Strophe: 2451_[2353] | ||
Verse: a | რა ქექაოზ კელ-მწიფესა | გაუთავდა მორჭმულობა, |
Verse: b | გულ-ამაყად ტახტისაგან | მას მოუნდა შეძრულობა, |
Verse: c | ვინცა იყო გულოვანი, | იჴმო, შექნა ვაზირობა, |
Verse: d და | მას პასუხი ვერვინ ჰკადრა, | უმძიმს ჭკუ̂ისა შეცუ̂ლილობა. |
Strophe: 2452_[2354] | ||
Verse: a | კაზმა უბრძანა ლაშქართა: | -- "მომსურდა ბარბისტნისათვის, |
Verse: b | ეწყინა, უმძიმს უზომოდ, | მუნ წასვლა, სიშორისათვის, |
Verse: c | დაეკაზმნეს და წავიდეს | არ მოსურნენი გზისათვის, |
Verse: d და | მიწისა პირი იძროდა | ერანელთ სიმრავლისათვის. |
Strophe: 2453_[2355] | ||
Verse: a | მასკუ̂ლავთაგან უმრავლესნი | წამოვიდეს, თავნი არნეს, |
Verse: b | დროშა-შუბის სიმრავლითა | მიწის პირნი მართ დაფარნეს, |
Verse: c | ჩინ-მუქარა მიიწივნეს, | მათ თურანი გაიარნეს, |
Verse: d და | მოეგებნეს, სძღუ̂ნეს ხარაჯა, | შესახვეწლად თავნი არნეს. |
Strophe: 2454_[2356] | ||
Verse: a | მუნ სარტყელსა ვინ შეირტყამს | ქაოზისთვის საომარად?! |
Verse: b | ზროხას ლომივით გამოსცდის, | არად უჩანს მისად დარა. |
Verse: c | მიუნდო ხარ, საწუთროვო, | მით იხლათვი მრავალ-გვარად! |
Verse: d და | ზოგთ ცათამდინ აამაღლებ, | ლხინს მოუქცევ ზოგთა მწარად. |
Strophe: 2455_[2357] | ||
Verse: a | რა ცნა მისვლა ქაოზისა, | ბარბისტნელმან სულ-თქმით ახვა, |
Verse: b | თქუ̂ა: "საწუთრო სხვა-ფერ მექცა, | ქაოზ ჭანგი გაიმახვა!- |
Verse: c | რაზმ-წყობილი წამოვიდა, | სპათა მისთა ჯარი ნახა. |
Verse: d და | მიწის პირი ტყუ̂იასა გავს, | მტვერისაგან მზე ვერ ნახა. |
Strophe: 2456_[2358] | ||
Verse: a | ასტყდა მტვერი საშინელი, | აბნელებდა სინათლესა, |
Verse: b | თეთრი პილო შავად უჩნდა, | ვერა ხედვენ სადევესა, |
Verse: c | ყოვლგნით ომი გაახშირეს | მიწა იგლოვს სიმწარესა, |
Verse: d და | სისხლისაგან ზღუ̂ასა გუ̂ანდა | -- ღელვა-დენი მდინარესა. |
Strophe: 2457_[2359] | ||
Verse: a | გოდერძი შიგა ჩაიჭრა | ათი-ათასის კაცითა, |
Verse: b | მან შუა რაზმი გაფრიწა | გავს რისხვა მოვიდა ცითა, |
Verse: c | ქარულად ეცა ჴელ-მწიფე | ქექაოზ სპითა დასითა, |
Verse: d და | გაგვექცა ბარბისტანელი, | სისხლი მიწათა ვასვითა. |
Strophe: 2458_[2360] | ||
Verse: a | ერთი შუბი აღარა ჩანს, | მათი დროშა წაცაექცა, |
Verse: b | რა შეიტყუ̂ეს ბარბისტნელთა, | თურმე ეტლი ავად ექცა, |
Verse: c | ვინ ცოცხალი მორჩომოდა, | ცა შიშითა მათ დაექცა, |
Verse: d და | მან მიმართა სიმაგრესა, | ქალაქისკენ გამოექცა. |
Strophe: 2459_[2361] | ||
Verse: a | ვინც იყო ჟამ-გამოვლილი, | გულ-დაწვით დაწყლულებული, |
Verse: b | ქექაოზს წინა მოვიდა, | ფერ-კრთომით შეშინებული; |
Verse: c | მათ ზენაარი ითხოეს | -- ვართ ღონე-გაცუდებული. |
Verse: d და | ჩუ̂ენ მოგცეთ მძიმე ხარაჯა, | ბრძანებით დაცადებული! |
Strophe: 2460_[2362] | ||
Verse: a | თუ̂ენ სანაცვლოდ თეთრისათვის | ჩუ̂ენგან იყუ̂ნენ ლალთა ყრანი!" |
Verse: b | შეიწყალნა ჴელ-მწიფემან, | შეუკუ̂ეთნა ხარაჯანი, |
Verse: c | დაბრუნდა და წამოვიდა, | მან გამოვლო მუქარანი, |
Verse: d და | დადგა მთასა ყაფისასა, | გვერცა უდგნეს ისნი სპანი. |
Strophe: 2461_[2363] | ||
Verse: a | ფიცხლავ წინა მოეგებნეს | თავადები ყაფის მთისა, |
Verse: b | ბაჟ-ხარაჯა შეუკუ̂ეთეს, | -- "ვართ მონანი ბრძანებისა!" |
Verse: c | წამოვიდნენ მუნიდაღმანც, | კუ̂ლა წამოვლეს სიგრძე გზისა, |
Verse: d და | იგ ესტუმრა პილოტანსა. | -- როსტომ ძეა დასტანისა. -- |
Strophe: 2462_[2364] | ||
Verse: a | როსტომ წინა გაეგება, | მათი ნახვა ზაალს უნა, |
Verse: b | დარბაზისკენ წამოუძღვა, | ჴელ-მწიფესა რაცა უნა, |
Verse: c | უყო კარგი მეემანი | მათ, მეჯლიში ვისცა უნა, |
Verse: d და | ერთსა თვესა არ გაუშვა, | ნადირობდის, იყუ̂ის მუნა. |
Strophe: 2463_[2365] | ||
Verse: a | ქორ-ავაზით ინადირა, | უსაზომო უყო ძღნობა, |
Verse: b | მერმე შინა წამოვიდა, | იყო ვარდის ყუ̂ავილობა, |
Verse: c | კაცი ჟამთა ვერ გარდიარს, | რომ არ უყოს ეტლმან ფლობა, |
Verse: d და | გაუახლდა ჴელ-მწიფესა | არაბთაგა ორგულობა. |
Strophe: 2464_[2366] | ||
Verse: a | მათ აქცივეს ჴელ-მწიფესა | საორგულოდ პირ-წასულად, |
Verse: b | პატრონობა გაუბოძდა | მაშინ ქაოზს ლხინთა ნაცუ̂ლად, |
Verse: c | რაცა ჭირი გარდეჴადა, | მას არა სჩნდა მისად ნათლად, |
Verse: d და | შეიყარნა დიდებულნი, | შეეკაზმა მუნ წასავლად. |
Strophe: 2465_[2367] | ||
Verse: a | ჴმა გაახშირეს ქოსისა, | წასავლად აიყრებოდეს, |
Verse: b | წყლის პირსა მოდგეს ლაშქარნი, | ნავშიგან იგ ჩასხდებოდეს, |
Verse: c | გავლეს ათასი ფარსანგი, | იგ ზღუ̂ა-ზღუ̂ა იარებოდეს, |
Verse: d და | სამთავე ქალაქთა შუა, | სად მისრი ეწოდებოდეს. |
Strophe: 2466_[2368] | ||
Verse: a | იყო მარჯუ̂ნით ბარბისტანი, | წინა ამავარან არი, |
Verse: b | ამა სამის ქიშვარისა | აქ ლაშქარი შეყრით არი, |
Verse: c | დგას ლაშქარი უსაზომო, | მუნ საწუთრო სავსე არი, |
Verse: d და | მათ ამბავი მოუვიდა, | -- "მოვა ქაოზ, გავლო ზარი!" |
Strophe: 2467_[2369] | ||
Verse: a | მისრელი არმავანელსა | ბარბისტანს შეეყრებოდეს, |
Verse: b | ლაშქართა სიმრავლისაგან | მთა-ზღუ̂ანი აივსებოდეს, |
Verse: c | მათის ცხენისა ტერფითა | მიწანი დაიპობოდეს, |
Verse: d და | გზა არა ჰქონდათ კანჯართა, | ლომს ფერჴნი ელეწებოდეს. |
Strophe: 2468_[2370] | ||
Verse: a | ვეფხი კლდეთა ვერ იხვედრებს | და არწივი მაღლა ვლათა, |
Verse: b | წყალშიგ თევზნი იხიზუ̂ნიან, | და ნიანგნი -- შიგან ზღუ̂ათა, |
Verse: c | გზა არსად აქუ̂ს წასავალი, | იქმენ მათთა შეხვეწათა, |
Verse: d და | ქაოზ ნავით გარდამოჰჴდა, | გამოვიდა ჴმელთა გზათა. |
Strophe: 2469_[2371] | ||
Verse: a | სრულ საწუთრო ავსილიყო, | ლაშქარი ჩანს არ სუბუქი, |
Verse: b | მიწის პირი რკინად ქნილა, | აბჯარი ძეს მონაბუქი, |
Verse: c | შუბის პირი მასკუ̂ლავთაგან | უმრავლია ბასრი, უქი, |
Verse: d და | ოქროს ფერთა მუზარადთა | დაეფარა მზისა შუქი. |
Strophe: 2470_[2372] | ||
Verse: a | ცის აერი ოქროსა გავს | ინდაურთა ჴრმალთა ფენით, |
Verse: b | ზროხა-კუდთა კუ̂ნესისაგან | სპილენძ-ჭურთა თავ-გაჩენით, |
Verse: c | ცა დაეცა, ამას გუ̂ანდა, | -- არა ისმის ყურთა სმენით! -- |
Verse: d და | მათ პირის-პირ ერანელთა | რაზმი აწყუ̂ეს კუ̂ლავ გაჩენით. |
Strophe: 2471_[2373] | ||
Verse: a | მარჯუ̂ნივ რაზმი შეავედრა | გურგენ-რუამ-ტუსი გმირსა, |
Verse: b | რაზმს უკანით -- შედოშ, ფარად, | გივს უბრძანა -- მისგან ზრდილსა, |
Verse: c | მარცხნივ მჴარი გოდერძისთვისთ | ლომსა შვილსა ქიშვადისა, |
Verse: d და | რაზმ-წყობილნი წამოვიდნეს, | სისხლი აწრთობს შუბის პირსა. |
Strophe: 2472_[2374] | ||
Verse: a | მეომართაგან კივილი | და ლეწა მუზარადისა, |
Verse: b | ვითა გუ̂რდემლზედა უროსა | სცემდენ, ბურჯლული გადისა, |
Verse: c | ცა ქუ̂ეყანასა დაეცა, | -- ჰგავს რისხვა განაცხადისა, -- |
Verse: d და | აფთითა ლეწენ აბჯარსა, | სისხლის რუები გასდისა! |
Strophe: 2473_[2375] | ||
Verse: a | აქა ქაოზ შეუტია | ლომმან ვითა კანჯრის ჯოგსა, |
Verse: b | ჰგავს, ლაჟუ̂არდი სინგურისა | და ღრუბელი ყაყაჩოსა, |
Verse: c | რაზმსა შიგან გაიარა, | მტვერი ადგა სარაჯოსა, |
Verse: d და | მიწა ზღუ̂ასა სისხლისასა, | მკუ̂დარი ქუ̂იშას უმრავლოსა. |
Strophe: 2474_[2376] | ||
Verse: a | სამთა ქიშვადთა ლაშქარი | ეტლმან უკუღმა სახულმან, |
Verse: b | ეს ერანელთა დაჴოცეს | და ქაოზ ჭანგ-გამახულმან, |
Verse: c | პირველად არმავანელმან | ვით ჩუ̂ენგან გამოძრახულმან, |
Verse: d და | მან ზენაარი ითხოვა | დამწვარმან გულ-დადაგულმან. |
Strophe: 2475_[2377] | ||
Verse: a | ამაზედა ჴელ-მწიფესა | მოციქული მოახსენა: |
Verse: b | "ტახტ-გჳრგჳნი დაგვიდვია, | მოგახსენოთ მალე ჩუ̂ენა, |
Verse: c | მე გენუკვი ლაშქართაგან | რისხვით ცანი არ დაგუ̂ტყდენა, |
Verse: d და | არ დაიწვას ქალაქები, | ქუ̂ეყანანი არ წაჴდენა!" |
Strophe: 2476_[2378] | ||
Verse: a | ესმა ქექაოზ მეფესა | რა მისი მოციქულობა, |
Verse: b | მან უპასუხა: "შეგრჩების | ტახტისა არ ორგულობა! |
Verse: c | ჩემნი მოსავნი ყოფიხართ, | გაქუ̂ს ჩემგან მოკაზმულობა, |
Verse: d და | აწ ზენაარი ითხოეთ, | ჩემგან გაქუ̂ს აზატულობა. |
Strophe: 2477_[2379] | ||
Verse: a | აწ მონებისა სარტყელი | ჩუ̂ენ ვიჴმოთ მუქარანელი, |
Verse: b | მემალედ იყოს, გუ̂მსახუროს, | არმავან ბარბისტანელი, |
Verse: c | მძიმე ხარაჯა შეჰკუ̂ეთეთ, | თვარ სიცოცხლესა არ ელი, |
Verse: d და | სხვა უსაზომო მოიღეთ | საჭურჭლე წასატანელი. |