TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 123
Previous part

Chapter: 40 
აქა ქაოზ ცაში გასვლა მოინდომა, ჵი დიდი უგუნურება!






Strophe: 2566_[2468] 
Verse: a       დღესა ერთსა ანჯამანი   დევთა, ქაჯთა, შეყრილია,
Verse: b       თქუ̂ეს თუ: "გული ჴელ-მწიფისა   სირეგუ̂ნითა შეკრულია!
Verse: c       გვინდა დევი ჴელად მარჯვე,   კაცთა ნახვად გაზრდილია,
Verse: d    და   ილათითა დააბნელოს   ქაოზ, ჭკუ̂ითა ნაკლულია.






Strophe: 2567_[2469] 
Verse: a       დევთა ზედან ავისა ქნა   შეამოკლოს მისგან კრონოს,
Verse: b       უყოს რამე საკუ̂ირველი,   განგებასა მოაშოროს,
Verse: c       მან დაჰკარგოს ტახტ-გჳრგჳნი,   თავსა მიწა გარდიყაროს,
Verse: d    და   ცოცხალ-იყოს, ინანოდეს,   გაიხაროს ქაოზ აროს!"






Strophe: 2568_[2470] 
Verse: a       ერთი დევი უსაზომოდ   მათ ერივა დიდი სრულად,
Verse: b       მან თქუ̂ა: "ჩემგან საქნელია,   მე შეუვალ, ვაცდენ გულად,
Verse: c       მე ყმაწვილად შევიქნები,   მოუბნარად, მოწიფულად,
Verse: d    და   გაჰპირდა და წამოვიდა,   ხვანჯით სავსე, დანასრულად.






Strophe: 2569_[2471] 
Verse: a       დღესა ერთსა ნადირობდა   მეფე, იყო ველთა ვლისცა,
Verse: b       ახლავს ჯარი ავაზისა,   იყო მასთან, უნდა ვისცა,
Verse: c       იგი დევი წინა დახუ̂და   ჴელ-მწიფესა, თაყუ̂ანი სცა,
Verse: d    და   დიდი ქება მოახსენა,   ვარდის კონა ჴელთა მისცა.






Strophe: 2570_[2472] 
Verse: a       მოახსენა: "შენ გმორჩილობს   მიწის პირი, ჴმელთა ზომა!
Verse: b       გმართებს გასვლა ეტლთა ზედა   შენ, სამყოფლად ცათა ჯდომა,
Verse: c       ერთი საქმე დაგრჩომია,   ჩემგან ჰპოვო მისი ხდომა,
Verse: d    და   თუ ამას იქ, შენ მოგხუ̂დების   სახელისა არ წაჴდომა.






Strophe: 2571_[2473] 
Verse: a       მე გაგიყუ̂ან ცათა შიგან,   საქმე თქუ̂ენი მამაბარე,
Verse: b       სცნა, რად მალავს სიარულსა   ცათ ბორბალი, მზე და მთვარე,
Verse: c       ქაოზს გული გარდუბრუნდა,   ნახა დევი მოუბარე,
Verse: d    და   მართალი გზა გაუმრუდა,   ჭკვა მრავალჯერ კუ̂ლა მამცდარე.






Strophe: 2572_[2474] 
Verse: a       ქაოზს ესმა დევისაგან,   ჭკვა ნათელი შეუმოკლდა,
Verse: b       არ იცის თუ: ცა ერთია,   ვარსკუ̂ლავები დარაჯობდა,
Verse: c       ერთი კაცი გონიარი   უთვალავსა სპასა სჯობდა,
Verse: d    და   გონებითა ბედნიარი   უგუნური ბედ მლაშობდა.






Strophe: 2573_[2475] 
Verse: a       დევმან კუ̂ლაცა მოახსენა:   "არა გმართებს მიწათ ტკეპნა,
Verse: b       ბარტყი გვინდა ფასკუნჯისა,   ბრძანე მისის ბუდის ძებნა,
Verse: c       წამოვიდეს მეცნიარნი,   კაცნი ბრძენნი, ჴმელთა ებნა,
Verse: d    და   მათ მოასხეს ოთხი მართვე,   ქაოზ, ჴელნი შეიტყებნა.






Strophe: 2574_[2476] 
Verse: a       ჰყუ̂ეს სახლშიგან, მათ ბატკანსა   შემწვარს არად რა აჭმევდა,
Verse: b       დაიზარდნეს ძალიანად,   თვითო თვითოს ლომს გახევდა,
Verse: c       შექმნა დევმან ოქროს ტახტი,   თავი ტურფად გარდუჭედა,
Verse: d    და   ოთხი შუბი აუმართა,   წვერი მაღლა აუწევდა.






Strophe: 2575_[2477] 
Verse: a       ზედ ბატკნები ჩამოაცვეს,   სიმურღები ტახს მოასხეს,
Verse: b       შიგან ჩაჯდა ქაოზ მეფე,   ბრძენთა კაცთა სულთქმით ახეს,
Verse: c       რა ფასკუნჯთა მოემშია,   აიხედეს, ჴორცი ნახეს,
Verse: d    და   აფრინდეს და აიყუ̂ანეს   ღრუბელშიგან, ვეღარ ნახეს.






Strophe: 2576_[2478] 
Verse: a       რა ფასკუნჯნი მოუძლურდეს,   არ ძალ-ედვა აღმა-ფრენა,
Verse: b       ამულისა ჭალაშიგან,   სადა იყუ̂ის ლომთა დენა,
Verse: c       ზარ-დაცემით ჩამოვარდა,   მაშინ მიხუ̂და ცრემლთა დენა,
Verse: d    და   შობდა თურმე იგ სიაოშს,    მისჳს მიხუ̂და სულთა ლხენა.






Strophe: 2577_[2479] 
Verse: a       მან დაჰკარგა ტახტ-გჳრგჳნი,   ეპატრონა დევი ეშმა,
Verse: b       ეს ამბავი როსტომს, ტუსის,    გოდერძის და გივსა ესმა,
Verse: c       საძებარად გაემართნეს,   გავიგონეთ, ბარამ ესმა,
Verse: d    და   თქუ̂ეს: "არ არის ქრისტიანად,   დასტურ შექმნა ქაჯთა თესლმა!






Strophe: 2578_[2480] 
Verse: a       გვინახავნ სხვანი მეფენი,   ჭკუ̂იანი, გულ-მღვიძარენი,
Verse: b       გჳრგჳნოსანნი მაღალნი   და გმირთა მემუქარენი,
Verse: c       ქაოზისებრ უცნობონი   ყმაწვილნი, მოუბარენი,
Verse: d    და   ჩუ̂ენ არ გვინახავს მისებრივ   მეფენი მიუმხდარენი.






Strophe: 2579_[2481] 
Verse: a       ამულისა ქუ̂ეყანასა   საძებნელად თავნი არნეს,
Verse: b       უკაცურსა ჭალაშიგან   იპოეს და გაიხარნეს,
Verse: c       ჴმა დავარდა ლაშქარშიგან,   მახარობლად კაცი გზავნეს,
Verse: d    და   ცნეს, იამა ერანელთა,    ქაოზს წინა შეიყარნეს.






Strophe: 2580_[2482] 
Verse: a       მას გოდერძიმ მოახსენა:   ქსენონი" გჯობს, ახლა ვის ცემ,
Verse: b       შენ სამოელს წაუღიხარ   და სატანას თაყუ̂ანი სცემ,
Verse: c       მოიგონებ საკუ̂ირველსა,   არვის ეტყუ̂ი, ჭკუას მისცემ,
Verse: d    და   სამყოფსა და ტახტ-გჳრგჳნსა   დაუჭირლად მტერსა მისცემ.






Strophe: 2581_[2483] 
Verse: a       შენ მაზანდარას დევებსა   ესტუმრე შინა მტერია,
Verse: b       დაჰჴოცე შენი ლაშქარი   ტურფა და შვენიერია,
Verse: c       პირი მიწისა ყოველი   შენ ჴრმლითა დაგიჭერია,
Verse: d    და   აწ მოიცალე ცათათვის,   გენახა შენ აერია!






Strophe: 2582_[2484] 
Verse: a       რასაც იქმენ ბრძენნი კაცნი,   შენცა იყავ მათებრ ზრდილი,
Verse: b       თუ რაზომსა ფათერაკსა   ღმერთს უჴსნიხარ წაჴდომილი,
Verse: c       რასაცა იქ, ყუ̂ელაზედა   იყავ მისი მინდობილი,
Verse: d    და   ვის ასმია სხვა ჴელ-მწიფე   კაცთა, შენებრ მოცთომილი?!"






Strophe: 2583_[2485] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან უპასუხა:   "უმართლე ხარ, რაცა მრჯულე!
Verse: b       აწ შემინდევ ამას იქით,   მე თუ რა ვქნა, მიორგულე,
Verse: c       ვერა გკითხე, დამემართა   დევისაგან სიმაცდურე,
Verse: d    და   მართლად ბრძანებთ, არ მოჰყუ̂ების   ბრძენთა ჭკუ̂ათა სინაკლულე!"






Strophe: 2584_[2486] 
Verse: a       რა ჴელ-მწიფე შინ მოვიდა,   გულმოდგინედ ილოცვიდა,
Verse: b       კუბოშიგან წელ-შერტყმული   ორმოცს დღემდის ცრემლსა ღუ̂რიდა,
Verse: c       ჴორციალსა სასაუბროდ   სირცხვილითა ვერ ნახვიდა,
Verse: d    და   ძველთა ტყავი აღარ ეკრა,   მართ სიკუ̂დილსა ინატრიდა.






Strophe: 2585_[2487] 
Verse: a       მან შენდობა მოითხოვა,   პირი დასდვა მიწაზედა,
Verse: b       ფალავანთა შეეხვეწა:   "შემინდევით ესე მე და!"
Verse: c       გაჴსნა კარი საჭურჭლეთა,   გასცა მერმე გლახათზედა,
Verse: d    და   შეკრბეს სრულად დიდებულნი,   მას მოადგეს კართა ზედა.






Strophe: 2586_[2488] 
Verse: a       კუბოთაგან მოიყუ̂ანეს   მტირალი, თვალ-ცრემლიანი,
Verse: b       ოქროსა ტახტი დაუდგეს   შემკული, გუარიანი,
Verse: c       წელთა შეარტყეს სარტყელი,   მუნ დასვეს გჳრგჳნიანი,
Verse: d    და   ნათობდა სრულა ჴმელზედა   უღრუბლო დარი, მზიანი!






Strophe: 2587_[2489] 
Verse: a       თავადნი და ჴელმწიფენი   მუნა შემოკრბეს ყოვლგნითა,
Verse: b       აჩუქის და ნადირობდის,   საყუ̂არლოდის სურვილითა,
Verse: c       გასცის ყუ̂ელგან საბოძვარი,   აივსიან საჭურჭლითა,
Verse: d    და   მზღვარი მისთა ქუ̂ეყანათა   მან დააწყო სამართლითა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.