Strophe: 2506_[2408] | ||
Verse: a | არმავანელ-=ბარბისტნენი | შეიყარნეს მერვეს დღესა, |
Verse: b | ერანელთა მოეხვივნეს, | საღალატოდ ბუკსა ჰკრესა, |
Verse: c | იგ ორნივე ჴელ-მწიფენი | ამათ გარე მოადგესა. |
Verse: d და | ჴელ-მწიფე და ტუსი, გივი, | მათ, გოდერძი შეიპყრესა. |
Strophe: 2507_[2409] | ||
Verse: a | ასრე უნდა კაცმან მტერსა | რამე ჭკუით უპასუხოს, |
Verse: b | არ მიენდოს საუბრითა | საზიანოდ, უხუ̂ად უქოს, |
Verse: c | პირველ ხვალმე გამოსცადოს, | საქმე სინჯოს, ძალი უღოს. |
Verse: d და | მაღალი და ძალოვანი | მცირემ ჭკუით შეაწუხოს. |
Strophe: 2508_[2410] | ||
Verse: a | ერანელნი და ქექაოზ | დაიპყრნა მოცთუნებულნი, |
Verse: b | ცამდის მაღალი მთა ჰქონდა, | მაზედ ციხენი გებულნი, |
Verse: c | -- მზესა სწუ̂დებოდა სიმაღლედ | -- ღრუბელთა შესწორებულნი, |
Verse: d და | მაშიგ გაგზავნა ქექაოზ, | თავადნი ვაგლახებულნი. |
Strophe: 2509_[2411] | ||
Verse: a | მცველად აჩინა მათზედა | ლაშქარა ათი-ათასი, |
Verse: b | სევდავის მოსაყუ̂ანელად | გაგზავნა ორი სხვა დასი, |
Verse: c | სევდაოზ გარდაიხივა | სტავრა ბერძული ხალასი, |
Verse: d და | ბროლის თითითა იხოჭდა, | თმა დაიგლიჯა და ნასი, |
Strophe: 2510_[2412] | ||
Verse: a | ტიროდა, მოთქუ̂ნა სიტყუ̂ანი | მან, უცხოდ საკუ̂ირველია, |
Verse: b | "ილათით ჴელთა შეპყრობა | რა გულოვანთა ჴელია?! |
Verse: c | მას ტანსა ეცვის ხვაფთანი, | ცხენსა ჯდის სასურველია, |
Verse: d და | მაშინ იკადრეთ რად არა | ეგ საქმე საზარელია?!" |
Strophe: 2511_[2413] | ||
Verse: a | ტუსი, გივი და გოდერძი | საფადრად იყუ̂ნეს უჭიროდ, |
Verse: b | მათგან სდნებოდით შიშითა, | და თქუ̂ენ იყუ̂ენით უძილოდ, |
Verse: c | მე ქაოზ ცალკე რასა ვიქ | აქა მტირალი ულხინოდ?! |
Verse: d და | შეკრულსა ვნახავ ტყუ̂ეობით, | თავსა მოვიკლავ უცილოდ. |
Strophe: 2512_[2414] | ||
Verse: a | მამასა ესმა, სევდაოზ | ტირს, თვალთა ცრემლი სდიანო, |
Verse: b | ტვინი კუ̂ამლითა აევსო, | გულს სისხლი უკუ სდიანო, |
Verse: c | ციხეს გაგზავნა, გულ-წყლული | ისი და ქაოზ სხდიანო, |
Verse: d და | რაც ოდენ მათგან იქნების, | ლხინია იყოფიანო. |
Strophe: 2513_[2415] | ||
Verse: a | თავადთა და ჴელ-მწიფისა | დაპყრობა სცნეს ერანელთა, |
Verse: b | ერანისკენ წამოვინეს, | დაფანტულნი ვლიდეს ველთა, |
Verse: c | ტახტ-გჳრგჳნი ჴელ-მწიფესა | დაუკარგავს, ესმა მტერთა, |
Verse: d და | ყოვლგნით მტერთა მოცამართეს | სამესისხლოდ ერანელთა. |
Strophe: 2514_[2416] | ||
Verse: a | აფრასიობ წამოვიდა, | თურანელნი იახლნესა, |
Verse: b | ერანელთა ზედ მოუჴდა, | ძილი აღარ აამნესა, |
Verse: c | მიეგებნეს ერანელნი, | დაკაზმულნი ცხენთა სხდესა, |
Verse: d და | მიწა სისხლით გააწითლეს, | ომი იყო სამსა თვესა. |
Strophe: 2515_[2417] | ||
Verse: a | წესი არის საწუთროსა, | ყოვლი კაცი ემტერების, |
Verse: b | ავ-კარგობა არ მიაჩანს, | ყუ̂ელა სწორად გარდაჰჴდების, |
Verse: c | თუ არ მისჩანს საფადარი, | სპათა ზურგი გაუტყდების, |
Verse: d და | ერანელთა თავადთაგან | წინა ვერვინ დაუდგების. |
Strophe: 2516_[2418] | ||
Verse: a | ზაულისტანს შეიყარნეს, | როსტომს წინა ცრემლსა ღუ̂რიდეს, |
Verse: b | მოაჴსენეს, წაჴდა ტახტი, | ერანს თურქნი დალაჴვიდეს, |
Verse: c | შემოუჴდეს, აოჴრებენ, | ატყუ̂ევებდენ, ჰჴოცდეს, სწვიდეს, |
Verse: d და | ჭირსა შიგან ჩუ̂ენი ზურგი | შენ ხარ, მეშვლად გინატიდეს. |
Strophe: 2517_[2419] | ||
Verse: a | დაიბუდებენ ლომ-ვეფხნი, | ერანი სრულად წაჴდების, |
Verse: b | ქაოზ და სპანი ჴელთ ჰყუ̂ანან, | მცილე არავინ დახუ̂დების, |
Verse: c | ჭანგ-გამახულთა ვეშაპთა | მათ გული გაულაღდების, |
Verse: d და | თავადთა ტახტი აქნამდი | გლოვისა სახლად გაჴდების. |
Strophe: 2518_[2420] | ||
Verse: a | რა ესმა, როსტომ ატირდა, | ცრემლსა გაუჴდა ჩხერანი, |
Verse: b | ერანელთ მისცა იმედი: | -- "თქუ̂ენ სცნობთ, მათ უყო მე რანი, |
Verse: c | ჩემგან გათავდა მათი დღე, | ბედის მათისა წერანი, |
Verse: d და | საომრათ წელთა შემირტყამს, | თურქთგან დავსცალო ერანი!" |
Strophe: 2519_[2421] | ||
Verse: a | მერმე ცნა თუ: ქაოზ მეფე | სირეგუ̂ნითა მუხთლად წაჴდა, |
Verse: b | როსტომს ცნობა დაეკარგა, | დიდხანამდის უჭკოდ გაჴდა, |
Verse: c | ფიცხლავ იჴმნა ზაულელნი | შეიყარა ქუ̂აბულს ჩაჴდა, |
Verse: d და | საომარად წელ-შერტყმულმან | გაიარა, წყალსა გაჰჴდა. |