Strophe: 2588_[2490] | ||
Verse: a | პილოტანმან დღესა ერთსა | როსტომ, მტერნი ვის ნატრიან, |
Verse: b | მაემანი მოიგონა, | -- მას ადგილსა ნავდინ ჰქვიან, -- |
Verse: c | ერანელნი დიდებულნი, | -- სად მაღალნი კოშკნი დგიან, |
Verse: d და | სასახელო ანჯამანი | გაიმართის, -- იმღერდიან. |
Strophe: 2589_[2491] | ||
Verse: a | ტუსია ნოდარეული | გოდერძი ქიშვარდიანი, |
Verse: b | მას შვილნი გვერცა იახლნეს, | ბარამ და გივი ჭკვიანი, |
Verse: c | ბარზიმ, გურგენ და გოსტაშაბ, | ხარად, იგ გურზი სვიანი, |
Verse: d და | ზანგ-შარვანელი მათებრივ | განთქმული, სახელიანი. |
Strophe: 2590_[2492] | ||
Verse: a | ეს თავადნი დიდებულნი | მაშინ როსტომს იახლიან, |
Verse: b | ბურთობდეს და ნადირობდეს, | მინდორს მჴეცთა ესროდიან, |
Verse: c | სიხარულით იქცეოდეს, | ლალის ფერი ღვინო სვიან, |
Verse: d და | ვისცა ესმის ეს ამბავი, | სიახლესა ინატრიან. |
Strophe: 2591_[2493] | ||
Verse: a | გივმან როსტომს მოახსენა: | "ლხინი ჩვენი გავადიდოთ! |
Verse: b | მას აქუ̂ს კარგი სანადირო | აფრასიობს არ დავრიდოთ, |
Verse: c | წავიდეთ და მჴეცნი მოვსრნეთ, | ჩუ̂ენ მინდორი გავაწითლოთ, |
Verse: d და | ვჴოცოთ ლომი თხა-კანჯარი, | იხუ̂სა ქორი გამოვჰკიდოთ. |
Strophe: 2592_[2494] | ||
Verse: a | სადამდის იყოს საწუთრო, | არ წაჴდეს ჩვენი სახელი, |
Verse: b | როსტომ თქუ̂ა: გიო" მოყვასო, | ლხინთათვის მყევხარ ახელი, |
Verse: c | ცისკარმან თავი ამოჰყოს, | -- რა ვნახოთ მზისა ნათელი, |
Verse: d და | ცხენს შევსხდეთ, ნუ მოვისვენებთ, | მოვლოთ მინდორი ნათელი. |
Strophe: 2593_[2495] | ||
Verse: a | ამ სიტყუ̂ასა დაემოწმნეს | ფალავანნი ერთობილნი, |
Verse: b | მზემ საწუთრო ააშენა, | წამოვიდეს რაზმ-წყობილნი, |
Verse: c | როდშარს მიდგეს, აფრასიობს | სად ენახნეს მავლად ლხინი, |
Verse: d და | სარახსისა მინდორშიგან | დადგნეს ტურფად მოკაზმულნი. |
Strophe: 2594_[2496] | ||
Verse: a | მათ ამოსწყუ̂იტეს ყოველგან | ფრინველი, მჴეცი ველისა, |
Verse: b | იყუ̂ის სიცილი, ლაღობა, | ჴმა ყუ̂ელგან საყუ̂არელისა, |
Verse: c | არ მოისვენეს ლხინითა, | მოვლა მოუნდეს ველისა, |
Verse: d და | ნადიმად სმიდეს ღვინოსა, | ნიშტანად სასურველისა. |
Strophe: 2595_[2497] | ||
Verse: a | დღესა ერთსა პილოტანი | როსტომ მოდგა სპათა მზევლად, |
Verse: b | ფალავანთა მოახსენა: | "ჩუ̂ენ ველთა ვლით სისხლთა მთხევლად, |
Verse: c | ვიცი, მზად დგას აფრასიობ | საღალატოდ, შესატევლად, |
Verse: d და | ერთი ტალა გავიყენოთ | გონიარი გზისა მცველად. |
Strophe: 2596_[2498] | ||
Verse: a | რა სცნობს, ზედა მოგვიჴდების | არ ეგების ომთა დაშლა, |
Verse: b | მინდორთ გზათა შეავიწრებს, | არ ძნელია მისგან წასვლა!" |
Verse: c | ზავარს უთხრა: "შეეკაზმე, | შენი არის ტალად გასვლა, |
Verse: d და | მშვილდსა ფიცხლად გარდააცვა, | მან გაჰპირა ველად გასვლა!" |
Strophe: 2597_[2499] | ||
Verse: a | ზავარ იყო მცველი მათი, | ეშინოდა აღარ ამად, |
Verse: b | საქმე არსად მოიგონეს, | სანადიმოდ ისხდეს ჭამად. |
Verse: c | წოლის ჟამსა შეიყარნეს, | როსტომს წინა მიდგეს თავად, |
Verse: d და | მოახსენეს: "ჩვენ ღვინოსა | ვერ დაუდგამთ სმითა ზავად. |
Strophe: 2598_[2500] | ||
Verse: a | როსტომ ჩაიცვა აბჯარი, | ზედ შეჯდა მთუ̂რალსა პილოსა, |
Verse: b | ტუსი, გივი და გოდერძი | იკვრენ აბჯრისა კილოსა, |
Verse: c | გურგენ და სხვანი თავადნი | ჴრმლით ომსა გასაპიროსა, |
Verse: d და | ვით ვეფხნი გაფიცხებულნი, | დგან, გააპობენ ნილოსა. |
Strophe: 2599_[2501] | ||
Verse: a | აფრასიობ შემოხედნა, | ნახა როსტომ შეკაზმული, |
Verse: b | ომად აღარ მოისწრაფდა, | წაუვიდა ჴორცთა სული, |
Verse: c | გივმან თურქთა შეუტივა, | დასაჴოცლად სთქმიდა გული, |
Verse: d და | ვითა ლომი კანჯრისათვის | დასახევლად ჭაგ-მახული. |
Strophe: 2600_[2502] | ||
Verse: a | ლაშქართა თვალი დაბრუნდა | უკუღმა, იქცა თურანი, |
Verse: b | როსტომ ამაღლდა ცათამდის, | მტერთ ესმა მისი ურანი, |
Verse: c | თქუ̂ა აფრასიობ: "იცია, | აქამდის გიყავ თუ რანი? |
Verse: d და | დღესამდის ლომნი ვიყუ̂ენით, | თქუ̂ენ თურანელნი ტურანი. |
Strophe: 2601_[2503] | ||
Verse: a | დამოკლდა თხათა სავალი, | ავაზა მოვა მხლტომია, |
Verse: b | მელით აივსო მინდორი, | არ ძალუც მისი ომია, |
Verse: c | ფირან თურქეთის თავადო, | შენ ხარ ლაშქართა ლომია, |
Verse: d და | ომ-გამოცდილო მრავალჯერ | სახელი შენ მოჴდომია. |
Strophe: 2602_[2504] | ||
Verse: a | სადავენი მიიბრუნე, | ვითა ლომმან, თურქთა თვალო! |
Verse: b | მათ შეები, სრულ დაჰჴოცო, | მიწის პირი სრულ დასცალო, |
Verse: c | მობრუნდები გამარჯვებით, | მოგცე, რაცა მამავალო, |
Verse: d და | თუ ღმერთი იქს, მოვერივნეთ, | სრულ ერანი მოგათვალო!" |
Strophe: 2603_[2505] | ||
Verse: a | ფირან ესე გაიგონა | ფეშანგისა გვარისაგან, |
Verse: b | აეგზნა და წამოვიდა, | ვითა ცეცხლი ქარისაგან, |
Verse: c | პილოტანსა ზედ მიუჴდა, | თქუ̂ა: "მამრჩები მე რისაგან!" |
Verse: d და | როსტომ ზღუ̂ასა ადუღებდა | დასვრილია პერისაგან! |
Strophe: 2604_[2506] | ||
Verse: a | მაღლად ყუ̂იროდა, ვითა მთა, | რაში გაქუსლა ფერჴითა, |
Verse: b | მან თავსა ფარი დაიდვა, | მეხსა ჰგავს დანატეხითა, |
Verse: c | ჴელთ ინდოური ჴრმალი აქუ̂ს, | რაზმთა სჭრის ჯაჭუ̂თა ჩხერითა, |
Verse: d და | სისხლი რუდ გადის, ქუხილსა | გუ̂ანდა ჴმალ-ლახტთა ჭეხითა. |
Strophe: 2605_[2507] | ||
Verse: a | ესე ნახა აფრასიობ, | დიდებულთა ეუბნების: |
Verse: b | "უსაცილოდ ვერ დაუდგამთ, | თუ ეს ომი გაგრძელდების! |
Verse: c | არ გუ̂მართებდა დაპირება, | სპათა ჯარი ამოსწყდების, |
Verse: d და | საღამომდის ცხენოსანი | ერთი მთელი არ მორჩების!" |
Strophe: 2606_[2508] | ||
Verse: a | მერმე იკითხა: "სად არის | აწ ულღუზ სახელდებული? |
Verse: b | დაითუ̂რის, როსტომს ექადის | ღვინით ჭკვა-შეცვალებული. |
Verse: c | ერანელთ სთხოვის მუქარა, | თქუ̂ის: "მე ვარ გადიდებული, |
Verse: d და | თავ-ქარიანი სად არის, | იმალვის გაწბილებული!" |
Strophe: 2607_[2509] | ||
Verse: a | უანბეს ესე ბრძანება, | ულხუზ ეხევის დანასა, |
Verse: b | აჩქარდა, მკლავთა სისხლითა | ლამოდა ჴელთა ბანასა, |
Verse: c | ზავარს მოუჴდა ცხენითა, | ისწრაფის თან გატანასა, |
Verse: d და | როსტომ ეგონა მოკუ̂ლასა, | შუბითა იგ აყუ̂ანასა. |
Strophe: 2608_[2510] | ||
Verse: a | მათ დალეწეს პირველ შუბი, | მერმე ჴრმლები კარგად ქნილი, |
Verse: b | მერმე ლახტი გამოიღეს | საომარად მართ არ რბილი, |
Verse: c | მედგრად სცემდეს ერთმანერთსა, | ულხუზ სჯობდა ძალად ზრდილი, |
Verse: d და | თავსა დაჰკრა, ჩამოაგდო | ზავარ ცხენით, უჭკოდ ქნილი. |
Strophe: 2609_[2511] | ||
Verse: a | ულხუზ ცხენით გარდამოჴდა, | გამოიღო მან ხანჯარი, |
Verse: b | თავს ლამოდა მოკუ̂ეთასა, | ვითა მტერთა წესი არი, |
Verse: c | როსტომ ნახა, ძმისა შველად | მოისწრაფა, ვითა ქარი, |
Verse: d და | რა სცნა, ვეღარ მივესწრები, | დაუზახნა, გაჰჴდა ზარი. |
Strophe: 2610_[2512] | ||
Verse: a | ვითა ცამან დაიქუხნა, | გვანდა, იყო ცათა ფრეწა, |
Verse: b | ულხუზს გული აუდუღდა, | მაშინ მიხუ̂და ძვალთა ლეწა, |
Verse: c | მას ხანჯარი დაუმოკლდა, | გული სთქმიდა, წავალ მე წა, |
Verse: d და | როსტომ ახლოს მიეჯარა, | ცხენსა შეჯდა, გარდეხვეწა. |
Strophe: 2611_[2513] | ||
Verse: a | ზავარ შესვა დაკოდილი, | გამოგზავნა ლაშქარშიგა, |
Verse: b | მერმე ულხუზ სუდარასა | მიათვალა, მისცა იგა, |
Verse: c | პილოტანმან იგი თურქი | ფიცხლავ იცნა რაზმსა შიგა, |
Verse: d და | ულხუზ შუბი მიაძგერა | კურტაკისა კალთაშიგა. |
Strophe: 2612_[2514] | ||
Verse: a | წელთა შუბი შეაძგერა, | იგ მოჰჴადა უნაგირსა, |
Verse: b | აიღო და მიწაზედა | დაანარცხა, მისცა ჭირსა; |
Verse: c | მკუ̂დარი ნახეს თურანელთა, | ულხუზისთვის ყუ̂ელა ტირსა, |
Verse: d და | ერანელნი გაერივნეს, | მოუმატეს ჭირი ჭისა. |
Strophe: 2613_[2515] | ||
Verse: a | გააქცივნეს და დაჴოცეს, | მიწა ჩნდა გაწითლებული, |
Verse: b | თაამთან უკან მისდევდა, | ვით ომი გაფიცხებული, |
Verse: c | რაშს უთხრა: "კუ̂ალ-ბედნიარო, | ვარ შენგან გამარჯვებული! |
Verse: d და | დღეს აფრასიობს მიმწივე, | გიჩვენო გამწარებული!" |
Strophe: 2614_[2516] | ||
Verse: a | აფრინდა და რაშსა ფრთენი | უგვან ზურგსა მონაზარდსა, |
Verse: b | როსტომ უკან მიეწივა | აფრასიობს, გულად ზადსა, |
Verse: c | შემოსტყორცა საგდებელი, | გარდააცვა მუზარადსა, |
Verse: d და | ფიცხლად თავი გამოაძრო, | არა გვანდა განაცხადსა. |
Strophe: 2615_[2517] | ||
Verse: a | აფრასიობ გარდეხვეწა | ქარ-ფეჴითა, ვითა ჩრდილი. |
Verse: b | როსტომისგან დაიჴოცა | თურანელნი ორი წილი, |
Verse: c | არვის აკლდა ერანელსა | ბარგ-კარავი, ოქრო ლბილი, |
Verse: d და | ტაიჭები დაკაზმული, | ჴრმალი, მძიმედ მოჭედილი. |
Strophe: 2616_[2518] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფესა წიგნი ჰკადრა, | მას ამბავსა კარგსა სცნობდა, |
Verse: b | აფრასიობ გვიღალატა, | სპათა ჯარი ნადირობდა, |
Verse: c | შევებენით, დავჰჴოცენით, | ორი წილი უფრო მოსწყდა, |
Verse: d და | ჩუ̂ენი არა დაზიანდა, | როსტომისგან ულხუზ მოკუ̂და. |
Strophe: 2617_[2519] | ||
Verse: a | სანადიროს მათ მორჭმულთა | მუნვე დაყუ̂ეს ორი კუ̂ირე, |
Verse: b | საქმე ყუ̂ელა გარდაუყვეს, | მათ ჴელ-მწიფე ნახეს ვირე. |
Verse: c | ლხინით მოსჭამს საწუთროსა, | განგება ჰყავს ვის მოპირე, |
Verse: d და | წესი არის საწუთროსი, | ზოგთ მიხუ̂დების დღეთ სიძვირე. |