TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 122
Previous part

Chapter: 39 
აქა როსტომისაგან არმავნელთან წიგნის მიწერა.






Strophe: 2520_[2422] 
Verse: a       ესე წიგნი სამესისხლოდ   -- ერთი კაცი ენიერი,
Verse: b       შეუთვალა: "ამას იქით   ბედი -- შენი მტერი არი!
Verse: c       მზახლობითა მოატყუვე   ქაოზ მეფე შვენიარი,
Verse: d    და   ილათითა მოღორება   რა გულოვან ჴელი არი?!






Strophe: 2521_[2423] 
Verse: a       აწ გაუშვი ქაოზ მეფე,   ნუ იყოვნი, ფიცხლა ადე!
Verse: b       ვეშპის პირსა ჩამოეჴსენ,   ნიანგისა ჭანგთა ბადე,
Verse: c       არ მამისმენ, უსაცილოდ   შენთჳს ჭირად დავიბადე,
Verse: d    და   თვარ საომრად დაემზადე,   ჩემი ლახტი გამოსცადე!"







Strophe: 2522_[2424] 
Verse: a       მან გაგზავნილმან დალაჴა   ქუ̂ეყანა არმავანისა,
Verse: b       როსტომის წიგნი მიიღო,   არ საუბარი ზავისა,
Verse: c       არმავანელსა უკუ̂ირდა   მაშინ ნაქმარი თავისა,
Verse: d    და   ბედ-შავი დაბნელებული   ეტლი უკუღმა არისა.






Strophe: 2523_[2425] 
Verse: a       ფიცით უთხრა გაგზავნილსა:   ქაოზ" მიწა ვეღარ ლაჴოს,
Verse: b       ემი ციხე მათ უჩვენო,   თუ მოვიდენ, სპანი აქ ოს,
Verse: c       მე საომრად მოვეგებვი,   თქუ̂ენმან როსტომ ვერ იძრახოს,
Verse: d    და   საკანშიგან ჯდომისათვის,   თუ სურიან, მანცა ნახოს.






Strophe: 2524_[2426] 
Verse: a       როსტომ, მოდი, ნუ იყოვნი,   უღონოთა სისხლის მსმელო!
Verse: b       მოგნდომია პატრონობა   ტაგრუცისა, სასურველო,
Verse: c       ქაოზს გვერდით შენც დაგაბამ,   არაოდეს დასაჴსნელო,
Verse: d    და   ნახო ჩემი მეომრობა,   დღე ნათელი დაგიბნელო!"






Strophe: 2525_[2427] 
Verse: a       მან პილოტანმან ლაშქართა   უბრძანა მოციქულობა,
Verse: b       გაჰპირეს ზღვა-ზღვა გაჴდომა,   ნავისა მოკაზმულობა,
Verse: c       ჩასხდეს და გავლეს ერანი,    არა ჩანს, გაცხადულობა,
Verse: d    და   იგი არმავანს მივიდნეს,   ქნეს გულთა გაძახულობა.






Strophe: 2526_[2428] 
Verse: a       შემოვიდეს არმავანსა    მათი გული გააშავეს,
Verse: b       ატყუ̂ევებენ, სწვენ და ჰჴოცენ,   მიწა სისხლით გააზავეს,
Verse: c       მათთა მტერთა დასაჴოცლად   ჴრმალი არსად დააზავეს,
Verse: d    და   დია ცუდად არ კუ̂ეხდიან,   ქადებული გაათავეს.






Strophe: 2527_[2429] 
Verse: a       რაშსა შეჯდა, შემოირტყა   როსტომ ჴრმალი მტერობისა,
Verse: b       -- "აწ ხარ ავი, არას გარგებს   მტერთა სიტყუ̂ა ფერობისა!" --
Verse: c       რა არმევანს მიაწივა,   დღე სიმწარე თენდებისა,
Verse: d    და   ნახა, თვალნი დაუბნელდა   -- მზე ნათელი შვენებისა.






Strophe: 2528_[2430] 
Verse: a       რაზმი აწყუ̂ეს შესაბმელად,   დააბნელეს აერია,
Verse: b       პილოტანმან დაიზახნა,   -- როსტომ" მტერთა მოერია!
Verse: c       ამ ადგილსა მტერთგან დავსცლი,   მბრძოლთა სული დაელია!"
Verse: d    და   მძიმე ლახტი გამოიღო,   მტრისა რაზმთა გაერია.






Strophe: 2529_[2431] 
Verse: a       ვითა ლომმან კანჯრის ჯოგი,   სპათა ჯარი მან დალეწა,
Verse: b       ვინცა ნახა, გაიპარა,   გაიქცა და გარდეხვეწა,
Verse: c       ვისცა დაჰკრის, ვერ დაუდგნის,   ძუ̂ალ-ძარღები შემოლეწა,
Verse: d    და   მას გაექცა არმავნელი,    ქალაქშიგან შეიხვეწა.






Strophe: 2530_[2432] 
Verse: a       მისრელსა და ბარბისტნელსა    მოციქული გაუგზავნა,
Verse: b       შესთუ̂ალა თუ: "მოისწრაფეთ",   -- მისი საქმე გაამჟღავნა, --
Verse: c       "ერთი არის ჩუ̂ენი სახლი,   განგებამან დააზავნა,
Verse: d    და   თუ მიშველით, ერანელნი,    ვიცი, ეტლმან დააშავნა!"






Strophe: 2531_[2433] 
Verse: a       ჩემად საშველად წამოდით,   თან სპანი მოიტანენით!
Verse: b       იცოდით, თუ მამერივნენ,   ვერცა თქუ̂ენ გაიხარენით,
Verse: c       როსტომის ომი ლხინად მჩანს,   ჩუ̂ენ ერთად შევიყარენით,
Verse: d    და   სამთა ქიშვარდთა ლაშქარნი   ვარსკუ̂ლავთა დაედარენით!"






Strophe: 2532_[2434] 
Verse: a       არმავანს ბარბისტანელმან    რა სცნა მოსვლა როსტომისა,
Verse: b       მან ლაშქარი შეიყარა   ერთად სამის ქიშვარდისა,
Verse: c       გზა შეკრულა წასავალი,   მათთჳს ეტლი სისხლსა ღუ̂რისა,
Verse: d    და   წამოვიდეს როსტომზედა    უმრავლესი ჯინჭველისა.






Strophe: 2533_[2435] 
Verse: a       ესე საქმე პილოტანმან   ქაოზ მეფეს გაუმჟღავნა,
Verse: b       საუბარი შეუთუ̂ალა,   მალვით კაცი გაუგზავნა,
Verse: c       მოახსენა: "სამთ ქიშვარდთა   სპათ მიწანი გააშავნა,
Verse: d    და   მათთჳს ჭანგი მამიმახუ̂ავს,   ღმერთმა დღენი გაუთავნა.






Strophe: 2534_[2436] 
Verse: a       რა შევიძრა მათთჳს ბრძოლად,   ჩემთჳს დროშა აემართოს,
Verse: b       ცისა ეტლთა გაუცხადო,   რაცა ჩემგან დაემართოს,
Verse: c       ავსა კაცსა გაუფრთხილდი,   შენთჳს თუ რა შაემართოს,
Verse: d    და   ღალატითა ჯავრისაგან   ავი არა დაგემართოს!"






Strophe: 2535_[2437] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან შეუთუ̂ალა:   "ფალავანო ბედნიერო!
Verse: b       შენ მაგისთჳს ნუ ინაღუ̂ლი,   ტახტ-გჳრგჳნის შესაფერო,
Verse: c       მე ოდენ მაქუ̂ს სრულ საწუთრო   ჩემთჳს შეგქნა რადგან შენო,
Verse: d    და   სიყუ̂არულსა ჯავრი შერთე,   თერიაყსა ასამსლენო!






Strophe: 2536_[2438] 
Verse: a       ჴელსა ჴრმალი, სადავენი   ფერ-ნათელსა რაშსა მისცენ,
Verse: b       ყურნი შუბით დაუშვენენ,   სისხლი მათი გარდაისხენ,
Verse: c       შვიდნი დასნი ანგელოზნი   ზეცით მათთჳს გაარისხენ,
Verse: d    და   ნუ გაუშვებ დაუჴოცთა,   თუ ვინ მოგრჩენ, თაყუ̂ანის გცენ!"






Strophe: 2537_[2439] 
Verse: a       როსტომ ესე გაიგონა,   თავი დაძრა, სულთქნა, ახნა,
Verse: b       ვინა ახლდა ფალავანი,   სავაზიროდ იგი ნახნა,
Verse: c       საომარად შეეკაზმა,   ლომმან ჭანგი გაიმახუ̂ნა,
Verse: d    და   გარაზმდეს და ბუკსა სცემდეს,   სპილენძ-ჭურმან დაიძახნა.






Strophe: 2538_[2440] 
Verse: a       რაზმი აწყუ̂ეს ორ მილიონ,   -- ანგარიში ვინ აიღო!
Verse: b       არმავანის ლაშქარშიგან   არა მთუ̂რალი პილო იყო,
Verse: c       მიწის პირი რკინად ქნილა,   ოქროსაგან ელვა იყო,
Verse: d    და   მტუ̂ერისაგან დროშაები   ლილის ფერად შექნილიყო.






Strophe: 2539_[2441] 
Verse: a       სამთა ქიშვართა ლაშქარი   როსტომზედ შეიყრებოდა,
Verse: b       მათის ცხენისა ტერფითა   ტინი კლდე გაიპებოდა,
Verse: c       არწივნი ფრთესა გაჰყრიეს,   ლომს გული გაუსქდებოდა,
Verse: d    და   მათის შიშითა ღრუბელი,   ვით ცვილი, ჩამოდნებოდა.






Strophe: 2540_[2442] 
Verse: a       როსტომ უბრძანა თავადთა:   "ვინცა ხართ წვეროსანია,
Verse: b       სადავე მივსცეთ ცხენებსა,   შუბს უქოთ ჴელოსანია,
Verse: c       ხიშტისა პირსა უჭუ̂რიტეთ,   შიგან გავსცვივდეთ სპანია,
Verse: d    და   იგ არის ასი ათასი,   ჩუ̂ენ ასი ცხენოსანია!"






Strophe: 2541_[2443] 
Verse: a       მუნ შეიქნა ჴრმალთა ელვა,   ლახტთა სწვიმდა, ჩამოჰყრიდა,
Verse: b       სისხლისა რუ წამოვიდა,   მკუ̂დართა ქუ̂იშად მოზიდვიდა,
Verse: c       აბჯარსა და მუზარადსა,   ვითა ელვა, მორიყვიდა,
Verse: d    და   ხუფთანისა და ჯაჭუ̂თაგან   კაცი ვერსად წაივლიდა.






Strophe: 2542_[2444] 
Verse: a       აქ როსტომ რაში გაქუსლა,   კუ̂ლავ უფრო გაფიცხდებოდა,
Verse: b       შამის ჴელ-მწიფეს მიუჴდა,   უბრალოდ ერიდებოდა,
Verse: c       მას საგდებელი მოაბა,   მიწათა ენარცხებოდა,
Verse: d    და   -- "ჩამოჴე, ჴელი შეუკარ",   იგ ბარამს ეუბნებოდა.






Strophe: 2543_[2445] 
Verse: a       ბარამ შეკრა საგდებლითა,   არა უჩნდა მისად სწორად,
Verse: b       მიწა სისხლით დაეზილა,   ტანი გაჰყუ̂ის ჴრმალმან ორად,
Verse: c       გზა შეკრულა წასავალი,   დანაჴოცი იდვა გორად,
Verse: d    და   ლომმან "გურზი!" -- დაიყუ̂ირნა,   ბარბისტნელნი უჩნდა ქორად.






Strophe: 2544_[2446] 
Verse: a       "დაიჭირე ბარბისტნელი    და ორმოცი მისნი სპანი!"
Verse: b       არმავნელმა ჴელ-მწიფემან   გაიცადა ომის ქნანი,
Verse: c       როსტომისგან გაუკუ̂ირდა   არმავნელსა აგრე ზმანი,
Verse: d    და   შეშინდა და როსტომთანა    მოითხოვა მან ზენარნი.






Strophe: 2545_[2447] 
Verse: a       პირი მისცა, გამოუშვა   ჴელ-მწიფე და ტუსი, გივი,
Verse: b       გოდერძი და ერანელნი,    ვინცა იყო გულ-სატკივი,
Verse: c       კაცი მისცეს მოსასხმელად,   მათ დაეჴსნა ჭირთა მძივი,
Verse: d    და   მიეგებნეს ჴელ-მწიფესა,   მოახსენეს: "ნუღარ სჩივი!"






Strophe: 2546_[2448] 
Verse: a       არმავნელმან -- ოქროს ტახტნი,   -- იაგუნდნი მას ეყარნეს, --
Verse: b       მოჰკაზმა და მაზედ დასვეს   -- შუქი მზესა დაეგვანეს --
Verse: c       მას დაადგეს თავს გჳრგჳნი,   უკუ-დგეს და ეთაყუ̂ანეს,
Verse: d    და   ერანელნი ერთობილნი   ქაოზს წინა შეიყარნეს.






Strophe: 2547_[2449] 
Verse: a       ცხენ-აბჯარი, ბარგ-კარავი,   სამთ ქიშვართა საამაყო,
Verse: b       მათ მოიღეს ნაშოები,   მიწის პირი უჩინა ყო,
Verse: c       როსტომისგან დაიმადლა,   სათაყუ̂ანოდ ჴელი ჩაყო,
Verse: d    და   ესე ყუ̂ელა ჴელ-მწიფემან   ლაშქაზედა გასცა, გაყო.






Strophe: 2548_[2450] 
Verse: a       კარგი ცხენი მოიყუ̂ანეს,   თოხარიკად მოარული,
Verse: b       მაზედ დადგეს ოქროს ტახტი,   გუარითა გაფრქუ̂ეული,
Verse: c       ბერძულისა სტავრისაგან   იყო გარე-მოხვეული,
Verse: d    და   ისხდეს სხვილნი მარგალიტნი,   იაგუნდი ძოწეული.






Strophe: 2549_[2451] 
Verse: a       სევდავისთვის გამოგზავნეს,   ტანი-ალვა ამით არე:
Verse: b       სიცხისაგან შეინახე,   თხუთმეტისა დღისა მთვარე!"
Verse: c       მიჰგვარეს და ზედა შესვეს   სინათლითა მზისა დარე,
Verse: d    და   მოიყუ̂ანეს ლაშქარშიგან,   ეთაყუ̂ანეს სპანი გარე.






Strophe: 2550_[2452] 
Verse: a       მას და ქაოზს ტახტ-გჳრგჳნი   მოუკაზმეს, სრაში დასხეს,
Verse: b       მისრელნი და ბარბისტნელნი    მჴარ-დაკრულნი შემოასხეს,
Verse: c       მათ შეუნდო შეცოდება,   ქუ̂ეყანანი წყობით დასხეს.
Verse: d    და   აჴმობინა დიდებულნი,   სპანი მასთან შემოასხეს.






Strophe: 2551_[2453] 
Verse: a       კუ̂ლავ შეიყარნეს მას წინა   ლაშქარი სპათა -- სხვა დასი,
Verse: b       ბარბისტანელს ჯავშნოსანი   ჰყუ̂ანდა სამასი ათასი,
Verse: c       იჴმო კეისრის ლაშქარი,   სრულ საბერძნეთი და სპარსი,
Verse: d    და   ფიცხლად მოვიდეს წინაშე,   არ დაიყოვნეს დღე ასი.






Strophe: 2552_[2454] 
Verse: a       ეს ამბავი როსტომისგან    მიუვიდა ერანელთა:
Verse: b       მისრელნი" და ბარბისტნელნი    სისხლსა ღუ̂რიან, ღებვენ ველთა,
Verse: c       არმავნელნი ჴელ-მწიფესა   დაპყრობილნი ჰყუ̂ანან ჴელთა,
Verse: d    და   დიდებულთა გაეხარნეს   -- პატრონისა სასურველთა.






Strophe: 2553_[2455] 
Verse: a       ჴელ-მწიფისა გამარჯვება   ერანელთა გაიხარეს:
Verse: b       "ბრძანებისა მონანი ვართ,   -- ერთი წიგნი მიუწერეს, --
Verse: c       აფასიობ" თურანელთა    ასაჴოცლად ჩუ̂ენკერძ ირეს,
Verse: d    და   თქუ̂ენის ტახტის საძენელად   თავი ლომთა დაადარეს.






Strophe: 2554_[2456] 
Verse: a       შევიყარენით, წავედით   საომრად გულ-სევდიანი,
Verse: b       ძილი და გამოსვენება,   დღე გაუმწარეთ სვიანი,
Verse: c       უანგარიშო დავჴოცეთ   სპა მათი ჯავშანიანი,
Verse: d    და   ჩუ̂ენ ეტლი გარდაგვიბრუნდა,   გვიყუ̂ეს ბოლო-ჟამ ზიანი.






Strophe: 2555_[2457] 
Verse: a       გამარჯვება მიულოცეს:   "თქუ̂ენიმც ტახტი ნათლად არი!
Verse: b       აწ მოვბრუნდეთ ბარბისტანით,    ჩუ̂ენ შეყრით ვართ სპათა ჯარი,
Verse: c       შუბი ყუ̂ელამ გავიმახოთ,   აფრასიობ აქავ არი,
Verse: d    და   ჩუ̂ენ ჯეონი გავაწითლოთ,   სისხლით მოვრწყოთ მთა და ბარი!"






Strophe: 2556_[2458] 
Verse: a       გაგზავნილი, ვითა ქარი,   წამოვიდა, დაიჯერა.
Verse: b       ერანელთა წიგნი ნახა,   მათთვის ექნა მტერთა ვერა,
Verse: c       იამა და აფრასიობს    ფიცხლად წიგნი მიუწერა,
Verse: d    და   შესთვალა თუ: "რომ გინდოდა,   შენ ისაქმე იგი ვერა!






Strophe: 2557_[2459] 
Verse: a       ფიცხლავ დასცალე ერანი,    კმარა ჩუ̂ენს შუა მტერობა!
Verse: b       თურანის ტახტი გეყოფის   და მისი შარიერობა,
Verse: c       სხვათას ნუ ეძებ, არ წაჴდეს   მით შენი ნებიარობა,
Verse: d    და   თუ მოგესწრობით მოგხუ̂დების   დია არ დღეთა გრძელობა.






Strophe: 2558_[2460] 
Verse: a       ჩემი არის ერანს ტახტი   სამკუ̂იდროდ და შეურხევლად,
Verse: b       თავი მრთელი შეინახე,   ტყავი ჩემგან დაუხევლად,
Verse: c       ვეფხი რაზომ გულოვანი   არის, კანჯრის სისხლთა მღუ̂რელად,
Verse: d    და   მაგრამ ლომსა ჭანგ-მახვილსა   ვერ დახუ̂დების წინა ველად.






Strophe: 2559_[2461] 
Verse: a       ცნა აფრასიობ, მას გული   ჯავრითა აევსებოდა,
Verse: b       შესთვალა: "სიავით სავსე,   გონება გეჭარბებოდა!
Verse: c       თუ ტახტის შესაფერი ხარ,   შენ ჭკუა გენატრებოდა,
Verse: d    და   გონიართაგან არმავანს    წასვლა ვის მოუნდებოდა?!"






Strophe: 2560_[2462] 
Verse: a       შესთვალა: "დროშა ავმართოთ   საომრად, ცამდის მაღალი!
Verse: b       კარგად დამიხუ̂და ქექაოზ,    ცობა-ნაკლული ახალი,
Verse: c       ქაოზ ცნა, გამოემართა   პატიმრობითა ნახული,
Verse: d    და   თქუ̂ა: "დავსცლი მტერთგან ერანსა,    ჴრმლით მთა ავაპო მაღალი!"






Strophe: 2561_[2463] 
Verse: a       საომარად დაეკაზმნეს   მათ, დააწყუ̂ეს რაზმი სპისა,
Verse: b       საბერძნეთით წამოვიდა   -- სრულ ლაშქარი კეისრისა,
Verse: c       მარჯუ̂ნით, მარცხნით, გააჩინეს,   აფრასიობ წყობით დგისა,
Verse: d    და   ქოსთა ჴმითა არა ისმის,   ჰგუ̂ანდა, შუბსა მზე ისვრისა!






Strophe: 2562_[2464] 
Verse: a       ჰაერი რკინად ქნილიყო,   იქმოდენ ბუკთა ბურვასა,
Verse: b       აფთითა ცემა შეიქნა,   ჴმალთა ქნევა ჰგავს ელვასა,
Verse: c       ორი ნაწილი დაჴოცეს,   იქმოდეს თურქთა თელვასა,
Verse: d    და   მკუ̂დრითა აივსო მინდორი,   სისხლი ჰგავს ზღვისა ღელვასა.






Strophe: 2563_[2465] 
Verse: a       აფრასიობ ომი ნახა   ამისთანა ერანელთა,
Verse: b       გაიქცა და მან მიმართა   პირ-ყუ̂ითელმან თურანელთა,
Verse: c       რაც ლაშქარი მორჩომოდა,   მიარბევდეს მალედ მძლეთა,
Verse: d    და   ნოდაროსა ეძებდიან,   ბარგ-კარავი არ აქუ̂ს ჴელთა.






Strophe: 2564_[2466] 
Verse: a       ქაოზ მეფე უკ-მობრუნდა,   შეანანა მტერთა ომი,
Verse: b       ერანს შექნა ნადიმობა,   მოიკაზმა ტახტ-საჯდომი.
Verse: c       კარი გაჴსნა საჭურჭლისა,   აჩუქებდა ლომთა-ლომი,
Verse: d    და   კაისარნი ნაჩუქები   შინ გაუშვნა -- ბალხნი-რომი.






Strophe: 2565_[2467] 
Verse: a       არმავანს და ბალხ-ნიშაბურს   ვერავინ იქს, ერანს, ავსა,
Verse: b       როსტომს მისცა საფადრობა,   მას მისცემდეს მტერნი ზავსა,
Verse: c       გჳრგჳნოსან-ჴელ-მწიფენი   მოუდრეკდეს ყოვლგნით თავსა,
Verse: d    და   იყო ჟამთა წყობილობა,   ვერ ავნებდა მგელი კრავსა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.