Strophe: 1696_[1596] | ||
Verse: a | ვეზირმან ჰკითხა ზალდასტანს | გამოსაცნობი ასია: |
Verse: b | "ერთსა საროსა შტოზედა | თორმეტი შტონი ასხია, |
Verse: c | ოცდაათ-ოცდათი მასთა | უწუ̂ლილე, უფრო ნასია, |
Verse: d და | არ დააკლდების, არც მეტობს, | -- გარდაჴდეს წელი ასია". |
Strophe: 1697_[1597] | ||
Verse: a | სხვამ ჰკითხა: "ერთი ჭარმაგი | ანათობს, დიდი მთა ვითა, |
Verse: b | -- ერთად არბევენ ორნივე, | -- შავი ცხენია, ზღვა ვითა, |
Verse: c | ზდევენ -- და ვერ მიეწევის | იგ ერთმანეთსა ნავითა, |
Verse: d და | ერთგან ვერ შეიყრებია | იგ მოყუ̂არულნი ზავითა". |
Strophe: 1698_[1598] | ||
Verse: a | მესამე ჰკითხავს: "რა არის | ალვისა ჴელი იქნევის: |
Verse: b | ოცდათი კუ̂ლა ცხენოსანი | წინა უკანა ირბევის, |
Verse: c | თვითო აკლდების ნიადაგ, | ახლად რა თავსა იწყების, |
Verse: d და | რა დასთუ̂ლი, აღარ აკლია, | ყუ̂ელა ერთადვე იქმნების? |
Strophe: 1699_[1599] | ||
Verse: a | მეოთხე ჰკითხავს: "ამპასა | ვეზირნი გახუთდებიან. |
Verse: b | ორთა ალვისა ხეზედა | ფრინველნი იბუდებიან, |
Verse: c | გაუჴმებიან ფურცელნი, | ბუდით რა გაფრინდებიან, |
Verse: d და | სხუ̂ასა შეჯდების, ფურცელნი | მუშ-ამბრად გარდიქცევიან. |
Strophe: 1700_[1600] | ||
Verse: a | ერთი ქალაქი სამყოფლად | მთაზედან დაშენებული, |
Verse: b | სხუ̂ა ქუ̂ემო არის საჭირო, | კლდეთა, კაპანთა, ხლებული, |
Verse: c | ზეითით მუნა ირჩიონ, | ჩავიდენ შეჭირვებულნი, |
Verse: d და | მოუნდეს კარგი სამყოფი, | ვეღარ მივიდენ ნებული. |
Strophe: 1701_[1601] | ||
Verse: a | ნაშენები ჭირ-ნახული | მათი დარჩეს სხუ̂ათა ვედრად, |
Verse: b | მათ მოჭამონ უკაცური, | დაიჭირონ შუა-კედლად, |
Verse: c | მაშინ შენგან ეს იქნების, | მიწა შექნა შავი თეთრად, |
Verse: d და | თუ გამოსცნობ, დასტურია, | გამოსჩნდები ცათა ეტლად. |