Strophe: 1545_[1445] | ||
Verse: a | გაიღვიძა, მოეგონა | მერმე საქმე ზაალისა: |
Verse: b | "საფადარსა მონდომია | ქუ̂აბულს ქალი მერაბისა, |
Verse: c | შეირთოს და მან აცდუნოს | ზაალ, შვილი საამისა! |
Verse: d და | რომ მასმია, დამემართოს | მე ნათქუ̂ამი არაკისა. |
Strophe: 1546_[1446] | ||
Verse: a | ერთი არაკი მასმია | ბრძენთა ნათქუ̂ამი შორიო: |
Verse: b | კაცს ჰკითხეს: "სადაური ხარ, | სადაური გიქს ცოლიო?" |
Verse: c | ვირ ერთმანერთსა იცნობდენ, | ლომსა გავჰყარო ტოლიო, |
Verse: d და | მე ქუ̂აბულს საამ გაუშვა, | ვითა გნოლზედა ქორიო!" |
Strophe: 1547_[1447] | ||
Verse: a | მზემ გუმბადი დააშვენა, | ცამან კარი რა გააღო, |
Verse: b | შავი შარი დაიხივა, | სხუ̂ა ნათელი გამოიღო, |
Verse: c | ჴელ-მწიფისა საწოლს მოვა | საამ, თავი ჩამოიღო, |
Verse: d და | მოიკითხა საფადარი, | ტკბილად პირი მან გააღო. |
Strophe: 1548_[1448] | ||
Verse: a | მეფემ უბრძანა: "არ გეთრო, | ადრე მით გაგღვიძებია, |
Verse: b | ომთა ამბავი წუხელის | გითქუ̂ამს, მით გიამებია, |
Verse: c | არ უცხო არის სასმენლად, | ყოველგან გაგმარჯუ̂ებია!" |
Verse: d და | ზე ადგა წამოსაჯდომლად, | მიწასა დასდვა ნებია. |
Strophe: 1549_[1449] | ||
Verse: a | დასხდეს. კუ̂ლავ სიტყვა მეფემან | უბრძანა ესე წყლიანი: |
Verse: b | "სადაცა გამიგზავნიხარ, | მოსრულხარ პირ-ნათლიანი, |
Verse: c | გაგმარჯუ̂ებია, შენითა | ტახტი მაქუ̂ს სახელიანი, |
Verse: d და | სახელი შენი ცათამდის | მაღლად გასულა სვიანი. |
Strophe: 1550_[1450] | ||
Verse: a | ავის მოქმედი დევ-ქაჯი | ყუ̂ელაი შენგან გაწყდების, |
Verse: b | შენითა რჯულ-წმიდობითა | მიწისა პირი გაწმდების. |
Verse: c | ომისა ჟამსა ცხრა დევი | შენთანა ვერ გამოჩნდების, |
Verse: d და | ერთი სააჯო შენთან მაქუ̂ს, | აწ ჩემი გული გაწმდების. |
Strophe: 1551_[1451] | ||
Verse: a | აწ გეხვეწები, რომ მიხსნა | გულისა მე ჯავრისაგან, |
Verse: b | შენი ჴმალია წამალი, | გამწმინდოს მე ჯანგისაგან. |
Verse: c | ქუ̂აბული სრულად დაცალო | ზააქთა ავ-გვარისაგან, |
Verse: d და | ყოვლი ქუ̂ეყანა გავსწმინდოთ | გრძნეულთა მათ ქაჯისაგან. |
Strophe: 1552_[1452] | ||
Verse: a | ჰინდონი და ერანელნი | სრულად თანა წაიტანე, |
Verse: b | ზააქიანთ ნათესავთა | დღე-ნათელი შავად ავნე, |
Verse: c | შენით კარგით მამაცობით, | მათ საწუთრო დაამწარნე, |
Verse: d და | ცის კიდემდი გარდაჰვლინე, | ზღვის ნიანგთა გაუმჟღავნე. |
Strophe: 1553_[1453] | ||
Verse: a | მის ვეშპისა მაცთურისა | ნუ გაუშვებ ნათესავსა, |
Verse: b | მამაცსა და მეცნიერსა | ნუ დაარჩენ ყმასა, ბერსა, |
Verse: c | ქუ̂ეყანასა დაუწვავსა, | ციხეებსა დაუქცევსა, |
Verse: d და | თუ შენ ამას გამითავებ, | მე გაგაყმობ ახლად ბერსა!" |
Strophe: 1554_[1454] | ||
Verse: a | საამ აკოცა მიწასა, | ხასნი ჴელთ გარდიჭდობენო: |
Verse: b | "ჰე შაჰრიერო მაღალო, | ცის ეტლნი ვერა გფლობენო! |
Verse: c | საწუთრო თქუ̂ენით იხარებს, | თქუ̂ენ ქუ̂ეყანისა მფლობელნო, |
Verse: d და | ცისა ვარსკუ̂ლავნი სახელად | მზის ეტლსა შენ გიჴმობენო!.. |
Strophe: 1555_[1455] | ||
Verse: a | არ შეუძლია ურჩობა, | ვინ არის ეტლთა ზრახული, |
Verse: b | ელთა შერტყმული გმსახურებ, | მე, მონა თქუ̂ენი სახული!.. |
Verse: c | მე თქუ̂ენთა მტერთა ლახუ̂არი | ვარ დანა გულსა სახული, |
Verse: d და | მუნ წასასუ̂ლელად მზა ვდგავარ, | საომრად ჭანგ-გამახული. |
Strophe: 1556_[1456] | ||
Verse: a | საამს უბრძანა მეფემან: | "რაზმისა ომით გარჯილხარ, |
Verse: b | დიდი ხანია, რომ თქუ̂ენსა | სახლშიგან არა ყოფილხარ" |
Verse: c | წადი აწ, ამა მთუ̂არესა | თქუ̂ენსა ტახტზედამც მჯდომი ხარ, |
Verse: d და | რა ახლად მთუ̂არე გამოჩნდეს, | მუნამცა არ დადგომილხარ. |
Strophe: 1557_[1457] | ||
Verse: a | ლაშქართა გამოგიგზავნით, | მუნა თქუ̂ენ შეიყარენით, |
Verse: b | ღმერთიმცა იყოს თქუ̂ენი მწე, | თავნი მუნითკენ არენით, |
Verse: c | ჩუ̂ენი გუნება ამითა | აწ უფრო გაახარენით, |
Verse: d და | ჩუ̂ენთა ორგულთა ომითა | საწუთრო დაამწარენით!" |
Strophe: 1558_[1458] | ||
Verse: a | პირი სთხოვა შარიერმან, | ტკბილად დაძრა ბრძენი ენა, |
Verse: b | საფადარი გუ̂ერც დაისუ̂ა, | თავადებსა მოახსენა. |
Verse: c | მას დღე შუაღამემდისი | მუ ლხინითა მოისუ̂ენა. |
Verse: d და | მერმე ადგეს, გაიყარნეს, | მეფემ საწოლს გაისუ̂ენა. |
Strophe: 1559_[1459] | ||
Verse: a | დილას მზემან ლაწუთროსა | ოქროს ფერნი შუქნი დასხნა, |
Verse: b | ჴელ-მწიფემან ფალავანნი, | ვაზირნი და საამ დასხნა, |
Verse: c | თავადთა და მწიგნობართა | უჴმო, შინა შემოასხნა, |
Verse: d და | სავაზიროდ გაემათნეს, | მეფემ სიტყუ̂ა გააასნა. |
Strophe: 1560_[1460] | ||
Verse: a | ვინცა საამ ფალავანსა | საუბარითა ხადენით, |
Verse: b | ვინც ქარქისნელთ ომთა აკლდა, | -- წასასუ̂ლელად დასწერენით, |
Verse: c | ინდონი და ერანელნი | სრულად გუ̂ერცა იახლენით, |
Verse: d და | სახიარმან წაგატანოს | ღ(ვ)თის წყალობა ბედით ჩუ̂ენით. |
Strophe: 1561_[1461] | ||
Verse: a | შვიდი ყათარი აქლემი | საამს უბოძა დენითა. |
Verse: b | უბრძანა: "მას ყუ̂ელაკასა | აბჯარნი აჰკიდენითა, |
Verse: c | შვიდსა ყათარსა ჯორებსა | სტავრა-ატლასი სტენითა. |
Verse: d და | ცხენი ოქროსა ლაგმითა | მარქაფად დაჰკაზმენითა. |
Strophe: 1562_[1462] | ||
Verse: a | ბარგი აჰკიდეს, წავიდეს | ღ(ვ)თისაგან შეწყალებულნი, |
Verse: b | გუ̂ერცა ახლავან ლაშქარნი, | თავადნი მომადლებულნი, |
Verse: c | სისტანისაკენ წავიდეს | ჰინდონი სახელ-დებულნი. |
Verse: d და | თან გაყუ̂ეს სამსა ფარსანგსა, | მობრუნდეს გალაღებულნი. |
Strophe: 1563_[1463] | ||
Verse: a | საამ მივა მოკაზმული | მუნ დიდითა დიდებითა, |
Verse: b | ზაულისტან-ნიმროზელნი | მიჰყუ̂ებიან ლხინებითა. |
Verse: c | მდიდარნი და ნაშოებნი, | დაგერშულნი თან ხლებითა, |
Verse: d და | ქოს-დაბდაბით, ნაღარითა, | ქაიანურ დროშებითა. |
Strophe: 1564_[1464] | ||
Verse: a | ქუ̂აბულისაკე მიდიან, | მობრუნდებიან აღარა, |
Verse: b | ტანი ოქროთა შემკული | მათებრივ არის აღარა, |
Verse: c | ტაიჭთა მსხდომნი მას გვანან, | ალვამან თავი დახარა. |
Verse: d და | გაგზავნა მახარობელი, | ზალდასტანს მისუ̂ლა ახარა. |
Strophe: 1565_[1465] | ||
Verse: a | ზაალდასტან მახარობელს | პირი ოქროთ გაუტენა, |
Verse: b | მას უბრძანა მხიარულმან: | "თქუ̂ენ რა ჰქენით, გვიამბენა?!" |
Verse: c | მაზანდარელ-ქარქისნელა | ქაჯთა ომი მოახსენა, |
Verse: d და | მან სისრულე ქაქუთისი, | მეომრობა, ცხენთა დგენა. |
Strophe: 1566_[1466] | ||
Verse: a | მისი მოკუ̂ლა მოახსენა, | საამისგან სისხლთა დაღვრა. |
Verse: b | მუნ შეკუ̂ეთა ხარაჯისა, | გამარჯუ̂ება, ციხეთ დაყრა. |
Verse: c | ზაალ ამით გაიხარა, | მოისმინა თემთა აყრა, |
Verse: d და | თავსა ოქრო გარდაყარა, | მუნა იყო ლალთა დაყრა. |
Strophe: 1567_[1467] | ||
Verse: a | ზაალ ჰკითხა ფალავანმან | კუ̂ლავ ამბავი დაჴდომისა: |
Verse: b | "რაცა იცი, ნუ დამალავ, | ზააქიანთ წაჴდომისა! |
Verse: c | მოახსენა: "ჰე ჯეჰანდარ, | სხუ̂ა გაგვიგო გზა ომისა. |
Verse: d და | მან ბორჯალი დაგვიკუ̂ეთა | ამ მთუ̂არისა წაჴდომისა. |
Strophe: 1568_[1468] | ||
Verse: a | ამა მთუ̂არესა უკანით | მოვლენ ლაშქარნი ერანით, |
Verse: b | საფადარს საამს წინაშე | ჩუ̂ენ ერთად შევიყარენით, |
Verse: c | ზააქის ამოსაწყუ̂ეტლად | ჰინდონი მოვიჴმარენით, |
Verse: d და | ჴელ-მწიფეს ამას დავპირდით, | წავალთ თქუ̂ენისა ბრძანებით. |
Strophe: 1569_[1469] | ||
Verse: a | მიწის პირზედ არ გაუშვებ | მისსა გვარსა: ყმასა, ბერსა, |
Verse: b | მეყუ̂ისთა და შესწავლილთა, | მეცნიერსა კაცსა, ბერსა, |
Verse: c | დიაცსა და ყმაწვილებსა | ცეცხლს მოუდებ, ვითა ბზესა, |
Verse: d და | რა მივიდეთ, ამას იქით | ვერ უჭუ̂რიტონ იმათ მზესა. |
Strophe: 1570_[1470] | ||
Verse: a | ზაალ ესე გაიგონა, | ატირდა და ცრემლნი სდიან, |
Verse: b | დაჯდა, თავი ჩამოაგდო, | ვარდის წყალსა თუ̂ალნი ღუ̂რიან, |
Verse: c | მამის ჩემის ჴელისაგან | დღენი ჭირთა წამივლიან, |
Verse: d და | მე მიკუ̂ირს, თუ რასთვის მიზამს, | ღ(ვ)თისგან რად არ ეშინიან. |
Strophe: 1571_[1471] | ||
Verse: a | მე ამისთვის შევეხვეწე, | არცა ესე გამითავა, |
Verse: b | აწ სადამდი მე არ მოვჰკუ̂დე, | მერაბს რამცა დაუშავა?! |
Verse: c | მისსა სახლსა ვერვინ ავნებს, | თუ ცოცხალ ვარ, მუნ ვერ წავა, |
Verse: d და | თუ ეცადოს წასასუ̂ლელად, | სახლსა მისსა დაუშავა. |
Strophe: 1572_[1472] | ||
Verse: a | საამ და მისნი ლაშქარნი | მოდგეს სისტანის ძირსაო, |
Verse: b | მუნ დიდი წყალი ჩამოდის, | ჩამოჴდეს მისსა პირსაო. |
Verse: c | ბოლუქ-ბოლუქად კარავი | ჰგვანდა ვარსკუ̂ლავსა ხშირსაო, |
Verse: d და | ერთის ფალავნის პირითა | მოკითხვა ჰკადრა შვილსაო. |
Strophe: 1573_[1473] | ||
Verse: a | მოახსენა: "შვილო, მოდი, | არ მინახავ დიდი ხანა". |
Verse: b | ზაალ კართა გაეგება, | გაგზავნილი შეიყუ̂ანა. |
Verse: c | მოციქულმან მოიკითხა, | პირი მისკენ ათაყუ̂ანა: |
Verse: d და | -- მამამ გიჴმო: "შვილო, მოდი, | ფალავანო პილოტანა!". |
Strophe: 1574_[1474] | ||
Verse: a | ზაალ აკოცა მიწასა: | -- "მე ვარ მორჩილი ჴმობისა: |
Verse: b | მამას წინ მივეგებები", | -- ბრძანა მოყუ̂ანა ჯოგისა. |
Verse: c | აჰკიდეს ბარგი, წავიდეს, | მუნ იყო ცემა ნობისა. |
Verse: d და | გვერც ახლდეს სახელ-დებულნი, | წინა უც გზა მშვიდობისა. |
Strophe: 1575_[1475] | ||
Verse: a | ვაზირნი მოახსენებენ: | "იყავ სიტყუ̂ითა ჩუ̂ენითა, |
Verse: b | მამასა მდაბლად ემთხვიე, | ტკბილად ეუბენ ენითა. |
Verse: c | ჩამოჴე, მოგუ̂თა აკოცე | და ფეჴთა ემთხვიენითა. |
Verse: d და | უფიცავ, ზააქიანთა | სრულ დავჰჴოც ჩემის ჴელითა". |
Strophe: 1576_[1476] | ||
Verse: a | ზაალდასტან მოახსენა | ვაზირთა და მისსა მზრდელსა: |
Verse: b | არას ვჰკადრებ საწყინარსა, | საფაჰდარსა საამ ქუ̂ელსა, |
Verse: c | საჩივარსა გავაგონებ, | თავს ჩავუდებ შიგან ჴელსა, |
Verse: d და | საფადარსა სამართალი | უნდა ჰქონდეს ღ(ვ)თისა ჴელსა. |
Strophe: 1577_[1477] | ||
Verse: a | მას ბრძანებას არ გაუტეხ, | ჴელ-მწიფესა რადგან ჰფიცა, |
Verse: b | ამას წინათ რასთვის მიყო, | სამჯერ ჩემთვის დაიფიცა?! |
Verse: c | ბეჭედმან და საწუთრომან | მან სახელი ღ(ვ)თისა ჰფიცა |
Verse: d და | მივჰყუ̂ები და გაუთავებ, | რაცა ზაალს გულსა უცა. |
Strophe: 1576_[1478] | ||
Verse: a | მას ბედნიერსა სიმურღსა | შეჰფიცა დაპირებითა: |
Verse: b | "აწ ესე არის ნაცვალი | პირისა გათავებითა, |
Verse: c | ჩემთვის და საყუ̂არელთათვის | საკლავად მივა ნებითა, |
Verse: d და | ლამის ციხეთა დაშლასა | ქალაქთა განქარვებითა. |
Strophe: 1579_[1479] | ||
Verse: a | ყუ̂ელასა უსამართლოსა, | მიკუ̂ირს, რატომ იქმს ჩემზედა?!. |
Verse: b | მცემს თუ გამაგდებს, მისი ვარ, | ვერა მიშველის ჴმელზედა. |
Verse: c | ღმერთსა შევსტირებ ყუ̂ელასა, | მას გაუზრდივარ ყელზედა, |
Verse: d და | მან გაბრჭოს ჩემი და მისი, | თუ რა უქნია ჩემზედა?!." |