Strophe: 1679_[1579] | ||
Verse: a | ზაულისტანით წავიდა, | თავი არ დაიზიანა. |
Verse: b | დღე-ღამე წართვით ქარულად, | ყოლ არა დაიგვიანა, |
Verse: c | ერანს მივიდა, მან საქმე | ჭკუ̂იანად მოიმჴრიანა, |
Verse: d და | "ესე ჯობს დიდსა ნარიმანს!" | -- მჭუ̂რეტელნი დანატრიანა. |
Strophe: 1680_[1580] | ||
Verse: a | მოახსენეს ჴელ-მწიფესა: | ზაალ" მოვა, ესე -- ვით ხეს!" |
Verse: b | შინაურნი მოეგებნეს, | პატივითა მოიკითხეს, |
Verse: c | მას ანბავი მუნ მისვლისა | მათ, მიზეზი მისი ჰკითხეს, |
Verse: d და | ზალდასტან და თავადები | დარბაზის კარს ფიცხლად მიდგეს. |
Strophe: 1681_[1581] | ||
Verse: a | წინ მიუძღვნეს დიდებულნი. | ზაალ მეფეს რა ნახვიდა, |
Verse: b | ემთხვია და მიწაზედა | პირი დასდვა, ცრემლსა ღვრიდა. |
Verse: c | დიდხან იყო დამხობილი, | ჴელ-მწიფესა გაუკუ̂ირდა. |
Verse: d და | შეიტყო თუ: "მოაჯეა!" | -- გულშიგ კარგად გაუპირდა. |
Strophe: 1682_[1582] | ||
Verse: a | თვითან დიდი შარიარი | ზე წამოჯდა, დაძრა ენა: |
Verse: b | უბრძანა თუ: "ნუ ირჯები, | გაგითაო, რაც გწადს შენა: |
Verse: c | აჯა რაცა გითხოვნია. | აროდეს ვქნა შენი წყენა. |
Verse: d და | კუ̂ლავ მიწასა პირი დასდვა | ზაალ, მეფეს ეთაყუ̂ანა |
Strophe: 1683_[1583] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფემა მას ანბავი | საამისა წვრილად ჰკითხა, |
Verse: b | მერმე გზისა გარჯილობა, | ზაალდასტან, მოიკითხა. |
Verse: c | ფალავანი კუ̂ლავ ემთხვია, | ჩოქით უდგა წინა დიდხა, |
Verse: d და | მისცა წიგნი საამისა. | ჴელ-მწიფემან წაიკითხა. |
Strophe: 1684_[1584] | ||
Verse: a | ზაალ მონურად წინა უთქს, | ვით მოაჯეთა წესია. |
Verse: b | ეუცხოვა და უბრძანა: | "რა წიგნი ვნახე ესია?!. |
Verse: c | შემამხვეწნია თავ-მდაბლა | კლიტე საგსართა ესია. |
Verse: d და | ინდო ვეშაპთა ლომ-კაცთა | ნაწერი ესე ვისია? |
Strophe: 1685_[1585] | ||
Verse: a | საამ იყო ჴელ-მწიფეთა | ძალი გული გვირგვინისა, |
Verse: b | სახელი და პირის წყალი, | ზურგი არის ერანისა. |
Verse: c | ჩემთვის დიდი საწყინოა, | რაცა მესმა ფალავნისა, |
Verse: d და | მას სიბერე მოეწერა, | წელთა შეხსნა ჯავშანისა. |
Strophe: 1686_[1586] | ||
Verse: a | ზაალს უბრძანა: "მე მიმძიმს, | გულშიგან, ნაღუ̂ლად ჩაუშვებ, |
Verse: b | საწყინო წიგნი მამართვი, | ძველ მტერთა ცეცხლად გაუშვებ, |
Verse: c | საამს რა უყო ჯომარდსა, | მტერზედ ქორულად გაუშვებ. |
Verse: d და | მას ვაპატიებ ნაქმართა, | მაღლა ცათამდინ აუშვებ. |
Strophe: 1687_[1587] | ||
Verse: a | დავსთმობ შენის გულისათვის, | გაგითავებ საწადელსა, |
Verse: b | ჭკუ̂იანსა და გონიარსა | არას ვაზრობ საამს ქუ̂ელსა, |
Verse: c | საზიანოს არას მიზამს, | დავენდობი ტახტის მცველსა. |
Verse: d და | ერთგულსა და თანა მკუ̂დარსა | მეფობისა მიმცემელსა. |
Strophe: 1688_[1588] | ||
Verse: a | დასხდეს მეფე და ზალდასა | თავადნი ეჯიბებითა, |
Verse: b | ბრძანა თუ: "დავსხდეთ ნადიმად | ტურფითა სარაჯებითა. |
Verse: c | წინა მეჯლიში დაიდვეს | ოქროსა ტაბაკებითა, |
Verse: d და | მას დღესა ისხდეს ნადიმად | მეჩანგე-მუტრიბებითა. |
Strophe: 1689_[1589] | ||
Verse: a | მერმე წავიდეს საძილად, | დაძღეს სმითა და ჭამითა. |
Verse: b | საგონებლითა სავსე აქუ̂ს | ზაალს გულივე ამითა. |
Verse: c | დილასა კარსა მიუდგა | ნაზარდობისა ტანითა |
Verse: d და | ვინც ნახის, მოეგებიან, | უსალამნიან თავითა. |
Strophe: 1690_[1590] | ||
Verse: a | შევიდა და უდარბაზა | ჴელ-მწიეთა მან და სხუ̂ათა. |
Verse: b | გავს აც ღ(ვ)თისა საფარველი, | ზაალ არის მყოფი ჭკუ̂ათა. |
Verse: c | მეფე მალვით ეუბნების | ვეზირთა და მოაბადთა: |
Verse: d და | "სიკეთე და კალიბობა | მამწონს ყოფა-ქცევა-ზმათა! |
Strophe: 1691_[1591] | ||
Verse: a | სჯობს გამოვსცადოთ ჭკუ̂აზედა | სიტყუ̂ითა სათარგმანითა!.." |
Verse: b | მუნეჯიმთაცა უბრძანა: | "სტროლაბსა ჩახედენითა: |
Verse: c | რა გარდაჴდების მას ზედა, | თქუ̂ენ მართლად შეიგენითა". |
Verse: d და | მათ მოახსენეს: "პატრონო, | თქუ̂ენი ბრძანება ვქენითა!" |
Strophe: 1692_[1592] | ||
Verse: a | დასხდეს მუნა მოაბადნი, | საეტლოსა მეცნიერნი |
Verse: b | ზაალისთვის შესატყობლად... | მერამლენი კაცნი ქუ̂ელნი. |
Verse: c | ჰკრეს სტროლაბსა, კარგად მოვა, | შეამოწმნეს რამლის მკუ̂რელნი. |
Verse: d და | ერთმანერთსა დაემოწმნეს, | მეფეს წინა წადგეს მთქმელნი. |
Strophe: 1693_[1593] | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "იქნების | დღე-გრძელი გამარჯვებული: |
Verse: b | თქუ̂ენის ტახტისა მოსავი, | გულ-მართლად თქუ̂ენი ერთგული, |
Verse: c | მერაბის ასულსათანა | შვილი მიხუ̂დების ქებული, |
Verse: d და | მისგან მოჴდების დიდება | ღრუბელთა შესწორებული! |
Strophe: 1694_[1594] | ||
Verse: a | ერანს და თურანს მებრძოლი | მისებრივ არ გამოჩნდების: |
Verse: b | დიდებულთა და თავადთა | ძლიერი ზურგი იქნების, |
Verse: c | ჴელ-მწიფის კარსა საომრად | წელთა შერტყმული იქნების, |
Verse: d და | მისსა ნაკრავსა სულდგმული | ცოცხალი არ მოურჩების!" |
Strophe: 1695_[1595] | ||
Verse: a | მერმე იჴმნა ჴელ-მწიფემან | ვეზირები ჭკუ̂ისა მთქმელნი, |
Verse: b | უბრძანა თუ: "აწ სიტყუ̂ანი | ზაალს ჰკითხეთ დასაცდელნი, |
Verse: c | თუ გამოსცნობს, -- შეგვიტყუ̂ია, | -- სავსე არის ჭკუ̂ითა მთქმელნი, |
Verse: d და | შეიყარნეს. მუნა დასსდეს. | სხუ̂ა შეიქნა აწ სათქმელი! |