TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 117
Previous part

Chapter: 34 
აქა ქექაოზ ჴელ-მწიფისა, როსტომისა და მაზანდარელის ომი და ქექაოზის გამარჯვება.






Strophe: 2384_[2286] 
Verse: a       რა ქექაოზ ჴელ-მწიფესა   მოსვლა ესმა დევთა, ზარი,
Verse: b       ბრძანა: როსტომ" დაიმაგრე   აწ სარტყელი საომარი!
Verse: c       ტუსი, გიო და გოდერძი,    თქუ̂ენ დაჰკაზმეთ სპათა ჯარი".
Verse: d    და   რაზმი აწყუ̂ეს, ტუსის უთხრა:   "შეინახე მარჯუ̂ნივ მჴარი!"






Strophe: 2385_[2287] 
Verse: a       მარცხენა მჴარი რაზმისა   გოდერძი ქიშვადიანსა,
Verse: b       მთა და მინდორი რკინას ჰგავს,   დღესა აბნელებს მზიანსა,
Verse: c       ჴელ-მწიფე რაზმთა შუა დგას   ადგილსა დროშა-სვიანსა,
Verse: d    და   წინა-მავლობა როსტომს აქუ̂ს,   მას პილოტანსა ჭკვიანსა.






Strophe: 2386_[2288] 
Verse: a       დარაზმდეს და ბუკსა სცემდეს,   გამოიღებს ქოსი ჴმასა,
Verse: b       ჰგვანდა დევთა ყუ̂ირილითა,   ცა დაეცა ქუ̂ეყანასა!
Verse: c       მეომართა შუბის პირი   ღრუბელთა ხევს, სწუ̂დების ცასა,
Verse: d    და   ლურჯად იყო აბჯრისაგან,   საწუთრო ჰგავს ლილის ზღვასა!






Strophe: 2387_[2289] 
Verse: a       მაზანდარელსა ჭაბუკსა   ვის ჯიონ ეწოდებოდა,
Verse: b       ჴრმალ-გამოწუ̂დილი მოვიდა,   ლაშქართ წინ იარებოდა,
Verse: c       ლახტით ცეცხლს აგზნებს, მაზედა   ჯავშანი ადუღდებოდა,
Verse: d    და   მისი ზახილი ქუხილსა   ჰგავს, მიწა გაიპებოდა!






Strophe: 2388_[2290] 
Verse: a       იზახოდა: "ვინ გამოხვალთ   ჩემთვის ომად ერანელი!
Verse: b       ჟამი მაზედ შევამოკლო   და თაბუთი მივსცე ბნელი,
Verse: c       ერანელთა თავადთაგან   ვერვინ მიჰყოს ჴრმალსა ჴელი,
Verse: d    და   ვერ გავიდეს მისად ომად,   ჰგავს, არ იყოს ერთი მრთელი!"






Strophe: 2389_[2291] 
Verse: a       ქაოზ ბრძანა: "ვით შეშინდით   იმ მამცდარის დევისაგან,
Verse: b       თქუ̂ენ უღონოდ ვით გასულხართ,   გმირნო, ჴრმალთა ქნევისაგან,
Verse: c       მზისა შუქა ვერა ხედავთ,   არ დავსცხრები მე ვისაგან?!" --
Verse: d    და   მათ პასუხი ვერვინ გასცა,   ეშინოდა ძლევისაგან.






Strophe: 2390_[2292] 
Verse: a       რა სცნა როსტომ პილოტანმან,   ჯიონ რაზმი იძაბუნა,
Verse: b       ვერვინ გაყუ̂ა მემუქარე,   ეწყინა და ეთვალწუნა,
Verse: c       "მას უჩვენო ჩემი ჴრმალი!"-   ესე ბრძანა, -- "წავალ მუნა!"
Verse: d    და   წამოვიდა ჯავრიანად,   სადავენი მოიბრუნა.






Strophe: 2391_[2293] 
Verse: a       მან ფარმანი ჴელ-მწიფესა   სთხოვა, ესე მოახსენა:
Verse: b       "მე შევება იმა დევთა,   მოვჰკლა, მივსცე სისხლთა დენა".
Verse: c       გაეხარნეს კელ-მწიფესა,   მას უბრძანა: "აგრე ქენა!
Verse: d    და   მტერთა ძალის გამტეხელო,   ჴელ-მწიფისა ზურგო შენა!"






Strophe: 2392_[2294] 
Verse: a       გაგულიზდა და დაბრუნდა   როსტომ, ჭაბუკთა მფლობელი,
Verse: b       იზახდა, შუბი ჴელთ ჰქონდა,   ღრუბელთა გასაპობელი,
Verse: c       ჯეონს უძახდა : "ნიშანი   აწ ნახო დასამჴობელი,
Verse: d    და   დაჰკარგო შენი სახელი,   ვატირო შენი მშობელი!






Strophe: 2393_[2295] 
Verse: a       მით იცოცხლე აქანამდის,   ჩემის ჴელით აწ წაჴდები!
Verse: b       ავ-ნიშანო აწვე მოკუ̂დე,   შენ დღეთაგან გარდაჰჴდები."
Verse: c       ჯეონ ცხენი მიაბრუნვა,   ხანჯარზედა ედვა ნები,
Verse: d    და   თქუ̂ა: "ჯავშანსა ეს დაგიფრეწს,   შენ ცოცხალი ვერ მამრჩები!






Strophe: 2394_[2296] 
Verse: a       მკერდსა და გულსა გაგიპობ,   სისხლისა ღუ̂არსა ვადინებ,
Verse: b       შენი ჯავშანი სატირლად   დავდვა, აბჯარსა ვაფინებ,
Verse: c       უშენოდ გავჴდი ერანსა,    არ ბედსა ჩემსა ვაგინებ,
Verse: d    და   შენსა მშობელსა შენზედა   სისხლის ცრემლითა ვატირებ!"






Strophe: 2395_[2297] 
Verse: a       როსტომ მკუ̂ახე საუბარი   გაიგონა მისგან დია,
Verse: b       ვითა ლომმან, დაიყუ̂ირა,   ფიცხლად რაშით შეუტია,
Verse: c       მან ნავარდი შემოუვლო,   თქუ̂ა: "გათავდა შენი დღია!"
Verse: d    და   ჯაჭუ̂-ჯავშანმან ვერა არგო,   ჯიონს სული დაულია.






Strophe: 2396_[2298] 
Verse: a       მას მკერდსა შუბი აძგერა   მაღლა ღრუბელთა არივა,
Verse: b       მიწასა დასცა უწყალოდ,   სისხლსა და მტვერსა გარივა,
Verse: c       მაზანდარელთა ჭაბუკთა   სული შიშითა დალივა,
Verse: d    და   გულ-გახეთქილნი უმზერდეს,   თაამთან რაზმი წარივა.






Strophe: 2397_[2299] 
Verse: a       როსტომ ბრძანა: "დევთა გული   გატყდა, უჩანს ყუ̂ითლად პირი,
Verse: b       აჰა სახელს ვინცა ეძებთ,   მოიქცევის ლხინად ჭირი,
Verse: c       ჴელი ერთად შეუტიოთ,   სიცოცხლე ჩანს მათთვის ძვირი,
Verse: d    და   განგებისა შეწევნითა   ვერ დაგვიდგამს ჩუ̂ენ ქუ̂იტკირი,






Strophe: 2398_[2300] 
Verse: a       მაზანდარელმან უბრძანა   ლაშქართა სიტყუ̂ა თნებისა:
Verse: b       "მოჭირვებისა ჟამია,   ძალი აწ გაგვიჩნდებისა!
Verse: c       ჭანგ-გამახულთა მივმართოთ,   გული დღეს უნდა ქებისა,
Verse: d    და   ვეცადნეთ, ღმერთმან გვიშველოს,   თვარ ჩუ̂ენი გარდაწყდებისა!"






Strophe: 2399_[2301] 
Verse: a       მაშიგ კუ̂ნესის სპილენძ-ჭური,   ზროხა-კუდთა იყო ბერვა,
Verse: b       ქუ̂ეყანა ჩანს ეკალ-მეხად   და ჰაერი ლილის ღელვა,
Verse: c       ბასრი ჴრმალი, მძიმე ლახტი,   ღრუბეშიგან ხშირად ელვა,
Verse: d    და   ლაშქართ ცეცხლსა მოუდებდა,   -- დროშებისა იყო ბერვა.






Strophe: 2400_[2302] 
Verse: a       წითელ-ყუ̂ითლად მიწის პირი   ჩნდა შუბისა სიმრავლითა,
Verse: b       სთქუ̂ა "საწუთრო ლაშქართაგან   შეკრულია კუპრის ზღუ̂ითა,
Verse: c       ლახტ-ხანჯარსა, ბასრსა ჴრმალსა,   გამოჰყრიდა სიმრავლითა,
Verse: d    და   ადგილზედან დევთა თავი   ვით ფურცელი ცვივის მითა.






Strophe: 2401_[2303] 
Verse: a       თავი ეყარა შორი-შორს,   სისხლისა რუ მიდიოდა,
Verse: b       ჯაჭუ̂-ჯავშანი და ხუფთანი   მიწასა ზედა სცვიოდა,
Verse: c       იყო ზამი და ზრიალი,   ცხენისა ჯარი ჴვიოდა,
Verse: d    და   საწუთრო დევით აივსო,   ეშმაკთა დასი ყიოდა.






Strophe: 2402_[2304] 
Verse: a       მათ იბრძოლეს შვიდსა დღესა,   მოისვენეს ღამე არა,
Verse: b       უნდა ძებნა სახელისა,   ძლევა უჩნდის ერთგან არა,
Verse: c       უთქს პირის-პირ ერთმან ერთსა,   მიწა სისხლით დაიფარა,
Verse: d    და   მერვეს დღესა შარიერმან   პირი მიწას დაამყარა.






Strophe: 2403_[2305] 
Verse: a       ქაოზ ემთხვია მიწასა   ცრემლსა ღუ̂რის იგ მონაწური,
Verse: b       თავს მოიჴადა, დაცადგა   მან ქუდი ქაიანური,
Verse: c       წმინდაო მოსამართლეო,   შენ გჴადი კუ̂ლავ მონანური,
Verse: d    და   გრძნებისა მქნელი დაამჴვე   და ძალი მაზანდარური.






Strophe: 2404_[2306] 
Verse: a       შენ მიშველე ამაზედან,   კუ̂ლა მიბოძე დღეთ სიახლე,
Verse: b       მამეც ძალი შეწევნისა   მე უღირსსა, სხვა სიმაღლე,
Verse: c       დამდევ შენი საფარველი,   რისხვა ვნებით დევთ აახლე,
Verse: d    და   ამ გრძნეულთა მოვერიო,   ძველი ტახტი გამიახლე!"






Strophe: 2405_[2307] 
Verse: a       ლოცვისაგან მოიცალა,   ლაშქარშიგან შემოვიდა,
Verse: b       მან ხუფთანი მოითხოვა,   ტანს აბჯარსა ჩაიცმიდა,
Verse: c       თავს დაირქუ̂ა მუზარადი,   ჴელ-მწიფურად კარგა ზმიდა,
Verse: d    და   რაზმი ახლად გააჩინა,   კუ̂ლავ საომრად გული სთქმიდა.






Strophe: 2406_[2308] 
Verse: a       ტუსის და გივსა უბრძანა:   "რაზმსა უკანა ვლიდია!
Verse: b       ზანგ-შარვანელო და რუამ,    გურგენ, გმირულად ზმიდია!
Verse: c       მარცხენა მჴარი შევედრა,   -- თქუ̂ენი იმედი დიდია!
Verse: d    და   გენუკუ̂ი მოჭირვებასა,   დღეს მტერთა სისხლსა ღუ̂რიდია!"






Strophe: 2407_[2309] 
Verse: a       გმირი როსტომ პილოტანი   ლაშქართათჳს წინ-მავლითა,
Verse: b       წინა რაზმი მიაბარა:   -- "ვარ შენითა იმედითა!
Verse: c       გულოვანი მეომარი   ვერ გასძღები სისხლთა ღუ̂რითა",
Verse: d    და   მარჯუ̂ნით შვილი ქიშვადისა,    დგას გოდერძი ნაღარითა.






Strophe: 2408_[2310] 
Verse: a       მზემან კალთა უკუ-იღო,   მან საწუთრო დააშვენა,
Verse: b       მას დღე ომი გაახშირეს,   ყოვლგნით იყო სისხლთა დენა,
Verse: c       პირსა ფერი მოაკლდების,   ვინც ჴრდალია, -- თვალთა ჩენა,
Verse: d    და   ჰგავს, ღრუბელი ლახტსა წვიმდეს,   ზეცით იყო ჴრმალთა დენა!






Strophe: 2409_[2311] 
Verse: a       იგ მინდორი ნაჴოცითა   ცხენ-კაცითა სავსე იყო,
Verse: b       "მიწის პირი უპატიოდ   ტვინისაგან დასუ̂რილიყო,
Verse: c       ვითა ლომი, -- შეუტივა   გივმან, ჴელი ჴრმალსა მიჰყო, --
Verse: d    და   რაზმსა შიგან გაერივა,   რისხვად კმარა, რაც მან უყო.






Strophe: 2410_[2312] 
Verse: a       ვითა ლომმან კანჯრის ჯოგი,   რაზმსა შიგან გაიარა,
Verse: b       ქოს-ტაბლაკთა, ნაღარათა,   ჴმა გახშირდა, ისმის არა,
Verse: c       ჰგავს საწუთრო აბანოზსა,   მუნ რომ მტვერი შეიყარა!
Verse: d    და   ვერა ვხედავთ საწუთროსა,   მზისა შუქი დაიფარა.






Strophe: 2411_[2313] 
Verse: a       სად იყო მაზანდარელი    როსტომ ნახა და გაუჴდა,
Verse: b       ჴელთა აქუ̂ს გრძელი ზუფინი,   ჰჴოცდა, რაზმსმიგან ჩაუჴდა,
Verse: c       წინა ვერავინ დაუდგის,   აბჯართა ჩხერა გაუჴდა,
Verse: d    და   გზა ნახა მაზანდარელმან,    შიშით ძალ-გული წაუჴდა.






Strophe: 2412_[2314] 
Verse: a       მძიმე ლახტი გამოიღო,   მუზარადთა ლეწდა მითა,
Verse: b       ჴმით აერი ავსილიყო,   მტერთა ზედა არდუმითა,
Verse: c       პილოთ სული აღარ ედგა   დანაჴოცთა არნუმითა,
Verse: d    და   გზა არა აქუ̂ს წამოსავლად,   ავსილიყო ხორტუმითა.






Strophe: 2413_[2315] 
Verse: a       შუბი ითხოვა, მიართვეს   რა ნახა მაზანდარელი,
Verse: b       რაში გაჰქუსლა, შესძახა,   აწ სიცოცხლესა ნუ ელი,
Verse: c       წელთა აძგერა გულ-სრულად   მკერდშიგან გასაყუ̂ანელი,
Verse: d    და   მიწათა ზედან დაეცა,   ქუ̂ად იქმნა სამარკანელი.






Strophe: 2414_[2316] 
Verse: a       გრძნებისა ჴელოვნებითა   ქუ̂ად იქცა, სიპად დებული,
Verse: b       მას ერანელნი უჭუ̂რეტდეს   როსტომ დგას გაკუ̂ირვებული,
Verse: c       ქექაოზ მეფე მოვიდა   მას გვერდით განცქუ̂იფებული,
Verse: d    და   უბრძანა როსტომს: "რა ნახე,   რად სდგახარ სახელდებული.






Strophe: 2415_[2317] 
Verse: a       შემოქმედსა შევეხვეწე,   დევთა მეფე ვიცან ბარე,
Verse: b       ვნახე, ფიცხლად შეუტივე,   ჩემსა რაშსა მივაბარე,
Verse: c       მკერდსა შუბი შევაძგერე,   ვთქუ̂ი, ჯავშანსა იქით გარე,
Verse: d    და   სიკუ̂დილისა უშიშარი   ქუ̂ად შეიქმნა, ძეს მდებარე.






Strophe: 2416_[2318] 
Verse: a       მე არას მიკუ̂ირს გრძნების ქნა,   თუ იქნას მხიფლავისაგან,
Verse: b       მაგრა იცისა ეშმაკმან,   კაცსა ვერ იჴსნის დღისაგან,
Verse: c       ლაშქართა შიგან მოვიღოთ,   გამოვიყუ̂ანოთ ქუ̂ისაგან,
Verse: d    და   ვერ მამირჩების ცოცხალი,   მე დავსცლი სიცოცხლისაგან.






Strophe: 2417_[2319] 
Verse: a       ვინცა იყო ფალავანი,   ყუ̂ელა ქუ̂ასა აზიდვიდა,
Verse: b       ვერვინ დასძრა ჴორციელმან   როსტომ ჭანგსა იმახვიდა,
Verse: c       ძალი სთხოვა შემოქმედსა,   ცხენისაგან ჩამოვიდა,
Verse: d    და   დასცა ჴელი, მჴარს შეიდვა,   ლაშქართაკენ წამოვიდა.






Strophe: 2418_[2320] 
Verse: a       ყუ̂ელა ღმერთსა ადიდებდა   მათთჳს, როსტომ ვინ დაარსა,
Verse: b       მოსდევდეს და პილოტანსა   გარდაჰყრიდეს თუ̂ალ-გუარსა,
Verse: c       შემოვიდეს ლაშქარშიგან,   სად ჴელმწიფის ტახტი არსა,
Verse: d    და   მან გააგდო იგი ლოდი,   ფარდაგისა დადვა კარსა.






Strophe: 2419_[2321] 
Verse: a       ბასრი ცული მოუტანეს,   როსტომ, დაჭრას, ლამის, მითა,
Verse: b       უთხრა: "დადევ გრძნეულობა   და გამოდი მაგა ქუ̂ითა!
Verse: c       რადგან ჴელად შემოგიგდე,   მამირჩები, მითხარ რითა?!.
Verse: d    და   არ გაგიშვებ უნახავსა,   დაგჭრი ბასრის წერაქუ̂ითა!"






Strophe: 2420_[2322] 
Verse: a       რა ესმა მაზანდარელსა,    თქუ̂ა: "წავჴე, ჩემი დღე იქნა!"
Verse: b       ჰაერთა შიგან გასვლასა   ლამის, და ღრუბლად შეიქნა,
Verse: c       ნისლი გამოსჩნდა, წავიდა,   ჯერ არ დაძრულა, ძეს იგ ქუ̂ა,
Verse: d    და   მას პილოტანსა ვერ მორჩა,   მისი უკუღმა დღე იქნა!






Strophe: 2421_[2323] 
Verse: a       როსტომ ჴრმალი მოუქნივა,   მას გაკუ̂ეთა დაავედრა,
Verse: b       ბასრის რკინით შეჭედილი   მან ჴელშიგან მოახვედრა,
Verse: c       ნამეტნავად მოუჭირა,   წამოზიდა მისკენ მედგრა,
Verse: d    და   ჴელ-მწიფეს წინ მოიყუ̂ანა,   -- "მე ვქენ, რაცა დაგევედრა."






Strophe: 2422_[2324] 
Verse: a       მოახსენა: "ჴელ-მწიფეო,   მოვიჴელე, აჰა, მტერი,
Verse: b       ჩემსა ჴრმალსა ვერ დაუდგა,   ღრუბლად იქნა, ვითა მტვერი,
Verse: c       მაზანდარა ჩუ̂ენ დაგვიგდო,   მოინდომა მან აერი."
Verse: d    და   ქაოზ ბრძანა: "ვერ ყოფილა   ტახტ-გვირგვინის შესაფერი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.