Strophe: 1580_[1480] | ||
Verse: a | "მამწყუ̂იტა დედას ძუძუსა, | საჭმელად მიმცა ვეშაპსა, |
Verse: b | ღ(ვ)თის მოვლენილმან მფრინველმან | გამამაშორვა მე შამბსა. |
Verse: c | წამიყუ̂ანა და გამათბო, | ფრთესა მხურევდა მე შავსა, |
Verse: d და | მართვეთა გვერდით გამზარდა", | უკვდავსა ღმერთსა ესავსა. |
Strophe: 1581_[1481] | ||
Verse: a | რა ცნეს, შესხდეს დიდებულნი, | ზაალისკენ თავნი არნეს, |
Verse: b | წინა დროშა ფრიდონისა | მათ ალამი გაიძღვანეს, |
Verse: c | საფადარი ცხენსა ითხოვს, | მას სამანდი მოუყუ̂ანეს, |
Verse: d და | საამ შეჯდა, გაემართნეს, | საგდებელი საღრტილს ებნეს. |
Strophe: 1582_[1482] | ||
Verse: a | შეჯდა საამ ფალავანი, | შვილისაკენ წამოვიდა, |
Verse: b | თავადები წაიტანა, | ბარგი ყოლე არა ზიდა, |
Verse: c | იქით-აქათ დაიყენა, | იმღერდიან, ტკბილად ზმიდა. |
Verse: d და | ზაალ მამა დაინახა, | ცხენით ფერჴსა ჩამოსდგმიდა. |
Strophe: 1583_[1483] | ||
Verse: a | მან დასდვა პირი მიწასა, | თავადთა ნახეს ის უწინ, |
Verse: b | მაღალი, საროსა მსგავსი, | პირი მთვარისა დაუჩინ, |
Verse: c | მკერდ-მკლავ-მსხვილია, ბეჭ-ბრტყელი, | ნაზარდი საროსა უწინ. |
Verse: d და | თავითა მისცეს სალამი, | -- წესი ეს არის მის უწინ. |
Strophe: 1584_[1484] | ||
Verse: a | ჰკადრეს: "ლომო, ტანად ნაკუ̂თო, | შენებრ სარო ვერ იზრდების: |
Verse: b | საფადარი მამა თქუ̂ენი, | ნეტარ ცოტად რას გიწყრების?!" |
Verse: c | თქუ̂ა: "არ ვიცი შეცოდება, | თქუ̂ენი გული მემოწმების, |
Verse: d და | შეუცოდრად თუცა მამკლავს, | ჩემგან არა ეკადრების". |
Strophe: 1585_[1485] | ||
Verse: a | საამს წინაშე მოვიდა, | ზალდასტან -- წმიდა სჯულია, |
Verse: b | ტირს, თუ̂ალთა ცრემლი ჩამოსდის, | სურვილით დადაგულია, |
Verse: c | მიჯნურობისა ცეცხლითა | გული აქუ̂ს დადაღულია. |
Verse: d და | მან დასდვა პირი მიწასა. | თქუ̂ეს: "ალვა დანერგულია!" |
Strophe: 1586_[1486] | ||
Verse: a | კარამდის წინა მიუძღვა | ზაალ ქუ̂ეითი მამასა, |
Verse: b | სამ ფალავანი შევიდა | დაჯდა, პირობენ ჭამასა, |
Verse: c | მუნ ზაალ შემოიყუ̂ანეს, | კულ ეთაყუ̂ანა მამასა, |
Verse: d და | დაჯდა და თუ̂ალთა ცრემლი სდის, | ღრუბელივითა ნამავსა. |
Strophe: 1587_[1487] | ||
Verse: a | მოახსენა: რჯულ-წმიდაო, | გულ-ნათელო, ჰე მაღალო!.. |
Verse: b | ფალავანო, საწუთროსა | საფადარო, არ ახალო. |
Verse: c | ბედნიარად, გამარჯუ̂ებით, | თქუ̂ენ ღ(ვ)თისაგან ნათლად ხარო, |
Verse: d და | მოწყალე და მოსამართლე | სამოთხეში შენ წახვალო. |
Strophe: 1588_[1488] | ||
Verse: a | ჴრმალსა მოიწუ̂დი შიშითა, | ალმასნი აენთებიან, |
Verse: b | ომისა ჟამსა სადაც ხარ, | მიწანი ატირდებიან!.. |
Verse: c | თქუ̂ენის გურზისა შიშითა | ვარსკუ̂ლავნი ატირდებიან, |
Verse: d და | ნიანგნი ზღვისა უფსკრულთა | წავლენ და იხიზნებიან. |
Strophe: 1589_[1489] | ||
Verse: a | თქუ̂ენისა წყალობისაგან | რას მიზამ უნაწილოსა?!. |
Verse: b | დედას ვეშობე, გაგეგდე | მინდორსა უადგილოსა, |
Verse: c | მე გავეზარდე ფასკუნჯსა | მართუ̂ეთა ფრთეთა ჩრდილოსა, |
Verse: d და | მუნა კლდე მქონდა საყოფად | კაცთაგან უსალხინოსა. |
Strophe: 1590_[1490] | ||
Verse: a | რით უარე ვარ მე გვარსა, | თუ არ მეტი ვარ კაცობით. |
Verse: b | მკლავ-ფალავნობით მეომრად | ვინ მმეტობს, ისპაზნეობით. |
Verse: c | ჴრმალი მარტყია, შუბი მაქუ̂ს, | ლახტი სარტყელსა ჩარჭობით, |
Verse: d და | მიბრძანე ერთი, ვინცა მჯობს | ძალ-გულად მე, მამაცობით?.." |
Strophe: 1591_[1491] | ||
Verse: a | მე მოყუ̂არე მიშოვნია | ჴელ-მწიფისა შვილი გვარად, |
Verse: b | დავდეგ თქუ̂ენით ბრძანებითა, | ალვა ვპოვე სარო-ტანად, |
Verse: c | მიხუ̂ალ მტერთა დასაჴოცად, | მეცა მზა ვარ მოსაჴმარად. |
Verse: d და | მაზანდარით მამიტანე | ესე ჩემთვის მოსაჴმარად. |
Strophe: 1592_[1492] | ||
Verse: a | ჩემგან დარგული სურვილი | აღმოფხვრად აშენებული, |
Verse: b | ბაღ-სავარდენი, წალკოტნი, | ქალაქი სახელ-დებული. |
Verse: c | მუნით მოხვიდე, გიახლო, | მობრძანდე გამარჯუ̂ებული, |
Verse: d და | მაგრამ რა უყო როადამს, | ვარ მისგან ცეცხლ-მოდებული!.. |
Strophe: 1593_[1493] | ||
Verse: a | შუა რასთვის არ გამხერხავ, | ტყავსა რასთვის არ გამჴდია, |
Verse: b | ქუ̂აბულისტანს რად ამოსწყუ̂ეტ, | მე თუ შემიცოდებია?!. |
Verse: c | ეს სათქმელად ნუმც ეგების, | -- თქუ̂ენ იქ ლაშქრად წახვიდია!" |
Verse: d და | ესე ესმა ზაალისგან, | საამ თავი გაიქნია. |
Strophe: 1594_[1494] | ||
Verse: a | გაუკუ̂ირდა შვილისაგან, | ასრე ხასად ეუბნების: |
Verse: b | ეგრე თქუ̂ა თუ: "უმართლეა, | მისთვის გულსა გაებრჭობის: |
Verse: c | უღ(ვ)თო ვიყავ აქანამდის, | აწ თუ მისგან შემენდობის, |
Verse: d და | მტერთა რასთვის გავაცინებ, | რადგან ზაალ ჩემთვის კუ̂დების!" |
Strophe: 1595_[1495] | ||
Verse: a | უბრძანა საამ ზალდასტანს | ამოდ სიტყუ̂ითა ბრძენითა: |
Verse: b | "არ გაგითავო, ვერა ვიქ, | რასაცა იაჯენითა, |
Verse: c | გულ-შეჭირვებით მტირალსა | თვალითა ცრემლიანითა, |
Verse: d და | ვიურვოთ ჴელ-მწიფისაგან, | თქუ̂ენის ნებისა ვქენითა, |
Strophe: 1596_[1496] | ||
Verse: a | მეფესა წიგნსა მიუწერ | -- ოქროთა დანახაზითა, |
Verse: b | მოყუ̂არეთა და მეყუ̂ისთა | შევეხვეწები, ვაზირთა: |
Verse: c | მართალთა გზასა მოზიდონ, | ზაალს ნუ გარევთ ნადირთა, |
Verse: d და | თვით წინ მიუდეგ, შენ წადი, | ტურფად ტანითა ნაზითა. |