Strophe: 1597_[1497] | ||
Verse: a | გონიერი მწიგნობარი | იჴმო წინა, მასთან შავა. |
Verse: b | მუშკითა და ღალიითა | მან მელანი შეაზავა, |
Verse: c | გუ̂ერც მოისვა მწიგნობარი, | ვაზირობა გაათავა, |
Verse: d და | უბრძანა თუ: "კარგად წერე, | ჴელ-მწიფესა წინა წავა!" |
Strophe: 1598_[1498] | ||
Verse: a | მან საფადარმან პირველად | ახსენა ღ(ვ)თისა სახელი, |
Verse: b | ყოველნი მას ადიდებენ, | ზღვანი, მიწანი და ხენი. |
Verse: c | ჩუ̂ენ მისნი მინდობილნი ვართ, | ყოველნი მონასახენი. |
Verse: d და | ზეცას იგი არს უკუ̂დავი, | ქუ̂ეყნად -- თქუ̂ენ -- მისნი სახენი! |
Strophe: 1599_[1499] | ||
Verse: a | ყოველი მისთა ჴელთ არის: | ცა, ქუ̂ეყანა, ჴმელთა არე. |
Verse: b | მან დაბადა ვარსკუ̂ლავები, | მზე და ეტლი, ბრუნავს მთუ̂არე, |
Verse: c | ვაზირებსა გეხვეწები, | ჴელ-მწიფესთან მოგვეჴმარე: |
Verse: d და | ჩუ̂ენი აჯა შეისმინოს, | შეჭირვება დაგვხსნას მწარე. |
Strophe: 1600_[1500] | ||
Verse: a | ესე საქმე გააგონეთ, | მეფის ყურსა ჩავარდების, |
Verse: b | ახოვანი საფადარი | რაზმსა შიგა გავარდების, |
Verse: c | მეომარი ასრე ხედავს, | რომ თერიაყ გულსა ების, |
Verse: d და | მივა მათი რისხვის ქარი, | პირს სამსალა წავარდების. |
Strophe: 1601_[1501] | ||
Verse: a | მძიმის გურზისა მქნეველო, | მტერთა უცეცხლოდ დამწველო, |
Verse: b | შენთა ერდგულთა ლხინო და | ორგულთა რისხვით მჭირველო. |
Verse: c | მეომარო და სვე-სრულო, | ომითა ციხეთ ამხმელო, |
Verse: d და | თვალად და ტანად ტურფაო, | ფრიდონის დროშის სანთელო! |
Strophe: 1602_[1502] | ||
Verse: a | ტან-საროვო და ლომ-გულო, | შესახედავად ლმობილად !.. |
Verse: b | დასწყნარდა თქუ̂ენი სამზღვარი, | არის ყოველი წყობილად: |
Verse: c | არ არის წყენა, შეიქნე | მგელი და ცხვარი ძმობილად, |
Verse: d და | მე თქუ̂ენი ერთი მონა ვარ, | მსახური შენი ყმობილად! |
Strophe: 1603_[1503] | ||
Verse: b | ესე ოდენი დიდება, | აწ ჩემთვის გიღირსებია, |
Verse: b | რა წელთ სარტყელი შემირტყამს, | მე თქუ̂ენთვის მიამებია. |
Verse: c | ყოფილვარ სახელიანი | და ყუ̂ელგან გამმარჯვებია. |
Verse: d და | ზაფრანის ფერად შევქნილვარ, | თმა-წვერი გამთეთრებია. |
Strophe: 1604_[1504] | ||
Verse: a | დაბერებულვარ, სოფელსა | წაუხმან ჩემნი დღენიო, |
Verse: b | ჟამად კიდევე გმსახურებ, | ისმინე მონახსენიო, |
Verse: c | თავ-მდაბლად, მონისა სწორად, | ვდგავარ ალვისა ხენიო, |
Verse: d და | ჯავშნიან წელ-შერტყმული ვარ, | ჴელსა მაბია ცხენიო. |
Strophe: 1605_[1505] | ||
Verse: a | თქუ̂ენთა მტერთა -- დევ-საგსართა | ომი კიდევ შემიძლიან. |
Verse: b | სადევესა მოგიჴმარებ, | ინდოური ჴრმალი მძლია, |
Verse: c | მძიმე გურზი მოვიქნიო, | ჯერეთ ძალი არ წამსუ̂ლია, |
Verse: d და | ვერვინ გაჩნდა ჩემი სწორი, | ომით ჴმელი მამივლია. |
Strophe: 1606_[1506] | ||
Verse: a | თუ სხვათა ჩემთა ნაქმართა | ნიშანი არსად არისა, |
Verse: b | რა უყავ მაზანდარელთა | დევ-ქაჯთა, ისიც კმარისა, |
Verse: c | მას წინათ მოვჰკალ ვეშაპი, | დიდი, უსახო არისა!.. |
Verse: d და | თქუ̂ეს: "ამოსწყუ̂იტა ქუ̂ეყანა | ქაშიბს, -- ზღვის პირსა არისა. |
Strophe: 1607_[1507] | ||
Verse: a | სულ-ჩადგმული ჴორციელი, | მუნა ვერა დაუდგმიდა. |
Verse: b | ზღვით ნიანგსა გამოიყუ̂ანს, | ჴმელზედ ფერჴსა არ დასდგმიდა, |
Verse: c | პილოსა და მარტორქასა, | შიშით მისკენ მიზიდვიდა. |
Verse: d და | ქალაქნი და ქუ̂ეყანანი | გარდეხვეწნეს მიღმა მიდა. |
Strophe: 1608_[1508] | ||
Verse: a | ქაშიბს მორტყმოდა გარეშე | შავი, კუპრისა ზღვა ვითა, |
Verse: b | პირს შავი კუ̂ამლი ამოსდის, | ღრუბელთა შესართავითა, |
Verse: c | არწივსა ფრთენი მოსტუსის | ბილწმან სულითა ავითა, |
Verse: d და | მსმენელთ შიშითა დალევდის, | მასთან ვერ იყუ̂ნეს ზავითა. |
Strophe: 1609_[1509] | ||
Verse: a | მე პილოტანმან ქარ-ფეჴი | შევჰკაზმე, ლოცვა დავიწყე, |
Verse: b | გულისა შიში გავაგდე, | ტანსა აბჯარი გავიწყე, |
Verse: c | მშვილდის საფერი პირ-ბასრი | ისარი ქარქაშს ჩავიწყე, |
Verse: d და | ჴელთ ძროხის სახე ლახტი მაქუ̂ს, | ჴალი წელზედა გავიწყე. |
Strophe: 1610_[1510] | ||
Verse: a | სამანდსა შევჯე, წამოველ, | ვეშპისა ომი ვთქუ̂ი ოდეს. |
Verse: b | გამომესალმნეს მეყუ̂ისნი, | ყოველნი ჩემთვის ჩიოდეს, |
Verse: c | ევედრებოდეს უფალსა, | მე მისგან არ მეშინოდეს, |
Verse: d და | გამარჯუ̂ებულნი მოვიდეს, | პირ-ნათლად მოიცინოდეს. |
Strophe: 1611_[1511] | ||
Verse: a | ვითა ნიანგმან, მივმართე, | ვირე არ დაეძინოსა, |
Verse: b | ქაშიბს მივმართე ზღვაშიგან, | მუნ კუ̂ამლი ამოდინდესა, |
Verse: c | გვანდა: "შავი მთა მართია, | ყოველნი მას შეშინდესა, |
Verse: d და | ცხრა ასი მჴარი სიგრძე აქუ̂ს, | თმანი მინდორს ეფინესა. |
Strophe: 1612_[1512] | ||
Verse: a | რა დამინახა, გამოჰყო | მან ენა ჭანდრის ოდენი, |
Verse: b | წითელნი თუ̂ალნი აახუ̂ნა | სისხლისა ტბათა ოდენი. |
Verse: c | ჰგავს ზღუ̂ასა ცეცხლი ედების, | დასწვა ჩინეთის კბოდენი, |
Verse: d და | მან პირ-აშკმულმან მომმართა, | ვთქუ̂ი: "ქუხან შვიდნი კიდენი!.." |
Strophe: 1613_[1513] | ||
Verse: a | ვჰკარ შუბლსა ერთი ისარი, | პირი არ ავაღებინე, |
Verse: b | ზედა მიუჴე, კრმალი ვკარ, | ლაში სრულ გავაგდებინე, |
Verse: c | სისხლისა ღუ̂არი წაცასქდა, | მინდორი შევაღებინე, |
Verse: d და | სულთა მხუთევდა სიმყრალე, | სამანდსა შევაძლებინე. |
Strophe: 1614_[1514] | ||
Verse: a | მძიმე გურზი გამოვიღე, | ნაჴრმლევზედა სისხლნი სდიან, |
Verse: b | შეუძახე, თავსა დავჰკარ, | ტვინი ცხვირთათ წამოსდიან, |
Verse: c | მის თემისა დიდებულნი | მთისა წუ̂ერით მიჭუ̂რეტდიან, |
Verse: d და | რა ის მოვჰკალ, მასუკანით | იაქ ზამი საამ მრქუ̂იან. |
Strophe: 1615_[1515] | ||
Verse: a | სისხლთა მისთა განადენთა | ქაშიბს ზღუ̂ანი გააწითეს, |
Verse: b | სიმყრალისა კუ̂ამლი ასდის, | მზისა პირსა დაფარვიდეს. |
Verse: c | გამარჯუ̂ება მამილოცეს, | თავს გუარსა გარდმაყრიდეს, |
Verse: d და | ქუ̂ეყანათა მათ აყრილთა | მახარობლად კაცს გზავნიდეს. |
Strophe: 1616_[1516] | ||
Verse: a | მაზანდარას მოქნეულმან | ჩემმან ლახტმან კლდენი ლეწნა, |
Verse: b | საგდებლითა ჩამოყრილთა | დევთა ძვალნი შემოლეწნა, |
Verse: c | თავადნი და ფალავანნი | მოხარაჯედ შეგახუ̂ეწნა, |
Verse: d და | ჟამთ სიგრძემან გამათეთრა, | ძალით ოდენ შემერეწნა. |
Strophe: 1617_[1517] | ||
Verse: a | აწ სარტყელი შემიხსნია, | მე თქუ̂ენ გმსახურე ეზომი, |
Verse: b | მე ყოველგან თქუ̂ენთა მტერთა | შევანანე ჩემი ომი, |
Verse: c | მოხარაჯედ დაგიყენე, | დავაქცივე ციხიონი, |
Verse: d და | მტერი მონად გამსახურე, | აწ კმა არის ჩემი ომი. |
Strophe: 1618_[1518] | ||
Verse: a | ფალავნობისა სარტყელი, | გვირგვინი ქუდი ჩემია, |
Verse: b | თქუ̂ენის მიწისა თუ ღირსვარ | ზალისთვის მიმიცემია, |
Verse: c | მას მართებს ჩემად შედეგად | აწ სამსახური შენია, |
Verse: d და | ფალავნობა და სახელი | ეძებოს იმან ჩემია. |
Strophe: 1619_[1519] | ||
Verse: a | მან ჩემი გურზი აიღოს, | მტერნი შიშითა დალიოს, |
Verse: b | თქუ̂ენთა ორგულთა თავები | მიწათა შიგან გარიო! |
Verse: c | ბრძანების ურჩი ვინც იყოს, | ხანჯრები გულსა დარიოს, |
Verse: d და | გული და ღუ̂იძლი გაუპოს, | სული იმათი დალიოს. |
Strophe: 1620_[1520] | ||
Verse: a | ეს ახალი ფალავანი, | უწინ გუ̂ერცა რომ გაახლე, |
Verse: b | მაშინც კარგად შეიწყალე, | აწ ქუ̂აბული გაუახლე, |
Verse: c | როდაბისა ბოძებითა | შეიბრალე, შუქთ აახლე, |
Verse: d და | არ გეწყინოს, დაანებე, | კუ̂ლავ უბოძე დღეთ სიახლე. |
Strophe: 1621_[1521] | ||
Verse: a | ერთმანერთი მონდომია | თვით თავისა გონებითა, |
Verse: b | პირი უგავს სანდაროზსა | როადამის გონებითა, |
Verse: c | მოვიდა და ცრემლიანი | შემეხუ̂ეწა მონებითა, |
Verse: d და | მამეგონა შეწყალება | თქუ̂ენით შემოვედრებითა. |
Strophe: 1622_[1522] | ||
Verse: a | მე საუბრითა გამტეხა, | ბრჭობით ვეუბენ ჭკუ̂ისაგან: |
Verse: b | "ღ(ვ)თის დარჩენილსა პირველად | დიდისა ჴელ-მწიფისაგან, |
Verse: c | შეწყალებულსა რად მამკლავ | გაზრდილსა სიმურღისაგან. |
Verse: d და | მე მიშოვნია არიფი | ბრძანებით განგებისაგან!" |
Strophe: 1623_[1523] | ||
Verse: a | ცრემლიანმან მოსაკლავად | მამიშვირა წინა თავი. |
Verse: b | თქუ̂ენსა წინა გამოვგზავნე | შესახვეწლად გმირთა თავი. |
Verse: c | ამას წყლული გაუკურნე, | გამსახუროს გმირი თავი, |
Verse: d და | მხიარული გამოუშვი | ფალავანთა ზაალ თავი. |
Strophe: 1624_[1524] | ||
Verse: a | სამ ფალავანმან უსტარი | რა გაათავა წერითა, |
Verse: b | მას სარო-ტანსა უბოძა | თვითან თავისა ჴელითა: |
Verse: c | "წადი, მანუჩარს წინაშე, | სააჯო იურვენითა, |
Verse: d და | შენ შეეხვეწე პატრონსა | თქუ̂ენის ნებისა ქენითა!" |
Strophe: 1625_[1525] | ||
Verse: a | წიგნი რა მისცა ზალდასტანს, | გარდაუკოცნა ჴელიო, |
Verse: b | უბრძანა ხუთთა მონათა: | "თქუ̂ენ დაჰკაზმენით ცხენიო! |
Verse: c | თორმეტნი კარგად მავალნი | ფიცხნი და უფრო მძლენიო, |
Verse: d და | შესხდეს და ფიცხლად წავიდეს, | ვით ქარნი მოსწრაფენიო. |
Strophe: 1626_[1526] | ||
Verse: a | აქა ცნა მერაბ ამბავი | და საქმე მაზანდარისა, |
Verse: b | საამის ჴელით სიკუ̂დილი | ქაქუთის დედულთ გვარისა, |
Verse: c | მისის სალაროს მორთმევა | მეფისა მანუჩარისა, |
Verse: d და | აწ ქუ̂აბულს გამოუძახა: | "თქუ̂ენი ძველ მტერი არისა". |
Strophe: 1627_[1527] | ||
Verse: a | მერაბ ესე გაიგონა, | წყენისაგან უჭკოდ გაჴდა, |
Verse: b | მას მოედვა გულსა ცეცხლი, | ბრძანა: "ჩემი საქმე წაჴდა!" |
Verse: c | პირი უგავს ზაფრანასა, | გონებასა დიდსა ჩაჴდა. |
Verse: d და | სინდუხტს უთხრა "არ დამეხსენ, | თვარ მოვკლევდი როდამს აწდა!" |
Strophe: 1628_[1528] | ||
Verse: a | რასაცა გვიზამს მანუჩარ, | ის მისგან მოიწევისა: |
Verse: b | აშენებული ქალაქი | და ტახტი დაიქცევისა, |
Verse: c | მე დაგჴოც შენ და ასულსა, | აწ სისხლი დაიქცევისა (!), |
Verse: d და | თავსა ვიურვი, ნაქმარი | ეს თქუ̂ენი თქუ̂ენ გეზღვევისა. |
Strophe: 1629_[1529] | ||
Verse: a | სინდუხტ ქმარსა მოახსენა: | "საწუთროსა ტანისაო, |
Verse: b | შეუჭირვო ვინ დაჰბადა | ღმერთმან კაცთა გვარისაო, |
Verse: c | წყრომით ნუ ხარ, გამიკითხე | ჩემით საქმით არისაო, |
Verse: d და | ჩემით ქნითა თუ რამ იყოს, | დამწუ̂ავს ცეცხლი ალისაო! |
Strophe: 1630_[1530] | ||
Verse: a | განა ჩუ̂ენ მოგვიყუ̂ანია, | რა ჩუ̂ენი ბრალი არისა, |
Verse: b | პირველვე გვესმა ამბავი | -- დაწერა მანუშარისა |
Verse: c | ჴელ-მწიფიჴაგან მოცემა | სრულად ქუ̂აბულისტანისა, |
Verse: d და | ნახვიდა თუ მოსრულიყო, | საქნელი აგრე არისა!" |
Strophe: 1631_[1531] | ||
Verse: a | წახუ̂ე მათად უჴმობარად, | თავი შენი მუნით არე, |
Verse: b | მომეწონა ზაალდასტან, | ქება მისი შენვე ბრძანე, |
Verse: c | ყუ̂ელამ იცის ზაულელმან, | რომ ქალი გითქს მზისა დარე, |
Verse: d და | სიტურფითა შუ̂ენიარი, | გავსილია, ვითა მთუ̂არე! |
Strophe: 1632_[1532] | ||
Verse: a | უთქუ̂ამს ვისმე: "გამიჯნურდა | ზაალდასტან როდამს ზედა!.. |
Verse: b | კოშკის წვერსა გასრულიყო, | თქუ̂ენცა იცით, საბელზედა, |
Verse: c | ვერ ვიცნობდი, ქება მისი | თქუ̂ენ მიბრძანე ჭამაზედა, |
Verse: d და | გაბრჭე, ღ(ვ)თისა მოყუ̂არეო, | რა ბრალი მაქს ამაზედა?! |
Strophe: 1633_[1533] | ||
Verse: a | გთხოვდეს კაცნი დიდებულნი, | ჴელ-მწიფეთა ყუ̂ელა გვარი: |
Verse: b | არვის მიეც, შარიერო, | შენ არ შერთე ქალსა ქმარი. |
Verse: c | ნუ ვაბრალებთ ერთმანერთსა, | განგებისა ნება არი, |
Verse: d და | იგი შესცუ̂ლის, სიხარულად, | ჩუ̂ენი ჭმუნვა ცუდი არი. |
Strophe: 1634_[1534] | ||
Verse: a | თუ გამამირჩევ თავადსა, | საამს წინ მივეგებია, |
Verse: b | თუ̂ალ-მარგალიტი მივართვა, | გუარი საგორვებია, |
Verse: c | საკელ-მწიფონი ქამხანი, | სტავრა და ატლასებია, |
Verse: d და | თქუ̂ენ მაგიერად, თავ-მდაბლად | მას ტკბილად ვეუბნებია. |
Strophe: 1635_[1535] | ||
Verse: a | მას ტკბილითა საუბრითა, | ვიცი, გულსა დაუამებ. |
Verse: b | დავამშვიდებ რა ასეთსა | მე სიტყუ̂ასა გავაგონებ, |
Verse: c | ქუ̂აბულისტანს, ნუ ამოსწყუ̂ეტს, | შეხვეწებით შევაგონებ, |
Verse: d და | იხსნას მათის რისხვისაგან, | სრულად საყმოდ დავამონებ. |
Strophe: 1636_[1536] | ||
Verse: a | მერაბს ესმა ცოლისაგან, | გაეკურნა გული წყლული: |
Verse: b | შეჭირვება ჩამოიხსნა, | მისკენ მივა მხიარული, |
Verse: c | მოეწონა გამორჩევა, | გაუ̂ენათლდა ახლად სული, |
Verse: d და | დაუმადლა, ეგრე უთხრა: | "ეცადე რას წმიდა რჯული!" |
Strophe: 1637_[1537] | ||
Verse: a | მაგისთანას საქმისათვის | სალაროსა რას ჴელს ვჰყრია?!. |
Verse: b | ლაშქართა და ქალაქთაგან | სხუ̂აც მრავალი მამჴდომია |
Verse: c | არა ვწყალობ საქონელსა, | თუ არა ვართ, ცუდად ჰყრია, |
Verse: d და | გავხნათ დიდი ფათერაკი, | რომე ცუდად არ წავჴდია. |
Strophe: 1638_[1538] | ||
Verse: a | ბეჭედი მისცა, უბრძანა: | "საჭურჭლის კლიტე აიღე, |
Verse: b | რაცა გერჩივნოს, გარდასდევ, | სალაროთ კარი გაიღე, |
Verse: c | რაც მოგეწონოს, ყუ̂ელაი | თვითან ჴელითა აიღე, |
Verse: d და | შეჰკრენ ლარნი სტავრანი, თქუ̂ე | საძღუნოდ მისგან წაიღე. |
Strophe: 1639_[1539] | ||
Verse: a | შეჰკრა ოცდათი არტახი, | სინდუხტს რაც სთქმიდა გულია: |
Verse: b | ინდოური და ბერძული | სადა სტავრათა გულია, |
Verse: c | თვალ-მარგალიტი, გოარი, | ჩინური დახატულია, |
Verse: d და | ორმოცი მსხვილი ზანდუკი, | ყუ̂ელაი დაბეჭდულია. |
Strophe: 1640_[1540] | ||
Verse: a | რიდე, ზარქაში, სტავრები, | გვირგვინი ტურფა ამარი, |
Verse: b | საყური, სალტე, ტყავები, | მუშკი მრავალი, ამბარი, |
Verse: c | ოცი ტაიჭი ლაგმითა, | ორმოცი ტანი აბჯარი. |
Verse: d და | ოთხმოცი ქალი და ვაჟი, | ჴრმლები ინდოეთს ნაქმარი. |
Strophe: 1641_[1541] | ||
Verse: a | სინდუხტ მოჰკაზმა ყუ̂ელაი | სამკაულ-აკაზმულითა. |
Verse: b | შევიდა მერაბს წინაშე | მნათობი, წმინდა რჯულითა. |
Verse: c | ქმარსა დაუდვა იმედი, | იგი ნათობდა გულითა: |
Verse: d და | -- "ღ(ვ)თითა ყუ̂ელასა ვისაქმებ, | იყუ̂ენით ნათლად სულითა ! |
Strophe: 1642_[1542] | ||
Verse: a | კარგად მოჴდების ყოველი, | თქუ̂ენის ნებისა იქმნების, |
Verse: b | ჩემდა მოსუ̂ლამდის როადამს | თუ ავნო, -- გული მიკუ̂დების!.." |
Verse: c | მერაბ შეჰფიცა: "ღმერთმან ყოს, | ეგე ჩემგან არ იქმნების, |
Verse: d და | გული დაიდევ, როადამ | შენ ჩემგან არ წაგიჴდების!" |
Strophe: 1643_[1543] | ||
Verse: a | აჰკიდეს, გავლნეს დილასა | მათ კარნი ქალაქისანი, |
Verse: b | დღე-ღამე სწორად იარეს, | დალივნეს სიგრძე გზისანი. |
Verse: c | საამ ფალავნის ლაშქართა | მუნ ნახნეს შუქნი მზისანი. |
Verse: d და | გვანან სამოთხის ყუ̂ავილთა, | თქუ̂ეს: "მასკუ̂ლავნია ცისანი!" |
Strophe: 1644_[1544] | ||
Verse: a | გვერცა ახლავს დაკაზმულნი | ყუ̂ელა ოქრო ქსოვილითა. |
Verse: b | თვალ-მარგალიტ-შემკობილნი | მზესა გვანან წამოვლითა. |
Verse: c | მერმე ჰკითხეს დიდებულთა: | "აწ ამბავი თქუ̂ენი თქუ̂ითა?" |
Verse: d და | მოახსენეს: სინდუხტ" არის, | საამისკე მივა მზითა!" |
Strophe: 1645_[1545] | ||
Verse: a | საამ უბრძანა თავადთა: | "დახუ̂დომა გვმართებს არ ავი: |
Verse: b | წააღებინეთ ფარეშთა | სამი ქამხისა კარავი. |
Verse: c | ოქსინო ქვეშე საფენი, | სადგომი ნახეთ, სარავი!" |
Verse: d და | მაშიგან იყო საჯდომლად | სინდუხტ ნათობთა მზარავი. |
Strophe: 1646_[1546] | ||
Verse: a | რა სადგომი გაუჩინეს, | სინდუხტს წინა მიეგებნეს. |
Verse: b | საფადარის მაგიერად | მას მოკითხვა მოახსენეს. |
Verse: c | წინ გაუძღვეს სადედოფლოს, | მას დღე მუნა მოასვენეს, |
Verse: d და | რაცა ჰქონდა, საამისთვის | საძღვნოდ მუნა მოიტანეს. |
Strophe: 1647_[1547] | ||
Verse: a | საამ უბრძანა: "მოჰკაზმეთ | სრა-სახლი ფარდაგებითა: |
Verse: b | აქა ვაწვიოთ, სალამად | წინა ჩუ̂ენ მივეგებვითა. |
Verse: c | მუნ ერთმანერთსა სალამი | მივსცეთ, თავისა ნებითა, |
Verse: d და | მოკითხვით პირი გააღეს, | სიტყუ̂ითა ლამაზებითა. |
Strophe: 1648_[1548] | ||
Verse: a | ერთად რა დასხდეს, მოიღო | მუნ სინდუხტ ანაწერია. |
Verse: b | მას საჩუქარად რაცა აქუ̂ს | ტვირთული ჯორ-აქლემია, |
Verse: c | სტავრა-ატლასი, რაცა ვთქუ̂ით, | მას ჰქონდა ყოვლიფერია. |
Verse: d და | თქუ̂ა: მერაბ" გიძღვნა პატრონმა | ეს თქუ̂ენი შესაფერია!" |
Strophe: 1649_[1549] | ||
Verse: a | საფადარსა მოეწონა, | სინდუხტისგან დაიმადლა: |
Verse: b | "ბანოვანთა ჰე თავადო"!.. | გარდიჴადა მადლი მდაბლა. |
Verse: c | "ბედნიერთა გვარისაო, | ტახტოსანო, დია მაღლა, |
Verse: d და | ესე ყუ̂ელა მოგიღია, | გაგვინათლდა ტახტი ახლა!" |
Strophe: 1650_[1550] | ||
Verse: a | სინდუხტ ეგრე მოახსენა: | "სახელ-დიდო საფადარო!.. |
Verse: b | მტერზედამცა მორჭმულიხარ, | რჯულ-წმინდაო, ნათლად ხარო, |
Verse: c | ბედნიარი პირი თქუ̂ენი | ვნახე, ალვა -ტანი, სარო, |
Verse: d და | მიზეზიმცა დაილოცვის, | -- ჟამი ესე ბედნიარო!.." |
Strophe: 1651_[1551] | ||
Verse: a | მოეწონა საფადარსა | ტანის ნაკუ̂თი, თუ̂ალადობა: |
Verse: b | ყოფა-ქცევა, საუბარი, | პასუხი და ნაზარდობა. |
Verse: c | გულსა შიგან მოეგონა | ზალდასტანის მიჯნურობა: |
Verse: d და | "თუ ასული ამასა ჰგავს, | როგორ დავგმო აშიყობა?!." |
Strophe: 1652_[1552] | ||
Verse: a | -- "ჰე შარიერო, ნუ გაწყენ, | მე გკადრო არმაღანიო: |
Verse: b | საქონელი და საჭურჭლე, | მარგალიტი და თვალნიო; |
Verse: c | ჩუ̂ენ გვაქუ̂ს ურიცხვი ყუ̂ელაი | -- ვერვისგან დანათვალნიო, |
Verse: d და | რაც გინდა, ყუ̂ელა შენია, | ჩუ̂ე მით ვართ თქუ̂ენი ყმანიო!" |
Strophe: 1653_[1553] | ||
Verse: a | მამულსა და საქონესა | ჩუ̂ენსა, თავსა, დაგამონებ, |
Verse: b | რაცა ვიცი მერაბისგან, | საუბარსა შევაწონებ, |
Verse: c | თუ მიბრძანებ, ხვაშიადსა | თქუ̂ენ მარტოსა გაგაგონებ, |
Verse: d და | ამას იქით თუ ვცოცხალვარ, | დღეთა თურმე შენ გაქონებ!" |
Strophe: 1654_[1554] | ||
Verse: a | რა კარავნი დაიცალნეს, | სინდუხტ დაძრა ქებად ენა; |
Verse: b | საუბარი მერაბისა | საამს ყუ̂ელა მოახსენა: |
Verse: c | "აქანამდის წყალობითა | შენით ვიყუ̂ით კარგად ჩუ̂ენა. |
Verse: d და | დღესამდისინ მტერისაგან | ჩუ̂ენმან გულმან მოისუ̂ენა! |
Strophe: 1655_[1555] | ||
Verse: a | ვყოფილვართ მოხარაჯენი | თქუ̂ენი და ჴელ-მწიფისანი, |
Verse: b | მათის ტახტისა მლოცველნი, | თქუ̂ენისა -- დოვლათისანი, |
Verse: c | მას სარო-ტანსა ზალდასტანს | მოუნდეს შუქნი მზისანი, |
Verse: d და | ჩემი რუადამ ენასა | -- ყუ̂ავილნი სამოთხისანი! |
Strophe: 1656_[1556] | ||
Verse: a | მათ ერთმანერთი ენახა, | -- ჩუ̂ენ ვერა შევიგენითა: |
Verse: b | საცოლ-ქრმოდ შეფიცებულან, | არ ტყუვილისა ენითა, |
Verse: c | მერაბ შეიტყო, ქალისა | მოკუ̂ლა გაჰპირა ჴელითა, |
Verse: d და | თქუ̂ა: "ამა საქმეს მანუჩარს, | ვიცი, რომ ვაწყენ ენითა!.." |
Strophe: 1657_[1557] | ||
Verse: a | "სახელ-დიდო ფალავანო, | ღ(ვ)თის წერილსა შესცუ̂ლის ვინ და? |
Verse: b | მას ითხოვდეს ჴელ-მწიფენი, | სხვამ იხვედრა ვერავინ და, |
Verse: c | ღ(ვ)თის განგება აქანამდის | ზაალისთვის ინახვიდა. |
Verse: d და | ბევრსა სისხლსა უბრალოსა, | ფალავანო, ნუ დაღვრი და!" |
Strophe: 1658_[1558] | ||
Verse: a | სინდუხტისგან გაიგონა, | ჩამოაგდო საამ თავი: |
Verse: b | გონებასა რასმე ჩაჴდა, | არა ბრძანა ყოლე დავი, |
Verse: c | აიხედა, მოახსენა: | "ბანოანთა შენ ხარ თავი. |
Verse: d და | თუ თქუ̂ენა გგავს თქუ̂ენი ქალი, | არ იშოვა ზაალ ავი". |
Strophe: 1659_[1559] | ||
Verse: a | სინდუხტ ჰკადრა: "თქუ̂ენცა ბრძანეთ: | "ფალავანთა თავი მე ვარ", -- |
Verse: b | ვერვინ გკადრებ ჴორციელი: | "მე გჯობივარ, შენთან მზე ვარ |
Verse: c | მეომრად და სახელითა"!.. | დანერგული ალვის ხე ხარ!.. |
Verse: d და | არას ვგავარ შვენებითა | მზესთან, მთუ̂არე ვითა, ვზივარ! |
Strophe: 1660_[1560] | ||
Verse: a | მერაბის დედა ყოფილა | თუ̂ალ-ტანად, პირად მზიანი, |
Verse: b | განთქმული, თუ̂ალადობითა, | ტურფა და სახელიანი, |
Verse: c | დედით მეყუ̂ისი ზაჰაქთა | და გუ̂არად ჴელ-მწიფისანი, |
Verse: d და | მასცა სჯობს ჩემი როდამი, | ვითა ეკალსა იანი!" |
Strophe: 1661_[1561] | ||
Verse: a | საფადარსა მოეწონა | საუბარი შესაგვანო, |
Verse: b | სინდუხტს სიტყუ̂ა საიმედო | მაშინ მისცა: "სარო-ტანო!. |
Verse: c | საჩინოთა ნათესავო | დედოფალო და საგვანო!... |
Verse: d და | რადგან თვითან გაისარჯე, | შენ გულ-ნათლად წაგიყუ̂ანო! |
Strophe: 1662_[1562] | ||
Verse: a | მოხველ მძიმითა ნიჭითა, | საჴელ-მწიფოთა წესითა. |
Verse: b | არცვის მანუჩარ უნახავს | ამისთანითა წესითა!.. |
Verse: c | სახლი გაერთდეს, ჩუ̂ენ ვიყუ̂ნეთ | ლხინითა უკეთესითა, |
Verse: d და | ზაალ და როდამ შეჰყაროთ | ნამკობნი ოქროს ფესვითა! |
Strophe: 1663_[1563] | ||
Verse: a | მაგ საქმისა საურავად | სიძე შენი თვით წავიდა, |
Verse: b | როდამისა გონებითა | ტიროდა და ცრემლსა ღუ̂რიდა. |
Verse: c | ქუ̂აბულისტანს" რად ამოსწყუ̂ეტ"!.. | ლომივითა წამეკიდა, |
Verse: d და | შეიჭირვებს ყუ̂ელაკასა, | ქარივითა მალედ ვლიდა. |
Strophe: 1664_[1564] | ||
Verse: a | თვითან ჴელ-მწიფე კარგია, | ღ(ვ)თითა, იურვის, ვიცითა: |
Verse: b | როს ნახა პირველ, იმედი | მაშინ უბრძანა ფიცითა. |
Verse: c | მიბრძანა: "უყავ ყუ̂ელაი, | რაცა ინებოს, იცითა!.." |
Verse: d და | არ დაუშურვებ, რაც უნდა, | მივცემ პირითა მტკიცითა!" |
Strophe: 1665_[1565] | ||
Verse: a | მერმე ბრძანებს: ზაალს" მართებს, | რაცა ჩუ̂ენთვის მოიტანეს!" |
Verse: b | მოლარეთა უხუცესი | მუნ ეჯიბი მოიყუ̂ანეს, |
Verse: c | საქონელნი მოღებულნი | მას უკლებლად მიუთვალნეს. |
Verse: d და | წიგნი ახლად დაუწერეს, | ლალ-გოარნი დაუთვალნეს. |
Strophe: 1666_[1566] | ||
Verse: a | სინდუხტს პირი აუყუ̂ავდა, | ჰგავს, მთუ̂არეა მოსავანო: |
Verse: b | მოახსენა: "ჰე ჯენდარო, | საწუთროსა ფალავანო!.. |
Verse: c | ტანითამცა სულ ნათლად ხარ, | გვირგვინისა შესაგვანო, |
Verse: d და | ნუმცა ოდეს მოგეშლების | ჭკუა, ძალი, სარო-ტანო! |
Strophe: 1667_[1567] | ||
Verse: a | რომ წყალობად შეგვიცვალე | გულის წყრომა შენი ავნი, |
Verse: b | ქუ̂აბულისტანს თავადებსა | აღარ დასჭერ ჴმლითა თავნი, |
Verse: c | თქუ̂ენად მონად დაიჭირნე, | მათ უბოძე რადგან ზავნი, |
Verse: d და | აწ მერაბს და ჩემსა როდამს | მახარობელს გაუგზავნი". |
Strophe: 1668_[1568] | ||
Verse: a | საამ ბრძანებს: "მეც გავგზავო | წიგნი ჩემგან დანაწერი, |
Verse: b | გაიშორვეთ შეჭირვება, | ვერას გავნებსთ ახლად მტერი: |
Verse: c | ზაალ სიძედ გიშოვნია, | მერაბ, თქუ̂ენი შესაფერი, |
Verse: d და | განგებითა გაგითავებს | მოყუ̂რობასა საამ ბერი. |
Strophe: 1669_[1569] | ||
Verse: a | იმედეულმან ზადასტა | შეჰკაზმა მალე ცხენია, |
Verse: b | ტაიჭსა შეჯდა, არ ახლო | მან უნაგირსა ჴელია: |
Verse: c | აწ მაქუ̂ს იმედი ღ(ვ)თისაგან, | რას ნუკავს გული ჩუ̂ენია, |
Verse: d და | შეწყალებული მოგივა, | დაიხსენ კაეშანია!" |
Strophe: 1670_[1570] | ||
Verse: a | ესე წიგნი საფიცარი | თვითან ჴელით მიუწერა. |
Verse: b | მერმე დასხდეს სანადიმოდ, | მუნა იყო ჩანგთა მღერა. |
Verse: c | იყო კარგი სიხარული, | ბარბითისა ტკბილად ჟღერა. |
Verse: d და | სინდუხტს გული დაუამდა, | მაში ყუ̂ელა დაიჯერა. |
Strophe: 1671_[1571] | ||
Verse: a | ფიცხლა მავალსა შათირსა | უბრძანა: "პური ჭამეო! |
Verse: b | ესე ანბავი წიგნითა | შენ მერაბს მიუტანეო, |
Verse: c | მალედ იარე, ქარულად, | მუნ მიდი ამაზ ღამეო, |
Verse: d და | მათ მოახსენე ყოელი, | აწ გული დაუამეო!" |
Strophe: 1672_[1572] | ||
Verse: a | "ლომ-გულო და ნაკუ̂თად კარგო"! | ჩემ მაგიერ მოახსენე: |
Verse: b | "შეჭირვება ჩამოიხსენ, | აწ ლხინითა მოისვენე!.. |
Verse: c | საფადრისა წიგნი ნახე, | ჩემი რაცა გაიგონე!.." |
Verse: d და | ფიცით ბრძანა გაერთება, | მან, მზახლობა შესაგვანე. |
Strophe: 1673_[1573] | ||
Verse: a | "წიგნი გრძლად მისთვის არ ვსწერე, | -- კითხვითა გაირჯებოდა, |
Verse: b | საპირიანოდ იქნების, | რაცა თქუ̂ენ გიამებოდა, |
Verse: c | დაყოვნისათვის მეც მიმძიმს, | წამოსვლა მესწრაფებოდა, |
Verse: d და | ყუ̂ელასა სწორად ვისაქმებ, | უმისოდ არ იქნებოდა. |
Strophe: 1674_[1574] | ||
Verse: a | გულის სტუმარნი მოგივალთ, | მასპინძლად დაემზადენით: |
Verse: b | შენ სავსედ იყავ ლხინითა, | ნუ ხარ ცრემლისა დადენით, |
Verse: c | მოვალ, ანბავსა ყუ̂ელასა | წვრილად გიამბობ კვლავ ენით, |
Verse: d და | ფაიქსა სამახარობლო | უბოძეთ, რაც უქადენით!" |
Strophe: 1675_[1575] | ||
Verse: a | სინდუხტ საამს უდარბაზა, | მოემატა პირსა ფერი. |
Verse: b | ვითა ვეფხი, კისკასურად | შინ შევიდა შვენიერი. |
Verse: c | მან თავითა უსალამა, | ჰკადრა ქება მრავალ ფერი. |
Verse: d და | ერთად დასხდეს სარო-ტანნი, | გაანათლეს მათ აერი. |
Strophe: 1676_[1576] | ||
Verse: a | "საფადარო, აწ ვინათგან | შენ უფალმან შეგაგონა, |
Verse: b | ჩუ̂ენი საქმე შეიწყალე, | მერაბ საყმოდ დაგემონა! |
Verse: c | ზაალდასტან თუ ისაქმა, | მოსვლის ჟამი არის, მგონა. |
Verse: d და | სჯობს -- წავიდე, სამასპინძლოდ | დავამზადო მერაბ მონა. |
Strophe: 1677_[1577] | ||
Verse: a | რა მოხვიდეთ შენ და ზაალ, | შეგვიცვალეთ ლხინად ომი, |
Verse: b | როადამ და მამა მათი | მუნა სხენან ელვა-მკრთომი, |
Verse: c | სამასპინძლოდ შეკაზმული | მე დაგიხუ̂დე ფერჴზედ მდგომი, |
Verse: d და | თქუ̂ენ მობრძანდით, სახლი ჩემი | გაანათლეთ, ვითა ჴომი. |
Strophe: 1678_[1578] | ||
Verse: a | სინდუხტს მოართვეს გვირგინი, | თუ̂ალ-მარგალიტი სარავი -- |
Verse: b | ყელ-საბამი და ტყავები, | ტანისამოსი არ ავი, |
Verse: c | ერთი ქუდი და სარტყელი | მერაბს ებოძა, კარავი, |
Verse: d და | გულ-მხიარულად წავიდა | სინდუხტ მნათობთა მზარავი. |