TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 118
Previous part

Chapter: 35 
აქა გათავდა მაზანდარელის დღე როსტომის ჴელითა.






Strophe: 2423_[2325] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან შეცოდება   მოუგონა მას პირველი,
Verse: b       რაც გძნეულთა შეეცოდა,   დევთა საქმე ადრინდელი,
Verse: c       გული ჯავრით გაეტენა,   "არ გაუშვა, -- ბრძანა, -- "მრთელი"!
Verse: d    და   ჴრმლითა დავსჭრა ასო-ასო   მხიფლავი და გრძნების მქმნელი.






Strophe: 2424_[2326] 
Verse: a       იგ გაჰკუ̂ეთა შუაზედა   როსტომ, მიჰყო ჴრმალსა ნები,
Verse: b       "ქაჯ-გრძნეულთა და დევთაგან,   თქუ̂ა, "უშიშრად შევიქნები!"
Verse: c       ქაოზ კაცი გაუგზავნა,   ლაშქართ გულის დასადები,
Verse: d    და   არას ვაწყენ ქუ̂ეყანასა,   თქუ̂ენ არცა რას გემართლები!






Strophe: 2425_[2327] 
Verse: a       ესე საქმე დევთგან იყო,   თქუ̂ენ სიცოცხლე სულთა ჰპოეთ,
Verse: b       ნახეთ, წინა მამიყუ̂ანეთ,   დევ-გრძნეული რაცა ჰპოეთ,
Verse: c       ურჩობითა აქანამდის,   თქუ̂ენვე იცით, რაცა ჰპოეთ,
Verse: d    და   აწ შეგინდო შეცოდება,   ზენაარი მოითხოეთ.






Strophe: 2426_[2328] 
Verse: a       ლაშქართა მაზანდარელსა    რა სიტყუ̂ა შესაგონანი
Verse: b       ქექაოზს წინა მოუდგნეს,   ბრძანებით ანაწონანი,
Verse: c       -- "ჩუ̂ენ ბრალი არა მიგვიძღუ̂ის   -- ერთის დრამისა წონანი, --
Verse: d    და   აწ თქუ̂ენი მოსამსახურე   ვართ, ბრძანებისა მონანი!"






Strophe: 2427_[2329] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან შესაწყობლად   სიტყუ̂ა ბრძანა არას ნები,
Verse: b       დევ-გრძნეულთა დასაჴოცლად   გაუჩინა ჯალადები,
Verse: c       მაზანდარის ტახტ-გჳრგჳნი   მუნ მოიღეს, საჭურჭლები,
Verse: d    და   ანგარიშსა ვერვინ მიხუ̂და,   -- საწუთროსა ასავსები.






Strophe: 2428_[2330] 
Verse: a       თუ̂ალ-გუარი, ოქრო-ვერცხლი   სასახელო, არ დასაყო,
Verse: b       აბჯარი და ჯოგ-ხვასტაგი,   მიწის პირი ფარვით დაჰყო,
Verse: c       ლარ-ჭურჭელნი, საფენელნი   -- სინათლითა მზენი დაჰყო,
Verse: d    და   მისგან არა დაიჭირა   ლაშქარზედან ყულა გაჰყო.






Strophe: 2429_[2331] 
Verse: a       მან აავსნა ერანელნი    -- საჭურლეთა ვინ ზიდვიდა?!.
Verse: b       მუნებურნი ჯორ-აქლემნი   მოიჴმარნეს, დასტვირთვიდა,
Verse: c       გაცემისგან მოიცალა,   მეფე ლოცვად წამოვიდა,
Verse: d    და   ერთი კუ̂ირა არა ჭამა,   პირ-დამჴობით ცრემლსა ღუ̂რიდა.






Strophe: 2430_[2332] 
Verse: a       იტყუ̂ის: "არსთა შემოქმედო,   იყო თურმე შენი ნება!
Verse: b       შენ დაამჴვენ მტერნი ჩემნი,   შენ მიბოძე გამარჯვება,
Verse: c       ძუ̂ელი ტახტი გამიახლე,   მამეც გულის განკურნება!
Verse: d    და   მაზანდარლის საჭურჭლისა   კუ̂ლავე ბძანა გამოღება.






Strophe: 2431_[2333] 
Verse: a       მესამესა კუ̂ირიასა   საქმისაგან მოიცალა,
Verse: b       მერმე იჴმნა ერანელნი,    წინა სუფრა გაიშალა,
Verse: c       იაგუნდის ჭიქებშია   ღვინო სმითა დაიცალა,
Verse: d    და   როსტომ ჰკადრა: "შარიარო,   საქმე რამცა დაგემალა!






Strophe: 2432_[2334] 
Verse: a       მაზანდარა ამოვსწყუ̂იტე,   ავლად კარგად მამეჴმარა,
Verse: b       ამისითა გავიმარჯვეთ,   დაიფარა გული არა:
Verse: c       რაცა ვჰკითხე, მართლად მითხრა,   სიმართლითა დაამყარა,
Verse: d    და   ვიაჯები, რაც უქადე,   მას უბოძო, ვსტყუო არა.






Strophe: 2433_[2335] 
Verse: a       თუ ბრძანო, მაზანდარანი    უბოძო არაჯებითა,
Verse: b       დევთა ომშიგან მსახურა   გარჯილმან შეჭირვებითა,
Verse: c       მაშინ მეც უთხარ იმედი,   შენ მიერ შეწყალებითა,
Verse: d    და   ვიურვო ჴელ-მწიფისაგან,   მოგცე მისითა ნებია!






Strophe: 2434_[2336] 
Verse: a       აწ თუ პირი მოგაჴსენოს,   სადამდისა ცოცხალ იყოს,
Verse: b       თქუ̂ენ მონურად, გმსახურებდეს,   მაზანდარა მისი იყოს,
Verse: c       თქუ̂ენის ტახტის ლოცვისაგან   ამან პირი ვერ დაიყოს,
Verse: d    და   ყუ̂ელა ჴელთა მიათვალე,   საპატრონო რაცა იყოს!






Strophe: 2435_[2337] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან როსტომისგან    გაიგონა სიტყუ̂ა ქუ̂ელი:
Verse: b       -- "ტახტ-გჳრგჳნის მიმცემელო,   მეფობისა შენ ხარ მცუ̂ელი!
Verse: c       ჴელ-მწიფეთა შარიარო,   რას მიბრძანებ, -- მე ვარ მქნელი,
Verse: d    და   უბოძე და მიათვალე,   იყავ მისთჳს მიმცემელი.






Strophe: 2436_[2338] 
Verse: a       რაცა გინდა, პილოტანო,   -- განაღამცა მე ვარ მზმელი, --
Verse: b       აწ მოიღეთ ავლადისთვის    საჴელ-მწიფო სამოსელი,
Verse: c       ტახტ-გჳრგჳნი მოუმზადეთ,   სრა-ფარდაგი საფენელი!"
Verse: d    და   მოჰკაზმეს და ზედან დასვეს,   გაუახლეს ტახტი ძველი.






Strophe: 2437_[2339] 
Verse: a       ტახტსა დასვეს მოკაზმული,   მაზანდარა მიათუ̂ალეს,
Verse: b       იგ დალოცეს საჴელ-მწიფოდ,   მას ლაშქარი ათაყუ̂ანეს,
Verse: c       ერთგულობის პირი სთხოვეს,   მაღლა ტახტსა აიყუნეს,
Verse: d    და   თავს გჳრგჳნი შემკობილი   დასდგეს მზესა დააგუ̂ანეს.






Strophe: 2438_[2340] 
Verse: a       ერანისაკენ მორჭმულთა   წამოვლეს სიგრძე გზისანი,
Verse: b       მოვიდნეს გამარჯვებულნი,   მადლის მიმცემნი ღ(მრ)თისანი,
Verse: c       გამოიბეს და ბუკსა ჰკრეს,   ჴმა ისმის დუმბულისანი,
Verse: d    და   ტურფად მოჰკაზმნეს ქალაქნი,   -- მგავსნია სამოთხისანი.






Strophe: 2439_[2341] 
Verse: a       დუმბულსა და დოგსა სცემდეს,   ზედან ტკბილად იმღერდიან,
Verse: b       მუტრიბნი და მოშაითნი   მას ქებასა ეტყოდიან.
Verse: c       გამარჯვება უხარიან,   მას წინაშე წამოდგიან,
Verse: d    და   უხაროდა ერანელთა,    ვითა ვარდი აყუ̂ავდიან.






Strophe: 2440_[2342] 
Verse: a       მორჭმული და მოვლენილი   ტახტსა, ვით მზე, ანათებდა,
Verse: b       გაჴსნა ძველი საჭურჭლენი,   ზარდახშათა გააღებდა,
Verse: c       გასცა ლარი ლაშქართზედა,   ერანელთა აავსებდა,
Verse: d    და   თავადთა და პილოტანსა   როსტომს ტკბილად აჴსენებდა.






Strophe: 2441_[2343] 
Verse: a       შევიდნეს როსტომ, თავადნი,   ვინც მაზანდარას ხლებოდა.
Verse: b       ტკბილად აჴსენა მეფემან,   მათ ლოცვით ეუბნებოდა,
Verse: c       როსტომ ტახტს ახლოს დაისვა,   უჭუ̂რეტდა, იამებოდა,
Verse: d    და   სხვანი თავადნი თჳს-თჳსად,   სადაც ვის ეფერებოდა.






Strophe: 2442_[2344] 
Verse: a       შარიარმან საჴელ-მწიფო   სამოსელი ძოწეული,
Verse: b       ხშირად ოქროთ მოქსოვილი   ფეროზი სხდა დარჩეული,
Verse: c       ტახტი ოქროს გჳრგჳნითა,   გუარითა დაფრქუ̂ეული,
Verse: d    და   ერთი ტყავი ძვირფასისა   თუ̂ალ-მარგალიტ-გარეული.






Strophe: 2443_[2345] 
Verse: a       ოქროს სარტყელთა დაჰკაზმეს   ას-ასი მონა, მჴევალი,
Verse: b       ბერძული სტავრა, ჩინური,    ას-ჯორთა დასარჩევალი,
Verse: c       ასი ტაიჭი დაჰკაზმეს   ოქროს ლაგმითა -- მზევალი,
Verse: d    და   ასი აქლემი თეთრითა   დატვირთეს დასაძლევალი.






Strophe: 2444_[2346] 
Verse: a       ერთი თასი იაგუნდი   -- ფეროზისა, ერთი ლალი --
Verse: b       როსტომს მისცა ჴელ-მწიფემან   ესე ყუ̂ელა გარდათუ̂ლილი,
Verse: c       უბრძანა თუ: "ნუ უშენოდ   საწუთრო და ნუ მზე, ჩრდილი!
Verse: d    და   შენზედამცა ტკბილად არის   ჴელ-მწიფეთა გული ტკბილი!"






Strophe: 2445_[2347] 
Verse: a       როსტომ მოდრკა, ტახტის ფერჴთა   აკოცა და გამოვიდა,
Verse: b       ჴმა შეიქნა ლაშქარშიგან,   ზაულისკენ წამოვიდა,
Verse: c       რა შეიტყუ̂ეს მისი წასვლა,   ყუ̂ელა ჭუ̂რეტად გამოვიდა,
Verse: d    და   ნახვა მისი უხაროდა,   ყოვლი კაცი მას ნატრიდა.






Strophe: 2446_[2348] 
Verse: a       მეფე მორჭმით ტახტსა ზედა   ზის, შეიქნა ჟამთა წყობა,
Verse: b       გაჴსნა კარი წყალობისა,   აქუ̂ს მტერზედა მორჭმულობა,
Verse: c       ლაშქართა და ქალაქთაგან   იყუ̂ის სმა და ნადიმობა,
Verse: d    და   ტუსის ძესა ნოდარისას    მისცა სპათა საფადრობა.






Strophe: 2447_[2349] 
Verse: a       უბრძანა თუ: "გულისაგან   გაიშორე ავის ქნანი!
Verse: b       შენ სიავე ჩამოიჴსენ,   სიმართლითა იყუ̂ნეს რგვანი,
Verse: c       მერმე იჴმეს, მოიყუ̂ანეს   ქიშვადის ძე გულოვანი,
Verse: d    და   აწ გოდერძის მიულოცეს   მანაშურით ისპაანი.






Strophe: 2448_[2350] 
Verse: a       რა გაცემა გაათავეს,   ჴელ-მწიფემან მოიცალა,
Verse: b       შეჭირვება ჩამოიჴსნა,   ლხინი აღარ მოიშალა,
Verse: c       ბედსა მისსა ახარებდა,   წინა სუფრა გაიშალა,
Verse: d    და   სიავისა ჴელი შეჰკრა,   უსამართლო მოიცალა.






Strophe: 2449_[2351] 
Verse: a       ყოვლსა კაცსა უხაროდა   ქაოზისთვის გამარჯვება,
Verse: b       ვის უქნია ჴორციელსა   მაზანდარის სრულ აღება?!
Verse: c       სხვასა არვის მიჴდომია   ამის-ებრი გალაღება,
Verse: d    და   განგებამცა კურთხეულა,   იყო თურმე მისი ნება!






Strophe: 2450_[2352] 
Verse: a       მოვიდიან ჴელ-მწიფენი,   დიდებასა ულოცვიდეს,
Verse: b       დასეულად კარსა უდგეს,   მისთჳს ძღუ̂ენსა მოზიდვიდეს,
Verse: c       სრულ აავსო საჭურჭლენი,   -- ჴორციელი ვინ დასთუ̂ლიდეს?!.
Verse: d    და   ჰგავს დარბაზი სამოთხესა,   გვერც ხლებასა ინატრიდეს!




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.