი;
Verse: d    და   აქ ნახა საამ ჩვენება   საჩინოდ განცხადებულნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.