Strophe: 2478_[2380] | ||
Verse: a | ერთმან კაცმან ჴელ-მწიფესა | მოახსენა ქენებითა: |
Verse: b | არმავანელს" ერთი ქალი | ჰყავს, არვისგან ჩუ̂ენებითა, |
Verse: c | მალვით უზის კუბოშიგან, | მზეს არ ნახავს თენებითა, |
Verse: d და | სულად -- მუშკი, ტანად -- სარო, | პირად მზეა, შვენებითა. |
Strophe: 2479_[2381] | ||
Verse: a | თმა-გიშერი, პირ-ედემი, | მარგალიტი კბილ-წყობილი. |
Verse: b | საუბრითა მულღაზარი, | ჴმა-იადონ-შეწყობილი, |
Verse: c | სავსე ველი ყუ̂ავილითა, | მზე უღრუბლოდ შეფლობილი, |
Verse: d და | ვის უნახავს, ასრე იტყუ̂ის: | "სამოთხეა შემკობილი!" |
Strophe: 2480_[2382] | ||
Verse: a | პირიანი მისი შოვნა | სადედოფლოდ მისგან ესვა, |
Verse: b | შარიარმან ბანოანთა | სიყუ̂არულით იწყო თესვა, |
Verse: c | ჴელ-მწიფემან გულშიგან თქუ̂ა: | "მოვიჴელო თუ ვერ ეს, ვა!" |
Verse: d და | ჩაუვარდა სიყუ̂არული | სევდაოზის, ქება ესმა. |
Strophe: 2481_[2383] | ||
Verse: a | ქაოზ უბრძანა მას კაცსა: | "ამბვითა გავიხარენით! |
Verse: b | მე უსაზომოდ მიამა, | -- ლხინითა დავიფარენით, |
Verse: c | უბრძანა ერთსა თავადსა: | "თავნი იმისკენ არენით! |
Verse: d და | არმავნელსა უანბეთ: აწ | მოყურად შევიყარენით!" |
Strophe: 2482_[2384] | ||
Verse: a | მესმა თქუ̂ენის ასულისა, | ლალთან ლალობს, ბროლი სათობს, |
Verse: b | მინდა ღ(ვ)თითა მისი შეყრა, | მზესა სჯობდა, თუ ასაკობს! |
Verse: c | ჩემი ტახტი მიწის პირსა | შეიყრების, არ დააპობს, |
Verse: d და | მე მეძებენ ჴელ-მწიფენი, | დღეს გჳრგჳნი ჩემით ნათობს! |
Strophe: 2483_[2385] | ||
Verse: a | ვინ ურჩია, დაიკარგვის | და წაჴდების ჩემი მტერი, |
Verse: b | ვეძებ შენსა სიყუ̂არულსა, | მე გაგიყმო გული ბერი, |
Verse: c | მე მასმია, ფარდაგს შიგან | ქალი გიზის შვენიერი, |
Verse: d და | მამეც, დავსვა ტახსა ზედა | ჴელ-მწიფეთა შესაფერი! |
Strophe: 2484_[2386] | ||
Verse: a | მასმია ტანად საროა | იგ ქალი, წმინდა რჯულითა, |
Verse: b | ყუ̂ავილი, პირად შემკული | და მუშკ-ამბარი სულითა, |
Verse: c | სხვა თუმც გაზრდილა მისებრივ, | მისთჳს ზრდის დაფარულითა, |
Verse: d და | მთუ̂არეა, პირად გავსილი, | მზე ნათლად დასახულითა. |
Strophe: 2485_[2387] | ||
Verse: a | რა მივიდა მოციქული, | არმავნელსა მოახსენა, |
Verse: b | ჰკადრა მისი საუბარი, | მოუბრუნა ტკბილად ენა: |
Verse: c | ქაოზისგან" დავედრული, | დამიჯერე, აგრე ჰქენა! |
Verse: d და | მას აევსო სევდისაგან | გული, ჯავრით გაეტენა. |
Strophe: 2486_[2388] | ||
Verse: a | ამას იტყუ̂ის თუ: ქექაოზ | " სრულთა ჴმელთა ჴელ-მწიფეა, |
Verse: b | ბრძანებითა ყუ̂ელას მიზამს, | ვიცი, აგრე შეუძლია, |
Verse: c | მე სევდაოზ ვითა დავსთმო, | ჩემთა თვალთა სინათლია, |
Verse: d და | ვაი̂, ბედითად როგორ მივსცე, | ტკბილსა სულსა მირჩევნია!" |
Strophe: 2487_[2389] | ||
Verse: a | მერმე თქუ̂ა: "თვალი დავფახო | საჭუ̂რეტლად სახედველია, |
Verse: b | სჯობს, დავსთმო სულთა სანაცუ̂ლოდ | სევდაოზ სასურველია, |
Verse: c | მან მოციქულსა უბრძანა: | "მე მივსცე საყუ̂არელია, |
Verse: d და | ვარ ბრძანებისა მორჩილი | მათის ნებისა მქნელია!" |
Strophe: 2488_[2390] | ||
Verse: a | მერმე ბრძანა მოყუ̂ანება | სევდაოზის, -- პირად მზისა |
Verse: b | შეჭირვებით ნაღუ̂ლიანმან | მას ამბავი ქაოზისა -- |
Verse: c | -- ტკბილი წიგნი მოეწერა: | "შვილო, შენის სურვილისა, |
Verse: d და | ჰპირობს ჩემთვის წაღებასა, | სიბრძნე-ჭკუას შემიცუ̂ლისა. |
Strophe: 2489_[2391] | ||
Verse: a | შენ რას იტყუ̂ი, ამა გზითა | საქმე როგორ გავიმართო, |
Verse: b | აწ პასუხი გულისა თქუ̂ი | მე რაზედან გავემართო!" |
Verse: c | სევდაოზ თქუ̂ა: "ბრძანებისა | ჩუ̂ენ მორჩილნი შენნი ვართო, |
Verse: d და | რადგან ღონე აღარ არის, | საუბარსა ნება დართო. |
Strophe: 2490_[2392] | ||
Verse: a | არსად არის უკეთესი, | სადა მზისა შუქნი ვლიან, |
Verse: b | შარიარსა ჴელ-მწიფენი | კარს უდგანან, მისკენ დიან, |
Verse: c | მარგალიტთა თუ̂ალ-გუართა | ხარაჯასა მიათუ̂ლიან, |
Verse: d და | გვიჯობს მისი მოკიდება, | ჭირსა ლხინად შემიცუ̂ლიან". |
Strophe: 2491_[2393] | ||
Verse: a | შეიგნა არმავანელმან | პასუხი დანასრულისა, |
Verse: b | გამოაცხადა სევდაოზ, | მაშინ თქუ̂ა სიტყუ̂ა გულისა, |
Verse: c | მათ გაგზავნილი მოიჴმეს, | წესი ქნეს მათის რჯულისა, |
Verse: d და | მაშინ დაასკუ̂ნეს მიცემა | ხე-ალვა დანერგულისა. |
Strophe: 2492_[2394] | ||
Verse: a | კაზმა დაუწყო სევდაოზს | გულ-წყლულმან არმავანელმან, |
Verse: b | თავადნი გვერცა დაისხნა | საწუთრო დაულევნელმან, |
Verse: c | კუბო მოკაზმეს ძვირფასი | ჯერ კაცთა არ უპოვნემან, |
Verse: d და | იგი მზე დასვეს მაშიგან | უღრუბლოდ დაუთოვნელმან. |
Strophe: 2493_[2395] | ||
Verse: a | ორ-ათასი ჯორ-აქლემი | მისთჳს ზითვად კიდებული, |
Verse: b | ოქრო-სტავრით სამ-ათასი | მჴევალ-მონა-დიდებული, |
Verse: c | თან ლაშქარი გაატანა, | ვით სამოთხე მოკაზმული, |
Verse: d და | ვითა ვარდნი, ყაყაჩობენ, | გაუნათლდა მჭუ̂რეტთა გული! |
Strophe: 2494_[2396] | ||
Verse: a | შარიერსა მიეწურნეს, | მზე უღრუბლოდ მოკაზმული, |
Verse: b | კუბოდაღმან გარდამოსვეს, | გაანათლა არე სრული, |
Verse: c | ვარდი მუშკით შემკობილი | ლალიასა გარეული, |
Verse: d და | თქუ̂ა: "უღრუბლოდ ცასა ზედა | მთუარე ახლად დაჯდმილი!" |
Strophe: 2495_[2397] | ||
Verse: a | ბროლისა ყელსა შუ̂ენია | საყურნი მათნი დარენი, |
Verse: b | ორნი ნარგიზნი მათ ზედა | ნათობენ, ვითა მთუ̂არენი, |
Verse: c | სხენ იაგუნდი-ლალები | -- წითელი-მოცინარენი, |
Verse: d და | წარბთ შუა ვეცხლის კალამნი | -- მზის შუქთა მეჯუფთარენი. |
Strophe: 2496_[2398] | ||
Verse: a | თუ̂ალნი გაუტყდეს ქექაოზს, | რა ნახა მისი სახენი, |
Verse: b | უკუ̂ირდა მისი სიტურფე, | მან აქნა მონასახენი, |
Verse: c | თქუ̂ა: "მზისა შუქნი ვიპოვე | მე, -- ტანად ალვისა ხენი. |
Verse: d და | მან მოიჴსენა კურთხევით | მრავალ-ჯერ ღ(მრ)თისა სახელნი. |
Strophe: 2497_[2399] | ||
Verse: a | მუნ სიხარული შეიქნა, | განათლდეს იგი არენი, |
Verse: b | მან ერანელნი აწვივნა, | ჭკვიანნი, გულ-მღვიძარენი, |
Verse: c | შეიქნა შემოყრილობა, | გულითა გასახარენი, |
Verse: d და | უხარის პოვნა ჯუფთისა, | ტახტსა შუ̂ენიან მთუ̂არენი! |
Strophe: 2498_[2400] | ||
Verse: a | არმავნელსა ქალის გაყრა | უმძიმს, არვის გაუმჟღავნა, |
Verse: b | გული სევდით გაეტენა, | მან საწუთრო გაიშავნა, |
Verse: c | ნაღუ̂ლიანი იგონებდის, | ღალატითა ქაოზს ავნა, |
Verse: d და | მერვეს დღესა საწვეველი | ქაოზს კაცი გაუგზავნა. |
Strophe: 2499_[2401] | ||
Verse: a | მოახსენა: "შარიარმან | აქ მოსვლითა შეგვიბრალოს, |
Verse: b | მათი მიწა-სახლი ნახოს, | პატივითა დაამყაროს! |
Verse: c | მე ცოცხალი უკეთესსა | დღეს მოველი სხვასა აროს, |
Verse: d და | მოვიდეს და ნახოს ლხინი, | მჭუ̂რეტთა გული გაახაროს!" |
Strophe: 2500_[2402] | ||
Verse: a | ამა საქმითა ლამოდა | ღალატსა, მოცთუნვებასა, |
Verse: b | ქალი წაეღო კიდევა | ზითვისა შერჩუნებასა, |
Verse: c | მას შაეკუ̂ეთა ხარაჯა | ძალითა იქ დადებასა; |
Verse: d და | ის წაეჴდინა მორჭმული | თავისა გადიდებასა. |
Strophe: 2501_[2403] | ||
Verse: a | სევდავ ცნა საქმე მამისა | ხვანჯი და დახლათულობა, |
Verse: b | ქექაოზს ჰკადრა: "მოგვსვლია | აწ რამე მოციქუობა! |
Verse: c | არა ჴამს წასვა უჭკუოდ, | წაჴდების მხიარულობა, |
Verse: d და | ქორწილი გლოვად მოჰჴდების, | იქნების წაჴდომილობა!" |
Strophe: 2502_[2404] | ||
Verse: a | ნუ გაჰყუ̂ები საუბარსა, | სევდაოზ კუ̂ლა მოახსენა: |
Verse: b | "მას მშვიდობით ვერ მორჩები, | გიღაატებს იგი შენა! |
Verse: c | რა უჭიროდ მოგიჴელებს, | ვერ წამოვალთ მუნით ჩუ̂ენა". |
Verse: d და | ქაოზ არა მოუსმინა, | არცა დაძრა ყოლედ ენა. |
Strophe: 2503_[2405] | ||
Verse: a | არ უყურა შეგონება | წამოვიდა გზასა ვლიდეს. |
Verse: b | არმავნელსა ქალაქი აქუ̂ს, | იმაშიგან შემოვიდეს, |
Verse: c | მოეგებნეს ჴელ-მწიფესა, | თავს გუარსა გარდაჰყრიდეს, |
Verse: d და | ჩანგ-ბარბითი გაახშირეს, | მას ქებასა შეასხმიდეს. |
Strophe: 2504_[2406] | ||
Verse: a | წინ სიმამრი მოეგება, | იქმენ მისკენ წამოსვლასა, |
Verse: b | თავსა ოქრო გარდაყარეს, | მარგალიტი შეკრავს გზასა, |
Verse: c | დარბაზს შიგან ტახტი დადგეს, | -- ვინ დასთუ̂ლიდა ლალთა ყრასა?! -- |
Verse: d და | წინ შეუძღუ̂ნეს დიდებულნი, | ქაოზ მეფე ტახტს დასვესა. |
Strophe: 2505_[2407] | ||
Verse: a | ერთი კუ̂ირა წართვით იყუ̂ნეს, | ნადირობდეს, ისხდეს პურად. |
Verse: b | წელ-შერტყმულნი დღე და ღამე | წინა უდგეს სამსახურად, |
Verse: c | იგ დაენდუ̂ნეს ერთმან ერთსა, | იყუ̂ნეს მეტად შინაურად, |
Verse: d და | ბარბისტნელთა მოელოდეს | მათ ღალატი ედვა გულად. |