Strophe: 1249_[1149] | ||
Verse: a | დარამ თქუ̂ა: მერაბს" წინაშე | ვერა ვთქუ̂ი ქება ქალისა, |
Verse: b | მით რომე ეგონებოდა | თხოვნა მის ბროლ-ფიქალისა. |
Verse: c | მერაბს უთქს ცოლი ლამაზი, | მართ მზისა დასაგვანისა. |
Verse: d და | მასთანა ქალი კეკლუცი, | შვენებით მსგავსი მთვარისა! |
Strophe: 1259_[1150] | ||
Verse: a | ქალი უდგს გასათხოველი, | ფარდაგსა შიგან აროსა, |
Verse: b | სამოთხის წყლითა ნარწყავსა | ტანი მიუგავს საროსა, |
Verse: c | პირი გავსილსა მთვარესა, | მართ მზისა მეჯუფთაროსა, |
Verse: d და | თვალნი მელნისა მორევსა, | მართ ცისკრად დასადაროსა!.. |
Strophe: 1251_[1151] | ||
Verse: a | წარბი აჯისა ქამანდსა, | პირი ბროლისა ფიქალსა, |
Verse: b | წამწამი წმინდად გათლილსა | ეკალ-მუხისა ისარსა, |
Verse: c | ის დასწვავს მისთა მჭვრეტელთა, | ვინ დაუდგების მის ალსა! |
Verse: d და | თმა საგდებელსა ნაგრეხსა, | გიშრითა დანაფიცარსა!.. |
Strophe: 1252_[1152] | ||
Verse: a | ვით ნახო მისი თვალ-წარბი, | ბრძანებ თუ: "ყორნის ფრთე არი!" |
Verse: b | ბაგენი სამოთხეს უგავს, | თუ სთქვა: "ელვარე მზე არი!" |
Verse: c | კბილნი მარგალიტს წყობილსა, | ძოწსა, აყიყსა ზიარი, |
Verse: d და | ვინც იმის შეყრას ეღირსოს, | ვეჭობ, არ მიჴვდეს ზიანი! |
Strophe: 1253_[1153] | ||
Verse: a | ვეცხლისა მსგავსსა ტანზედა | გიშრისა თმანი ჰფენიან!.. |
Verse: b | ვით ზოალი და მარიხი | წმიდასა ცასა შვენიან!.. |
Verse: c | მისი სახე და სიტურფე | ბასტანელთ ვერ დასწერიან!.. |
Verse: d და | მისებრი ტურფა მნათობი | არცა ვის ამბად სმენიან! |
Strophe: 1254_[1154] | ||
Verse: a | თუ სთქუ̂ა: "მას შიგან მიწისა | ნაყოფი არ იპოების, |
Verse: b | ჴმა-ტკბილი, სიტყუ̂ა-ნარნარი | მისებრი ვინ იშოების?! |
Verse: c | მზე ბანოვანთა თავადი | მჭვრეტელთა გულსა მოების! |
Verse: d და | მაღრიბით მაშრიყამდისინ, | ზღვით ცის კიდემდის იქების! |
Strophe: 1255_[1155] | ||
Verse: a | არ იპოების მისებრი | საწუთოს მაშვენებელი, |
Verse: b | ღირსნი იმისის ნახვისა | იშვებენ მისნი მხლებელი, |
Verse: c | მისთა მჭვრეტელთა საჴმილი, | ცეცხლი დაევსოს მგზებელი, |
Verse: d და | ვინც ახლავს, სიხარული აქუ̂ს, | გაუნათლდების დღე ბნელი!.." |
Strophe: 1256_[1156] | ||
Verse: a | რა ფალავანმან ახალმან | ეს გაიგონა ქებაო, |
Verse: b | დარამს უბრძანა უთუოდ | ცეცხლმა დამიწყო დებაო. |
Verse: c | მერაბს ყავს ქალი ლამაზი, | მინდა როდამის ხლებაო, |
Verse: d და | ჩემს მეტმან ვერვინ შეირთის, | თუ იყოს ღ(ვ)თისა ნებაო. |
Strophe: 1257_[1157] | ||
Verse: a | მერაბ და ცოლი იმისი | თვით ვარგან სიტურფითაო, |
Verse: b | მათსა ასულსაც მართებდა | უკლები იყოს ზნითაო! |
Verse: c | ზალდასტანს მიჯნურობითა | ცეცხლი მოეგზნო წვითაო, |
Verse: d და | მას აღარ უნდა სმა-ჭამა, | სიმღერა ჩანგის კვრითაო. |
Strophe: 1258_[1158] | ||
Verse: a | ზალდასტანს მიჯნურობისა | ცეცხლი გულსა უდაღვიდა. |
Verse: b | დაწვის, ძილი არა ქონდის, | სურვილითა ცრემლსა ღუ̂რიდა, |
Verse: c | მერაბ შინა რა მივიდა, | მხიარული კარგა ზმიდა, |
Verse: d და | მას ტურფანი დარბაზნი აქუ̂ს, | ბანის ბანსა ვინ დასთვლიდა? |
Strophe: 1259_[1159] | ||
Verse: a | მერაბის ცოლი პირ-მთვარე | სინდუხტ შინ დახვდა, მზე ვითა; |
Verse: b | აგრევე ბანოვანთ თავი, | როდამის ქება ვთქუ̂ა ვითა! |
Verse: c | სავარდეს გარეთ ზღუდეა, | მაღლად მოვლიდა, კლდე ვითა, |
Verse: d და | მას კარნი ებნეს მაგარნი, | წყარო დის, სამოთხე ვითა. |
Strophe: 1260_[1160] | ||
Verse: a | ჩრდილნი ლამაზნი, ტურფანი, | -- მუნ იყო ხევნარიანი: |
Verse: b | ნარინჯ-თურინჯნი, ნარგისნი, | იშოებოდეს იანი, |
Verse: c | მრავლად დგას ვარდი და ვაშლი, | წყარონი გარე დიანი, |
Verse: d და | მუნ ავზი იყო ოქროსი, | ვით ლომი, შექნილიანი. |
Strophe: 1261_[1161] | ||
Verse: a | ავზს შესდიოდა ფერჴთ წყალი | და პირით გამოსდიოდა; |
Verse: b | მუნ ცუდ-მაშვრალი ბრუნევდის, | ვარდი, ნარგისი ცვიოდა, |
Verse: c | მუშკთა აკმევდა, ამოთა | სულნელთა სული დიოდა, |
Verse: d და | პირ-მთვარესთანა მერაბ ჯდა, | სავარდეს ლხინსა ყიოდა. |
Strophe: 1262_[1162] | ||
Verse: a | მერაბს ჴელთა ვარდის კონა | ქონდა, ლხინსა ვინ დასთვლიდა?!. |
Verse: b | პირ-მზეს ქალსა ჴელი მიჰყო, | ელვარესა ღაწვს კოცნიდა. |
Verse: c | მან დალოცა, ვით მართებდა, | საყუ̂არლად და კარგად ზმიდა; |
Verse: d და | მოშურნე და ავი თვალი | მოაშოროს, -- ინატრიდა!.. |
Strophe: 1263_[1163] | ||
Verse: a | შენსამცა ნებაზედ არის | საწუთროს ეტლი ღ(ვ)თისაგან! |
Verse: b | ამ თვალთა, გულთა, ნათელო, | ბედნიერმცა ხარ სვისაგან! |
Verse: c | მე შენთვის დია მამსურდა, | ლხინი არ მაკლდა სმისაგან, |
Verse: d და | უშენოდ არა მიამის | შენისა გონებისაგან! |
Strophe: 1264_[1164] | ||
Verse: a | მერაბს ცოლმან საყუ̂არელმან | სინდუხტ ჰკადრა სიტყუ̂ა ასე: |
Verse: b | აწ მიბრძანე, იგ ახალი | ფალავანი როგორ ნახე?! |
Verse: c | ბძანეთ, გავსა მისთა გვართა, | თუ სხვა რამე დაუზრახე, |
Verse: d და | ჭკუით ანუ ასაკითა, | თქუ̂ით, რა რიგად გამოსახე?! |
Strophe: 1265_[1165] | ||
Verse: a | მერაბ თქუ̂ა: "ბანოვართ თავო", | თუ სთქუ̂ა, "ალვისა ხე არის!" |
Verse: b | სიდიდითა და ძალ-გულად | გმირს საამს უსრულე არის. |
Verse: c | ტანად აზატსა საროს სჯობს | ღაწვ-ვარდი, პირად მზე არის, |
Verse: d და | ბეჭ-ბრტყელი, მკერდ-მკლავიანი, | ვით ლომი ასეთი არის! |
Strophe: 1266_[1166] | ||
Verse: a | მკლავი ლომს უგავს, ძალ-გულად | ნიანგს არ დაედარების, |
Verse: b | სხვა სადევეთა მქონები | მას ვერვინ გაედარების, |
Verse: c | სიფიცხე-სიკისკასითა | ვეფხსაცა დაედარების, |
Verse: d და | უხვი გამცემი, გულ-ხსნილი | ჯომარდი ვის ეჴმარების?!. |
Strophe: 1267_[1167] | ||
Verse: a | მოსამართლე და მოწყალე | ჭკუ̂იანი ლაშქართ მოყუ̂არე, |
Verse: b | ბრძენი და წყნარი, პირ-მთვარე, | -- სიტურფით მზეს დავადარე! |
Verse: c | თეთრი თმა ლალის ღაწვზედა, | მართ იაგუნდის სადარე, |
Verse: d და | მაშიგ ვერ ვპოვე მიზეზი, | ვით მზე მნათობი სადარე. |
Strophe: 1268_[1168] | ||
Verse: a | მან დამიმადლა მე ძღვენი | ჴელ-მწიფურითა ქცევითა: |
Verse: b | გამოგვასვენა გულ-ტკბილად, | გმირი შვენოდა, მზე ვითა: |
Verse: c | რა წამოვედით, გვიბოძა, | -- მისი სიმრავლე ვთქუ̂ა ვითა?!. |
Verse: d და | მისით სიუხვით ჴელმწიფე, | არც ერანელი ვთქუ̂ა ვითა!.. |
Strophe: 1269_[1169] | ||
Verse: a | რა პირ-მზესა როდამს ესმა | მამისაგან მისი ქება: |
Verse: b | სიკეთე და ზნე-სრულობა, | შეუვიდა ცეცხლთა დება. |
Verse: c | ამას იტყუ̂ის: " მე შევირთავ, | მგონ რომ იყოს ღვთისა ნება! |
Verse: d და | თუ ღ(ვ)თისაგან დღენი მესხნენ, | ვეჭობ, მამხვდეს მისი ხლება. |
Strophe: 1270_[1170] | ||
Verse: a | თუ მას შევირთავ, არ მინდა | ერანის დედოფალობა. |
Verse: b | არც თურანელთა თავადთა | მინდოდეს მეჯუფთარობა. |
Verse: c | მინდა თმა-თეთრი ზალდასტან, | პირად მზე, ალვა-ტანობა. |
Verse: d და | ქრმად არვინ მინდა მის მეტი, | რომ მამხვდეს კეისარობა! |
Strophe: 1271_[1171] | ||
Verse: a | არც დიდისა ჴელ-მწიფისა | ფახფურისა მინდეს შვილი!.. |
Verse: b | ამას როდამ იგონებდა, | სევდა ჰკლევდა მეტად ხშირი, |
Verse: c | ზალდასტანის გულისათვის | უჭკნებოდა მას გლახ გული, |
Verse: d და | სიყუ̂არულით ცრემლსა ღვრიდა, | აღარ ედგა, თუ სთქვა, სული! |
Strophe: 1272_[1172] | ||
Verse: a | ნადიმი, გამოსვენება, | დავიწყდა ლხინი, შვებაო, |
Verse: b | დღისით და ღამით იგონებს, | დაუწყის ცეცხლმან დებაო! |
Verse: c | დედა-მამათა შიშითა | არ უნდა გაცხადებაო, |
Verse: d და | თავს იკრძალევდის, მალევდის, | ვერ ცნეს, ვინცა ქნა ხლებაო. |
Strophe: 1273_[1173] | ||
Verse: a | მას შესაფერი თხუთმეტი | მოსამსახურე ჭკუ̂იანი -- |
Verse: b | დიდებულთ ცოლი და ქალი | -- ყუ̂ელაი დოვლათიანი, |
Verse: c | იახლნეს მოსამსახურედ, | ტან- ალვა, პირ-მთვარიანი |
Verse: d და | მეცნიერ-გამოცდილები, | ტურფანი შუქნი მზიანი! |
Strophe: 1274_[1174] | ||
Verse: a | ერთს დღესა ზაალის მგონე | წალკოტსა იარებოდა. |
Verse: b | იგ ვითა უჭკოდ ქმნილიყო | და კართა ეფეთებოდა. |
Verse: c | იქით და აქეთ იჭვრეტდა | ჭმუნვითა ებეცებოდა, |
Verse: d და | არა იცოდა რასა იქს, | მართ ვითა გარდაჴდებოდა!.. |
Strophe: 1275_[1175] | ||
Verse: a | ამ სეფე ქალშიგ ხუთნი ყუ̂ეს | მას უფრო კაამყოლანი; |
Verse: b | ძიძა ყუ̂ა ერთი გამზრდელი. | ერთ-ჴელად ისხდეს ორანი. |
Verse: c | მას ოთხნი თანაშეზრდილნი | სხვანი ყუ̂ეს თავის სწორანი, |
Verse: d და | იგინი გვერდსა დაისხნა, | უთხრნა სიტყუ̂ანი ორანი. |
Strophe: 1276_[1176] | ||
Verse: a | სხვა სეფე-ქალნი ცალკე სხდეს, | როდამ ხუთთანა ჩიოდა: |
Verse: b | უბრძანა: "თქუ̂ენ ჴელთ გავზრდილვარ, | თვალთაგან ცრემლი სდიოდა! |
Verse: c | "რა ჭკვას მოვსულვარ, თქუ̂ენ იცით, | თუ რა მმწყენია, -- თქუ̂იოდა, -- |
Verse: d და | თქუ̂ენი უნდომი არა ვქენ, | ტიროდა, გული სტკიოდა!.. |
Strophe: 1277_[1177] | ||
Verse: a | აგრევე ჩემი გამვლენი | ყოფილა საქმე თქუ̂ენია, |
Verse: b | თქუნ ჩემი დასაღრეჯელი | რაცა ყოფილა, გწყენია. |
Verse: c | აწ ესე ჩემგან ნათქუ̂ამი | თქუ̂ენ ხვაშიადად გსმენია. |
Verse: d და | ჴელ-მწიფეს ჩემსა მამასა | უნახავს ფალავანია. |
Strophe: 1278_[1178] | ||
Verse: a | საამის შვილის ზაალის | რა მისგან ქება მსმენია, |
Verse: b | მისითა მიჯნურობითა | გულს აღარ მოულხენია, |
Verse: c | შემქნია საგონებელი, | სევდით ვერ მომისვენია, |
Verse: d და | სიყუ̂არულისა მე სევდა | გლახ გულსა გარდამფენია. |
Strophe: 1279_[1179] | ||
Verse: a | მართ ვითა შავი ღრუბელი, | სევდა მეხვევის გარეო, |
Verse: b | აროდეს უკუ-მეყრების | სიყუ̂არული მკლავს მწარეო!.. |
Verse: c | ნადიმი, გამოსვენება | არ მინდა მოსაჴმარეო, |
Verse: d და | მოვკუ̂დები, თუ არ მომხვდების | ზალდასტან მზისა დარეო! |
Strophe: 1280_[1180] | ||
Verse: a | გული აბია მასთანა, | ვით ჯაჭვით, აუხსნელია, |
Verse: b | გავს, -- იყოს მისგან შეკრული: | გულსა მაც დიდი სენია! |
Verse: c | ეს როდამისგან იწყინეს | გამზრდელთ, თქუ̂ეს: "რა საქნელია?! |
Verse: d და | გაუკუ̂ირდათ და ეწყინათ, | თქუ̂ეს: "დასტურ შესცდა, ხელია!.." |
Strophe: 1281_[1181] | ||
Verse: a | შემცდრისა, თვალ-ცემულისა | ლოცვა დაუწყო ყუ̂ელამან, |
Verse: b | თქუ̂ეს: "ბანოვანთა თავადო, | ვისმან ვით გაქოს ენამან?!. |
Verse: c | შენი სიცოცხლე, სულთა-დგმა, | გვაღირსა შენმან ლხენამან, |
Verse: d და | მამისგან მოძულებული, | თქუ̂ი, მოგანდომა ჰე რამან?!. |
Strophe: 1282_[1182] | ||
Verse: a | ჴეწლ-მწიფეთ თქუ̂ენის სახისა | ნახატი ენატრებისა, |
Verse: b | ვინ ბედნიერმან წაიღოს, | პატივი მას მიხუ̂დებისა, |
Verse: c | მიუჩანს დიდად სახელად | და მას ეთაყუ̂ანებისა, |
Verse: d და | აც საფარველი ღ(ვ)თისაგან, | ვნატრით, ვინ ეღირსებისა?!. |
Strophe: 1283_[1183] | ||
Verse: a | მაღრიბით მაშრიყამდისი | არ არის შენი დარია, |
Verse: b | არც !რომით, არც ჩი -მაჩინით, | ხარ მზისა დასადარია!.. |
Verse: c | ჴელ-მწიფის შვილნი მართ შენთვის | საკუ̂დავად მზანი არიან, |
Verse: d და | არვინ ეკრძალვის სიკუ̂დილსა | სიცოცხლე მოუჴმარია! |
Strophe: 1284_[1184] | ||
Verse: a | ვისცა ასმოდა სიტურფე | თქუ̂ენი, შვენება თვალადო, |
Verse: b | მათ წააგიან ქონება, | გთქუ̂იან მზის დასაგვანადო!.. |
Verse: c | თქუ̂ენს დედ-მამასა მისციან, | თქუ̂ენის ნახვისა ქრთამადო, |
Verse: d და | შეეხვეწნიან, რომე თქუ̂ე | პირად გნახონ და თვალადო. |
Strophe: 1285_[1185] | ||
Verse: a | შენ ჴელოვანმან მხატვარმან | ვეროდეს გაგიცადიან: |
Verse: b | ელვარებისა შენისა | სახე ვერ გამოხატიან, |
Verse: c | ეგე რა გაგება არის, | რა ქმარი დაგიქადიან?!. |
Verse: d და | ჴელ-მწიფეთ სხვათ უკეთესთა | თქუ̂ენ შოვნად ენატრებიან. |
Strophe: 1286_[1186] | ||
Verse: a | თქუ̂ენსა თავსა ვინც იშოვნის, | სიხარულით აივსების! |
Verse: b | შენ გიშოონ, -- არა გავა, | მათი დღეცა გარდაჴდების, |
Verse: c | შარიელთა ცათა სწორთა | ზაალს ყმობაც ენატრების; |
Verse: d და | თუმც ვარგიყო მამამ მისმან | რად გააგდო? მეკუ̂ირვების! |
Strophe: 1287_[1187] | ||
Verse: a | დედის მუცლითგან მის მეტი | არვინ შობილა ბერია. |
Verse: b | მძოვრით გაზრდილი ფასკუნჯთან, | ნეტარ რა თქუ̂ენი ფერია? |
Verse: c | მან რამცა კარგი იცოდეს, | ნუ გინდა, დაგვიჯერია. |
Verse: d და | მამა-თქუ̂ენს რა პასუხს გასცემ, | ჩვენ დაგვჴოცს, -- დასაჯერია. |
Strophe: 1288_[1188] | ||
Verse: a | ამას ბრძანებს: "მე ვწუნობდი | ცისა სწორთა შარიერთა, |
Verse: b | მათ ლომ-გულთა, ჴმელთ მპყრობელთა, | ჭკუ̂ით სავსეთა მეცნიერთა. |
Verse: c | აწ როადამ თქუ̂ენ აცთუნეთ, | გაარეგვნეთ უფრო შტერთა, |
Verse: d და | ჩვენა გვავსებს სირცხვილითა, | გააცინებს ჩვენზედ მტერთა!" |
Strophe: 1289_[1189] | ||
Verse: a | როდამ წარბნი შეინასკუ̂ა, | გაწყრომით ეუბნებისა: |
Verse: b | "ავად გამგონნო, არ იცით, | თუ ცეცხლი ვით მედებისა! |
Verse: c | ჩემი გული და გონება | ზალდასტანისთვის კუ̂დებისა!. |
Verse: d და | უწინაც გითხარ, ზაალ ქრმად | ღ(ვ)თისაგან მენატრებისა. |
Strophe: 1290_[1190] | ||
Verse: a | თქუ̂ა თუ: ზალდასტან" სუბუქად | არვისგან იხსენებისა. |
Verse: b | არცა ცოტათა თვალითა | არც ვისგან ინახებისა, |
Verse: c | თუ ჴელ-მწიფეთა ლაშქარი | და განძი ექონებისა. |
Verse: d და | სჯობიან ფალავნობითა, | მე ნახვა მენატრებისა!. |
Strophe: 1291_[1191] | ||
Verse: a | დიდსა გორჯასპის ვინ სჯობდა, | უთრუთის ძესა, გვარადო, |
Verse: b | საამის სწორი ლომ-გულად, | მეომარია ძალადო, |
Verse: c | თვით მამა ჩემი, მას, ბრძანებს | ვერავინა სჯობს თვალადო. |
Verse: d და | ცით ანგელოზიც მოვიდეს, | სხვა არვინ მინდა ქმარადო. |
Strophe: 1292_[1192] | ||
Verse: a | თუმცა არ იყო ზალდასტა | დაცული განგებისაგან, |
Verse: b | ათს წელს არ გაიზრდებოდა, | კლდეშიგან ფასკუნჯისაგან; |
Verse: c | თეთრი თმა ნუ გჩანს აუგად, | სავსეა სიკეთისაგან! |
Verse: d და | ვიცი, ქრმად იგი მამხუ̂დების, | სიზრმად მინახავს ღ(ვ)თისაგან! |
Strophe: 1293_[1193] | ||
Verse: a | იგ იქნების ჩემი ჯუფთი, | სხვა არ მინდა იმის მეტი, |
Verse: b | არცა დიდნი ჴელ-მწიფენი, | რომე იყუ̂ნენ ცათა მჭვრეტნი, |
Verse: c | ზოალმან და რომ მარიხმან | შემამადგან მათნი სვეტნი, |
Verse: d და | ზღვა და ჴმელი ჴელთა ჰქონდეს, | სხვა არ მინდა იმის მეტი". |
Strophe: 1294_[1194] | ||
Verse: a | ამ საუბრითა დატეხნა | მან მოახლენი ყუ̂ელანი, |
Verse: b | მათ შეანანა ნათქუ̂ამი, | მისკენ აუბნეს ენანი, |
Verse: c | მერმითგან ჰკადრა ძიძამან: | "დასწყუ̂იტე ცრემლთა დენანი, |
Verse: d და | ბანოვანთ თავო, გვინდოდა, | შეგერთნეს შენი ფერანი!" |
Strophe: 1295_[1195] | ||
Verse: a | თქუ̂ეს: "თვალო პატიოსანო, | ტან-საროვ, თმა-მუშკიანო, |
Verse: b | რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, | ღაწვ-ლალო, პირად მზიანო!.. |
Verse: c | უკეთესს პატივს ვეძებდით, | ჴელ-მწიფის შვილო, სვიანო. |
Verse: d და | შეუჭირვებლად სუფევდი, | შენ ამას გინატრიანო! |
Strophe: 1296_[1196] | ||
Verse: a | ჩვენი სული, მზეო, შენსა | ერთის თმისა ნაცუ̂ლად არი; |
Verse: b | ნუღარ სჭმუნავ ამას იქით, | გული გქონდეს განახარი, |
Verse: c | ნიადაგმცა სულ ბრწყინვალედ | შენ დაგიცავს სახიარი ; |
Verse: d და | მამა თქუ̂ენსაც არ ეწადოს, | ვიქთ რაც თქუ̂ენსა გულსა არი. |
Strophe: 1297_[1197] | ||
Verse: a | რა პირ-მზესა როდამს ესმა, | საუბარნი მათგან ტკბილნი, |
Verse: b | მან გაშალა ვარდის ფერი | ბაგენი და თეთრნი კბილნი, |
Verse: c | გამჭვირვალსა ძოწსა გვანდა | მარგალიტნი ისხდეს ხშირნი, |
Verse: d და | სიცილისა გამოჩენით | გაუქარდეს მათნი ჭირნი. |
Strophe: 1298_[1198] | ||
Verse: a | უბრძანა: "ჩემთვის გამზრდელნო, | კარგის ძებნელთა გხედაო!.. |
Verse: b | ჩემის გულისა ნათელნო, | მახარობელნო დედაო, |
Verse: c | ჴელ-მწიფეს ფახფურს იმისგან | არას უკეთეს ვხედაო, |
Verse: d და | ზაალის სიყუ̂არული მკლავს, | სურვილი ზედა-ზედაო! |
Strophe: 1299_[1199] | ||
Verse: a | ერანელს მანუჩარს მირჩევს, | მე ვეჭობ ღ(ვ)თისა ნებასა. |
Verse: b | მე მირჩევია ზალდასტა | დიდის კეისრის ქრმებასა!.. |
Verse: c | საამის შვილი ზაალ მყუ̂ეს, | ვინ დასთუ̂ლის ჩემსა შვებასა?!. |
Verse: d და | აწ ჩემი გული იგონებს, | მოელის განკურნებასა". |
Strophe: 1300_[1200] | ||
Verse: a | რა ძიძამან როდამისი | მხიარული ნახა პირი, |
Verse: b | სიცილითა მოუბარი, | უსუბუქდა ძნელი ჭირი. |
Verse: c | იგიც იქმნა მხიარული, | მოემატა დიდი ლხინი; |
Verse: d და | ვეფხივითა იგ გაჩალხდა | და დაუწყო სიტყუ̂ა ხშირი. |
Strophe: 1301_[1201] | ||
Verse: a | ეს მოახსენა ძიძამან: | "ვიწვი ბრალითა შენითა; |
Verse: b | ორს ამხანაგსა წავიტან, | ზალდასტნსა ვითხოვ ენითა; |
Verse: c | ასეთს რასმე ვიქ, ყმაწვილსა | სურვილი რჯიდეს წყენითა |
Verse: d და | გაშმაგდეს, გულით გეძებდეს, | გზათა დალევდეს რბენითა. |
Strophe: 1302_[1202] | ||
Verse: a | ასეთს საქმეს ვიქ, ზალდასტა | შენს ნახვას ინატრიდესა, |
Verse: b | ჩემსა ბადესა შევაგდო, | შე სურვილი კულიდესა, |
Verse: c | მართ ასრე შემოვიხვეწო, | მე მუჴლსა დამიყრიდესა, |
Verse: d და | შენისა გლახ ნახვისათვის | ცეცხლი უშრეტი სწვიდესა!.. |
Strophe: 1303_[1203] | ||
Verse: a | პირმზესა როდამს რა ესმა, | ეს დაიმადლა დიაო; |
Verse: b | უბრძანა თუ: "ვით მაგას იქ, | მე სული შენგან მდგმიაო, |
Verse: c | ჩემი თავი და სიცოცხლე | მე შენთვის მამინდვიაო, |
Verse: d და | შენთვის არ დავიწყალობებ, | რაც ჩემი განძი ყრიაო". |
Strophe: 1304_[1204] | ||
Verse: a | გამზრდელსა გაზრდილისაგან | ესმნეს სიტყუ̂ანი ტკბილანი: |
Verse: b | ხართ ნიადაგმცა გულ-ნათლად, | რაცა შეგცოდეთ, ვინანი! |
Verse: c | კადრა თუ: "ბანოვანთ თავო | შენის სიტურფით ვინარი, |
Verse: d და | ავიმცა თვალნი და გულნი | მოგეშორების, -- ჭირანი!.. |
Strophe: 1305_[1205] | ||
Verse: a | აწ ჩვენ წავიდეთ ხუთნივე, | ვქნათ შენი საწადელია, |
Verse: b | შევიდეს, გახსნეს მაფრაშა | ჩაიცვეს ტან-საცმელია, |
Verse: c | მოეწყუ̂ნეს სამკაულითა, | ვითა აშიყთა ჴელია, |
Verse: d და | ვით ქაჯთა გამოიარეს, | მიაქუ̂სთ, რაც სახიბლველია... |
Strophe: 1306_[1206] | ||
Verse: a | ვარდისა ყუ̂ავილის ჟამსა | ზაალ წყლის პირსა დგებოდა, |
Verse: b | ია-ვარდი და ნარგისი, | სუმბული ხშირად ჩნდებოდა, |
Verse: c | სურნელი სული დიოდა, | მნახავთა იამებოდა!.. |
Verse: d და | ეს პირ-მთვარენი მუნ კრეფდეს, | სად ზაალ იაზრებოდა. |
Strophe: 1307_[1207] | ||
Verse: a | იგი მაღალი ტან-სარო | მუნ იყო გვირგვინიანი, |
Verse: b | აჯისა ტახტსა ზედა ჯდა | გულ-ლომი, პირად მზიანი, |
Verse: c | როდამის სიყუ̂არულითა | ჭკნებოდა, ვითა იანი, |
Verse: d და | მას იგონებდა, იკითხავ, | გული აქუ̂ს მას ნაღვლიანი. |
Strophe: 1308_[1208] | ||
Verse: a | მათ ზაალდასტან იკითხავს: | "ის რა ქალნია, რომელნი |
Verse: b | მულღანზარშიგან დგებიან, | არიან ვარდის მდომელნი?" |
Verse: c | მან ფალავანი გაგზავნა | იმისი წინა მდგომელი, |
Verse: d და | საამის გაზრდილი იყო, | რედაქ მას ერქვა, რომელი. |
Strophe: 1309_[1209] | ||
Verse: a | შეიგნა მათი ამბავი, | ფიცხლად მოვიდა რბენითა, |
Verse: b | მან მოახსენა: "ჯენდარო, | გული შეიქმნა ლხენითა!.. |
Verse: c | ქვაბულისტანით მოსრულნი | ვარდის მკრეფელად ვცნენითა, |
Verse: d და | მერაბის ასულისანი, | არიან ვარდის ფერითა! |
Strophe: 1310_[1210] | ||
Verse: a | მათი წესია -- ამ ჟამსა | ამ ჭალაშიგან დგებიან, |
Verse: b | აწე თქუ̂ენითა რიდითა | აქა ვერ გამოჩნდებიან, |
Verse: c | ესენი ვარდის საკრეფად | მულღანზარს იარებიან. |
Verse: d და | ზაალ ჩამოვა ტახტითა, | ლხინითა აივსებიან! |
Strophe: 1311_[1211] | ||
Verse: a | რედაქს უბრძანა: "წავიდეთ | მათთანა მშვილდ-ისრიანი! |
Verse: b | მან ჩამოიხუ̂ნა ისარნი, | ზაალის მშვილდი ძლიერნი. |
Verse: c | გეზი თავ-შეშა აიღო | იმა ქალთაკენ დიანი. |
Verse: d და | სარტყელსა კალთა ჩაიპყრა, | წავიდა ზაალ ჭკუ̂იანი. |
Strophe: 1312_[1212] | ||
Verse: a | სახელ-მწიფოთა ქუდითა | ზაალ იმათკენ დგებოდა, |
Verse: b | თეთრი თმა ლალისა ფერთა | ღაწვთ ზედა უშვენდებოდა, |
Verse: c | ვით იაგუნდის გვირგვინი, | მართ ასრე მოუჴდებოდა, |
Verse: d და | ვეფხურის ქცევით წავიდა, | ქალთაკენ იარებოდა. |
Strophe: 1313_[1213] | ||
Verse: a | წყლის პირსა იჯდა ოყარი, | ზაალის თვალი სწვდებოდა, |
Verse: b | მან მშვილდ-ისარი ითხოვა, | უზომოდ იამებოდა. |
Verse: c | რედაქ მოართვა, ვიდრემდის | ფრინველი გაფრინდებოდა, |
Verse: d და | რა ფალავანმან შესტყორცა, | ოყარი მუნ მოკუ̂დებოდა. |
Strophe: 1314_[1214] | ||
Verse: a | ის ისარი და ოყარი | ქალთ წინ დაეცა შორითა; |
Verse: b | ფიცხლად გაიქცა, აიღო | რედაქ, წავიდა რბოლითა; |
Verse: c | ვითამც არ იცის, ძიძამან | ამბავი ჰკითხა ჭორითა, |
Verse: d და | ტყუილად ჰკითხავს, აავსო | საგონებლითა ორითა: |
Strophe: 1315_[1215] | ||
Verse: a | ძიძამ თქუ̂ა: "რასთვის აგვავსნა | ამა ფრინვლისა ბრალითა?" |
Verse: b | რედაქ თქუ̂ა: "არ იხსენების | აგრე სუბუქად თვალითა: |
Verse: c | თუ მკითხავთ, არის ჯენდარი | და ფალავანი გვარითა, |
Verse: d და | არის ნიმროზის პატრონი, | მუნა ჴელ-მწიფობს ამითა. |
Strophe: 1316_[1216] | ||
Verse: a | დიდის საამის შვილია, | სუბუქად ვინ ახსენებსა? |
Verse: b | მბრუნავი ეტლი მას ზედა | ჩრდილსა ვერ დააყენებსა, |
Verse: c | ტანად და თვალადობითა | სხვას ვერვინ დაადარებსა, |
Verse: d და | სხვა სიკეთითა მისებრი | არ არის ყოვლსა არებსა. |
Strophe: 1317_[1217] | ||
Verse: a | გამზრდელმან უთხრა: "ეგ ქება | ტყუილად მოიჴმარეო, |
Verse: b | შენითა პატრონობითა | დია ზე აიყუ̂ანეო, |
Verse: c | რადგან ეგ მოგწონებია | და მისი ქება ბრძანეო, |
Verse: d და | ნუ აქებ, ყოლე ვერ არის | ჩვენის პატრონის დარეო!.. |
Strophe: 1318_[1218] | ||
Verse: a | პატრონი ჩვენი გენახა, | უქებდი თვალადებასა! |
Verse: b | სიკეთე დაგვიწყდებოდა, | ვისსა აწ იტყუ̂ი ქებასა; |
Verse: c | ამაზედ რედაქ გაკუ̂ირდა, | იქს დიდსა გაცინებასა, |
Verse: d და | ზალდასტან პირის-პირ უჭვრეტს, | იქმოდა გაკუ̂ირვებასა: |
Strophe: 1319_[1219] | ||
Verse: a | "პირ-მზის მზემან, სუფევამან, | ჰგავს ედემით აღმოსრულსა, |
Verse: b | ალვის მორჩსა ტანად სრულსა, | აზატს საროს დანერგულსა, |
Verse: c | სამოთხისა ტკბილს ნაყოფსა, | ვარდის წყალსა, ხეს სურნელსა, |
Verse: d და | ყორნის ფრთენი ზედა შვენის | ბროლის მსგავსსა ტურფას ყელსა! |
Strophe: 1320_[1220] | ||
Verse: a | თავზედა შვენის გრუზი თმა | მას ტურფად გამოსახულსა, |
Verse: b | ხოსროულსა გავს ზარადსა | ერთმანერთს გამოხლათულსა, |
Verse: c | ბროლის ფიქლისა მსგავსია, | მოსწონს იგ მისსა მნახულსა, |
Verse: d და | გიშრისა ტბათა წამწამნი | შვენიან გამოხატულსა! |
Strophe: 1321_[1221] | ||
Verse: a | მისთვის ხელ-ქმნილთა გულისა | მლახვრელი ღაწვ-ლალი არი, |
Verse: b | ყირმიზსა იაგუნდსა გავს, | ელვარე პირად მზე არი, |
Verse: c | ძოწ-მარგალიტთა მსგავსია, | ლხინად შეხედვა კმა არი, |
Verse: d და | სიტყუ̂ა-ლამაზი, შაქარი... | ნარნარი მისი ჴმა არი! |
Strophe: 1322_[1222] | ||
Verse: a | მუშკსა-ამბარსა სჯობია | სულისა სურნელებითა, |
Verse: b | ღ(ვ)თის ეტლით დაბადებული | იგ ბედნიერი ბედითა, |
Verse: c | ტან-ალვა, ასაკიანი. | ვიშვებთ მისითა ხლებითა. |
Verse: d და | მას პირ-მთვარესა ვინც ახლავს, | არ გაეყრების ნებითა! |
Strophe: 1323_[1223] | ||
Verse: a | რა რედაქს რუადამისი | ძიძისგა ესმა ქებაო, |
Verse: b | თქუ̂ა: "მახარობლად მობრუნდა, | იქნა ზაალის ნებაო!" |
Verse: c | ზაალ თქუ̂ა: "აქათით ვნახე | იმ დიაცთ გაცინებაო!" |
Verse: d და | რედაქ იკადრა: "მიკუ̂ირდა | მე ტკბილად მოუბრებაო!" |
Strophe: 1324_[1224] | ||
Verse: a | თქუ̂ა: "პირ-მზისა როდამისა | პირ-მთვარენი ვნახენ ქალნი, |
Verse: b | ჩემს დღეშიგან უტურფესნი | არ მინახავს სეფე-ქალნი!.." |
Verse: c | ძიძის თქმულნი მოახსენა, | ზაალს ქონდა მათკენ თვალნი. |
Verse: d და | როდამისა ქება ჰკადრეს, | სიყუ̂არულის სწვიდეს ალნი! |
Strophe: 1325_[1225] | ||
Verse: a | უბრძანა: "აქა მოასხი, | რედაქ წავიდა რბენითა, |
Verse: b | ზაალს გამზრდელი უწვია | ტკბილ-მოუბარი ენითა: |
Verse: c | "მზის მოახლენო, წამოდით, | ზალდასტანს იახლენითა, |
Verse: d და | პატრონი ჩემი მიგელის, | სწრაფობს ნახვითა თქუ̂ენითა!" |
Strophe: 1326_[1226] | ||
Verse: a | ძიძა ფიცხლა დამორჩილდა, | გააპირა მისი ხლება, |
Verse: b | უთხრა მისთა მოახლეთა: | როდამისა" იქმნა ნება: |
Verse: c | ზაალ ბადეს შემოვიგდოთ, | მოგვხუ̂და ღ(ვ)თითა გამარჯვება! |
Verse: d და | ტახტსა მჯდომსა ზაალდასტანს, | მიდგეს, ჰკადრეს თაყუ̂ანება. |
Strophe: 1327_[1227] | ||
Verse: a | ძიძამან ზაალ დალოცა, | ქება შეასხა ენითა: |
Verse: b | "სახელოვანთა გვარი ხარ, | ლომ-ნაკუ̂თად, გაქო მე ვითა?!. |
Verse: c | კურთხეულმც არის მიზეზი, | შენს ნახვას ვეღირსენითა! |
Verse: d და | ჩვენ გამოგვგზავნა რუადამ, | აქ ვარდნი დავკრიფენითა. |
Strophe: 1328_[1228] | ||
Verse: a | პირ-მზემ როდამ ვარდის კრეფად, | გამოგვგზავნა აქა, ვნახეთ |
Verse: b | მნათობი და პირ-წითელი | იაგუნდი... გამოგსახეთ: |
Verse: c | პატიოსანს მარგალიტსა | ჩვენ სიტურფით დაგასახეთ, |
Verse: d და | ჩვენ გვიჩვენა ვარდის ხემან | სამოთხისა ხისა სახეთ!.." |
Strophe: 1329_[1229] | ||
Verse: a | ზაალს გულსა შიგან აზრი | შეუვიდა მეტად დია. |
Verse: b | მხიარული იხარებდა, | იცის, როდამს მონდომია. |
Verse: c | ნახვად გამოუგზავნია, | პატრონი ყავს პირად მზია, |
Verse: d და | ჩემად ნახვად აქ მოსულან, | მიხარიან მეტად დია! |
Strophe: 1330_[1230] | ||
Verse: a | ქალთ აგრე ჰკითხა: "ვინ არის | იგი პატრონი თქუ̂ენია? |
Verse: b | რომელსა აქებთ უებროდ, | მე ქება მამისმენია?" |
Verse: c | ძიძამან ჰკადრა ზალდასტანს: | "ტურფა პატრონი ჩვენია, |
Verse: d და | რომლისა სწორი ვერ არის | ბრწყინვალე მზისა წვერია. |
Strophe: 1331_[1231] | ||
Verse: a | აღმოსავლეთით დასავლეთს | როდამს ვინ დაედარების?!. |
Verse: b | რომს, მაშრიყს, მაღრიბს, ჩინ-მაჩინს | ვერავინ ეჯუფთარების: |
Verse: c | მის სახეზედან მხატვარსა | ჴელი არ მოეჴმარების, |
Verse: d და | მისის პირისა ციმციმით | ბრძენს ჭკუა შეეცვალების!" |
Strophe: 1332_[1232] | ||
Verse: a | რა ძიძამან ესე ქება | ზაალს კადრა საუბრითა, |
Verse: b | ზაალ უთხრა: "მას მიჩვენებ, | შენ რაგინდა, თუ სად ვითა?!" |
Verse: c | უთხრა: "მოდეგ კოშკის ძირსა | ერთის ყმით და საგდებლითა, |
Verse: d და | წითელ-ყვითლით ნაგებია | სარო მეჯვად არღავნითა. |
Strophe: 1333_[1233] | ||
Verse: a | რა იქ მოხვიდე, ბურჯზედა | გარდაგდე საგდებელია, |
Verse: b | თუ იმაზედა გამოხვალ, | ნახო რუადამ შენია, |
Verse: c | უსასყიდლოსა გუარსა | მაში მოკიდა ჴელია, |
Verse: d და | სხვა არა ღონე იქნების, | მართ ამის მეტი, ჩუ̂ენია?.. |
Strophe: 1334_[1234] | ||
Verse: a | რა ნახო, მოგეწონების | მჭუ̂რეტთა მიმცემი ლხინისა. |
Verse: b | აწ ჩემგან მოხსენებული, | დამავიწყები ჭირისა!.. |
Verse: c | ზაალ უბოძა ბეჭედი | რედაქს საჭურჭლის ძვირისა, |
Verse: d და | "წადი და გახსენ ზანდუკი, | გაცემად ოქროს მილისა!.. |
Strophe: 1335_[1235] | ||
Verse: a | ოქროს ტაბაკზედ დაყარე | თვალ-მარგალიტი რჩეული, |
Verse: b | ხუთთავე ტანისამოსი | და რიდე გამორჩეული, |
Verse: c | ტყავი ამ უფროსისათვის | საპირე ოქრო-ფრქვეული, |
Verse: d და | წადი და აქა მომართვი | თვალ-გოარითა ცვრეული!" |
Strophe: 1336_[1236] | ||
Verse: a | რედაქ და ხაზინადარი | წავიდეს მალე ვლიდესა. |
Verse: b | უბოძა თავის თავისად | იგ ტანსა ჩაიცმიდესა, |
Verse: a | აიღეს თვალ-მარგალიტი, | მანდილსა გამოკუ̂რიდესა, |
Verse: d და | ეთაყუ̂ანეს და წავიდეს, | ზალდასტან დალოცვიდესა. |
Strophe: 1337_[1237] | ||
Verse: a | წავიდეს, ციხეს მიმართეს | კარის დაჯრისა დროსაო, |
Verse: c | მათ ციხის თავი გაუწყრა, | ვერ მიხუ̂და სააზროსაო: |
Verse: b | "რომე აწ კარი გავაღოთ, | რა უთხრა ჴელ-მწიფესაო?!" |
Verse: d და | რას ეტყუ̂ით, რას მოახსენებთ, | სადა ყოფილხართ დღესაო?!. |
Strophe: 1338_[1238] | ||
Verse: a | ამა ლაშქართა რა უთხრათ, | რომ გარე შემოგვდგომია?!" |
Verse: c | მათ ასრე უთხრეს: "ჩვენ აქა | არა ლაშქარი გვგონია, |
Verse: b | სავარდეს შიგა ვიყავით | გულ-ბანავშისა მდომია, |
Verse: d და | ვარდი მოვკრიფეთ, უჩვენეს | ჴელ-მანდილს გამოკრულია. |
Strophe: 1339_[1239] | ||
Verse: a | ჴელთ ქონდათ ფიცხლავ შევიდნეს | ვარდი და ვარდის შტოები, |
Verse: c | პირ-მზესა როდამს იახლნეს, | აღარ აცალეს დროები. |
Verse: b | თვალ-მარგალიტი დაუდვეს | არვისგან სააზროები, |
Verse: d და | კადრეს: "თუ ნიშნად კმა არის, | ჩვენ ვართ ამისი მშოები". |
Strophe: 1340_[1240] | ||
Verse: a | როდამ ჰკითხევდა: "არისცა | რომე იტყოდეს ქებასა?!" |
Verse: c | აწ ენოვანი ძიძაი | იკადრებს მოხსენებასა: |
Verse: b | "ბანოვანთ თავო, ასაკად | ვინ იტყუ̂ის მის შვენებასა?!. |
Verse: d და | იმისი სწორი ვერ ვნახეთ, | რა ვეღირსენით ხლებასა! |
Strophe: 1341_[1241] | ||
Verse: a | მე რომ ვიცი, იმ ფალავნის | სწორი ვერვის იქნებისა: |
Verse: c | მომწონს სიტურფე, ასაკი | იმა მკერდ-მკლავიანისა, |
Verse: b | ნაკუ̂თი ვერ ვნახე მისებრივ | ნიმროზელ-=ერანელისა, |
Verse: d და | ქვაბულისტანით ვინ არის | მსგავსი მის ფალავანისა?! |
Strophe: 1342_[1242] | ||
Verse: a | დიდსა საამსა უფროა | უმაღლე ბეჭ-ბრტყელიანი, |
Verse: c | პირი გავსილსა მთვარესა | უტურფე, ღაწვ- ალიანი, |
Verse: b | დიადი რამე გვიბოძა, | არის ჯომარდი ჭკუ̂იანი, |
Verse: d და | ვითა შენ გეფერებოდა, | აგეთი ქება ვთქუ̂იანი. |
Strophe: 1343_[1243] | ||
Verse: a | ჩვენ თქუ̂ენი ქება ვიკადრეთ, | გავამიჯნურეთ დიაო: |
Verse: c | აწვე გამოჭრას ლამოდა | ლომ-გული, პირად მზიაო, |
Verse: a | მან ესე ყუ̂ელა გვიბოძა, | რაც აქა თვალი ყრიაო, |
Verse: d და | შემოგვეხვეწა შენისა | ნახვისა მონატრიაო |
Strophe: 1344_[1244] | ||
Verse: a | თუ: "ვითა როდამს მიჩვენებთ, | მაშინ იქთ ჩემსა ნებასა, |
Verse: b | მე მაშინ თქვენთვის არა ვიქ | სულისა დაწყალებასა!" |
Verse: c | ვით გაზაფხულის ღრუბელი, | იქმოდა იგ უხვებასა, |
Verse: d და | დიდსა ნარიმანს, საამს, სჯობს, | ამეტებს მამაცობასა. |
Strophe: 1345_[1245] | ||
Verse: a | მამაცის კაცის სიტურფე | მის მეტი არ იქმნებისა: |
Verse: b | მის თავით მისი თეთრი თმა | გვირგვინსა ედარებისა. |
Verse: c | ხუთკაპოეტსა ქორსა გავს, | დოლბანდს ვით მოუჴდებისა, |
Verse: d და | ჩვენ თქუ̂ენი ნახვა უქადეთ, | თქუ̂ენ როგორ გეწადებისა?!. |
Strophe: 1346_[1246] | ||
Verse: a | გაღიმდა პირ-მზე როადამ, | ესმა ეს ნაუბრებია. |
Verse: b | გავს იაგუნდსა ყირმიზსა, | შიგ მარგალიტი ხლებია, |
Verse: c | უბრძანა: "ქენით ამას ღამ, | რაცა თქუ̂ენ გიქადებია, |
Verse: d და | თუ არ უტყუოთ, მან მოგცესთ, | რასაც იგ დაგპირებია". |
Strophe: 1347_[1247] | ||
Verse: a | გამზრდელმან მუშკი, ღალია | ქმნა მელნად შეზავებული, |
Verse: b | მან ტკბილი წიგნი მისწერა | ზაალის საამებელი: |
Verse: c | "ლომ-გულის საამის შვილო, | აწ ნუ გაქუ̂ს საყოვნებელი. |
Verse: d და | შენ აღგისრულდა ყოველი | გულისა საწადებელი. |
Strophe: 1348_[1248] | ||
Verse: a | წამოდი, ამას ღამევე | გაჩვენოთ მსგავსი მთვარისა, |
Verse: b | შენითა სიყუ̂არულითა, | სურვილით სავსე არისა, |
Verse: c | აქ ნახე მსგავსი მთვარისა | და მზისა დასადარისა, |
Verse: d და | სავსეა სურნელებითა | ღალია მუშკ-ამბარისა. |
Strophe: 1349_[1249] | ||
Verse: a | რა დაბეჭდული ეს წიგნი | ზალდასტანს მისცა მონამან, |
Verse: b | თქუ̂ა: "გამოგზავნა ეს წიგნი | გამზრდელმან, შემაგონამან: |
Verse: c | ფერჴი რა მისწყდა, წავიდა | და რედაქს გააგონა მან, |
Verse: d და | მან ხვაშიადად იფიცა | ახალმან ვარდის კონამან. |
Strophe: 1350_[1250] | ||
Verse: a | საქუ̂ეითოდ შეეკაზმა, | ჯაჭუ̂-პერანგი ტანსა ვნახე, |
Verse: b | მშვილდ-ისარი თან წაიღო, | ოქროს ლახტი ზროხის სახე, |
Verse: c | ჴელთ აიღო საგდებელი, | გაემართა მტერთა მახე, |
Verse: d და | რედაქ თანა წაიტანა, | ერდგულობა მისიც ნახე!.. |
Strophe: 1351_[1251] | ||
Verse: a | ფიცხლად წავიდა იდუმალ, | არვისგან იაზრებოდა, |
Verse: b | ციხისა კარი დაჯრილი, | ეს ძირსა მიუდგებოდა; |
Verse: c | გამზდლისგან დარიგებული | ქალი კოშკს წამოდგებოდა. |
Verse: d და | დასტან და რედაქ ძირს იდგეს, | სხვა არვინ იახლებოდა. |
Strophe: 1352_[1252] | ||
Verse: a | ქალმან რა ნახა, წავიდა, | გამზრდელს აცნობა რბენითა: |
Verse: b | კოშკი დგას ტურფა, დარბაზნი | ლამაზ ნახატი ფერითა! |
Verse: c | ოქროს მელნითა ნაწერი | და ლაჟვარდითა ჭრელითა, |
Verse: d და | სტავრითა გარ მოხვეული... | კაცი ვერ აქებს ენითა!.. |
Strophe: 1353_[1253] | ||
Verse: a | სტავრითა მოფარდაგული, | ოქსინოს საფენებითა, |
Verse: b | აბრეშუმისა ორხოვა | დაფინეს, დასხდეს შვებითა. |
Verse: c | მტევან-მტევანად დაჰკიდეს | თვალ-მარგალიტი ხლებითა, |
Verse: d და | იაგუნდი და ზურმუხტი, | ლალი ჩნდის განჭვირვებითა. |
Strophe: 1354_[1254] | ||
Verse: a | გამზრდელი დასტანს წაადგა, | იგ იყო ზღუდის ძირსაო; |
Verse: b | თავს მუშკი გარდააყარა, | ვინ დასთუ̂ლის მათსა ლხინსაო?!. |
Verse: c | მან საგდებელი შესტყორცა | მოაბა ბურჯის ძირსაო, |
Verse: d და | ეტლისა მსგავსად გავიდა, | სხვას შეუძლია ვისაო?!. |
Strophe: 1355_[1255] | ||
Verse: a | ძიძამან ზაალ დალოცა, | გულ-ტკბილად ეუბნებისა: |
Verse: b | "ლომ-გულო, ღ(ვ)თისა წყალობა | ნურ ოდეს მოგეშლებისა!.. |
Verse: c | მზის შუქისათვის გარჯილხარ, | იქნა თქუ̂ენისა ნებისა, |
Verse: d და | მე თქუ̂ენი ნახვა მიამა, | თუ ჩემგან იკადრებისა!" |
Strophe: 1356_[1256] | ||
Verse: a | მადლი უბრძანა ძიძასა | ზალდასტან, ეუბნებოდა: |
Verse: b | "შენ ვალი დამდევ, მუქაფა | ღვთივ ჩემგან გარდიჴდებოდა, |
Verse: c | რედაქ გავიდა, მიმართა, | -- ვინ მზესა ედარებოდა! |
Verse: d და | როადამ ნახვას ირცხოდა, | მაგრამ რაღამცა ჴდებოდა?!. |
Strophe: 1357_[1257] | ||
Verse: a | რა ზალდასტან შინ შევიდა, | ქალი ტახტით ჩამოვიდა, |
Verse: b | საფადარსა ეთაყუ̂ანა, | მას სურვილი მისი კუ̂ლიდა, |
Verse: c | ზაალ, ჴელი პირს ამოსდვა, | ელვარეთა ღაწუ̂თ კოცნიდა, |
Verse: d და | ბროლის ყელსა მოეხვია, | სიხარულსა ვინ დასთუ̂ლიდა?!. |
Strophe: 1358_[1258] | ||
Verse: a | ის ნამეტნავად მოსწონდა | ტან-ალვა, მსგავსი საროსა! |
Verse: b | თმა-მუშკი, ღაწუ̂-ლალიანი, | მნათობთა დასადაროსა, |
Verse: c | თვალ-მარგალიტნი ტახტსა სხდეს, | სურნელს აკმევდეს ამოსა, |
Verse: d და | შუქი ბროლისა ყელს ადგა | ტურფათა დასაგვანოსა. |
Strophe: 1359_[1259] | ||
Verse: a | ვარდის ფურცელთა ბაგეთა | გავს მარგალიტი წყობილი; |
Verse: b | ვით ვეცხლის შუბლსა, ფიქალსა | უჭუ̂რეტს ზალდასტან ჴმობილი: |
Verse: c | შავნი გიშრისა თვალ-წარბნი | როდამს შვენოდა წყობილი, |
Verse: d და | ელვარეთ კავთგან დაერჭო | ზაალს ლახვარი სობილი. |
Strophe: 1360_[1260] | ||
Verse: a | ზაალ შეფრფინვით უჭუ̂რეტდა, | სახე არ გაეცდებოდა, |
Verse: b | მოიღეს სასმელ-საჭმელი, | რაცა მათ ეფერებოდა. |
Verse: c | ოქრო-ქსოვილის სარტყლები | მონათა მოუჴდებოდა, |
Verse: d და | სამკაულითა მოერთუ̂ნეს, | რაც სეფე-ქალნი ხლებოდა. |
Strophe: 1361_[1261] | ||
Verse: a | ზაალ და როდამ იშვებდეს, | ერთმანერთისა ხვევითა. |
Verse: b | მათ ერთმანერთი დაჰკოცნეს, | ორნივ მნათობნი, მზე-ვითა!.. |
Verse: c | მათ ერთობ ისიყუ̂არულეს, | ისხდეს, ალვისა ხე ვითა, |
Verse: d და | მუნ ცოლ-ქრმობასა შეპირდეს, | ფიცის სიმტკიცე ვთქუ̂ა ვითა?!. |
Strophe: 1362_[1262] | ||
Verse: a | ერთმანერთს არა დააკლეს | ერთის საქმისა მეტია. |
Verse: b | ზაალ ერთობ-ღა დაითრო, | გაჴდა, მართ ვითა რეტია. |
Verse: c | ჰკლავს როდამისა სურვილი, | თვალი ვერ მოუსხლეტია, |
Verse: d და | მან დღე და ღამე შეჰფიცა, | არის მზის შენამჭვრეტია! |
Strophe: 1363_[1263] | ||
Verse: a | ზაალ შეჰფიცა: "მზისა და | მთვარისა დამბადებელმან, |
Verse: b | ზაფხულისა და ზამთრისა | საწუთოს მამყარებელმან, |
Verse: c | სხვა არვინ მინდა შენს მეტი, | ვინ ვაქო შენმა მქებელმან?! |
Verse: d და | შენისა სიყვარულისა | მე დამწვა ცეცხლმან მგზებელმან! |
Strophe: 1364_[1264] | ||
Verse: a | დაუვიწყებლად მიყუ̂არდე, | მქონდეს სურვილი შენია. |
Verse: b | მე არ მინდოდეს სხვა ცოლი, | რომ მამხუ̂დეს ორნი მზენია. |
Verse: c | მან ფალავანმან მამამან, | მგონ, მოგვცეს სავარდენია, |
Verse: d და | წესისა ებრად შეგვყარნეს, | ეს ჩვენგან სააზრენია. |
Strophe: 1365_[1265] | ||
Verse: a | მერმე როადამ შეჰფიცა | ფიცითა საშინელითა: |
Verse: b | "საწუთროს დამბადებელმან, | არ გეფერები ენითა: |
Verse: c | ეს გული გაუყრელად გაქუ̂ს, | ვიწვი ცეცხლითა შენითა!.. |
Verse: d და | არ გაგეყარო ცოცხალი, | შენ გახლდე შუქთა ფენითა. |
Strophe: 1366_[1266] | ||
Verse: a | რომე ზეცით ანგელოზი | ჩამოვიდეს ჩემად ქმარად, |
Verse: b | სიყუ̂არული არ დამვიწყდეს | და მე ვიყო შენს ამარად, |
Verse: c | ამა ფიცსა გაგითავებ. | არვინ მიჩნდეს შენად დარად!" |
Verse: d და | ცისკრის ჟმამდის ერთმან ერთსა | ეს ეუბნეს გასახარად. |
Strophe: 1367_[1267] | ||
Verse: a | ადგა ზალდასტან. ორთავე | ცეცხლმან დაუწყო დებაო. |
Verse: b | ტურფამ მოყმემან გამოვლო, | აქუ̂ს იმედისა დებაო, |
Verse: c | მან საგდებელი ჩაუშვა, | რედაქ ჩაგზავნა ზედაო, |
Verse: d და | აწ მერმე თვითან გარდუშვა, | ვით ვაკეს ჩაირბენდაო. |
Strophe: 1368_[1268] | ||
Verse: a | ძიძამან მათ საგდებელი | მოუხსნა, ჩააგდებინა. |
Verse: b | აიღეს სადგომს მივიდნეს, | არავის ააზრებინა, |
Verse: c | მისთ შინაურთა უბრძანა | -- საწოლი დააგებინა, |
Verse: d და | ტირის, როდამის სურვილმან | საწუთრო აარმებინა! |
Strophe: 1369_[1269] | ||
Verse: a | დილასა რა მზე მოვიდა, | საწუთრო დააშვენაო, |
Verse: b | განათლდა ყოვლი ქუ̂ეყანა, | შუქმა დაუწვო ფენაო. |
Verse: c | ადგა ზალდასტან, ტახტს დაჯდა, | პირად მზე, ლამაზ-ენაო, |
Verse: d და | ბოლუქ-ბოლუქად ლაშქარმან | მისკენ დაიწყო დენაო. |
Strophe: 1370_[1270] | ||
Verse: a | სადარბაზებლად მოვიდენ, | იქმონენ თაყუ̂ანებასა. |
Verse: b | უბრძანა თავადთ დასხდომა. | ვინ ღირსა მათსა ხლებასა?!. |
Verse: c | გამართეს დიდი ნადიმი, | ყუ̂ელა იქს გახარებასა; |
Verse: d და | მომღერალნი და მუტრიბნი... | ჩანგი იქს ჴმისა ღებასა. |
Strophe: 1371_[1271] | ||
Verse: a | სამიჯნუროსა შაირსა | ათქმევდა, აამებინა, |
Verse: b | გამოუსვენა ლაშქართა | სული არ დააღებინა. |
Verse: c | ზაალ რუადამს იგონებს, | არც ღამით ძილი ეძინა, |
Verse: d და | ინატრის: "ნეტამცა ვინ მე | შენს თავსა მაახლებინა!.." |
Strophe: 1372_[1272] | ||
Verse: a | თავს ეუბნების თუ: "გულსა | ნუ მისცემ შეჭირვებასა! |
Verse: b | ფრინველ-ჯინჭველი დაბადა, | იქმონენ ღ(ვ)თისა ნებასა, |
Verse: c | ყოველი თესლად თესლადი | მოელის აშენებასა. |
Verse: d და | მე მარტო ვერას კარგსა ვიქ, | ღ(ვ)თით ველი გამარჯვებასა! |
Strophe: 1373_[1273] | ||
Verse: a | რაც მახსენები დარჩების, | ვინცა უჯუფთო არისა, |
Verse: b | ყოველი სული მოძრავი | ღ(ვ)თისაგან შველას ელისა. |
Verse: c | საწუთრო საკუ̂ირველებით | აავსო მრავალ-ფერითა, |
Verse: d და | კაცი ჭკუ̂ით-მეცნიერებით | შეამკო ტურფა ენითა. |
Strophe: 1374_[1274] | ||
Verse: a | ჴმელთ ზედა პილო დაბადა, | ჯინჭველი რა სარებია, |
Verse: b | ჰაერთა შინა ორბი და | ლივლივით მოძრავებია. |
Verse: c | ზღვაშიგან კიბორჩხალებილ, | თევზი და ნიანგებია. |
Verse: d და | გორჯასპის იმ ფალავანსა | აქ მამა ჩემი ხლებია. |
Strophe: 1375_[1275] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფეთ წინა მდგომელი | გამოჩენილი ყმობისა. |
Verse: b | მის წელთათ გამოსრული ვარ, | რა მძეს პატივი შობისა!.. |
Verse: c | ღ(ვ)თის შეწევნითა, იმედი | მაქუ̂ს ჩემის ფალავნობისა, |
Verse: d და | შესაფერს ცოლსა მიბოძებს, | რუადამ მეგონებისა. |
Strophe: 1376_[1276] | ||
Verse: a | განგებამან იპრიანოს, | მამხუ̂დეს რუადამ ჩემიო, |
Verse: b | ჩვენის თესლისა ნაყოფად | დანერგოს ალვის ხენიო. |
Verse: c | ჩვენგან იადგრად დარჩების, | მრქუ̂იან შობითგან ბერიო. |
Verse: d და | მას ღამე ყოელ იგონებს, | არის ცრემლისა მღუ̂რელიო. |
Strophe: 1377_[1277] | ||
Verse: a | რა ღამემ შავი შარისა | პერანგი დაიხიაო, |
Verse: b | ლალისა ფერი დროშები | ამართეს, ბრწყინავს: "მზეაო!" |
Verse: c | ზაალ ადგა და პირს იბანს, | ჰგვანდა: "ალვისა ხეაო!" |
Verse: d და | მისთა თავადთა ვაზირთა | მოსწონდათ მისი ზნეაო. |
Strophe: 1378_[1278] | ||
Verse: a | იჴმნა იმისნი ვაზირნი, | არიან მისნი მხლებელნი, |
Verse: b | უთხრა: "საწუთროს ნახულნო, | ხართ ჩემი მაამებელნი, |
Verse: c | გასმიათ ვისმე უჯუფთად | ნაყოფის გამომღებელნი, |
Verse: d და | მერაბის ასულისანი | პირველ იყუ̂ენით მქებელნი. |
Strophe: 1379_[1279] | ||
Verse: a | პირველ მესმა თქუ̂ენგან ქება, | და ჩამეგზნა გულსა ალნი. |
Verse: b | მასუკანით მულღანზარში | მოსრულიყვნეს მისნი ქალნი. |
Verse: c | იგ ვარდისა ყუ̂ავილს ჰკრეფდეს, | ვერ მოვსხლიტე ჭუ̂რეტით თვალნი. |
Verse: d და | პატრონისა მაქებელნი | რედაქ აქო სეფე-ქალნი. |
Strophe: 1380_[1280] | ||
Verse: a | იგ რედაქს გაეკამათნეს | უცხოთა საუბარითა, |
Verse: b | მან თქუ̂ა თუ: "შენი პატრონი | ვერ არის ჩვენის დარითა! |
Verse: c | აღარვინ მოგეწონების, | რა ნახავ მზისა გვანითა, |
Verse: d და | მე ვკითხე, ყუ̂ელა მიამბო, | ცრემლი გაუშვი თვალითა. |
Strophe: 1381_[1281] | ||
Verse: a | მე ვჰკითხე, პირველისაგან | უფრო იტყოდა ქებასა. |
Verse: b | მისით ქებითა იქმოდეს | ის ჩემსა გაახლებასა: |
Verse: c | სხვა არა შემჭირდებოდა, | ცეცხლმან მიმატა გზებასა, |
Verse: d და | ბნელსა ღამესა ქვეითი, | ვიქმოდი მისკენ რებასა. |
Strophe: 1382_[1282] | ||
Verse: a | მე რედაქ თან წავიტანე, | მასთან წავედით რბენითა. |
Verse: b | შევსტყორცე, ბურჯსა მოვაბი, | ზედ გაველ საგდებელითა. |
Verse: c | რა ვნახე პირმზე რუადამ, | გავჴე ცნობითა ხელითა, |
Verse: d და | ტანი აზატსა საროსა | უგავს მზის შუქთა ფენითა. |
Strophe: 1383_[1283] | ||
Verse: a | პირი სამოთხის ყუ̂ავილსა | ვარდსა ვამსგავსე ფერადო, |
Verse: b | სიშავით თმა გეგონების | გიშრისა საგდებელადო, |
Verse: c | მარგალიტს უგავს დაცმულსა, | -- კბილთა გამჴადეს ხელადო!.. |
Verse: d და | იაგუნდისა გვირგვინი | ალვასა ედგა მშვენადო! |
Strophe: 1384_[1284] | ||
Verse: a | ხატაურითა სტავრითა, | სარტყლითა, საყურიანი, |
Verse: b | შემკული მარგალიტითა | შვენოდა, ვითა იანი. |
Verse: c | ზობარჯადისა ტახტსა ჯდა | ტან-ალვა პირად მზიანი. |
Verse: d და | მე მხიარული ვიშვებდი, | ვიჯე გულ-მარიხიანი. |
Strophe: 1385_[1285] | ||
Verse: a | ერთმან ერთისა ხლებითა | რომე ვიშვებდი, იცითა: |
Verse: b | საცოლ -ქრმოდ შევიყარენით, | პირი დავდევით ფიცითა. |
Verse: c | სულისა თვალნი უჭუ̂რეტდეს | სიყუ̂არულითა მტკიცითა, |
Verse: d და | ადრე შეყრასა ვაპირებ, | ვიწვი ცეცხხლითა მისითა! |
Strophe: 1386_[1286] | ||
Verse: a | სამოთხის ყვავილის ვლამი | მე ადრე მოახლებასა: |
Verse: b | ბაღში ჩაყაროს ნაყოფი, | მოელის კაცი სთუ̂ლებასა. |
Verse: c | სისწრაფე მმართებს, გული იქს | მართ დიდსა შეჭირვებასა, |
Verse: d და | კაცს იამების, -- ვენაჴი | იქმოდეს დამწიფებასა!.. |
Strophe: 1387_[1287] | ||
Verse: a | რა ზაულელთა თავადთა | ესმა ეს ნაუბარია, |
Verse: b | დანაღვლიანდეს. შეექმნათ | მათ წყენა მრავალ გვარია. |
Verse: c | პირი დაბეჭდეს, ქუ̂ად იქმნეს, | ზაალს მათზედ აქუ̂ს თვალია, |
Verse: d და | დასტა უკუ̂ირდა, იტყოდა: | "რა თქუ̂ენი საწყინარია?!" |
Strophe: 1388_[1288] | ||
Verse: a | რა არა გასცეს პასუხი, | ზალდასტან უთხრა წყენითა: |
Verse: b | რისათვის არა მითხარით, | თქუ̂ენ, პირი დაბეჭდენითა?! |
Verse: c | მე ვერას მარგებთ აგეთსა | მაგა შველითა თქუ̂ენითა, |
Verse: d და | თუ მარტო გავგულისდები, | ზღვას ავადუღებ წყენითა. |
Strophe: 1389_[1289] | ||
Verse: a | ჴმასა ვერვინ ამოიღებთ, | ეგ ლაშქარი, ყოვლი ერი; |
Verse: b | ზაალს წყენა რა შეატყუ̂ეს, | მაშინ ადგა ყრმა და ბერი. |
Verse: c | ბრძანებისა მორჩილნი ვართ, | აწ ვქნათ თქუ̂ენი შესაფერი: |
Verse: d და | შეცილებას ვინა გკადრებს, | ამოვაგდოთ შენი მტერი?!. |
Strophe: 1390_[1290] | ||
Verse: a | გაღანამცა ვართ მორჩილნი | თქუ̂ენისა ბრძანებისანი, |
Verse: b | აწ მერაბ ნათესავია | არაბთა ჴელ-მწიფისანი. |
Verse: c | არ ჩვენი ნათესავია | -- ერანელთ ნიმროზისანი. |
Verse: d და | არის მისისა გვარისა, | მტერნი ვართ ზააქისანი. |
Strophe: 1391_[1291] | ||
Verse: a | ესე თემი და ქუ̂ეყანა | მძლავრობით დაუჭერია. |
Verse: b | ვაი̂, თუ ჴელ-მწიფეს მანუჩარს | ეწყინოს!.. მისი მტერია. |
Verse: c | არამც გაჯავრდეს, გაგვიწყრეს | პატრონი მამა თქუ̂ენია, |
Verse: d და | ამისთვის ვერ მოგახსენეთ | პასუხი თქუ̂ენი ფერია! |
Strophe: 1392_[1292] | ||
Verse: a | აწე რადგან როდამისა | სიყუ̂არული ჩაგვარდნია, |
Verse: b | წიგნი ჰკადრე მამა-თქუ̂ენსა, | ერთი კაცი გაგზავნია: |
Verse: c | არ გაგიწყრეს მამა თქუ̂ენი, | გმირი საამ ჯენდარია, |
Verse: d და | რა წასულა მაზანდარას, | არ გვინახავს ეს ხანია! |
Strophe: 1393_[1293] | ||
Verse: a | ეს საუბარი მოსწონდა, | ცეცხლი დაევსო გზებული, |
Verse: b | მუშკითა ქმნეს და ამბრითა | მელანი შეზავებული. |
Verse: c | პირველად ღმერთი ახსენეს, | არის იმისგან ქებული, |
Verse: d და | მისგან წყალობას მოელის | ყოველი დაბადებული. |
Strophe: 1394_[1294] | ||
Verse: a | ზრდის მისსა დაბადებულსა | მოწყალე განგებისაგან. |
Verse: b | თავს გამოიღებს ვერავი | მისისა დიდებისაგან!.. |
Verse: c | საამს წინ წიგნი დაწერეს | ლომ-ნაკუ̂თად პილოტნისაგან, |
Verse: d და | გულ-ტკბილად ქება დაუწყეს | პირ-მზისა ფალავნისაგან. |
Strophe: 1395_[1295] | ||
Verse: a | მტერთ თავის ფერჴთ ქვეშ მომქცეო, | ისმინე მოხსენებული: |
Verse: b | თქუ̂ენისა ყმისა მიწისა | პირ-მიწა თავ-დადებული. |
Verse: c | ამისთვის თაყუ̂ანისცემა | მუდამ მაქუ̂ს გადიდებული, |
Verse: d და | თქუ̂ენი მბრუნავი ეტლიმცა | იქმნების გამარჯვებული!" |
Strophe: 1396_[1296] | ||
Verse: a | თქუ̂ენსამც ფარმანას ქვეშ არის | საწუთრო თქუ̂ენსა ნებასა. |
Verse: b | ბედნიერისა პირითა | მოველით ჩვენ ბრძანებასა. |
Verse: c | თავსა და ბედსა ვემდურვი | ათ-წელ არ თქუ̂ენსა ხლებასა. |
Verse: d და | შემოგეხვეწე, ნუ გამყრი | მე თქუ̂ენსა გამარჯვებასა! |
Strophe: 1397_[1297] | ||
Verse: a | არ წამიტანე, ვერა ვქმენ, | გმირო ურჩობა თქუ̂ენიო, |
Verse: b | ვიყუ̂ენით ზაულ ქალაქად | მე და ლაშქარი ჩვენიო, |
Verse: c | მათ ლაშქართაცა მოუნდათ, | ქალაქით გავრიდენიო. |
Verse: d და | თავადნი სახელდებულნი | მახლავს, ლაშქარი თქუ̂ენიო. |
Strophe: 1398_[1298] | ||
Verse: a | ჩვენ დავდეგით ქუ̂აბულისა | მინდორშიგან კარვებითა. |
Verse: b | არავის რა გვჭირვებია | მოწყალისა ბრძანებითა. |
Verse: c | დია ლხინით დაგვიყუ̂ია | ნადირობა ჭამა-სმითა, |
Verse: d და | თქუ̂ენსა ჩრდილსა არ ვახლივართ, | ესე გვიმძიმს, -- გმართებს ვითა?!. |
Strophe: 1399_[1299] | ||
Verse: a | მერმე ვიშიშვი, ლომ-გულო, | მე ამა კადრებისათვის: |
Verse: b | "დიდი გმირი ხარ, ჭკუ̂იანი, | ნუ სწყრები ამა თქმისათვის!.. |
Verse: c | რომ ჴელ-მწიფესა დაპირდი | ჩემისა თქუ̂ენ გულისათვის, |
Verse: d და | რაც ეწადების, მას უზამ | თქუ̂ენისა ბრძანებისათვის. |
Strophe: 1400_[1300] | ||
Verse: a | გმირო, აჯა ესე არის | აწ ჩემისა მიზეზისა: |
Verse: b | "ქუ̂აბულისტანს მამდომია | ქალი მერაბ ჴელ-მწიფისა, |
Verse: c | ტან-სარო და პირად მთვარე, | შვენებითა მსგავსი მზისა! |
Verse: d და | ვერ იქნების უმეჯუფთოდ | ნათესავი ადამისა!.." |
Strophe: 1401_[1301] | ||
Verse: a | არა მყავს მახსენებელი, | შემქმნია საგონებელად. |
Verse: b | ვეღარა გავსძელ დაფარვა, | მით ვარ ამისად მთხრობელად: |
Verse: c | არ შემიწყალე, მიბოძე | ფარმანი დასათხოელად. |
Verse: d და | რაცა გეწადოს, მიბრძანე, | პატიჟთა მოსაშორებლად. |
Strophe: 1402_[1302] | ||
Verse: a | ნუ დამიყოვნი ამბავსა | გული არა მაქუ̂ს ლხენითა. |
Verse: b | წიგნი ჭკუ̂იასა გუ̂არამსა | მისცა, წავიდა რბენითა. |
Verse: c | უბრძანა: "ცხენი გამძლენი, | თქუ̂ენ, ოთხნი დაჰკაზმენითა. |
Verse: d და | შეჯე, ნუ დაიწყალობებ, | მამაჩემს იახლენითა. |
Strophe: 1403_[1303] | ||
Verse: a | თუ ფიცხლავ კარგსა ამბავსა | მომართმევ, მიამებისა. |
Verse: b | გოარსა მოგცემ ეზომსა, | რომ დათუ̂ლა არ ეგებისა. |
Verse: c | აკოცა გუ̂არამ მიწასა, | ესმა ბრძანება ნებისა. |
Verse: d და | ზაალ დალოცა. ცხენს შეჯდა, | წამოსლვა ესწრაფებისა. |
Strophe: 1404_[1304] | ||
Verse: a | დღისით და ღამით იარა, | წავიდა, ვითა ქარიო. |
Verse: b | ფიცხლად მივიდა აწ გუ̂არამ, | -- სად არის ქარქისარიო. |
Verse: c | რა მიეწურა, ნადირობს | მუნ საამ ფალავანიო. |
Verse: d და | საამ უბრძანა ლაშქართა, | ეს ნიმროზელი არიო. |
Strophe: 1405_[1305] | ||
Verse: a | რომ შეეტყობის, მოსაქმე | ეს ზაალისგან არისა. |
Verse: b | მან თაყუ̂ანისცა, მიართვა | წიგნი მის პილოს დარისა. |
Verse: c | კადრა მოკითხვა, რაც იცის | იგ ზაალ საფადარისა. |
Verse: d და | "ამოდ და ბედნიერად ხართ, | -- ღვთისაგან ეს გვიხარისა!" |
Strophe: 1406_[1306] | ||
Verse: a | უხო ჯომარდო, ლომ-გულო, | ისმინე მონახსენია: |
Verse: b | "ადრე უბრძანოთ გუ̂არამსა, | ვიაჯ ამბავი თქუ̂ენია, |
Verse: c | ჴამს ლხინად გარდაგვიქციო | ეს შეჭირვება ჩვენია, |
Verse: d და | წიგნი რა ნახა გაკუ̂ირდა, | ესმა ეს მონახსენია. |
Strophe: 1407_[1307] | ||
Verse: a | წაიკითხა, გაუკუ̂ირდა: | წიგნი ნახა საკუ̂ირველი, |
Verse: b | ვეშაპი და ქაჯი ერთგან | იყუ̂ნენ, ამას არ მოველი! |
Verse: c | აქანამდის საგონებლად | ესე საქმე მქონდა ძნელი, |
Verse: d და | ავ ნიშანი გამოჩნდების: | გულსა მედვა საზარელი. |
Strophe: 1408_[1308] | ||
Verse: a | როდესცა ვნახე თმა თეთრი | დავნაღვლიანდი გულითა; |
Verse: b | ვთქუ̂ი: " იქს ჴელმწიფის საწყენსა, | ანუ მე დამწვავს სულითა; |
Verse: c | აწ ირთავს ცოლსა ესეთსა, | -- არ არის ჩვენის სჯულისა! |
Verse: d და | არ გვმართებს მისი მძახლობა!" | ბრძანა, -- "დავშალოთ აწ რითა?!." |
Strophe: 1409_[1309] | ||
Verse: a | რა მოუთქს ამა საქმესა, | ანუ რა მოეგვარების?!. |
Verse: b | სით ეფერების ჩვენთ გვარსა, | ვინც ქაჯთა დაედარების?!. |
Verse: c | ამაზედ შინა წავიდა, | სინჯავს, რაც მოეჴმარების. |
Verse: d და | შეჭირვებული ჩამოჴდა, | მართ მკუ̂დარსა დაეგვანების! |
Strophe: 1410_[1310] | ||
Verse: a | კარავთ შინა მეცნიერნი | მოაბადნი აჴმობინა, |
Verse: b | მუნეჯიბნი გვერც მოისხნა, | მეეტლენი რაცა ვინა. |
Verse: c | საეტლოსა მათ ჩახედეს, | გაიცადნეს თავის წინა. |
Verse: d და | საამ ბრძანა: "თუ შემიტყობთ, | ჩემმან გულმან მოილხინა!" |
Strophe: 1411_[1311] | ||
Verse: a | "რა მოსდევს ამა საქმესა: | სარგებელი, თუ ზიანი?!. |
Verse: b | ვარსკუ̂ლავთ მრიცხველნი მოასხნა | საამ ზის გულ-ნაღუ̂ლიანი. |
Verse: c | მესტროლაბეთა უბრძანებს | საამ ლომ-გული, სვიანი, |
Verse: d და | ზაალ ეტლშიგან ჩანიშნე | და როდამ პირად მზიანი. |
Strophe: 1412_[1312] | ||
Verse: a | პოვეს ამისი ვარსკუ̂ლავი | შეიგნეს შეიყრებოდეს; |
Verse: b | რაც რომე კარგად მოჴდების, | იმათგან იაზრებოდეს, |
Verse: c | გულ-მხიარულნი აგეთნი | საამს წინ წამოდგებოდეს, |
Verse: d და | სიმხიარულე შეატყო, | ფალავანს გაღიმებოდეს. |
Strophe: 1413_[1313] | ||
Verse: a | მოაბადთა მოახსენეს: | "საწუთროსა ფალავანსა |
Verse: b | გმართებს დიდი სიხარული, | ამბავს გკადრებთ ბედნიერსა: |
Verse: c | კარგი საქმე მიაჩნია | შვილსა შენსა შესაფერსა, |
Verse: d და | საეტლოსა შიგან ვნახეთ: | ზაალ მიხუ̂დეს მისთვის ხელსა! |
Strophe: 1414_[1314] | ||
Verse: a | საეტლოს შიგან ჩავხედეთ: | -- სტროლაბი გაიღებისა! |
Verse: b | ჩუ̂ენ გავიცადეთ ყოველი, | რაც უკეთ მოუჴდებისა. |
Verse: c | მერაბის ასულსათანა | შვილი მიხუ̂დების ნებისა: |
Verse: d და | ძალ-გულად ფალავნობითა | წინ ვერვინ დაუდგებისა. |
Strophe: 1415_[1315] | ||
Verse: a | თქუ̂ენ გამეტებდეს, იქნების | ასეთი ფალავნობითა, |
Verse: b | როგორც აქ არავინ არის | შენებრი მეომრობითა, |
Verse: c | ომითა გაუძღომელი, | უსწორო ცხენოსნობითა, |
Verse: d და | დიდხანს იცოცხლონ ორთავე | ტურფათა აშიკობითა. |
Strophe: 1416_[1316] | ||
Verse: a | მისსა ჟამშიგან აშენდეს | ნიმროზისტანი, ერანი, |
Verse: b | ჴრმლით დაიმონოს ქუ̂ეყანა | და ჴელ-მწიფენი ყუ̂ელანი, |
Verse: c | მან მოხარაჯედ ამყოფოს | წინა-აღმდგომნი მტერანი, |
Verse: d და | ვეშაპ-დევ-ქაჯნი დაჴოცნოს | ყოვლის გრძნებისა მქნელანი. |
Strophe: 1417_[1317] | ||
Verse: a | დაჴოცოს და ამოაგდოს | მისი მტერი, ვინცა არი. |
Verse: b | სახელითა აივსების | ის ბედითა ბედნიარი, |
Verse: c | ერანელთა ააშენებს | ჴელ-მწიფეთა მოსაჴმარი, |
Verse: d და | შემბმელი და მეომარი | არ გამოჩნდეს მისი დარი!" |
Strophe: 1418_[1318] | ||
Verse: a | რა გაიგონა ეს საამ, | უხარის, იამებოდა, |
Verse: b | მუნეჯიბთ მისცა მრავალი, | ჰკადრეს ამბავი, -- ჰნებოდა, |
Verse: c | რომე დასწყნარდენ ძველ მტერნი, | არვისგან იაზრებოდა, |
Verse: d და | ვერ ნახონ ზააქიანთა | ერთი დღე, -- მოსვენებოდა! |
Strophe: 1419_[1319] | ||
Verse: a | გუარამს უთხრა: "ნუ იტყუ̂ი | მერამლეთ გაგონებასა: |
Verse: b | ჩემ მაგიერად უამბე, | ღმერთიმც იქს შენსა ნებასა, |
Verse: c | ფრიდონ და ზააქისაგან | მე ვრიდობ მესისხლობასა, |
Verse: d და | თუ მანუჩარცა გაჯავრდეს, | რა უყო მისსა ყმობასა. |
Strophe: 1420_[1320] | ||
Verse: a | თუ რაზმი არ გამომიჩნდეს, | ადრე ვქნა შენი ხლებაო, |
Verse: b | არ დავიყოვნი, მეც მოვალ, | გნახო, მომხუ̂დების შვებაო, |
Verse: c | მბრუნავსა ეტლსა ჩავხედნეთ, | რას გვიზამს თუ განგებაო! |
Verse: d და | ნუ შეიჭირვებ, მგონ, ღ(ვ)თითა | იქნების შენი ნებაო!.. |
Strophe: 1421_[1321] | ||
Verse: a | ტანსა შემოსა გუარამ, | ფიცხლავ წავიდა რბენითა. |
Verse: b | დღე-ღამე სწორად იარა | მითვე ორითა ცხენითა. |
Verse: c | რა ქუ̂აბულისტანს მივიდა, | დასტან ნადირობს ერითა, |
Verse: d და | გუარამ ქება შეასხა, | თქმა არ ეგების ენითა. |
Strophe: 1422_[1322] | ||
Verse: a | ჩამოჴდა ზაალ, დალოცა, | მადლს იჴდის გვარამისაგან, |
Verse: b | იკადრა მოციქულობა, | -- რაც იცის, საამისაგან: |
Verse: c | ემთხვია, წიგნი მიართვა, | ნაწერი ფალავნისაგან, |
Verse: d და | დალოცა: "ბედნიერმც არის | ლომ-გული დოვლათ-სვისაგან!" |
Strophe: 1423_[1323] | ||
Verse: a | მუნეჯიბთ ეტლი იკითხეს, | იქმენ ფალავნის ხლებასა. |
Verse: b | თქუ̂ეს: "ბედნიერად იქმნების, | ღ(მერ)თი იქმს თქუ̂ენსა ნებასა!" |
Verse: c | რა მამა თქუ̂ენსა ეს ესმა, | ვინ დასთუ̂ლის გახარებასა?!. |
Verse: d და | შვილი მოგხუ̂დების, -- იტყოდე | იმისა გამარჯვებასა. |
Strophe: 1424_[1324] | ||
Verse: a | თქუ̂ეს: "პირ-მზის როდამისაგან | შვილი მიხუ̂დების მძლიაო, |
Verse: b | უსწორო ფალავნობითა, | ტან-სარო, ალვის ხიაო, |
Verse: c | რომლისა სწორი არ იყოს, | სადა ზღვა-ჴმელეთიაო, |
Verse: d და | ეს მოაბადთა იკადრეს, | საამს იამა დიაო. |
Strophe: 1425_[1325] | ||
Verse: a | რა გურამისგან ეს ესმა, | ზაალ იქს გახარებასა. |
Verse: b | თქუ̂ა: "გემართლები, გუარამ, | ქადების გამართლებასა!" |
Verse: c | მუშკ-ამბრით წიგნი დასწერა, | იქს როდამისკენ რებასა. |
Verse: d და | აქ მოციქულად დალილი | დიაცი ბედავს ხლებასა. |
Strophe: 1426_[1326] | ||
Verse: a | მათ შუა იარებოდა | დალილი მოციქულია, |
Verse: b | რა როდამს წიგნი მიართვა, | თქუ̂ა: "გაუნათლდა გულია!" |
Verse: c | ეთაყუ̂ანა და ემთხვია, | დალოცა დოვლათ-სრულია. |
Verse: d და | ისმინა მოციქულობა, | დალილს მიუპყრა ყურია. |
Strophe: 1427_[1327] | ||
Verse: a | ასრე იამა, ვითამცა | მუნ ჰყუ̂ა ზაალის თავიო, |
Verse: b | დალილს დაუდვა იმედი, | თქუ̂ა: "აროს გიყო ავიო!" |
Verse: c | იაგუნდისა ბეჭედი | და მისცა შუბლ-საკრავიო, |
Verse: d და | იგ ძვირ-ფასისა, უებრო | და ტურფა სანახავიო. |
Strophe: 1428_[1328] | ||
Verse: a | წინა მიუდგა დალილსა | თვალ-მარგალიტი-რეული; |
Verse: b | თქუ̂ა: "მოიჴმარე ამ ჟამად, | იქონე ეს ჩემეული: |
Verse: c | მაღირსო ზაალის ხლება, | მე ვიყო იმედეული!" |
Verse: d და | ტკბილის თვალითა უჭუ̂რეტდა, | იჯდა ცრემლითა ფრქვეული. |
Strophe: 1429_[1329] | ||
Verse: a | პირი ვარდს უგავს როადამს, | იყო დალილი ხლებული, |
Verse: b | ძოწ-მარგალიტსა აჩენდა, | ცეცხლი დაევსო გზებული, |
Verse: c | იყო ას-ორმოც ათასად | დრაჰკანად დაფასებული, |
Verse: d და | ამ სამკაულმან გაჴადა | დალილი გახარებული! |
Strophe: 1430_[1330] | ||
Verse: a | სხდა იაგუნდი, ზურმუხტი, | თვალ-მარგალიტი მრავალი: |
Verse: b | ეს მისცა ქრთამად დალილსა, | თუ ვით ენახა ზაალი. |
Verse: c | ჴელ-მანდილშიგან გამოჰკრა, | თქუ̂ა: "მისაცემლად კმა არი!" |
Verse: d და | უბეთა შიგან ჩაუდვა. | წამოსასუ̂ლელად მზა არი. |
Strophe: 1431_[1331] | ||
Verse: a | ამაზედ როდამის დედა | მოვიდა დედოფალია, |
Verse: b | სინდუხტ თქუ̂ა: როდამ" არ ვნახო, | ეს ჩემგან რა საქნელია?!" |
Verse: c | გუ̂ერც პირ-მთუ̂არენი იახლნეს | -- მონა და სეფე-ქალია. |
Verse: d და | სინდუხტ ვერ იცნა დიაცი, | ბრძანა: როდამის" ბრალია!" |
Strophe: 1432_[1332] | ||
Verse: a | სინდუხტ ბრძანა: "ერთი საქმე | ნამეტნავად მეკუ̂ირვების" |
Verse: b | ის -- დიაცი არ მინახავს, | სადედოფლოს იარების!" |
Verse: c | მას მოლარე გაუგზავნა, | -- როდამს გვერდით რასა დგების?! |
Verse: d და | რაც უბრძანა დედოფალმან, | იგ დალილსა ეუბნების. |
Strophe: 1433_[1333] | ||
Verse: a | რა მოლარე გაეუბნა, | წაუვიდა დალილს ფერი, |
Verse: b | შეშინდა და იგონებდა, | თუ რა უთხრას მათი ფერი?! |
Verse: c | ეთხრა: "შვილო, ვარ ვაჭარი | სამკაულთა შესაფერი: |
Verse: d და | უყიდი და გაუყიდი, | იგი არის ჩემი ფერი!" |
Strophe: 1434_[1334] | ||
Verse: a | ერთმან ვინმე ვაჭრის ცოლმან | მომცა კარგი სამკაული, |
Verse: b | იგ მოვიღე, ვერ გავყიდე, | ფასი ედვა მეტად ძვირი. |
Verse: c | აქ მოვიღე, ვთქუ̂ი: "იყიდის | ჴელ-მწიფისა როდამ შვილი, |
Verse: d და | სინდუხტ ბრძანა: "მე ვიყიდი, | მისთვის მოგცე ფასი ღირი!" |
Strophe: 1435_[1335] | ||
Verse: a | რა უბრძანა დედოფალმან, | "აქ არა მიც", დალილ ჰფიცა. |
Verse: b | თქუ̂ეს: "სავაჭრო უნახავად | უყიდია სხვასა ვისცა?!." |
Verse: c | უთხრა ერთმან სეფე-ქალმან: | "ეგ არის, რომ უბეს გიცა, |
Verse: d და | გვიჩუ̂ენე და არ წაგიღებთ", | -- პატრონზედან დაიფიცა. |
Strophe: 1436_[1336] | ||
Verse: a | დალილ შეშინდა, ვერა თქუ̂ა | პასუხი ყოლე ენითა, |
Verse: b | ზაფრანის ფერი დაედვა | მეტის მეტისა წყენითა. |
Verse: c | სინდუხტ მოლარეს უბრძანა | "უბენი უნახენითა, |
Verse: d და | მომეწონების, -- ფასს მივსცემ | თვითან ჩემისა ჴელითა!" |
Strophe: 1437_[1337] | ||
Verse: a | სამკაულისა ვაჭარსა | ღმერთმან გონება დაუყო: |
Verse: b | ვერ დააფასა ბეჭედი, | მას მოლარემან წაუღო, |
Verse: c | მან დედოფალსა მიართვა, | ნაკრავსა პირი გაუღო, |
Verse: d და | ეუცხოვა და გაჰკუ̂ირდა, | ჭკუა-გონება წაუღო. |
Strophe: 1438_[1338] | ||
Verse: a | იცნა და ბრძანა: "მოიღეთ | დიაცი აქა თრევითა!" |
Verse: b | შევიდა როდამს წინაშე, | ლახუ̂რითა დასახევითა. |
Verse: c | მას ჴელთა ჰქონდა ბეჭედი | ძვირ-ფასი შუბლ-საკრავითა. |
Verse: d და | რა როდამ ნახა, შეშინდა, | გაჴდა გულითა ავითა. |
Strophe: 1439_[1339] | ||
Verse: a | როდამს უთხრა: "თაჯ-ბეჭედი | გაგიცია, ქალო, ჰე რად?!. |
Verse: b | ვის უბოძე სამკაული, | რად გამოსჩნდი ჩემად მკუ̂ლელად? |
Verse: c | რა აიღე უკეთესი, | დამიმალავ, შვილო, მე რად? |
Verse: d და | მან პასუხი ვერა გასცა, | ქალი გაჴდა ზაფრის ფერად. |
Strophe: 1440_[1340] | ||
Verse: a | უბრძანა: "აწ მიჰყოლიხარ | შენ ეშმაკისა ნებასა: |
Verse: b | აპირობ მაგა საქმითა | თავისა მოყივნებასა, |
Verse: c | გვართა და მამა-დედათა | სახელის განქარვებასა. |
Verse: d და | სიკუ̂დილი მიჯობს მე შენსა | ზრახვითა გაწბილებასა! |
Strophe: 1441_[1341] | ||
Verse: a | ქალმან სიტყუ̂ა შეუქცივა, | დიაცურად კარგა ზმიდა, |
Verse: b | მოახსენა: "არ იცოდი, | -- აქანამდის ცეცხლი მწვიდა?!." |
Verse: c | ატირდა და მელნის ტბათა | თვალთა ცრემლი გარდმოსცვივდა. |
Verse: d და | კალთაშიგან გუბი იდგა, | ელვარეთა ღაწუ̂თა სწვიდა. |
Strophe: 1442_[1342] | ||
Verse: a | "სმა-ჭამა მამძულვებია, | -- ძილი-ღვიძილი ნებისა: |
Verse: b | მე სალუქობა თავისა | ყოლ არა მომინდებისა, |
Verse: c | ახალი საამ ფალავნის | მე შვილი მეგონებისა. |
Verse: d და | ჭკუ̂ა აღარა მაქუ̂ს, შემცუ̂ლია, | შავ-გული დამიდნებისა!.. |
Strophe: 1443_[1343] | ||
Verse: a | რასაც მიზამ, ბატონი ხარ, | თავი ჩემი შენი არი: |
Verse: b | სიზრმივ თურმე გამიჯნურდა | ზაალდასტან შვენიარი. |
Verse: c | აქ ჩემითა მიზეზითა | დგას, ეზომი ხანი არი, |
Verse: d და | ამას წიგნი საამისა | ჰქონდა, ნება მისი არი. |
Strophe: 1444_[1344] | ||
Verse: a | ერთსა ღამესა ბურჯზედა | მოაბა საგდებელია, |
Verse: b | მას ზედ ამოვლო კისკასად, | ვითა ქურციკმან ველია. |
Verse: c | ტახტზედა ვიჯექ, მოვიდა, | ჴელსა მომკიდა ჴელია. |
Verse: d და | ეს მითხრა: "ჩემის თავითა | შენ არვის მიგცე მთელია!" |
Strophe: 1445_[1345] | ||
Verse: a | მუნ ერთმანერთსა საცოლ-ქმროდ | ვარდსა დაჰპირდეს იანი. |
Verse: b | იგ ახოვანი ლომ-გული, | ტან-სარო, ასაკიანი: |
Verse: c | კარგი ყმაწვილი ასაკად | თმა-თეთრი, გვირგვინიანი. |
Verse: d და | მე რომე ქება მასმია, | ნახვით სჯობს ზაალ ჭკუ̂იანი. |
Strophe: 1446_[1346] | ||
Verse: a | თეთრითა იაგუნდითა | თავი შემკული ნილოსა |
Verse: b | უგავს, რომ ედგას გვირგვინი | ლალის ღაწუ̂ს დაუჩრდილოსა. |
Verse: c | მფრეწელსა ლომსა მოარჩობს, | მუშტითა მოჰკლავს პილოსა. |
Verse: d და | ნუმცა დამაგდებს უფალი | მე მისგან უნაწილოსა. |
Strophe: 1447_[1347] | ||
Verse: a | საამის წიგნი უბოძა | ამ დალილისა ჴელითა, |
Verse: b | მოახლეთათვის სახარჯო | უხვად გულითა ქუ̂ელითა. |
Verse: c | მე თაჯ-ბეჭედი გავგზავნე | ნიმროზელთ დასაცდელითა, |
Verse: d და | სავაჭროდ მოვლენ ლაშქარნი | სიტყუ̂ითა საკუ̂ირველითა. |
Strophe: 1448_[1348] | ||
Verse: a | ეს ვერა თქუ̂ან, ვერ არია | ქუ̂აბულელნი ჩუ̂ენი სწორნი: |
Verse: b | ნუ გაჰყიდი, დავავედრე: | რას იტყუ̂იან ნიმროზელნი? |
Verse: c | თვარა რატომ დავჰკარგევდი, | ვის მისცემდა ჩემნი ჴელნი?! |
Verse: d და | ნუ გვიწყრები საილათოდ | ვქენ საქმენი დასაცდელნი. |
Strophe: 1449_[1349] | ||
Verse: a | საამს იცნობ გონიერსა: | "ჭკუაშიგ რომ დაცაბერდა?!.. |
Verse: b | თუმცა ბედი არ შეეტყო, | ამ უსტარსა არ მოსწერდა. |
Verse: c | ზაალს ნება რატომ დართო, | დაუშლიდა შვილსა ვერ და?!. |
Verse: d და | სინდუხტ წიგნი წაიკითხა | მას გონება გაუშტერდა. |
Strophe: 1450_[1350] | ||
Verse: a | სინდუხტ თქუ̂ა: "კურთხეულმც არის | განგებით დამბადებელი! |
Verse: b | აწ თუ მანუჩარს ეწყინოს, | ესე მაქუ̂ს საგონებელი. |
Verse: c | დაწყნარებული ქუ̂ეყანა | აშალოს ასაწყუ̂ედელი. |
Verse: d და | ამა საქმესა მოსდევდეს | სიკუ̂დილი გასაწმენდელი". |
Strophe: 1451_[1351] | ||
Verse: a | საწოლს შევიდა მტირალი | სინდუხტ ავითა ცნობითა. |
Verse: b | მერაბ მოვიდა მინდორით | არ დახუ̂და თამაშობითა. |
Verse: c | პირი უგვანდა ზაფრანსა, | იჯდა ლახვართა სობითა. |
Verse: d და | კუ̂ლავ როგორაცა ენახა, | არ დახუ̂და ისრე მკობითა. |
Strophe: 1452_[1352] | ||
Verse: a | "ჩემო რად ხარ ნაღუ̂ლიანი?!" | ესე ჰკითხა, არ აოცა. |
Verse: b | მან პასუხი არა გასცა, | თვალთა ცრემლი მოიჴოცა, |
Verse: c | პირი ჴელით დაუჭირა, | ლალის ფერთა ღაწუ̂თ აკოცა, |
Verse: d და | უთხრა: "მზეო, რასთვის სჭმუნავ, | ესე ღმერთმან რა მაოცა?!" |
Strophe: 1453_[1353] | ||
Verse: a | სინდუხტ ქმარსა მოახსენა, | როგორაცა ყოფილიყო: |
Verse: b | ზაალ შვილი საამისი, | როდამს წინა მოსრულიყო. |
Verse: c | ბნელსა ღამეს, ვითა ქარი, | საბელზედა გასრულიყო, |
Verse: d და | მათ საცოლ-ქმროდ დაუფიცავს, | ჭმუნვა ჩემი მისი იყო. |
Strophe: 1454_[1354] | ||
Verse: a | მერაბს რა ესმა, ატირდა | მეტის მეტითა წყენითა, |
Verse: b | ცრემლისა ნაცუ̂ლად თვალთაგან | სისხლი სდიოდა დენითა: |
Verse: c | "რომ დაიბადა, მაშინვე | არ მოვჰკალ, ავი ვქენითა. |
Verse: d და | სხვა ჩუ̂ენი ქალი ვინ ნახა | ბედითა ბედნიერითა?! |
Strophe: 1455_[1355] | ||
Verse: a | მამამან ჩემმან რომ ბრძანა, | მე გავიგონე ყურითა: |
Verse: b | ჩუ̂ენ ჩუ̂ენი ქალი არა გუ̂გავს | სიწმინდით, არცა რჯულითა. |
Verse: c | რა გინდ რომ კარგად გავზარდოთ, | წაჴდების ეშმაკურითა. |
Verse: d და | რად ვასალუქე, აქამდის | რად დამავიწყდა გულითა?!. |
Strophe: 1456_[1356] | ||
Verse: a | ჩემი მიკუ̂ირს, რადგან შევსცდი, | დამავიწყდა მამის ცნება?! |
Verse: b | რად ვაცოცხლე აქანამდის, | რასათვის ვქენ მისი ნება?!. |
Verse: c | ჩემის გულით არ დავიხსე | ამისთანა შეჭირვება. |
Verse: d და | რად გავზარდე, არ დავიხსე | ნაღუ̂ელი და ცეცხლთა დება?! |
Strophe: 1457_[1357] | ||
Verse: a | ვიცი ამა მიზეზითა | მე მანუჩარ გამიწყრების: |
Verse: b | ჩუ̂ენსა სახლსა გარდაავლენს, | ჩუ̂ენი გვარი ამოსწყდების! |
Verse: c | მე ცოცხალსა არ გამიშვებს, | ჩემი გული მისთვის კუ̂დების. |
Verse: d და | აქანამდის კარგად ვიყავ, | ჩემი ახლა გარდამჴდების. |
Strophe: 1458_[1358] | ||
Verse: a | აქანამდის ვერ იცნობდა | იგ ჴელ-მწიფე ჩუ̂ენსა გვარსა. |
Verse: b | აწ ამითა შეისწავლის, | რა შეირთავს ქალი ქმარსა. |
Verse: c | მტერობასა მოიგონებს, | მაშინ მიზამს მე ნაქმარსა, |
Verse: d და | აწვე მოვჰკლავ მას ეშმაკსა, | ვირემ ზაალ წაიყუ̂ანსა!" |
Strophe: 1459_[1359] | ||
Verse: a | იტყუ̂ის: "ბოზმან დედაკაცმან | მიყო ესე რა ნაქმარი?!" |
Verse: b | ბრძანა: "ღ(მერთ)თმან არ გამწიროს, | ვერ შეირთოს იმან ქმარი! |
Verse: c | მოიყუ̂ანეთ, აწვე მოვჰკლა, | რისხვით აღვძრა მაზედ ქარი! |
Verse: d და | მე მოვარჩო გულ-მესისხლედ, | ხვადმან ლომმან ვით კანჯარი. |
Strophe: 1460_[1360] | ||
Verse: a | სინდუხტ ტკბილის საუბრითა | ქმარსა გული დაუამა: |
Verse: b | დაამშვიდა: "ნუ ინაღუ̂ლი, | საუბარი ჰკადრა ამა. |
Verse: c | მათის გულის შეჭირვება | სიხარულად შესცვალა მა. |
Verse: d და | "რაცა ღმერთსა გაუგია, | იგ მოჴდების", ბრძანა ამა. |
Strophe: 1461_[1361] | ||
Verse: a | მეც ვლამოდი მის სიკუ̂დილსა | და მოვასხი მავნებელი, |
Verse: b | საუბარნი და სიტყუ̂ანი | მას უთხარ ასაკლებელი. |
Verse: c | ეგე მე უთხარ ყუ̂ელაკა, | სიტყუ̂ა ჭკუისა მცნებელი: |
Verse: d და | "შენ ჩემთვის მოგაქუ̂ს მაგითა | საქმენი ასაწყუ̂ეტელი! |
Strophe: 1462_[1362] | ||
Verse: a | იტირა და ასრე მითხრა: | "აჰა ნეტამც აღარ ვიყავ, |
Verse: b | ვირემ ჩემგან გწყენოდა რამ, | უწინავე მამკუ̂დარვიყავ. |
Verse: c | კოშკით თავი გარდმექცია, | ციხეშიგან ოდეს ვიყავ, |
Verse: d და | როდეს ნახე ზაალდასტან, | მაშინ ცეცხლით დამწვარვიყავ!.. |
Strophe: 1463_[1363] | ||
Verse: a | "არ, ვიცოდი ქება მისი", | მერაბ ბრძანა, შინ მოვიდა. |
Verse: b | მისი ნდომა მასვე წამსა | ფიცხლავ გულსა შემივიდა. |
Verse: c | მანა ნახა პირი ჩემი, | ღმერთსა თურმე მას ესვიდა. |
Verse: d და | უყუ̂არდი და შესწავლასა | თურმე ღ(ვ)თითა ინატრიდა. |
Strophe: 1464_[1364] | ||
Verse: a | თავ-გაწირული შემოდგა | ბნელსა უკუნსა ღამესა. |
Verse: b | ვერვინ შეიტყო შემოსუ̂ლა, | მონათა პური ჭამესა. |
Verse: c | გაკუ̂ირვებულნი უჭუ̂რეტდეს, | ჭკუა ვერ მოიჴმარესა. |
Verse: d და | ვთქუ̂ი თუ: "ეს არის ნიშანი, | მაშინ მეფეთა ბრძანესა". |
Strophe: 1465_[1365] | ||
Verse: a | მაშინ ვნახეთ ერთმანერთი, | ვერ ვიცნობდი უმისოდა. |
Verse: b | "პირი მივსცეთ ერთმანერთსა", | საუბარი ესე თქო და. |
Verse: c | მე პასუხი ვერა გავეც, | რომე თქუ̂ენგან მეშინოდა, |
Verse: d და | ვერ დაეთმო ნახვა ჩემი, | მამისაგან წიგნი ჰქონდა. |
Strophe: 1466_[1366] | ||
Verse: a | მან წიგნი წინა მამიგდო | ოქროთა მოსაფერია. |
Verse: b | წავიკითხე და შევიტყე | საამის მონაწერია, |
Verse: c | დავჰკეცე, მუნვე დაუდევ | ოქსინო მონაფერია |
Verse: d და | ვთქუ̂ი: მერაბ" მეფის ასული | ზაალის შესაფერია!" |
Strophe: 1467_[1367] | ||
Verse: a | რა მერაბ ეს გაიგონა, | გაჰკუ̂ირდა, მოცაჭკუ̂იანდა, |
Verse: b | გული გაავლო სიტყუ̂ათა, | დასტკბა და მოლმობიარდა. |
Verse: c | ცნობა დაუტკბა ყოველთა, | ავი ვეღარა თქუ̂იან და. |
Verse: d და | მერაბ ნადიმი დაიდჴა, | დაითრო, დაღვინიანდა. |
Strophe: 1468_[1368] | ||
Verse: a | კუ̂ლავე საქმე ასულისა | ჭამაზედან მოეგონა, |
Verse: b | იკითხა და მოახსენა | სინდუხტს, რაცა გაეგონა: |
Verse: c | ნარიმანის" შვილისაგან | საამისგან არ მეგონა. |
Verse: d და | მამის მათის უკითხავად | ზაალ ამას ვერ იქმონა!" |
Strophe: 1469_[1369] | ||
Verse: a | მზემ დროშანი ოქროს ფერნი | ამართა რა დილა მზია, |
Verse: b | მერაბ პირი დაიბანა, | სინდუხტ გუ̂ერცა დაიწვია, |
Verse: c | ბრძანა: "ქალი აჴმობინე, | აქ მოვიდეს პირად მზია, |
Verse: d და | ვჰკითხოთ ამა საქმისათვის, | გვითხრას, რაცა გაუგია?" |
Strophe: 1470_[1370] | ||
Verse: a | ინდუხტ ამა საქმეზედა | შარიერი დააფიცა. |
Verse: b | "ჩემსა როდამს არა ავნო!" | თავი მათი დააფიცა. |
Verse: c | მან მნათობნი მზე და მთვარე, | დღე და ღამე დაიფიცა: |
Verse: d და | "არას ვავნებ ქალსა ჩემსა, | არცა ზაკუ̂ა გულსა მიცა!" |
Strophe: 1471_[1371] | ||
Verse: a | როადამ იჴმო დედამან, | მუახლე მიდის მიდენით: |
Verse: b | "მამასთან მოდი კრძალვითა, | თავ-დახრით დაეკიდენით, |
Verse: c | ძრწოლით ემთხვიე მიწასა, | ატირდი ცრემლთა მიდენით, |
Verse: d და | გკითხავს ამბავსა, ეკრძალე | სათქმელად, მოერიდენით!" |
Strophe: 1472_[1372] | ||
Verse: a | ესე სიტყუ̂ა გაიგონა, | არ შესწუხდა როდამ დია: |
Verse: b | "რა მიქნია სათაკილო?!" | გაუკუ̂ირდა მეტად დია. |
Verse: c | ვნახე ზაალ ფალავანი: | -- "ალვა ედემს ნაზარდია! |
Verse: d და | მე ნახვისა მათისათვის | ვაზრობ, ღ(ვ)თითა, არ წავჴდია! |
Strophe: 1473_[1373] | ||
Verse: a | არ ვიცი თუ დედ-მამასა | აუგი ჩემგან სჭირდესა! |
Verse: b | ადგა, ვეფხივით წამოხლტა, | ტანს ზარქაშს ჩაიცმიდესა. |
Verse: c | მან გაიყარა საყური, | ჴელთ სალტეს შეიცმიდესა, |
Verse: d და | იაგუნდისა გვირგვინსა | თავ წამსა დაირქმიდესა. |
Strophe: 1474_[1374] | ||
Verse: a | ხარო მჭუ̂რეტელთა როადამ | მიჯნურთა მახელებელი, |
Verse: b | სიტჴუ̂ა-შაქარი, ლამაზი, | სევდისა მალხინებელი, |
Verse: c | იაგუნდი ხარ გათლილი, | სადაფსა საგორვებელი, |
Verse: d და | მერაბ თქუ̂ა: "კურთხეულმცა ხარ, | აჰა შენ დამბადებელი!" |
Strophe: 1475_[1375] | ||
Verse: a | მერაბ იტყუ̂ის: "ჰე უფალო, | შენ გამართე მაზედ ჴელი: |
Verse: b | ამას თვალი მეშურნისა | მოაშორვე მავნებელი, |
Verse: c | შენ აცოცხლე ამ სახითა | გულ-ნათელად იყოს მთელი!" |
Verse: d და | ელვარეთა ღაწუ̂თ აკოცა, | მან წამოსდვა ყელსა ჴელი. |
Strophe: 1476_[1376] | ||
Verse: a | გუ̂ერცა დაისვა ასული, | აღარა ჰკადრა საწყინო, |
Verse: b | დღივ და ღამ მასთან ამყოფა, | წინ სუფრა ედვა სალხინო, |
Verse: c | მასთან ზაალის ხსენება | აწ აღარ არის სარცხვინო, |
Verse: d და | ამ სახით იყო როადამ | ჴმელთა მნათობი საჩინო. |