Strophe: 2364_[2266] | ||
Verse: a | საწუთროსა ფალავანი | რაშსა შეჯდა ალვა-ზრდილსა, |
Verse: b | წამოვიდა, მძიმე ლახტი | შიგ ჩაიგო უნაგირსა, |
Verse: c | გრძელი კანი საგდებელი | გამოიბა მუნ საღრტილსა, |
Verse: d და | ვითა ქარი, მოიწივა | მაზანდარის მუნ ადგილსა. |
Strophe: 2365_[2267] | ||
Verse: a | სცნეს სხვა არის მოციქული, | სახელისა უნდა ძებნა, |
Verse: b | მეომარნი დაარჩივნა, | წინა კაცი გააგებნა, |
Verse: c | გზასა ზედან ჭანდარნი დგეს, | ღუბელთ სწორნი, მას შეხედნა, |
Verse: d და | ჴელი მიჰყო, იგ მოგლიჯნა, | როსტომ არად დაიხედნა. |
Strophe: 2366_[2268] | ||
Verse: a | მოიქნივა და გასტყორცნა, | ვითა კაჭაჭი, რებულნი, |
Verse: b | რა ნახეს მისი ნაქმარი, | შეშინდეს განცქუ̂იფრებულნი, |
Verse: c | თუ̂ალნი გაუტყდეს შიშითა, | უჭუ̂რეტდეს განკუ̂ირვებულნი, |
Verse: d და | თქუ̂ეს თუ: "წავჴედით უთუოდ | ჩუ̂ე ღონე-გაცუდებულნი!" |
Strophe: 2367_[2269] | ||
Verse: a | სხვანი ხენი დგეს, სიმაღლით | წვერნი ღრუბელთა სწუ̂დებოდა, |
Verse: b | მართ საგდებელი სისქესა | მისსა არ შემოსწუ̂დებოდა, |
Verse: c | ჴელი მიჰყო და მოგლიჯნა, | აწ უფრო გაჰკუ̂ირდებოდა, |
Verse: d და | ვითა ზუფინსა იმღერდა, | იმათკე იარებოდა. |
Strophe: 2368_[2270] | ||
Verse: a | რა თავადთა მიეწურა, | გარდაყარნა იგინიცა, |
Verse: b | ვინცა ნახა მისი ძალი, | მართ შიშითა უკუნ იქცა, |
Verse: c | გული შიშით გაეტენა, | ძლიერება ნახა ვინცა, |
Verse: d და | ერთმანერთსა ესალამნეს, | ქულურ ერქუ̂ა, ჴელი მისცა. |
Strophe: 2369_[2271] | ||
Verse: a | მაზანდარა სავსე იყო | ქულურისა სახელითა: |
Verse: b | ვითა ლომი, მეომარი | ვერავინ სჯობს მას ძალითა, |
Verse: c | როსტომს ჴელსა მოუჭირა, | შერცხვენასა ლამის მითა, |
Verse: d და | პილოტანმან იგ ლაშქარნი | გააკუ̂ირნა სიცილითა. |
Strophe: 2370_[2272] | ||
Verse: a | მერმე როსტომ მოუჭირნა | ქულურს მათად შესაფერად, |
Verse: b | "მამაცობის მანაშური", | თქუ̂ა, "მეტყობის თუ მაქუ̂ს მე რად!" |
Verse: c | ქულურს პირი გაუშავდა, | მართ შეექნა ლილის ფერად, |
Verse: d და | მას ფრჩხილები შორს გასცვივდა | და შეექნა ძვალი მტუ̂ერად. |
Strophe: 2371_[2273] | ||
Verse: a | ცხენისაგან გარდმოვარდა, | დიდ-ხან დაბნდა ქულურ ავი, |
Verse: b | ჴელ-მწიფესთან წამოვიდა, | აღარ ეკრა ჴელსა ტყავი, |
Verse: c | მოახსენა: "ასოშიგან | არ დამალავს სენსა თავი, |
Verse: d და | მე რომ მათი ძალი ვნახე, | დამიჯერე, გვიჯობს ზავი! |
Strophe: 2372_[2274] | ||
Verse: a | სჯობს, რომ ტკბილსა საწუთროსა | ნუ ინაღუ̂ლებ ზავი მივსცეთ, |
Verse: b | მათი სწორი ფალავანი | შენ არა გყავს, ომი მივსცეთ, |
Verse: c | ჩუ̂ენ ქექაოზს ერთობილთა | ხარაჯა და ბაჟი მივსცეთ, |
Verse: d და | სული ამით შევინახოთ, | თავი ჭირსა არა მივსცეთ!" |
Strophe: 2373_[2275] | ||
Verse: a | პილოტანი შეიწვიეს, | ჴელ-მწიფემან როსტომ ნახა, |
Verse: b | მოეწონა უსაზომოდ, | პატივითა შეინახა, |
Verse: c | მას ამბავი ლაშქრობისა, | გზისა ჭირი რაც ენახა, |
Verse: d და | ბეჭ-მკერდ-მკლავი გაუსინჯა, | გულშიგან თქუ̂ა: როსტომ," ახა!" |
Strophe: 2374_[2276] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "შენ როსტომ ხარ, | მკერდ-მკლავი გაქუ̂ს ფალაური, |
Verse: b | როსტომ თქუ̂ა თუ: "მე რა მიგავს, | მე ვინ როსტომ, სადაური, |
Verse: c | ვინ მაჴსენებს როსტომთანა | ერთი მონა იქაური, |
Verse: d და | ვარ მოლაშქრე, ერთი კაცი, | ჴელ-მწიფისა მე მსახური!" |
Strophe: 2375_[2277] | ||
Verse: a | ადგა და წიგნი მიართვა, | ჴელ-მწიფის მოციქულობა, |
Verse: b | წიგნი მისია, რომლისა | აქუ̂ს მტერთზედა მორჭმულობა, |
Verse: c | ჴრმალსა და ლახტსა აწვიმებს, | ეტყობის მოწიფულობა, |
Verse: d და | თავადთა თავი დაჰყაროს, | შეატყოს ვის ორგულობა! |
Strophe: 2376_[2278] | ||
Verse: a | წიგნი ნახეს გაუკირდათ | როსტომისგან ეს ნათქომი. |
Verse: b | თქუ̂ა: "რად უნდა საუბარი, | მიგვაჩნია, ქაოზ, ომი, |
Verse: c | ვით მაჴსენე შენ ბედითად, | ერანელთა თუ ხარ ლომი, |
Verse: d და | ვეღარ ნახო შენს წინაშე | მსახური და კარსა მგომი. |
Strophe: 2377_[2279] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფეთა რა წესია | მონად ჴმობა არ სავარგო?! |
Verse: b | საქმე კარგად გაიგონე, | ჭკვითა გიჯობს გაიბარგო! |
Verse: c | ჟამმან დღენი შეგიმოკლოს, | თავი შენი მიწად დარგო, |
Verse: d და | დამდაბლება არა ჰპოვო, | ტახტი შენი არ დაჰკარგო! |
Strophe: 2378_[2280] | ||
Verse: a | სადავენი მიიბრუნვე | ერანისკენ სარაჯოსა, |
Verse: b | თუ მოგიჴდე მე ლაშქრითა, | შეიპყრობი სააჯოსა, |
Verse: c | შენ თავ-ბოლო შეუტყობლად | ჩავარდები საეჭოსა, |
Verse: d და | მართალი გზა დაიჭირე, | დამიჯერე, აგრე სჯობსა! |
Strophe: 2379_[2281] | ||
Verse: a | პირი მოგაპყრა, მოგიჴდე, | დაჰკარგო სიმჴნე, სადგომი!" |
Verse: b | როსტომ გონება-ნათელსა | არ მოეწონა ნათქომი, |
Verse: c | ტვინ-გაფიცხებით წამოხტა, | გამოემართა, ვით ლომი, |
Verse: d და | გულშიგა თქუ̂ა თუ: "უჩვენო | ღ(მრ)თითა ფიცხელი მათ ომი!" |
Strophe: 2380_[2282] | ||
Verse: a | მეფე ბრძანებს: "მოციქულსა | საბოძვარი უნდა ჩუ̂ენი, |
Verse: b | სარტყელი და შესამოსი | მას მოართვეს, ვითა მზენი, |
Verse: c | როსტომ არა გამოართვა, | შეიკაზმა ფიცხლად ცხენი, |
Verse: d და | თქუ̂ა: "რად მინდა საქონელი, | საძრახავად შესარცხვენი?!" |
Strophe: 2381_[2283] | ||
Verse: a | პილოტანი რაშსა შეჯა, | ქარი ვითა, წამოვიდა, |
Verse: b | რა ჩამოჴდა ჴელ-მწიფესთან, | ფიცხლად შინა შემოვიდა, |
Verse: c | გული ჯავრით სავსე ჰქონდა, | ცეცხლივითა მას დაგვიდა, |
Verse: d და | მას უბრძანა ჴელ-მწიფემან: | "რაც იცოდე, ყუ̂ელა თქუ̂ი და!" |
Strophe: 2382_[2284] | ||
Verse: a | რაცა ეთქუ̂ა, ან ასმოდა, | ჴელ-მწიფესა მოახსენა: |
Verse: b | "ესე ვითა შენ ნუ სჭმუნავ, | რაზმთა წყობა ბრძანე, ჰქენა, |
Verse: c | მათი ომი ლხინად მიჩანს, | ვით ბურთობა, ველთა რბენა, |
Verse: d და | დევთა რაზმი დალეწილი | მღთითა ნახო ჩემგან შენა!" |
Strophe: 2383_[2285] | ||
Verse: a | როსტომს უკან წამოუდგნეს | დევნი, ველად გამოვიდეს, |
Verse: b | ბარგ-კარვები გამოიღეს, | მიწის პირსა დაჰფარვიდეს, |
Verse: c | თვით ლაშქარი უსაზომო, | პილოს ვერავინ დასთუ̂ლიდეს! |
Verse: d და | არცა მზე ჩანს, არცა მიწა, | რაზმ-წყობილნი წამოვიდეს. |