TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 86
Previous part

Chapter: 3 
აქა საამ ფალავნის სიზმრის ზმანება.






Strophe: 1126_[1026] 
Verse: a       ერანით კაცი მოვიდა,   მაშვრალი ცხენთა რბევითა.
Verse: b       ფალავანთ თავო, ისმინე,   ჩვენ გაგახაროთ ჰე ვითა:
Verse: c       ღვთის ბრძანებითა, ძე შენი,   პირად გავსილი, მზე ვითა.
Verse: d    და   ფასკუნჯთა გვერდით გაზრდილა   ლომი, საროსა ხევითა.






Strophe: 1127_[1027] 
Verse: a       სხვა ფალავანი მისებრი   ჴმელზედ არ გამოჩნდებისა,
Verse: b       ვითამცა ცხადად ყოფილა,   ჴმა-მაღლად ეუბნებისა:
Verse: c       სამახარობლო გვიბოძე,   ჩვენგან რა გეთხოებისა,
Verse: d    და   აწ აღგისრულდა წადილი   ღვთისაგან შენის ნებისა!..






Strophe: 1128_[1028] 
Verse: a       ფალავანსა გაეღვიძა,   ადგა ოფლი მოიჴოცა;
Verse: b       დია სულთქმნა, შემოქმედსა   მადლი კადრა, -- რა მეოცა!..
Verse: c       ეს სიზმარი ცხადივ იყო,   ტირილითა კუ̂ლავ ილოცა:
Verse: d    და   შემცოდე ვარ, წყალობამან   შენმან სრულად არ დაგვჴოცა!..






Strophe: 1129_[1029] 
Verse: a       რა საწოლით გამოვიდა,   კაეშანი გაეყარნეს,
Verse: b       სრულ მოიჴმნო ფალავანნი,   ყუ̂ელა დარბაზს შეიყარნეს,
Verse: c       მათ უბრძანა ქვე დასხდომა,   ხასნი მუნა დაიჯარნეს.
Verse: d    და   რა უამბო მათ სიზმარი,   ვითა მცხადი გაეხარნეს.






Strophe: 1130_[1030] 
Verse: a       მადლი კადრეს შემოქმედსა,   ილოცვიდა ღმერთსა ყუ̂ელა.
Verse: b       საამს კადრეს: "ბოძებითა   მისით ღმერთმან გასახელა!
Verse: c       ედვა მისი საფარველი:   უწყი ახლა, მან უშველა!
Verse: d    და   შენ აწყინე განგებასა   ღმერთმან რისხვა დაგიძველა!"






Strophe: 1131_[1031] 
Verse: a       იგ ვაჭარნი შემოვიდეს,   ფალავანსა ძღვენსა სძღვნობდეს,
Verse: b       მოახსენეს ნახვა მისი,   იგ ზალდასტანს ვერ იცნობდეს,
Verse: c       საამს დიდად გაეხარნეს,   გულსა სვეტნი ანათობდეს;
Verse: d    და   მათ შესწირეს ღმერთსა მადლი,   მხიარულნი ნადირობდეს.






Strophe: 1132_[1032] 
Verse: a       ბრძანა: "ხვალე წავალ ძებნად,   სპანი იხმნა მუნებურნი,
Verse: b       რა გათენდა მათ ააბეს   დროშა, ჟღერდა ყუ̂ირო-შტვირნი!
Verse: c       პილოზედა გამოაბეს   ბარგ-კარვები, სპილენძ-ჭურნი,
Verse: d    და   ოთხ-ათასნი კარგნი კაცნი   წამოვიდეს მხიარულნი.






Strophe: 1133_[1033] 
Verse: a       მინადირობდეს, მიდია   ავაზითა და ქორითა,
Verse: b       მიწისა პირსა ღებვიდეს,   მჴეცი მოკლიან ყორითა.
Verse: c       მის მთისა ძირსა მივიდეს,   ჰგავს ცათა შენასწორითა!..
Verse: d    და   შემოზღუდვილი კლდეთაგა,   არ აგებია ყორითა.






Strophe: 1134_[1034] 
Verse: a       მის მთისა ძირსა ტყე იყო,   ჩხერანი ისმნეს წყლისანი,
Verse: b       კლდის თავსა იდგენ დარბაზნი,   ნაგებნი სიმურღისანი,
Verse: c       ტურფვად ნაგებნი, მაღალნი,   ვით დიდის ჴელ-მწიფისანი.
Verse: d    და   გვერც წყარო გამოსდიოდის,   სურნელნი ვარდის წყლისანი.






Strophe: 1135_[1035] 
Verse: a       საამ ნახა იგ ბუდენი,   მადლი ჰკადრა ღმერთს მრავალი,
Verse: b       თვალნი ქონდეს, მას უნდოდა,   დაენახა რომ ზაალი,
Verse: c       მთასა გარე შემოუვლეს,   გზა ვერ პოვეს შესავალი,
Verse: d    და   ჴელი, პირი დაიბანა,   ლოცვად დადგა გულ-მხურვალი.






Strophe: 1136_[1036] 
Verse: a       ღმერთსა დიდება შესწირა   ფალაურითა ენითა:
Verse: b       მზე, მთვარე, ცა და ქუ̂ეყანა   არს წყალობითა შენითა!..
Verse: c       შემინდევ მე, ბრძანებისა   რაც შეცილება ვქენითა!
Verse: d    და   ტკბილად მომხედენ, ნუ მომკლავ   ამისთანითა ენითა!






Strophe: 1137_[1037] 
Verse: a       მე მიჩვენე შვილი ჩემი,   პირველ ჩემგან მოწყენილი,
Verse: b       შენ ფასკუნჯთა შეავედრე   საფარველით და არული;
Verse: c       მივეც მჴეცთა შესაჭმელად,   იყო ველთა გაგდებული!
Verse: d    და   მე მოვკალ და მოვიძულე,   არის შენგან დარჩენილი!..






Strophe: 1138_[1038] 
Verse: a       ანაზდ მოვიდა ფასკუნჯი,   მაღლით ჰაერთა რებული,
Verse: b       ჩრდილმან დაფარა იგი მთა:   გავს, მზეა შუქ-დაფარული!
Verse: c       საამ და მისნი ლაშქარნი   უჭვრეტენ დაკუ̂ირვებული.
Verse: d    და   მან, ვითა კაცმან, დახედნა,   სად ბუდე იყო გებული.






Strophe: 1139_[1039] 
Verse: a       დაჯდა, უბრძანა ზალდასტანს    ფასკუნჯურითა ენითა:
Verse: b       "ძე დიდის ნარიმანისი    საამ ზის ცრემლთა დენითა,
Verse: c       ტახტოსან-გვირგვინოსანი   ნიმროზს ზის შუქთა ფენითა,
Verse: d    და   მისი შვილი ხარ, იხარებს   ზაულისტანი შენითა!






Strophe: 1140_[1040] 
Verse: a       მისგან ეშინის ნიანგსა,   თავს ვერ გამოყოფს ზღვისაგან.
Verse: b       აქამდი იყო წადილი   შენი აქ ყოფნა ღვთისაგან:
Verse: c       ზის შეჭირვებით მას აქეთ   შენისა გაგდებისაგან,
Verse: d    და   მას ბევრი ჭირი უნახავს   შენისა გლახ ძებნისაგან!.






Strophe: 1141_[1041] 
Verse: a       აწ ფალავანსა მე მიგგვრი,   ყოლ ნუ ხარ შეჭირვებითა!
Verse: b       საქმე კეთილად მოჴდება,   კარგად იქმნები ნებითა,
Verse: c       ზაულისტანის პატრონად,   ნიმროზს დაჯდები ქებითა;
Verse: d    და   პატრონად უნდი, შენ მოგცემს   ტახტსა, გვირგვინსა ნებითა!






Strophe: 1142_[1042] 
Verse: a       ზაალ უთხრა: "ჟამა შენ ხარ,   და გამოსჩნდი ჩემი მზრდელი!
Verse: b       შვილთა გვერდით გაგიზრდივარ,   არ მკლებია მე საჭმელი;
Verse: c       ეს სამყოფი მირჩევია,   რომე მომცენ სრულად ჴმელი.
Verse: d    და   ტახტ-გვირგვინი-ფრთეთა ჩრდილი,   არის ჩემი მარჩენელი!"






Strophe: 1143_[1043] 
Verse: a       ფასკუნჯმან თქვა: "განგებისა   ცილება არ იქნებისა:
Verse: b       დაგიცვა, შენი შენახვა   იყო მისისა ნებისა;
Verse: c       მამასა მიგგვრი, შეგვედრებ,   ზალდასტანს ეუბნებისა,
Verse: d    და   ღმერთმან მაგონა, მე მოგცემ,   არსებით ვინ იქნებისა!"






Strophe: 1144_[1044] 
Verse: a       დიდხან იქმნები დიდებით   ყოველგან სახელდებული,
Verse: b       ერანელთ შარიართაგან   პატივით შეწყალებული,
Verse: c       ნიმროზის ზურგი მტერთათვის   შენ ზღუდე-გამაგრებული.
Verse: d    და   დაგეჭირების, გიშველი,   მოვალ გულ-გაჴურვებული.






Strophe: 1145_[1045] 
Verse: a       არ გეტყუების დღესითგან,   რაც ჩემგან დაგეპირების.
Verse: b       იგ დაწვი, მოგცემ ნაკრტენსა,   შევიტყობ, დაგეჭირების.
Verse: c       ფიცხლად წამოვალ, ქარულა,   მუ მოსვლა არ მეჭირების,
Verse: d    და   აქავ მოგიყუ̂ან, არა ვიქ,   შენ რაცა არ გეღირების!






Strophe: 1146_[1046] 
Verse: a       დასჯერდა და იგ ზალდასტა    ფასკუნჯისა შეჯდა ბეჭთა.
Verse: b       აღფრინდა და აიყუ̂ანა   იგი მაღლა მან ჰაერთა
Verse: c       ფალავანთა ნათესავი,   თმა სპეტაკი სარო ველთა,
Verse: d    და   ფრთა მორჭმული, ტყავი ეცვა   ლომ-ნაკუ̂ეთსა პილოს წელთა.






Strophe: 1147_[1047] 
Verse: a       რა წამოვიდა, ჰაერთა   უჭვრეტდენ გაკუ̂ირვებულნი,
Verse: b       ღმერთს ადიდებდეს ყოველნი,   -- "ვართ შენგან დაბადებულნი!"
Verse: c       სიმურღი დაჯდა. ზალდასტა    წამოდგა, სარო ხებული,
Verse: d    და   პირად მნათობი, თმა-თეთრი,   ღაწვ-ლალი, გაწითლებული.






Strophe: 1148_[1048] 
Verse: a       თეთრი თმითა დაბურვილი,   ბეჭ-ბრტყელია ლომ-ნაკუ̂ეთი!..
Verse: b       ყელ-მსხვილია, ვითა მამა,   ნარიმანის მონაკუ̂ეთი.
Verse: c       საამ სიმურღს ეთაყუ̂ანა,   მას მორჩილობს ქვაბულეთი.
Verse: d    და   სპანი ღმერთსა ადიდებდენ,   რა გმსახურეთ ჩვენ ასეთი?!"






Strophe: 1149_[1049] 
Verse: a       საამ სიმურღს ეუბნების:   "მაღლამც სუფევ, ვითა მთვარე,
Verse: b       ღმერთმან ეგრე შენ დაგლოცოს,   ვითა მე შენ გამასარე,
Verse: c       ვითა დამჴსენ შეჭირვებას,   განმინათლე ცნობა-არე.
Verse: d    და   შენ დაგლოცავ კურთხევითა,   ვარ ამისი მოუბარე!






Strophe: 1150_[1050] 
Verse: a       ჭკუ̂იანი და გონიერი,   ხარ ყოველთა სანატრელი!
Verse: b       შენ ასეთი ზურგი ყავხარ,   გამოუჩნდი ზაალს მზრდელი".
Verse: c       ლაშქარნიცა დალოცვიდეს,   ღვთის წინაშე ცრემლთა მღვრელი.
Verse: d    და   მერე საამ მჴარს აკოცა,   გარდაავლო ფრთასა ჴელი.






Strophe: 1151_[1051] 
Verse: a       მერმე შვილსა მოეხვია,   მას თვალ-პირი გარდუკოცნა,
Verse: b       ვაშად გნახე, განგებამან,   შვილო, ესე რა მაოცნა.
Verse: c       სჯულ-წმიდაო, ღვთის წინაშე   მან სიტყვანი გააოცნა,
Verse: d    და   ტახტ-გვირგვინის შესაფერო   თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა.






Strophe: 1152_[1052] 
Verse: a       საამ გაგზავნა მოლარე,   ბრძანა, აყუ̂ავდეს იანი!..
Verse: b       მოიღეს ტანისამოსი   მათ, ქუდი გოარიანი.
Verse: c       შემოსეს, მოგვი ჩააცვეს,   დგას ოქროს სარტყელიანი.
Verse: d    და   თმანი უკანა შვენოდეს   მრავალ-კეც საგდებლიანი.






Strophe: 1153_[1053] 
Verse: a       მამისა კაბა არ გრძელობს,   ზალდასტან რომ გავესრულდა,
Verse: b       ღაწვთა შვენიან ნარგისნი,   მზის შუქი გაუფერულდა!..
Verse: c       ნახა ზაალის შვენება,   ფასკუნჯი გამხიარულდა,
Verse: d    და   მარჯვენე მხარი გაშალა,   ფრთე მოიგლიჯა ფარულდა.






Strophe: 1154_[1054] 
Verse: a       ზაალს მისცა, დაავედრა:   "ეს შენ გქონდეს ჩემეულად,
Verse: b       დაგეჭიროს, ფიცხლად დაწვი,   შემომივა სიცხე გულად;
Verse: c       შენ მოგმართებ, რა შევიტყობ,   მე წამოვალ, ფიცხლა შველად,
Verse: d    და   უსათუოდ მოგესწრები,   მოგედები ცეცხლებრ ველად!"






Strophe: 1155_[1055] 
Verse: a       ზაალ ყელსა მოეხვია,   ენა ესმის ფასკუნჯური,
Verse: b       ტირის გაყრა ეძნელების,   გონება აქუ̂ს მას კაცური,
Verse: c       მას სიმურღმან უთხრა რამე   საუბარი მუნებური:
Verse: d    და   "ნუ სტირ, გული დაიწყნარე,   ტახტი გიჯობს საქებური!"






Strophe: 1156_[1056] 
Verse: a       რა ფასკუნჯი გადაფრინდა,   ზაალ ტახტსა აიყუ̂ანეს;
Verse: b       გვერცა უზის მამა მისი,   ზაულელნი ეთაყუ̂ანეს;
Verse: c       მადლი კადრეს შემოქმედსა,   მხიარულთა პური ჭამეს,
Verse: d    და   სანოვაგე მრავალ-ფერი   ოქროს ტაბკით მოიტანეს.






Strophe: 1157_[1057] 
Verse: a       ზალდასტანს ჴორცი აჭამეს,   ოდენ სიტყუ̂ითა ნასითა,
Verse: b       ღვინო ოქროსა კოკითა,   იაგუნდისა თასითა,
Verse: c       ისწავლა ჭამა კაცური,   არ საუბრითა ასითა.
Verse: d    და   შეიგნო საქმე კაცური:   ჴორცსა სჭრის იგ ალმასითა.






Strophe: 1158_[1058] 
Verse: a       ცნა თუ, ჩვენ ვარ მამა-ძენი   და შეიგნო პატრონობა,
Verse: b       ტახტი დადგეს პილოზედა,   იზახოდა მაღლად ნობა!
Verse: c       მხიარულნი გაემართნეს,   გზა-გზა იწყეს ნადირობა,
Verse: d    და   მჴეცი ნახეს, თუ მფრინველი   არ ძალ-ედვა გარდასწრობა.






Strophe: 1159_[1059] 
Verse: a       დადგიან კარგსა ადგილსა   კარვები ამართიანა,
Verse: b       ზაალ იგონებს ქნა მართებს,   ნადირი რა მოკლიანა,
Verse: c       მამისა მშვილდსა მოზიდა,   ყოლე არ ეძალიანა.
Verse: d    და   სროლა დაიწყო ისრისა,   მჭვრეტელნი შენატრიანა!






Strophe: 1160_[1060] 
Verse: a       მან დაისწავლა სახელი   ყოველთა, იყო მცნობელი!
Verse: b       ზაალის დედას წინაშე   გაგზავნა მახარობელი.
Verse: c       საამ შესთვალა: "ნუ სჭმუნავ,   მზე ჴმელთა მანათობელი,
Verse: d    და   ნუღარ მემდურვი, მოგგვარე   სევდისა დამადნობელი!






Strophe: 1161_[1061] 
Verse: a       ტან-სარო და პირად მთვარე,   ჭანგ-მახვილი ხვადი ლომი,
Verse: b       ვპოვე ჩემგან დაკარგული,   ფასკუნჯისა განაძღომი.
Verse: c       ვითა გმართებს, დაემზადე,   დამხუ̂დი, მზეო, ტახტსა მჯდომი,
Verse: d    და   შენ დაჰკაზმე დარბაზები,   გაგვინათლდა ცათა ჴომი!"






Strophe: 1162_[1062] 
Verse: a       სცნა დედამან ზაალისმან,    გაუახლდა სული გვამსა;
Verse: b       მას კაცს მისცა საბოძვარი,   მრავალ-ფერსა მოსდა ტანსა,
Verse: c       იაგუნდით პირს უტენდა   და ჴელით ჰკრეფს ყირმიზს ლალსა,
Verse: d    და   ესე საქმე გამოცხადდა,   ყუ̂ელას ესმა ზაულელსა.






Strophe: 1163_[1063] 
Verse: a       ფალავანნი მასვე წამსა   შესხდეს, წინა მოეგებნეს;
Verse: b       ჩამოჴდეს და თაყუ̂ანს სცემდეს,   დალოციან მას, აქებდეს.
Verse: c       მუშკ-ამბარი გარდაყარეს.   წამოვიდეს, ცხენთა შესხდეს,
Verse: d    და   რა მოვიდეს ქალაქშიგა,   აყრიდიან ლალსა, კრეფდეს!






Strophe: 1164_[1064] 
Verse: a       ყიოდიან, მომღერალნი   და მუტრიბნი ძლივ ეტივნეს!
Verse: b       პირ-მზე დედა მოეგება,   ვითა სარო, მოეხვივნეს;
Verse: c       თვალთა, პირთა გარდაკოცნა,   სევდა გაქრა, ჭირთა ივნეს,
Verse: d    და   იგ აყუ̂ავდა, ვითა ვარდი,   ედემს შუქნი მოეფინეს!






Strophe: 1165_[1065] 
Verse: a       სტავრითა მოფარდაგულსა   დარბაზს შევიდეს მგოსანნი,
Verse: b       ფალავანნი და ხადუმნი   საყუ̂ირით, გვირგვინოსანნი,
Verse: c       არიფნი წინა მიუდგეს,   სხდეს მომღერალნი ჴმოსანნი,
Verse: d    და   ბერძულის ხარის კაბებით   მონები, ზარქაშოსანნი.






Strophe: 1166_[1066] 
Verse: a       ვითა მართებს მხიარულთა,   ღამე ლხინით გაათენეს,
Verse: b       ესე საქმე ჴელ-მწიფესა   მასუჩარსცა მოახსენეს:
Verse: c       საამს" შვილი მისცემია,   გასაგდებლად წაიყუ̂ანეს,
Verse: d    და   როდეს იშვა, მასვე ჟამსა   თმა ბამბასა დაუგვანეს,






Strophe: 1167_[1067] 
Verse: a       იგ ფასკუნჯსა გაუზრდია,   პოვეს წელსა მეათესა.
Verse: b       ტან-საროა, ლომ-ნაკუ̂ეთი,   იკუ̂ირვებდენ სიკეთესა.
Verse: c       კაცთა ენა არ შეესმის,   პირ-გავსილი გავს მთვარესა"!..
Verse: d    და   მანუჩარსცა გაეხარნეს,   ბრძანა: "მივხუ̂დი სიამესა!..






Strophe: 1168_[1068] 
Verse: a       საამისებრი ძალ-გულად   სხვა არვინ დაბადებულა,
Verse: b       თუ მისი შვილი მასა გავს,   დღეს ტახტი ამაღლებულა,
Verse: c       ერანის ტახტოსანთათვის   საწუთრო განათლებულა,
Verse: d    და   ვისაც უყვარვარ, იამოს...   ორგულნი შეძრწუნებულა!"






Strophe: 1169_[1069] 
Verse: a       ნავზარს უჴმო: "შვილო, წადი,   ვინცა გინდა წაიტანე,
Verse: b       დიდი საამ მოიკითხე,   ჩუ̂ენ მაგიერ ეთაყუ̂ანე,
Verse: c       შვილის პოვნა მიულოცე,   ღმერთსა მადლი, მასვე ჰმონე,
Verse: d    და   ჩუ̂ენცა ვნახოთ ფალავანი.   მოდი, თანა მოიტანე!






Strophe: 1170_[1070] 
Verse: a       ფრინველთაგან განაზარდი,   მოიყუ̂ანე, სპათ ვისურვოთ,
Verse: b       ლაშქარნიცა შეისწავლოს,   ჩუ̂ენნი მჭვრეტნი დავაკუ̂ირვოთ,
Verse: c       ჩუ̂ენ შევმზადოთ მათი საქმე,   მეტად კარგად დავიურვოთ.
Verse: d    და   ლხინი ვნახოთ, ვიალერსოთ,   მტერი ყუ̂ელგან გავაცვიფროთ".






Strophe: 1171_[1071] 
Verse: a       ნავზარ შეჯდა, გაემართა,   ვინცა უნდა, წაიტანა.
Verse: b       საჴელმწიფო ტახტ-გვირგვინი,   წინა დროშა გაიძღვანა,
Verse: c       ზაულისტანს მიეწურა,   ნადირსა ჴოცს თანის თანა.
Verse: d    და   საამს კადრეს: ნავზარ" მოვა,   მანუჩარის ძე, შენთანა!"






Strophe: 1172_[1072] 
Verse: a       შესხდეს საამ და ზალდასტან,    სპანიც ბევრი გაიტანეს.
Verse: b       ნავზარს, ძესა მეფისასა,   ფიცხლავ წინა მიეგებნეს,
Verse: c       მათი ნახვა გაეხარნეს,   ერთმანეთსა ეთაყუ̂ანეს,
Verse: d    და   გვანან ალვათ მოჭდობილთა,   ვარდნი ერთად ააყუ̂ავნეს.






Strophe: 1173_[1073] 
Verse: a       მამისა მოციქულობა   ნავზარ თქუ̂ა არა კლებული:
Verse: b       "ძე მოგცემია, იმისთვის   ვარ დიდად გახარებული!"
Verse: c       ზაალ მოსწონდა თავადთა,   უჭუ̂რეტენ გაკუ̂ირვებული.
Verse: d    და   საამს ულოცვენ პოვნასა,   დგანან პირ-განათლებული!






Strophe: 1174_[1074] 
Verse: a       შესხდეს, მოვიდეს ქალაქად,   ნავზარს აყრიან გოარსა;
Verse: b       სტავრით დაფარეს დარბაზი,   ტახტს დასხდეს შეუპოვარსა.
Verse: c       ერანელ-ზაულისტნელნი   ღვინოსა სმენ ხოშ-გუარსა,
Verse: d    და   წინ მეჩანგენი უსხედან,   ირჩევდეს შესაგუარსა.






Strophe: 1175_[1075] 
Verse: a       საამ მოართვა გვირგვინი   ნავზარს თვალ-გოარიანი,
Verse: b       მრავალი სტავრა ჩინური,    საჩინო სახელიანი.
Verse: c       თავადთა უძღვნა ტაიჭნი   ოქროსა პირ-ლაგმიანი,
Verse: d    და   მეხუთეს დღესა წავიდეს   ნუზლიან-საჩუქრიანი.






Strophe: 1176_[1076] 
Verse: a       ფალავანმან წაიტანა,   ვინცა უნდა, თანა მისი,
Verse: b       ძღვენი შეკრა საჴელ-მწიფო,   მანუჩარის საკადრისი.
Verse: c       მიეწურნეს, მოეგება   წინა მეფე, ვითა თვისი.
Verse: d    და   შორიდაღმა ეთაყუ̂ანა   ზაალ, შვილი საამისი.






Strophe: 1177_[1077] 
Verse: a       სამჯერ შორით ესალამნეს,   მიდიოდეს ასრე დიდ-ხა.
Verse: b       ჴელ-მწიფეცა გარდაუჴდა,   ფალავანი მოიკითხა,
Verse: c       შვილის პოვნა მიულოცა,   -- ჩვენი მტერი მოიკიცხა!
Verse: d    და   ზაალ ერთობ მოეწონა,   სხვა მის მეტი არა კითხა.






Strophe: 1178_[1078] 
Verse: a       სრათაგან მოეგებიან,   ჩანგსა კვრენ პირად მთვარები.
Verse: b       ალვას აკმევდეს. ჴელთ ქონდათ   ოქროსა მუჯამარები,
Verse: c       ოქროს სარტყლითა მოსილნი   იმღერდეს მეჯუფთარები,
Verse: d    და   სტვირ-ნაღარისა ჴმისაგან,   ყურო, რად მოიჴმარები?!






Strophe: 1179_[1079] 
Verse: a       ერანელთა უხაროდა   ზალდასტანის ტახტოსნობა.
Verse: b       მეფე დაჯდა ტახტთა ზედა.   იზახოდა მაღლად ნობა;
Verse: c       საამ გვერდსა გარდიწვია,   შეშვენოდა ჯომარდობა!
Verse: d    და   მერმე ზაალ შეიყუ̂ანეს,   მოსწონს მისი თვალადობა!






Strophe: 1180_[1080] 
Verse: a       ზაალ მეტად მოეწონა,   რა მანუჩარს თაყუ̂ანისცა,
Verse: b       ასაკობა გაუსინჯა,   შემოქმედსა მადლი მისცა,
Verse: c       ნაძლევი ვარ, ამისებრივ   ფალავანი ყუ̂ანდეს ვისცა!..
Verse: d    და   მოიტანა ზროხის სახე,   ოქროს ლახტი ჴელთა მისცა.






Strophe: 1181_[1081] 
Verse: a       იგი მამას შეავედრებს   ამანათად ფალავანსა,
Verse: b       რაც ერჩივნოს, მას იქმოდეს,   გააგონებთ ნურვინ ავსა;
Verse: c       გიყუ̂არდეს და გერჩივნო   ყოველსავე სანახავსა,
Verse: d    და   აც ნიშანი სიკეთისა,   არ უპირობს მტერთა ზავსა.






Strophe: 1182_[1082] 
Verse: a       ლომ-ნაკუ̂ეთი მკერდ-მკლავითა,   აქუ̂ს სიფიცხე მას ვეფხისა.
Verse: b       მერმე ჰკითხა საფაჰდარსა   საქმე მისის გაგდებისა;
Verse: c       საამ წვრილად მოახსენა   პოვნა ახლის ფალავნისა,
Verse: d    და   რაცა ზაალს გარდაჴდოდა.   უკუ̂ირს გაზრდა სიმურღისა.






Strophe: 1183_[1083] 
Verse: a       ჴელ-მწიფე ამა ამბავსა   იყურებს, იამებისა,
Verse: b       ბრძანა: "მოიღეთ სტროლაბი;   მოაბადთ ეუბნებისა:
Verse: c       თუ რას ბედისა იქნების,   ან ვითა რა მოჴდებისა?!
Verse: d    და   საეტლოშიგა ჩავხედოთ,   ვცნათ, თუ რა გარდაჴდებისა?






Strophe: 1184_[1084] 
Verse: a       მოახსენეს: "ჴელმწიფეო,   იყავ მისთვის მხიარული
Verse: b       ზაალ შვილი ფალავნისა,   მამისაგან გაგდებული,
Verse: c       ერანელთა მცველი იყოს,   ტახტის ზურგი წელ-შერტყმული,
Verse: d    და   შვილი მიხუ̂დეს, მოგემატოს   შენ დიდება მისგან სრული!






Strophe: 1185_[1085] 
Verse: a       ჴრმლითა მტერსა დაგამონებს,   ვერ დაუდგამს მეომარი.
Verse: b       მას დევ-ქაჯნი ვერ დაუდგამს,   ნიანგნი და უზაბარი.
Verse: c       მათ იცოცხლონ დიდი ხანი,   წაცაუღონ მტერთა ზღვარი.
Verse: d    და   იგ მებრძოლმა ვერ დაღალოს,   ანდამატი ვითა მყარი!"






Strophe: 1186_[1086] 
Verse: a       რა ჴელ-მწიფესა ეს ესმა,   ღმერთი ადიდა პირითა.
Verse: b       ტანს მოაბადნი დამოსნა,   აჩუქა ოქრო მილითა.
Verse: c       მე რმე მოჰკაზმა ზალდასტა    წესითა, ვითა შვილითა,
Verse: d    და   თავსა დაარქო გვირგვინი.   საამ აავსო ლხინითა!






Strophe: 1187_[1087] 
Verse: a       მოაღებინა საჭურჭლე   ჯორითა, აქლემებითა.
Verse: b       მერმე დაჰკაზმნეს ტაიჭნი   ოქროსა უნაგრებითა,
Verse: c       ჯორი დაღული, აბჯარი,   ხაფთანი ბარგისტნებითა.
Verse: d    და   სრულა აივსო ლაშქარი   ინდოურისა ჴრმლებითა.






Strophe: 1188_[1088] 
Verse: a       ხუთი ყოშუმი ბერძენი,    ჩინელი -- მონა ჴმლიანი.
Verse: b       ნასყიდი მონა -- ყუ̂ელაი,   ოქროსა ტან-სარტყლიანი, (!?)
Verse: c       ქოს-ნაღარითა, დროშითა   დაჰკაზმნა ტან-ნაკუ̂თიანი,
Verse: d    და   ზალდასტანს მისცა ყუ̂ელაი   სავსენი საჩუქრიანი.






Strophe: 1189_[1089] 
Verse: a       ნიმროზი და ზაულელნი    მისცეს მაშინ მანშურითა,
Verse: b       დუმბულისტნელ-ბუხტ-ინდონი   სამამულედ ზღვის პირითა,
Verse: c       ჯან-სამისურ ფერჴზედ ადგა,   ჴელ-მწიფესა ჰკადრა ვითა,
Verse: d    და   სჯულ-წმიდაო, საქმე შენი,   ჴმელთ ანათობს მზის შუქითა!






Strophe: 1190_[1090] 
Verse: a       შენი სახელი ღვთისაგან   ცათამდის ამაღლებულა,
Verse: b       სხვა თქუ̂ენი სწორი ჴელ-მწიფე   ჴმელზედ არ დაბადებულა!
Verse: c       ჭკუ̂ა-მამაცობით, შვენებით   თქუ̂ენებრ არავინ ქებულა,
Verse: d    და   სხდეს მოსვენებით. სიამით...   ქუ̂ეყანა დაწყნარებულა!..






Strophe: 1191_[1091] 
Verse: a       ჴმელთა სალარო და განძი   თქუ̂ენს წინ არ გამოჩნდებისა,
Verse: b       სადამდის კაცნი ცოცხალან,   ვერავინ გედარებისა;
Verse: c       ტასტისა ფერჴსა აკოცა   საამ, შინ ეთხოებისა,
Verse: d    და   შინ წამოვიდა ლომ-გული,   ქოსი პილოსა ებისა.






Strophe: 1192_[1092] 
Verse: a       საამ წავიდა. აქებდეს,   უკან მისდევდეს სპანია.
Verse: b       გულ-მხიარულნი მიდია   იგი და მისნი ყმანია.
Verse: c       ზაულს მივიდეს, მოჰკაზმეს   დარბაზი, ტახტი, სრანია.
Verse: d    და   ზალდასტან გვანდა პილოსა,   მუშკ-ამბარ-ვერცხლიანია.






Strophe: 1193_[1093] 
Verse: a       სპანი და მოქალაქენი   გულ-მხიარულნი ვლიდესა,
Verse: b       წინ მოეგებნეს პატრონსა,   ჩანგსა, ბარბითსა ჰკვრიდესა,
Verse: c       თავსა ოქროსა, ამბარსა   და მუშკსა გარდაჰყრიდესა,
Verse: d    და   დასხდეს ოქროსა ტახტზედა,   ღმერთს მადლსა შესწირვიდესა!






Strophe: 1194_[1094] 
Verse: a       რა თავადთა ყოვლგნითა ცნეს,   საამ გმირი შინ მოვიდა,
Verse: b       დიდით ძღვნითა წამოვიდნეს,   ბარგი მძიმედ აეკიდა;
Verse: c       შინაურნი გააგება,   თავადები შემოვიდა,
Verse: d    და   თაყუ̂ანსა სცემს ყუ̂ელა საამს,    მერმე ზაალს დალოცვიდა.






Strophe: 1195_[1095] 
Verse: a       ზაალს გოარსა აყრიდეს,   მადლსა იჴდიდეს ღვთისაგან,
Verse: b       შეწყნარებულო ღვთისაგან   და დიდის ჴელ-მწიფისაგან,
Verse: c       დღეგრძელად სუფევ ტახტზედა   დიდისა დიდებისაგან,
Verse: d    და   გულმხიარულად ვიქნებით   შენისა ჩვენ ჭვრეტისაგან!






Strophe: 1196_[1096] 
Verse: a       მიწისა პირი სავსეა   თქვენისა სახელისაგან!
Verse: b       თაყუ̂ანსა სცემდეს, მოვიდა   მუნ ჯარი თემ-თემისაგან:
Verse: c       რაც სიგლით ქონდა ზალდასტანს    მანუჩარ ჴელ-მწიფისაგან;
Verse: d    და   მათაც დალოცეს, ერთს თვესა   ლხინი აქუ̂სთ ნადიმისაგან.






Strophe: 1197_[1097] 
Verse: a       ზაალს რაც ნაბოძვარი აქუ̂ს   დიდისა ჴელ-მწიფისაგან,
Verse: b       ან რაცა ყუ̂ანდა, ან ქონდა   გმირისა მას მამისაგან,
Verse: c       ყუ̂ელა გაუყო ლაშქართა.   მოსწონდათ სიუხვისაგან.
Verse: d    და   ზოგთა მამული უბოძის,   ვით ჴამდა პატრონისაგან.






Strophe: 1198_[1098] 
Verse: a       რა გაითქვა მისი ქება,   ზაალისკე ყოვლგნით ვლიდეს.
Verse: b       მან აავსნა საბოძვრითა   შორს მყოფნიცა -- დალოცვიდეს!
Verse: c       აქებდეს და ყოვლი კაცი   საამს ზაალს ულოცვიდეს,
Verse: d    და   ლხინობდეს და ნადირობდეს,   საწუთროსა ჴელსა ყრიდეს.






Strophe: 1199_[1099] 
Verse: a       აქ საამს წიგნი მოართვეს   ჴელ-მწიფის მონაწერია,
Verse: b       იხმნა სპანი და თავადნი,   ვინც უფრო მეცნიერია,
Verse: c       რაცა ეწერა, უანბო,   თქუ̂ა: " ჩვენგან დასაჯერია,
Verse: d    და   ჩვენ მაზანდარას მივმართოთ,   რაცა ჴელმწიფის ერია.






Strophe: 1200_[1100] 
Verse: a       აწ მანუჩარ ჴელ-მწიფისა   შეცილება არ ეგების,
Verse: b       თუმცა დიდით ჭეუ̂ნვით სავსე   ჩემი გული წაეგების,
Verse: c       მე რაცა ვქმენ, თქუ̂ენცა იცით,   მეცნიერთა ეძაგების!
Verse: d    და   სიბერის ჟამს შვილი მამცა,   ღმერთსა ვმადლობ, თუ რა ჴდების.






Strophe: 1201_[1101] 
Verse: a       ზაალ გავაგდე, დავჰკარგე   შეწყალებული ღვთისაგან!
Verse: b       ღმერთი ფარვიდა, ვერ ვიცან,   ჩემისა სირეგვნისაგან:
Verse: c       მას მოევლინა ფასკუნჯი   დიდისა განგებისაგან,
Verse: d    და   მისთა ბარტყთანა გაზარდა   ტან-სარო, მჯობი მზისაგან!..






Strophe: 1202_[1102] 
Verse: a       ბრძანა: "თვალშიგან ავიკელ   მე ზაალ სახელდებული,
Verse: b       იგ ბედნიერმა ფასკუნჯმა   გაზარდა მოწონებული;
Verse: c       აწ მოწიფული მიბოძა   მე ღმერთმან შეწყალებული,
Verse: d    და   ფასკუნჯის ენა ასწავლა,   არ კაცთა მოწონებული.






Strophe: 1203_[1103] 
Verse: a       ეს ფასკუნჯმან შემავედრა   ადამიანს ბრძენსავითა".
Verse: b       რა გასინჯა ჴელ-მწიფემან   -- აც ნიშანი სიკეთითა,
Verse: c       შეიწყალა შარიერმა,   თქუ̂ა შენახვა პატივითა:
Verse: d    და   "შენ გევედროს, გეხვეწები,   ვირ მოვბრუნდე ლაშქრობითა.






Strophe: 1204_[1104] 
Verse: a       ასწავლეთ ზნე-კეთილობა,   ვითა თქუ̂ენ გეფერებისა,
Verse: b       ვინცა თქუ̂ენს წინა იქნების,   მას არა დააკლდებისა.
Verse: c       მერე ზალდასტან მოიჴმო,   ასწავლა, რაცა ჴდებისა:
Verse: d    და   სპაზედ გასცემდი, ლხინობდი,   ნურა ნუ გეჯავრებისა.






Strophe: 1205_[1105] 
Verse: a       აქ, ზაულისტას, ლხინობდი,   ვერავინ გედარებისა!"
Verse: b       ზაალს ეს უთხრა მამამან,   თვალთ ცრემლი ედინებისა,
Verse: c       ჰკადრა: "უთქუ̂ენოდ დამაგდებ,   მე სული ამომჴდებისა,
Verse: d    და   აქამდის ვიყავ გაგდებით,   აწ აღარ მეთმინებისა.






Strophe: 1206_[1106] 
Verse: a       თუ რამ შეგცოდე, შემინდევ,   ჟამია დაზავებისა,
Verse: b       დედის მუცლითგან შემცოდე,   ჩემს მეტი ვინ იქნებისა?!
Verse: c       თუ რამ გაწყინეთ, მიყავით   მუქაფა შეცოდებისა,
Verse: d    და   აქამდის მზარდეს მფრინველთა,   აწ გახლდე, მენატრებისა.






Strophe: 1207_[1107] 
Verse: a       თუ ომთა საქმე მასწავლო   და ჴელ-მწიფეთა რიგია,
Verse: b       გვერც გახლდე, პირსა გიჭვრეტდე,   მე მენატრების აგია.
Verse: c       ნუ მომაგონებ გამზრდელსა:   მის მეტი რამც მომიგია,
Verse: d    და   მძორსა მაჭმევდა, სისხლს ვსვემდი,   ქუ̂ეშ ნადირთ ტყავი მიგია.






Strophe: 1208_[1108] 
Verse: a       ცოდვილი დიდთა რჯათათვის   მე თურმე დავბადებულვარ:
Verse: b       კვლა და კვლაცა მაქვს სასჯელი,   ამისთვის შევჭირვებულვარ;
Verse: c       ვარდისა ნაცვლად მე თურმე   ეკალთა დავჭიდებულვარ,
Verse: d    და   მას ღმერთსა რასთვისღა ვჰკადრებ,   რომლისგან დავბადებულვარ?!"






Strophe: 1209_[1109] 
Verse: a       საამს ესმა ზაალისგან    ესე ყუ̂ელა საუბარი,
Verse: b       უბრძანა თუ: "ყუ̂ელას გიზამ,   რაცა შენსა გულსა არი,
Verse: c       ეს მასმია მე ბრძენთაგან,   მეცნიერი ვინცა არი:
Verse: d    და   ამ ზაულით დაიმონო   ტახტ-გვირგვინი სპათა ჯარი!..






Strophe: 1210_[1110] 
Verse: a       ამა ზაულით იქნების   შენი დიდება მღთისაგან.
Verse: b       ლაშქართა საფაჰდარობა   და მტერთა ძლევა სვისაგან.
Verse: c       ყოველს სულზედა გასცემდი,   აავსე სიუხვისაგან,
Verse: d    და   განგება არ შეიცვლების,   კარგად იქნება ჭკუ̂ისაგან.






Strophe: 1211_[1111] 
Verse: a       გულ-ამოდ გამოისვენე,   ბედნიერისა დღისაო!
Verse: b       ნადირობდი და იშვებდი,   საქმე ქენ სიუხვისაო,
Verse: c       ლაშქართა მოიმადლებდი,   კლიტე გაქუ̂ს ზარდახშისაო;
Verse: d    და   მოფინე კარგი სახელი,   მნათობო ჴმელეთისაო!






Strophe: 1212_[1112] 
Verse: a       ზაალ მამის ბრძანებასა   ყუ̂ელას კარგა გაუპირდა
Verse: b       ბარგ-კარვები გამოიღეს,   სამძიმარსა გამოზიდა.
Verse: c       ჰკრეს ქოსსა და ნაღარასა   ყუ̂ირო-სტვირი მაღლად ყვირდა,
Verse: d    და   მუნ დაკაზმეს ჯორ-აქლემი,   თვალ-გოარი ყუ̂ელას ჰკიდა.






Strophe: 1213_[1113] 
Verse: a       აჰკიდეს ბარგ-სამძიმარი,   ზაულისტანით გავიდა,
Verse: b       მაზანდარა ქარქისტნისა    ამოსაწყუ̂ეტლად წავიდა,
Verse: c       თქუ̂ა: "ამოვსწყუ̂იტო, დავჴოცო,   დღე დაუყენო შავი და,
Verse: d    და   მზე დაუბნელო ნათელი,   არ გაუპირო ზავი და!






Strophe: 1214_[1114] 
Verse: a       ორს ფარსაგამდის ზალდასტა    თავი მამასთან აროსა;
Verse: b       ლაშქართა მაშვენებელი   ტანი მიუგავს საროსა,
Verse: c       გავს სამოთხისა ყუ̂ავილსა   და ვარდთა მოცინაროსა;
Verse: d    და   სვე მისი უქეს ლაშქართა   ეტლისა დასაგვაროსა.






Strophe: 1215_[1115] 
Verse: a       საამ ზალდასტას ასწავლის   ცხენოსან-მშვილდოსნობასა:
Verse: b       "ლაშქართა ზედა გასცემდი,   იმით იქ რაზმთა წყობასა,
Verse: c       უხვად გასცემდი ლაშქარნი   იქმონან შენსა ყმობასა".
Verse: d    და   ერთგან დასხდიან, ასწავლის   იგ შვილსა კაცთა ცნობასა.






Strophe: 1216_[1116] 
Verse: a       მეოთხეს დღესა დალოცა   საამ ზალდასტან გულითა:
Verse: b       "ღმერთიმცა შენი მწე არის,   წმიდამცა (!?) იქნებ რჯულითა!.."
Verse: c       ფალავანს რაინდს შეჰვედრა:   "ნათლად ამყოფე სულითა,
Verse: d    და   თქუ̂ენ გაუნათლეთ დარბაზი   ტახტითა მოკაზმულითა!"






Strophe: 1217_[1117] 
Verse: a       ლომ გული საამ წავიდა,   რა მათ შეჰვედრა შვილია.
Verse: b       ეს ზაულილსტანს მოვიდა,   დაიწყეს დიდი ლხინია.
Verse: c       მოფინა ზაალ სახელი,   გაითქუ̂ა გმირთა-გმირია,
Verse: d    და   ნადიმობდის და უხვობდის,   აქებდის ყოვლი პირია!






Strophe: 1218_[1118] 
Verse: a       ქალაქთა და ქუ̂ეყანათა   იგ საქმესა გამართვიდა,
Verse: b       სამართლითა იქცეოდა,   ყოვლი სული მას ლოცვიდა.
Verse: c       ეს სიკეთე ვისაც ესმა,   აქებდა და მას ნატრიდა.
Verse: d    და   შეუყუ̂არდა ყუ̂ელაკასა,   მტერი არსით არა კუ̂ირდა.






Strophe: 1219_[1119] 
Verse: a       მერმითგან ქვაბულისტანით    მან წასვლა მოინდომაო,
Verse: b       თავადთა სახელდებულთა,   ლაშქართა წვევა ბრძანაო.
Verse: c       წიგნი გასწერეს, მოვიდა   სპა ჯარი ყოვლითგანაო.
Verse: d    და   ზღვისა ქვიშისა ოდენი   ლაშქარი შეიყარაო.






Strophe: 1220_[1120] 
Verse: a       საამს რომე წაეტანა,   ორი წილი დააგროვა;
Verse: b       ბერი არის, თუ ყმაწვილი,   გაჩვენებით ყველა მოვა.
Verse: c       ცხენ აბჯართა დაკაზმული,   დროშიანი რაც იშოვა,
Verse: d    და   ნაღარითა, ბარგ-კარვითა,   ფალავნები ბევრი მოვა.






Strophe: 1221_[1121] 
Verse: a       ომ-გამოცდილი, ლომ-გული,   დაკაზმულიყო ყუ̂ელაო,
Verse: b       მათს სიმრავლესა გაკუ̂ირდეს,   მწიგნობართ იწყეს წერაო.
Verse: c       ზალდასტანისკენ დაიწყე   გასაჩვენებლად დენაო.
Verse: d    და   დათვალეს სრულა ლაშქარი,   მწერალს დაუშვრა ენაო.






Strophe: 1222_[1122] 
Verse: a       ძველთ სალაროთა გააღო   და ზარდახშათა კარია,
Verse: b       თავადთა ფალავანთზედა   მან გასცა საბოძვარია.
Verse: c       მოიღეს ქუდი, სარტყელი,   ოქროს ლაგმითა ცხენია.
Verse: d    და   აუვსებელნი არ მორჩნეს   ყმაწვილი, არცა ბერია.






Strophe: 1223_[1123] 
Verse: a       აბჯარი და ჴრმალი, ლახტი,   ინდოური, გასცა უხვად,
Verse: b       სრულ აავსო ყველაყაი,   გვანდა არის მონაბუქად!
Verse: c       გაზაფხულის ღრუბელსა ჰგავს,   სიუხვე ვთქუ̂ა არ სუბუქად.
Verse: d    და   მხიარულნი იცინოდეს,   არვინ იყო კაცი ქუშად.






Strophe: 1224_[1124] 
Verse: a       მან სახელმწიფო გვირგვინი   თავსა დაირქო, შვენოდა,
Verse: b       სრა-ფარდაგები გაიღეს,   რაცა კუ̂ლავ ველთა ფენოდა,
Verse: c       რაც შარიერსა ებოძა   მონები სასახელოდა.
Verse: d    და   სტვირი, ქოსი და ნაღარა,   ნაფირი -- მაღლად ყუ̂იროდა.






Strophe: 1225_[1125] 
Verse: a       ურიცხვი დადგა ლაშქარი...   არ ითქმის კაცთა ენითა..
Verse: b       ეკალმუხსა გავს ქუ̂ეყანა   და აბანოზსა ფერითა,
Verse: c       ქორ-შავარდენი, ავაზა,   ვერვინ დათვალოს ენითა!
Verse: d    და   მათ ამოსწყუ̂იტეს ნადირი   ისრითა სისხლთა მღვრელითა.






Strophe: 1226_[1126] 
Verse: a       წავიდეს პირ-მოცინარნი,   გულ-მხიარულნი ვლიდესა,
Verse: b       ავაზა-ქორ-შავარდნითა,   ფრინველ-ნადირთა სვრიდესა.
Verse: c       მათ მხიარულთა კარავნი   დადგიან, ამოდ ზმიდესა,
Verse: d    და   ჩანგსა, ბარბითსა ჰკუ̂რიდიან,   ხოშგოურს ღვინოს სმიდესა.






Strophe: 1227_[1127] 
Verse: a       ქუ̂აბულისტანის ჴელ-მწიფე   მერაბ ტან-ალვა, სვიანი,
Verse: b       ზაალის მისვლა შეიგნა,   აყუ̂ავდა, ვითა იანი.
Verse: c       ძღვენი და ნუზლი აჰკიდა,   უჩინა კაცი ჭკუ̂იანი,
Verse: d    და   მან მუნებურნი თავადნი   იახლნა, მათკენ დიანი.






Strophe: 1228_[1128] 
Verse: a       შესხდეს და წინ მიეგებნეს   ზაალ და მისნი ყმანია,
Verse: b       ცხენიდამ მერაბ გარდაჴდა   და სრული მისნი სპანია.
Verse: c       მათ ერთმანეთსა აკოცეს,   სალამად დგანან სხვანია,
Verse: d    და   კარავთა შიგა შევიდეს,   ვით მოყუ̂არულნი ძმანია.






Strophe: 1229_[1129] 
Verse: a       ქუ̂აბულისტნელთა მიართვეს   ურიცხვი, დიდი ძღვენია:
Verse: b       გვირგვინი. ოქრო, გოარი,   იმათი შესაფერია,
Verse: c       არ ითქმის კაცთა ენითა,   სიმრავლე თუ რაზდენია!..
Verse: d    და   თვალ-მარგალიტი, გოარი,   ოქროს ტაბაკთა ფენია.






Strophe: 1230_[1130] 
Verse: a       ფერად-ფერადად ააგეს   სტავრა-ატლასი, ლარები,
Verse: b       მოასხეს ჯორი, აქლემი,   რაც უფრო იყო მალები;
Verse: c       დიადი ცხვარი და ზროხა,   კაცთაგან დაუთვალები!
Verse: d    და   ზალდასტანს უძღვნეს, მადლს იჴდის:   -- "პირ-დაღმა დავემყარები!"





Strophe: 1231_[1131] 
Verse: a       მერაბს ზალდასტან მოსწონდა   ჴელ-მწიფურითა ზნითაო,
Verse: b       თქუ̂ა: "ფალავანი ახალი   ამას ვერვინ სჯობს ჭკუ̂ითაო,
Verse: c       აც საფარველი ღ(ვ)თისაგან,   სავსეა, ვიცი, სვითაო,
Verse: d    და   მერმე დაიდვეს ნადიმი,   ლხინი დაიწყეს სმითაო!"






Strophe: 1232_[1132] 
Verse: a       ზაალ გამართა ნადიმი,   იმათად ფერად ზმიდესა.
Verse: b       მრავალი მგბარი ხარშული,   სანუკარს ვერ დასთვლიდესა,
Verse: c       იაგუნდისა კოკითა   ლალის ფერს ღვინოს სმიდესა,
Verse: d    და   ამოსა ჴმასა იტყოდეს,   ჩანგის ძალს წამოზიდესა.






Strophe: 1233_[1133] 
Verse: a       დაიწყეს სმა და ნადიმი.   გამოისვენეს ლხინითა,
Verse: b       მრავლითა სმითა მისჭირდათ,   ერთობ დაითვრნეს ღვინითა.
Verse: c       თავ-თავის სადგომს მიმართეს,   დაწვნეს, იშვებენ ძილითა.
Verse: d    და   დღე რა გათენდა, აცადგეს,   ამოდ უბნობდეს პირითა.






Strophe: 1234_[1134] 
Verse: a       რა გათენდა, მზე მოვიდა,   მან საწუთო დააშვენა.
Verse: b       ზაალ ადგა ძილისაგან,   მისი ქება ვერა ვთქუ̂ენა.
Verse: c       ტანს ჩაიცვა საჴელ-მწიფო,   მოიმატა შუქთა ფენა,
Verse: d    და   მერაბსთანა ნადიმობდის,   გაახშირის სმა და მღერა.






Strophe: 1235_[1135] 
Verse: a       მერაბ მოვიდა ტან-სარო   ჴელ-მწიფურითა ქცევითა,
Verse: b       პირად მზე, მკერდ-მკლავიანი,   ლაშქართ აშვენებს, მზე ვითა!..
Verse: c       თვალბ-წარბ-გიშერი, ღაწვ-ლალი,   მარგალიტ-სიტყუ̂ა ფრქვევითა;
Verse: d    და   რა იგი ნახეს მნათობთა,   იგინი გაჴდენ ლევითა.






Strophe: 1236_[1136] 
Verse: a       ზალდასტანს ეკეთებოდა   მერაბის ფალავანობა,
Verse: b       თქუ̂ა: ერანელთში" ვერ ვნახე   მისებრივ მოწიფულობა!"
Verse: c       ზაალ იკადრა სალამი,   მოსწონს ტანისა სრულობა,
Verse: d    და   ტახტს გარდიწვია, სად უფრო   სტავრითა მოკაზმულობა.






Strophe: 1237_[1137] 
Verse: a       ზაალ მერაბ მოიკითხა,   თქუ̂ა: "გაგსაჯე ღვინის სმითა!"
Verse: b       მერაბ ერთობ შეეკვეთა,   ეჭკუ̂იანა, მოსწონს ზმითა!
Verse: c       ერთმან ერთსა შეხედია   მათ თვალითა საყუ̂არლითა,
Verse: d    და   მათ გამზრდელი რაინდ ახლავს   მკერდ-მკლავითა ფალავნითა.






Strophe: 1238_[1138] 
Verse: a       რაინდ საამის გამზრდელი   გვერდს უჯდა ფალავანია,
Verse: b       რა მაზანდარას წავიდა,   მას შეავედრა შვილია.
Verse: c       ტკბილად უჭვრეტდა თვალითა,   -- მერაბის შესწავლილია.
Verse: d    და   ზალდასტანს რაინდ ჰკითხევდა,   უსმენდა გმირთა გმირია.






Strophe: 1239_[1139] 
Verse: a       ზაალ თქუ̂ა: "მერაბის ნახვა   დია მიამა გულითა!"
Verse: b       საყუ̂არელია, ჭკუ̂იანი,   ნათლადამც არის სულითა!..
Verse: c       მას რაცა უნდა, მივართვამ,   საჭურჭლე-საგანძურითა,
Verse: d    და   რა შევისწავლე, შემყუ̂არდა   ზროითა ფალავნურითა,






Strophe: 1240_[1140] 
Verse: a       მას დღესა გამოისვენეს,   ვინ დასთვლის მათ სალხინოსა!..
Verse: b       იაგუნდისა თასითა   სმიდეს წითელსა ღვინოსა,
Verse: c       შუქი ემატა ორთავე   ბროლისა ღაწვს უჩრდილოსა,
Verse: d    და   ზაალს და მერაბს აქებდეს,   თქუ̂ეს: "მუშტით მოკვლენ სპილოსა.






Strophe: 1241_[1141] 
Verse: a       ზაალ მერაბს მოახსენა:   "თქუ̂ი, რა გინდა ჩემგან შენო?!
Verse: b       შენ, ჯომარდო ფალავანო,   რაცა გინდა, მოგახსენო!..
Verse: c       შენთვის არცა სულნი მშურან,   რა გმსახურო, ბრძანე თქუ̂ენო!"
Verse: d    და   მერაბ მადლი გარდიჴადა:   "რა გმსახურე, ბრძენთა ბრძენო?.."






Strophe: 1242_[1142] 
Verse: a       ზე ადგა მერაბ, დალოცა   ზალდასტან პირად მზიანი:
Verse: b       "ახალი მოწიფული ხარ,   მოწონებული, სვიანი,
Verse: c       საწუთომც იქს შენს ნებასა,   რომ იყო დოვლათიანი!
Verse: d    და   მე არ მაკლია ქონება:   ტახტი მაქუ̂ს, ვზივარ ყმიანი.






Strophe: 1243_[1143] 
Verse: a       ამით ოდენ შემიწყალე,   გაისარჯე ჩემსა, ბრძანე,
Verse: b       ფერჴი დადგი შვენიარი,   ჩემი სახლი დააშვენე:
Verse: c       ბრძანე ჩემსა სამყოფშიგა   გული ჩემი გაათენე,
Verse: d    და   მრავალს გოარს მირჩევნია,   დააშვენე ჩემი არე!..






Strophe: 1244_[1144] 
Verse: a       გვირგვინსაც ის მირჩევნია,   ზაალ, მოსვლა ბრძანე ჩემსა!..
Verse: b       ფალავანო, მირჩევია,   შეისწავლი ჩემსა თემსა".
Verse: c       ზაალ უთხრა: "მიამების   თქუ̂ენსა ყოფნა, მოსვლა შენსა!..
Verse: d    და   სიხარბესა დამიზრახვენ,   მე საქმესა ვსინჯავ ჩემსა.






Strophe: 1245_[1145] 
Verse: a       ჴელ-მწიფეთ თავსა მანუჩარს    მოსვლა ეწყინოს შენსაო,
Verse: b       ფალავანთ ზურგსა ლომ-გულსა   აგრევე მამა-ჩემსაო,
Verse: c       მიზრახონ: "სმა-ჭამისათვის   მოშორდა მისსა თემსაო!"
Verse: d    და   თქუ̂ან: "არ მართებდა მუნწასვლა,   ტახტ-ქალაქისა მცველსაო!"






Strophe: 1246_[1146] 
Verse: a       მერაბ შეიგნო არ წვევა,   შეიტყო, -- არა ჴდებოდა,
Verse: b       შინ დაეთხოვნეს, "წავალთო!"   მერაბ და ვინცა ხლებოდა.
Verse: c       ზაალ მოიღო მრავალი,   რაც უკეთესი სდებოდა,
Verse: d    და   მერაბ და სულ მისნი სპანი   პირთამდის აივსებოდა.






Strophe: 1247_[1147] 
Verse: a       თვალ-მარგალიტსა სარტყელსა   და ტყავსა გამოჰზიდესა,
Verse: b       ოქროთა აკაზმულითა   ტაიჭთა ჴელი ჰკიდესა;
Verse: c       მერაბ და სპანი აავსნა,   ზალდასტანს დალოცვიდესა;
Verse: d    და   წავიდეს გულ-მხიარულნი,   ზაულისაკენ ვლიდესა.






Strophe: 1248_[1148] 
Verse: a       მობრუნდეს რა ზაულელნი    ზაალს წინ დასხდეს ლხინითა,
Verse: b       ასაკობასა, მკერდ-მკლავსა   მერაბს უქებდეს პირითა!..
Verse: c       თვალად და ტანად აქებდეს,   თქუ̂ეს: "ვერვინ სჯობსო იმითა,
Verse: d    და   ჴელ-მწიფის ყოფა-ქცევითა!..   "   მისი სიკეთე ვთქუ̂ა ვითა?!.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.