Strophe: 1489_[1389] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფე ბრძანებს: "მოგვართვით | საჭმელი ნურა ავითა, |
Verse: b | კაცთა სალხინოდ ნაქმარი | შემკული სანუკარითა, |
Verse: c | კარგი მეჯლიში გავმართოთ, | დავსხდეთ ტანითა ჯანითა. |
Verse: d და | აავსეთ სუფრა საჭმლითა, | იაგუნდისა ჯამითა. |
Strophe: 1490_[1390] | ||
Verse: a | დაიდვეს წინა ნადიმი | მნათობი სუფრა-ლხინისა, |
Verse: b | მეჩანგეთ მორთეს საკრავი | ჴმა სირინოზთა პირისა, |
Verse: c | ლალის თასითა შეიქნა | სმა ხოშ-გოურის ღვინისა, |
Verse: d და | დაალბეს ვარდის ბაგენი... | თქმა არ ეგების ლხინისა!.. |
Strophe: 1491_[1391] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფემან დოსტაქანი | საამს წინა დაულივნა, |
Verse: b | უბრძანა თუ: "საფაჰდარო, | სხვა შენებრი ჩუ̂ენთვის ვინა?!" |
Verse: c | თუ თქუ̂ენ მყავხართ გამარჯუ̂ებით, | ჩემი მავნე მტერი ვინა?!. |
Verse: d და | საამს ესე საუბარი | გაუხარდა, მოილხინა. |
Strophe: 1492_[1392] | ||
Verse: a | მერმე უბრძანა: "გარჯილხარ | სამსახურითა ჩემითა, |
Verse: b | აბჯრითა წელ-შერტყმული ხარ, | მტერთა დამჴოცი, ჴელითა, |
Verse: c | ლაშქართა ზურგი ძლიერი | ტახტსა შემიმკობ ენითა, |
Verse: d და | ჴელ-მწიფობისა მცველი ხარ, | გმირულად შენაფერითა". |
Strophe: 1493_[1393] | ||
Verse: a | ადგა საამ ფალავანი, | ტახტის ფერჴთა აკოცებდა, |
Verse: b | დალოცა და დოსტაქანსა | ჴელსა ზედა დაიბერტყდა; |
Verse: c | მოახსენა: "თქუ̂ენთამც მტერთა | თავი გორავს მიწაზედა!" |
Verse: d და | ასრემც ტვინი დაექცევის, | ჭკუ̂ა-გონება ამაზედა. |
Strophe: 1494_[1394] | ||
Verse: a | მეფემან მადლი უბრძანა | გულ-ტკბილად, ვითა ამბარი, |
Verse: b | ქარქისნელ-=მაზანდარელთა | გვიამბე მათი ამბავი. |
Verse: c | ზე ადგა მოსახსენებლად | მორჩი სიტყუ̂ითა მდაბალი, |
Verse: d და | ჴელ-მწიფემ მადლი უბრძანა, | -- მუშკი ღალითა დამბალი. |
Strophe: 1495_[1395] | ||
Verse: a | ადგომასა არ მოეშვა | ფალავანი, ქვევე დაჯდა. |
Verse: b | უბრძანა თუ: "რა უყავით, | აწ გვიამბეთ, იმა ქაჯთა". |
Verse: c | ქვე ვისხდეთ და შევექცივნეთ, | გვიამების უფრო აწდა, |
Verse: d და | საფაჰდარმან მოახსენა, | ეთაყუ̂ანა, მუნვე დაჯდა: |
Strophe: 1496_[1396] | ||
Verse: a | ჰე შარიერო მაღალო!.. | მსგავნია, ფიცხთა ლომთანი: |
Verse: b | ჭანგ-მახვილნი და კისკასნი, | ფიცხლად მოქმედნი ომთანი. |
Verse: c | გაფიცხდებიან ომშიგა, | ვითა ელვანი ჴომთანი, |
Verse: d და | ჰაერთათ მოვლენ ფრენითა, | ვით ნაბერწყალნი კომლთანი. |
Strophe: 1497_[1397] | ||
Verse: a | ცხენი არაბეთს განთქმული | უკან ვერ მიეწევისა, |
Verse: b | რასაცა გაუჴდებიან, | ყოლ წასვლა არ ეგებისა!.. |
Verse: c | მათისა სიმრავლისაგან | ქუ̂ეყანა შეირხევისა, |
Verse: d და | თუ ნახავ ერთგან შეყრილსა, | ბრძანებ, სად დაეტევისა? |
Strophe: 1498_[1398] | ||
Verse: a | ქარქისნელთა ჩუ̂ენი მისვლა | ეცნა, წინა მოგვეგებნეს. |
Verse: b | შემოგვკივლეს, ზარი დაგვცეს, | ერთობ მუხთლად შემოგვებნეს. |
Verse: c | მათ ლაშქართა სიმრავლითა | მიწა იძვრის, ცანი ჭექდეს. |
Verse: d და | რაზმი შეჰქმნეს მრავალ-კეცი, | დავჴოცენით, -- გარდგვეხვეწნეს!.. |
Strophe: 1499_[1399] | ||
Verse: a | პირველ დავასხი ისარი, | მუნ ასტყდა შავი მტუ̂ერია. |
Verse: b | მე პილოტანმან სამანდი | გავქუსლე ჩემი ცხენია; |
Verse: c | ქარქაშით გამოვიწვადე | ჴრმალი სისხლისა მღუ̂რელია. |
Verse: d და | ამაღლდა კუ̂ამლი ორთქლისა, | დაბნელდა ცის ჰაერია! |
Strophe: 1500_[1400] | ||
Verse: a | შემოუძახე, დავლეწე | მე მათი რაზმი უზაოდ, |
Verse: b | უანგარიშო დავჴოცე, | ტანი ეყარა უთაოდ, |
Verse: c | მუნ გადის სისხლი ღუ̂არულად, | კაცი ვერ გავა უნაოდ, |
Verse: d და | არღავნის ფერად შევღებე | იგი მინდორი უშაოდ. |
Strophe: 1501_[1401] | ||
Verse: a | ჩემთა ყმათა გაემარჯვა, | ებრძოდეს და ჩამოჰყრიდეს, |
Verse: b | გულმესისხლედ ეომოდეს, | ისპაურად თავსა სჭრიდეს, |
Verse: c | მათ უჭიროდ დაჰჴოციან, | ბიჯსა წაღმა ვერ წასდგმიდეს, |
Verse: d და | საშოვარი მრავლად იყო, | ჯორ-აქლემსა დასტვირთვიდეს. |
Strophe: 1502_[1402] | ||
Verse: a | კაცისა თავსა ზიდევდა | ღუ̂არი სისხლისა დენითა. |
Verse: b | ღელენი, ჴევნი, კაპანნი | მძორითა ავავსენითა, |
Verse: c | მაშინ ჴოცილთა მკუ̂დართ ზედა | ჩუ̂ენ ზედა ვიარენითა, |
Verse: d და | ვეღარ გაგვიძლეს, გაიქცნეს | ქალაქისაკენ რბენითა! |
Strophe: 1503_[1403] | ||
Verse: a | მას დღესა გვქონდა ჩუ̂ენ, ომი | -- ჴრმალი გმირულად ქნეული, |
Verse: b | რაც ოდენ გარდაიხვეწა, | კუ̂ნესოდა, ვითა სნეული, |
Verse: c | წყლული სტკიოდის მრავალთა, | -- ტვინი თმაშიგან რეული!.. |
Verse: d და | მე დამეჴოცა მარტოსა | შვიდი ათასი გრძნეული. |
Strophe: 1504_[1404] | ||
Verse: a | დავდეგით ნაომარზედან. | შუბის ნალეწი ეყარა. |
Verse: b | ეცნობებინა ქაჯთათვის, | -- ლაშქარი კუ̂ლა შეეყარა, |
Verse: c | ზოგთათვის ქრთამი მიეცა, | ზოგთათვის მუშკი ეყარა, |
Verse: d და | ასრე ეკითხნეს: "დაგვიდგნე | აწ ზაულელნი ვეღარა?!." |
Strophe: 1505_[1405] | ||
Verse: a | ჴმელთა ზედა ვინ დაგვხუ̂დების | კაცი ჩუ̂ენი მეომარი?!. |
Verse: b | ზღვასა შიგან ნიანგები, | ჴმელთა ზედან პილო არი. |
Verse: c | მართ მანუჩარ შემწედ იყოს, | მათ დაუდგეს ავი დარი. |
Verse: d და | მათი გუ̂არი ამოვაგდოთ, | ეს საზღუ̂არი ჩუ̂ენი არი. |
Strophe: 1506_[1406] | ||
Verse: a | მეორეს დღესა მოვიდეს | დარაჯად, ნახეს მტუ̂ერია, |
Verse: b | ვით ნისლი, მოაბნელებდეს, | სიშავით კუ̂ამლის ფერია, |
Verse: c | ცნეს თუ, მოვიდა ლაშქარი, | მათ გამოჰქუსლეს ცხენია, |
Verse: d და | გვიყივლეს: "არის ღალატი, | ჴმალთა მიჰყავით ჴელია!" |
Strophe: 1507_[1407] | ||
Verse: a | დავეკაზმენით, შევსხედით, | მივმართეთ მასვე წამესა, |
Verse: b | ბუკსა სცემენ და ტაბლაკსა | და ლეწენ კლდისა არესა. |
Verse: c | ვარსკუ̂ლავნი ეხვეწებია | მათით შიშითა მთუ̂არესა, |
Verse: d და | მათი მზე ჰგვანდა სინათლით | ბნელსა უკუნსა ღამესა!.. |
Strophe: 1508_[1408] | ||
Verse: a | მტუ̂ერი იყო, და არა ჩნდა | მარჯუ̂ენა მათი ახლისა, |
Verse: b | ქარი აგვიდგა ჩუ̂ენ კერძო, | მტუ̂ერსა მათ პირსა აყრისა. |
Verse: c | რა ვნახეთ მათი სიმრავლე, | პირი შეგვექნა ზაფრისა, |
Verse: d და | ვახსენეთ ღმერთი პატრონი | თქუ̂ენი, -- სახელი მაღლისა!.. |
Strophe: 1509_[1409] | ||
Verse: a | ჰე შარიერო, სამანდი | მე ავაჩქარე დეზული, |
Verse: b | კანი საგდებლად საღრტილსა | მება, ლახტი მაქუ̂ს ბერძული. |
Verse: c | პირ-ბასრი არყის ისარი | ქარქაშიგა მიც ლესული, |
Verse: d და | დარაკა ყელსა მეკიდა, | კუბო ყალმაგი გესრული. |
Strophe: 1510_[1410] | ||
Verse: a | ლაშქართა ვკადრე: "მიშველის | ჴრმალიდა ღ(ვ)თისა წყალობა, |
Verse: b | გრძნეულთა სიმრავლისათვის, | ლომნო, არ გუ̂მართებს მჴრდალობა. |
Verse: c | ზურგ-მაგრად ვიყუ̂ნეთ, გამოსცდის | მათ ჩუ̂ენი მეომარობა, |
Verse: d და | ასრე დავჴოცოთ, შეეძლოსთ, | მართ ვერარასა ჴმარობა. |
Strophe: 1511_[1411] | ||
Verse: a | ამათი თავი გავრიოთ | შავსა მიწასა თანაო, |
Verse: b | სისხლი ღვარულად ვადინოთ, | ჰე საამ, პილო-ტანაო: |
Verse: c | შუასა რაზმსა ეძგერა, | გაფრიწა... გაიტანაო!.. |
Verse: d და | შიგ გაერია, დალეწა, | ვით გუ̂რდელმან ბასრი დანაო! |
Strophe: 1512_[1412] | ||
Verse: a | არ გამოჩნდა იმა დღესა | კაცი ჩემი მეომარი: |
Verse: b | ვჴოცდი დევ-ქაჯს, საგსარებსა | შიგა ვრბოდი, ვითა ქარი. |
Verse: c | ყუ̂ელამ ჩემზედ მოიცალა, | მეომარი ვინცა არი. |
Verse: d და | ტვინი თმათა გაურივე, | დაუმტუ̂რივე ზურგის ძვალი. |
Strophe: 1513_[1413] | ||
Verse: a | მტუ̂ერი შეერთო ღრუბელთა. | იყო ძახილი დევისა, |
Verse: b | ჭეხა ისმოდა აფთისა, | ჴმალ-ლახტთა მონაქნევისა, |
Verse: c | ჯაჭვი ბეგთარი დევ-ქაჯთა | მას დღესა დაიხევისა, |
Verse: d და | თავი მჭედელთა გუ̂რდემლზედა | ჰგვანდა უროსა ქნევისა. |
Strophe: 1514_[1414] | ||
Verse: a | ლომნივითა შემოგვზახდეს, | წამოღამდა სრულად დილა. |
Verse: b | მიწა სისხლით გავაწითლეთ, | სრულ ტალახად დაიზილა, |
Verse: c | დღე დაბნელდა, მზესა პირი | ლურჯად უჩნდა, ვითა ლილა. |
Verse: d და | დაჴოცილთა საგსართაგან | წასავალი გზა შეკრულა. |
Strophe: 1515_[1415] | ||
Verse: a | მათ მეომართა დევ-ქაჯთა | იყო სამასი ათასი, |
Verse: b | ქაქუთს ვეძებდი გრძნეულსა, | თქუ̂ეს თუ: მას ახლავს სხუ̂ად ასი, |
Verse: c | ვეშპისა ნათესავია | და დედით არს ზააქასი, |
Verse: d და | ბილწის ქაჯისა ნაშობი | არის სატანის ნათესი!" |
Strophe: 1516_[1416] | ||
Verse: a | დევთა ლაშქარი მას ახლდა | და მისსა ჴმასა ჰყუ̂ებოდეს, |
Verse: b | სადა იბრძვიან უშიშრად, | მისით ზურგითა დგებოდეს, |
Verse: c | სახეობა და მკერდ-მკლავი | გენახათ, -- გეზარებოდეს! |
Verse: d და | პილოს ოდენი სიმსხოთა | ბარგისტანს ეზარებოდეს! |
Strophe: 1517_[1417] | ||
Verse: a | ვერ ხედავს მისსა მებრძოლსა, | მისთვის სავსეა ლხინითა, |
Verse: b | ფოლადებისა ბასრითა | შეჭედილია, რკინითა, |
Verse: c | სისრულით შავსა მთასა ჰგავს, | სიმაგრით კლდესა ტინითა, |
Verse: d და | თუ̂ალნი სისხლურად წითელნი | ნაღებს უგუ̂ანან ინითა. |
Strophe: 1518_[1418] | ||
Verse: a | ჴრმალი მჴარ-იღლივ ეკიდა, | რომ ნახო, უცხო სიბრტყედა, |
Verse: b | სისრულით ჩემსა უფროა, | ოთხის მტკაველით სიგრძედა; |
Verse: c | ჴელთა აქუ̂ს ხიშტი პირ-ბასრი, | საკუ̂ირველია სისქედა, |
Verse: d და | ლახტი მისებრი არ არის | სიმძიმით მიწის პირზედა. |
Strophe: 1519_[1419] | ||
Verse: a | მნახა ჩემთვის შესაბმელად, | აჩქარდა და ხემკერძ ივლო, |
Verse: b | ჴელზედ შუბი დაიმღერა, | მაღლად თავსა შემოივლო, |
Verse: c | მომმართნა და შეუტევე, | ესე თქუ̂ა თუ: "რა უყივლო?!. |
Verse: d და | საამ შუბით ავიყუ̂ანო, | ლაშქარზედა მოვაყივლო. |
Strophe: 1520_[1420] | ||
Verse: a | ჩუ̂ენ ერთმანერთსა შუბები | ვაძგერეთ, შევალეწენით. |
Verse: b | კუ̂ლა გავიყენეთ ცხენები | და ერთმანერთსა ვეცენით, |
Verse: c | ჴრმლითა დავსჭერით ბეგთარნი | და მუზარადნი ვლეწენით. |
Verse: d და | აბჯართა გაზდის წინწკალი | და ცეცხლი, დავაკუ̂ესენით. |
Strophe: 1521_[1421] | ||
Verse: a | სამს ფარსაგამდის ისმოდა | ჴმა ჩენთა ჴრმალთა ჭეხისა. |
Verse: b | მისი ნაკრავი თოფსა ჰგავს, | ჩემი -- მსგავსია მეხისა. |
Verse: c | გულოვნად იბრძვის ვეშაპი, | კლდისაებრ არ გადრკებისა, |
Verse: d და | გულ-მესისხლურად ვებრძოდი, | კისკასად, მსგავსად ვეფხისა! |
Strophe: 1522_[1422] | ||
Verse: a | პირს ნაჭოპარი წამოგუ̂დის | ჩუ̂ენ მთვრალთა პილოთა ვითა, |
Verse: b | ოფლისა ღუ̂არი ჩამოგუ̂დის | დანაწვეთები თავითა, |
Verse: c | დღე მესამედად არ იყო, | პირველ რომ შევიბენითა, |
Verse: d და | მისნი ლაშქარნი ყუ̂ელანი | უჭუ̂რეტდეს პირ-აღრენითა. |
Strophe: 1523_[1423] | ||
Verse: a | იტყუ̂იან თუ: ქაქუთისა | " აწ მორევნის ჟამი არი, |
Verse: b | უკუ̂ირსთ, როგორ ჴორციელი | მეომარი მისი არი?!. |
Verse: c | აპ ასიერც მოერევის, | ზაულელი საამ არი. |
Verse: d და | ჴელი ერთად დაგუ̂რჩებიან, | ჩუ̂ენი მავნე ვინღა არი?!" |
Strophe: 1524_[1424] | ||
Verse: a | ჩუ̂ენთა სპათ სახელდებულთა | მას დღესა ჴოცეს ნებისა. |
Verse: b | გზა შეკრულიყო: მკუ̂დართაგან | ცხენი ვერ იარებისა!.. |
Verse: c | ქარქისანელი დევ-კაცი | ქაქუთს ვინ იახლებისა?!. |
Verse: d და | მას დღესა გული იმათი | შიშითა სრულ დადნებისა. |
Strophe: 1525_[1425] | ||
Verse: a | სისხლი რუდ გადის. მას დღესა, | ჴევნები აივსებოდა: |
Verse: b | კაცის ჴელ-ფეჴსა ზიდევდა, | ლომ-ტანი იგორვებოდა. |
Verse: c | მაშინ ნაჴოცსა მკუ̂დარზედა | პილო ძლივ იარებოდა, |
Verse: d და | ქარქისანისა მინდორი | ლალის ფრად შეიღებოდა. |
Strophe: 1526_[1426] | ||
Verse: a | ეტლმან მარიხმან გააღო | მასზედა კარი რისხვისა; |
Verse: b | მაზედ უკუღმა იბრუნა, | ჴრმალსა და ლახტსა ისვრისა, |
Verse: c | სულთა წააყრევს უწყალოდ, | წვიმა დაასხა ისრისა, |
Verse: d და | საღამოდ გავიყარენით, | ცხენ-კაცი სწორად იდვისა. |
Strophe: 1527_[1427] | ||
Verse: a | დავშვერით, გავიყარენით, | დავჴოცეთ ნახევარზედა, |
Verse: b | იგ მთისა ძირსა უკუდგეს, | დავდეგით ნაომარზედა, |
Verse: c | ცხენნი მზად დავიჭირენით, | ჴელები გვედვა ჴმალზედა, |
Verse: d და | აბჯარნი მოვიმაგრენით, | სხუ̂ა მოვიმატეთ ტანზედა. |
Strophe: 1528_[1428] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფეო, არვის სჭირდა | ამათ ჩუ̂ენთ ლაშქართ კოდითა, |
Verse: b | ეტლმან ჩუ̂ენზედა იბრუნა | დიდითა ღ(ვ)თის წყალობითა; |
Verse: c | მან მოგუ̂ცა ძალი ძლევისა | თვითან მისითა ნებითა, |
Verse: d და | გათენდა, ბურჯი ოქროსა | ამაღდა კაცთა ცნობითა. |
Strophe: 1529_[1429] | ||
Verse: a | დუმბულთა და ყუ̂ირო-სტვირთა | ჴმა გახშირდა სპილენძისა, |
Verse: b | ჩუ̂ენ აბჯართა იმედი გუ̂აქვს | ჴრმალ-შუბისა კინენისა, |
Verse: c | გავიცადეთ, სიმრავლითა | უფროსი ჩანს პირველისა. |
Verse: d და | უჭუ̂რიტეთ და ვერ შევატყეთ | ყოლე ღონე დაკლებისა. |
Strophe: 1530_[1430] | ||
Verse: a | ერთმანერთსა მივმართენით, | მივიდოდით სწორნი ვითა: |
Verse: b | იგი ნაშობი დევისა | ჩემკენ იჭუ̂რეტს, ქორივითა, |
Verse: c | ქაქუთ ძალის მინდობილი, | იტყუ̂ის: "მოვჰკლავ ერთის კუ̂რითა!" |
Verse: d და | ერთმან ერთსა შეუტივეთ, | ვეძგერენით, გორნი ვითა. |
Strophe: 1531_[1431] | ||
Verse: a | მარჯუ̂ენა მჴარი გარდავსდევ, | დავსძარ და შევარხივია, |
Verse: b | მარცხენა ჴელი შევსტაცე | ხანჯრითა შესახევია, |
Verse: c | კალთა სარტყელთა შევსტაცე, | ჯავშანი დავახივია, |
Verse: d და | ერთობ უჭიროდ ავიღე | ქაჯის ნაშობი დევია!.. |
Strophe: 1532_[1432] | ||
Verse: a | დავიყუ̂ირენ და ავიღე | ძალითა ვერ ჩემოდენი, |
Verse: b | ჩაბალახზედან შევიდევ | იგ დევი პილოს ოდენი, |
Verse: c | ჩემთა სპათაკენ მოვბრუნდი, | დიდებით ყუ̂ელას ოდენი, |
Verse: d და | მოვიქნივე და მიწასა | ზედ დავეც გორის ოდენი. |
Strophe: 1533_[1433] | ||
Verse: a | რა დაეცა მიწაზედან, | სულნი ფიცხლად გაეცალნეს. |
Verse: b | ეცადა და ვეღარ ადგა, | ზურგის მძივნი მოეშალნეს, |
Verse: c | გასაქცევლად გაემართნეს, | რაცა ქაჯნი მოემატნეს, |
Verse: d და | ვითა ქარნი, გარდიხვეწნეს, | ომსა ფიცხლად მოეშალნეს. |
Strophe: 1534_[1434] | ||
Verse: a | მე შეუძახენ ლაშქართა, | მიეცა ძალი და გული, |
Verse: b | საჭუ̂რეტლად შუ̂ენიარნია, | ვინ არს მათებრ მხიარული!.. |
Verse: c | მას პილწსა თავი მოვკუ̂ეთე, | გაუპე ღვიძლი და გული, |
Verse: d და | ხრტიალით, სულსა ამოჰყრის | კუ̂ამლისა სახედ დაგული. |
Strophe: 1535_[1435] | ||
Verse: a | მის დევ-კაცისა პილწისა | სისხლისა რუ დის მიდენით, |
Verse: b | სიმაგრისაკენ ციხესა | მიმართეს ქაჯთა მიდენით, |
Verse: c | რასაცა მივეწივენით, | დავჴოცეთ, ამოვსწყუ̂იდენით, |
Verse: d და | დავაყრევინეთ აბჯარნი | ჩუ̂ენ მათნი -- ვერა ვზიდენით! |
Strophe: 1536_[1436] | ||
Verse: a | მას დღესა ჩუ̂ენთა ლაშქართა | ვარდსა უგავს პირი ხასი: |
Verse: b | სთუ̂ლიან ნაკოცსა დევ-კაცსა, | იყო თორმეტი ათასი. |
Verse: c | მუნ მოვისუ̂ენეთ მას დღესა, | ქოსთა ჴმა იყო ას-ასი. |
Verse: d და | ქაიანთ დროშით მივმართეთ | ქარქინ ქალაქსა ას-ასი |
Strophe: 1537_[1437] | ||
Verse: a | მივედით. მოქალაქენი | ფიცხლავ წინა მოგვეგებნეს, |
Verse: b | მუჴლ-დაყრილნი შეგვეხვეწნეს, | მათ მანდილნი ყელსა ებნეს. |
Verse: c | "ზენაარი გამოგვართვით!" | -- ჩუ̂ენსა ჴრმალსა შეეხვეწნეს, |
Verse: d და | ჩუ̂ენ იმედი დაუდევით, | -- ხარაჯანი შეგვიკუ̂ეთნეს. |
Strophe: 1538_[1438] | ||
Verse: a | ვინ ციხოვანნი მოგვენდვნეს, | ძალად არ დავარღვივენით, |
Verse: b | ჩოქით მოგვართუ̂ნეს კლიტენი, | იგ არა დავარბივენით, |
Verse: c | ვინ არ მოგვენდვნეს, აყრილნი | ომითა დავაქცივენით, |
Verse: d და | თქუ̂ენთვის სალაროდ დავდევით, | მუნ ლარნი გარდვაქცივენით. |
Strophe: 1539_[1439] | ||
Verse: a | ხუთასი ჯამა აქლემი, | სამასი ტალა ჯორია, |
Verse: b | თქუ̂ენთვის ავჰკიდეთ სალარო, | სხვას კაცსა არა ჰქონია. |
Verse: c | თუ̂ალ-მარგალიტი და ოქრო, | მანასაჯური ლარია, |
Verse: d და | ქუ̂ეშ-საგები და საფენი | მუნ სტავრა მრავალ-ფერია. |
Strophe: 1540_[1440] | ||
Verse: a | საამ უბრძანა მუტრიბთა | და მისთა მოლარეთაო: |
Verse: b | "აწ მიაბარეთ საჭურჭლე | მეფისა მოჴელეთაო, |
Verse: c | ჯორ-აქლემებსა გაუძღუ̂ენ, | მიართუ̂ან ჴელ-მწიფეთაო, |
Verse: d და | ნუმც დაელევის დიდება | და მორჭმა ყოვლთა დღეთაო!" |
Strophe: 1541_[1441] | ||
Verse: a | შევიდა და მოლარემან | ჴელ-მწიფესა გააგონა: |
Verse: b | საამ" გიძღვნის საჭურჭლესა, | -- ვინ დასთუ̂ლის და ვინმც აწონა?!. |
Verse: c | მოისმინა ჴელ-მწიფემან, | გულშიგ კარგად გაიგონა, |
Verse: d და | საამისგან დაიმადლა, | დევთა ომი მოუწონა. |
Strophe: 1542_[1442] | ||
Verse: a | ადგა ჴელ-მწიფე, წავიდა, | საამს აქებდა ენითა, |
Verse: b | გუ̂ერცა დაისვა, დაჰკოცნა, | ვარდის ბაგითა, ენითა, |
Verse: c | იაგუნდისა გვირგვინი | დაადგა თავის ჴელითა, |
Verse: d და | ტანსა ჩააცვა შემკული | თუ̂ალ-მარგალიტი ტენითა. |
Strophe: 1543_[1443] | ||
Verse: a | უბრძანა: "შენ ხარ გვირგვინი, | ჩემის ტახტისა ნათელო, |
Verse: b | კარგ-სახელო და კარგ-გვარო, | გუარო ჴელთა საფენო, |
Verse: c | ზღვაშიგან შენი კმა ისმის, | ეჰა ნიანგის ბადენო, |
Verse: d და | ჴმელთაზედ უზაბარს, დევ-ლომს, | თალთაგან ცრემლსა ადენო. |
Strophe: 1544_[1444] | ||
Verse: a | ადგა საამ და ემთხვია, | მან დასდვა პირი მიწასა, |
Verse: b | სმიდეს და შეექცეოდეს | ჴელ-მწიფის ბედსა სვისასა, |
Verse: c | მერმე ადგეს და წავიდეს | საწოლსა თავ-თავისასა, |
Verse: d და | საწოლს წევს მეფე, არჩევდა | საქმესა მუნ თავისასა. |