Strophe: 1477_[1377] | ||
Verse: a | აქა საამ ქარქისნელთა | ჴრმლითა თავნი გარდაჰკუ̂ეთნა. |
Verse: b | ამირანი დააყენა, | ხარაჯანი შეუკუ̂ეთნა, |
Verse: c | ხაზინანი ჯორ-აქლემთა, | მუნ აჰკიდნა, არ გაჰკუ̂ეთნა, |
Verse: d და | ჰკრეს ქოსთა და ნაღარათა, | გზა ერანით გაიკუ̂ეთნა. |
Strophe: 1478_[1378] | ||
Verse: a | ნაშოები და მორჭმულნი | წავიდეს ერანისაკე; |
Verse: b | რა მიეწურნეს საზღვარსა | მანუჩარ ჴელ-მწიფისაკე. |
Verse: c | ნავზარს უბრძანა მამამან: | "თქუ̂ე წადით საამისაკე. |
Verse: d და | ორისა დღისა სავალი | შენ უწინ წავლე მისაკე. |
Strophe: 1479_[1379] | ||
Verse: a | ქოს-ნაღარა წაიტანე, | ქაი̂ანთ დროშა ტარსა ება. |
Verse: b | ჩუ̂ენ მაგიერ მოიკითხე, | მიულოცე გამარჯვება. |
Verse: c | განგებითამც კურთხეულ ხარ, | აღასრულე ჩუ̂ენი ნება! |
Verse: d და | თუ ასმოდა თქუ̂ენი საქმე, | მიკუ̂ირს, რად ვინ შემოგება?!. |
Strophe: 1480_[1380] | ||
Verse: a | ნავზარ გავიდა ქალაქით | ჴელ-მწიფურითა წესითა. |
Verse: b | გვერცა ახლავან თავადნი | შემკულნი ოქროს ფესვითა. |
Verse: c | საამ ცნა, წინ მოეგება | ყოფა-ქცევისა წესითა, |
Verse: d და | ბაგით ჰკოცნიდეს ჴელებსა | შაქრისა უტკბილესითა. |
Strophe: 1481_[1381] | ||
Verse: a | თავადნი და ფალავანნი | საამს გვერდით კარგა ზმიდეს, |
Verse: b | გამარჯვება მიულოცეს | საფაჰდარი მოიკითხეს. |
Verse: c | ერანისკენ წამოვიდეს, | ჯორ-აქლემსა აცაჰკიდეს, |
Verse: d და | ვითა ქარნი, გაემართნეს, | ერანს ადრე მიცავიდეს. |
Strophe: 1482_[1382] | ||
Verse: a | საჴელოვანი ჴელ-მწიფე | მუნ გაეგება დასითა. |
Verse: b | შეჯდა და გავლო ქალაქი | მონითა ბევრ-ათასითა. |
Verse: c | სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა | ნაღარა დროშა-ასითა. |
Verse: d და | მუნ სიხარული შეიქმნა, | მივა ტანითა ხასითა. |
Strophe: 1483_[1383] | ||
Verse: a | ფალავანმან მეფე ნახა, | თავი ბრძენთა დააგვანა, |
Verse: b | ჩამოჴდა და მუნ მიწასა | აკოცა და ეთაყუ̂ანა, |
Verse: c | მუნით მეფე გარდამოჴდა, | ცალკე ცხენი გაიყუ̂ანა, |
Verse: d და | საამს ყელთა მოეხვია, | მამა შვილსა დააგვანა. |
Strophe: 1484_[1384] | ||
Verse: a | მათ ჴელი შუბსა დაიდვეს, | ცსენებსა შესხდეს სალუქად, |
Verse: b | გამოემართნეს ლაშქარნი, | მოდევდეს ბოლუქ-ბოლუქად, |
Verse: c | წითელ-ყუ̂ითელი დროშანი | თეთრი მწვანითა მელუქად, |
Verse: d და | იქით და აქეთ ლაშქარნი | უკან მოსდევდეს ჩაუქად. |
Strophe: 1485_[1385] | ||
Verse: a | შევიდეს მუნ საჭუ̂რეტელად, | საამისთვის მოიცალნეს: |
Verse: b | ყმაწვილნი და დიდ-ვაზირნი | სავაჭროსა მოეშალნეს. |
Verse: c | დედოფალი გამოვიდა, | მუნ დარბაზნი დაიცალნეს. |
Verse: d და | მას ჯეჰანდარს ფალავანსა | ლოცევდეს და თვალნი ავლნეს. |
Strophe: 1486_[1386] | ||
Verse: a | თავს ოქრო გარდააყარეს | ლომსა საროს დასაგვანსა. |
Verse: b | თქუ̂ეს: "ესე ჴოცს მაზანდარას | ქაჯთა მუნით, გაიყუ̂ანსა!" |
Verse: c | მეფე ჴელსა მოეკიდა | საამს, დარბაზს შეიყუ̂ანსა, |
Verse: d და | მივიდეს, და ტახტსა ზედა | დასვა მათსა დასაგვანსა. |
Strophe: 1487_[1387] | ||
Verse: a | მანუჩარს ედგა გვირგვინი | წითლისა იაგუნდისა, |
Verse: b | ფეროზის ტახტი ნახატი | საჯდომი მოლაჟვარდისა, |
Verse: c | მოცული მარგალიტითა, | გუარი ხშირად ისხდისა, |
Verse: d და | მოვლენილი და მორჭმული | მუდამ მაზედა იჯდისა. |
Strophe: 1488_[1388] | ||
Verse: a | საამს ას დღესა მეფეთა | ახლოსა იახლებოდა, |
Verse: b | კაცისა თუ̂ალთა საჭუ̂რეტლად | მათებრივ არ იქნებოდა, |
Verse: c | მუნ შეიწვივნეს თავადნი, | ვინც საამს გვერცა ხლებოდა, |
Verse: d და | ყუ̂ელანი დასხდეს ნადიმად, | სადაც ვის ეფერებოდა. |