Strophe: 2343_[2245] | ||
Verse: a | გონიარი მწიგნობარი | უჴმო, ბრძანა მოყუ̂ანება, |
Verse: b | მწიგნობარსა ჰარირი აქუ̂ს, | მას უბრძანა ახლოს ხლება, |
Verse: c | მათ ადიდეს პირველ ღმერთი, | საწუთროსა ჴელოვნება: |
Verse: d და | "მან დაბადა სიყუ̂არული, | მტერობა და მოწყალება! |
Strophe: 2344_[2246] | ||
Verse: a | ჭკუა-გონების მომცემი | იგია, გუ̂მართებს ვედრება! |
Verse: b | ეტლი, მზე, მთვარე -- მისია | ზესკნელთა, -- ვარდი-ნარება, |
Verse: c | ვინ მოწყალეა, -- რჯულ-წმიდა, | აქუ̂ს წამებულთან დარება, |
Verse: d და | ლოცვა-კურთხევა ღ(მრ)თისაგან | (!?) მიხუ̂დების, განძლიარება. |
Strophe: 2345_[2247] | ||
Verse: a | ჯოჯოხეთისა ფსკერია | კაცი უწყალოდ დასაგოდ, |
Verse: b | ამავე სოფელს ეკითხვის, | გაჴდების მტერთა სადაგოდ, |
Verse: c | მერმე მიითუ̂ლის სატანა, | ვა დასაწვავად-სადაგოდ, |
Verse: d და | კაცთაგან წყევა მიხუ̂დების, | ყუ̂ედრება სანიადაგოდ. |
Strophe: 2346_[2248] | ||
Verse: a | მოსამართლე გათავდების, | მეფობასა შესცუ̂ლის ვერა, |
Verse: b | შეცოდების მუქაფამან, | მოინახავ, გიყოს შენ რა, |
Verse: c | ჟამთ-ნაქმარი ჭკვამ გასწავლოს, | მაზანდარას სუფევ ჯერა, |
Verse: d და | დევ-გრძნეულნი დაგიჴოცა | და ქუ̂ეყანა მოგიმტვერა. |
Strophe: 2347_[2249] | ||
Verse: a | ფიცხლად დადევ ტახტ-გვირგვინი, | სიტყვა გმართებ არ აჯისა, |
Verse: b | მონობისა კარსა მოდეგ, | როსტომს ბრძოლად რაღა რჯისა?! |
Verse: c | მისსა ომსა ვერ დაუდგამ, | მელსა ტყავი -- ჭკუა გრჯისა, |
Verse: d და | გმართებს ყმურად შენ მოცემა | ბაჟისა და ხარაჯისა. |
Strophe: 2348_[2250] | ||
Verse: a | მაზანდარას ყოფა გინდა, | მონდობითა დაიჭირე, |
Verse: b | თეთრი დევი თუ რას გიშველს, | მიდი, არჯანგ დაიპირე! |
Verse: c | სულისაგან უიმედოდ | შენცა გაგჴდის, მათთან ირე, |
Verse: d და | როსტომ მოგკლავს პილოტანი, | თავი აწვე მოიტირე!" |
Strophe: 2349_[2251] | ||
Verse: a | ესე წიგნი რა დაწერეს, | მათ შეამკუ̂ეს მრავალ-ფერად, |
Verse: b | მას გრძნეულსა საუბარი | შეუთვალა, -- უნდა სხვა რად? -- |
Verse: c | თეთრი დევი, არჯანგ, ღულად | -- ვერ მოგივლენ მოსაჴმარად", -- |
Verse: d და | ვითა ქარი წამოვიდა, | მოციქულსა ერქუ̂ა ფარად. |
Strophe: 2350_[2252] | ||
Verse: a | მას ქალაქსა მიიწივა, | სად ღუდ-კაცთა იყო გული, |
Verse: b | მაზანდარელს ჴელ-მწიფესა | ეს ამბავი ესმა სრული, |
Verse: c | მოახსენეს ქაოზისგან: | "ვითა გვეწვის მისგან გული, |
Verse: d და | ჭკვიანი და გონიარი | მისგან მოვა მოციქული!" |
Strophe: 2351_[2253] | ||
Verse: a | ბრძანა: "კარგთა თავადთაგან | მიგებება გუ̂მართებს ჩუ̂ენა, |
Verse: b | თავი დავდვათ მიწაზედა, | მას მიხუ̂დების აღმა-ფრენა, |
Verse: c | ვით წესია, ჴელი მისცეთ, | მართ აუბნოთ ტკბილად ენა, |
Verse: d და | ლომთა წესი დავიჭიროთ, | უნდა ძალის გამოჩენა. |
Strophe: 2352_[2254] | ||
Verse: a | წამოვიდეს, მოეგებნეს, | გარდამოჴდეს რასმე ველსა, |
Verse: b | მას თავადნი ესალამნეს, | ვით მოყვასსა სასურველსა, |
Verse: c | ერთმან ვინმე დიდებულმან | მოუჭირა ფარადს ჴელსა, |
Verse: d და | მას ძვალ-ძარღვი დაუნაყა, | სიმტკივნესა მისცა ძნელსა. |
Strophe: 2353_[2255] | ||
Verse: a | ფარად დამალა, ვერა თქუ̂ა, | ჴელისა მტკივნეულობა, |
Verse: b | ჴელ-მწიფეს წინა შეუძღვის, | შეიქნა შეწვეულობა, |
Verse: c | მოდრკა, დალოცა ჴელ-მწიფე, | შეატყო მტკივნეულობა, |
Verse: d და | მერმე მიართვა ჰარირი, | ქაოზის მოციქულობა. |
Strophe: 2354_[2256] | ||
Verse: a | მოიყუ̂ანეს მწიგნობარი, | მან ჰარირი წაიკითხა, |
Verse: b | დევთ დაჴოცა რა შეიტყო, | გაურეტდა თვალნი დიდხა, |
Verse: c | მერმე საქმე როსტომისა | ჴელ-მწიფემან ფარადს ჰკითხა, |
Verse: d და | თვალთა სისხლი მოედინა, | მათთვის გული გაიფიცხა. |
Strophe: 2355_[2257] | ||
Verse: a | გულშიგა თქუ̂ა: "რა საწუთრო | მზე ფარდაგსა დაიმალოს, |
Verse: b | ქაოზ დაწვეს მოსასვენოდ, | საღალატოდ თავი აროს, |
Verse: c | ძილის ჟამსა ზედ დაესხნეს, | გაგებული გაამყაროს, |
Verse: d და | თქუ̂ა: "ჯამი აქუ̂ს საწუთროსა, | როსტომსა რამც დაემალოს!" |
Strophe: 2356_[2258] | ||
Verse: a | წიგნი გათავდა, ეწერა | ბედა-არჯანგ ჰე რა იქნა?! |
Verse: b | ღულად-ღუნდისა სიკუ̂დილი, | თეთრის დევისა დღე იქნა, |
Verse: c | მას დაუბნელდა ნათელი, | მისთვის უკუნად მზე იქნა, |
Verse: d და | თუ̂ალთაგან ცრემლი სცვიოდა, | თავ-ჩამოგდებით შეიქნა. |
Strophe: 2357_[2259] | ||
Verse: a | ფარადს უთხრა: "თქუ̂ენი მეფე, | ნუ გგონია, ჩემზედ ქორი! |
Verse: b | თუცა დევნი ამოსწყუ̂იტა, | ჯერ არ არის ჩემი სწორი, |
Verse: c | მყავს იმათგან უკეთესი | დევ-გრძნეული, -- დასი ორი, |
Verse: d და | ერანზედა წამოვიდე, | გავასწორო მთა და გორი! |
Strophe: 2358_[2260] | ||
Verse: a | ფარად მკუ̂ახე საუბარი | გაიგონა, მას ემწოვა, |
Verse: b | ადგა, კართა გამოვიდა, | საპასუხო წიგნი სთხოვა, |
Verse: c | მოსცეს, შეჯდა, წამოვიდა, | ქარივითა მალე მოვა, |
Verse: d და | რაც ენახა, მოახსენა | ქაოზს, არას ესათნოვა. |
Strophe: 2359_[2261] | ||
Verse: a | ქაოზ იჴმნა დიდებულნი, | საუბარი იღო ყურად, |
Verse: b | ფარადისგან მონახსენი | მათ უანბო ყუ̂ელა სრულად, |
Verse: c | როსტომ თქვა თუ: "ამ აუგსა | ჩემთჳს ვხედავ მე დასტურად, |
Verse: d და | ჴელმწიფეო, მე ვერ დავსდებ | ერანელთა საყუ̂ედურად!" |
Strophe: 2360_[2262] | ||
Verse: a | მოახსენა: "მოციქული | სხვა უჩემოდ ნუ წავალსა! |
Verse: b | ფარადისა ჴელისათჳს | ღ(მრ)თითა მე ვიქ აწ ნაცვალსა: |
Verse: c | ვითა ერთი მოლაშქრე ვარ, | მე უჩვენებ გმირთა ძალსა, |
Verse: d და | მათ მკუ̂ახითა საუბრითა | აუდუღებ სისხლით ძვალსა! |
Strophe: 2361_[2263] | ||
Verse: a | მე მიუწერ ერთსა წიგნსა | მკუ̂ეთის ჴრმლისგან უარესსა, |
Verse: b | ჩემაგიერ საუბარსა, | ვით ღრუბელსა მქუხარესა, |
Verse: c | გული ჯავრით აევსების, | ვითა ქუ̂აბსა მდუღარესა, |
Verse: d და | მე უანბობ საუბარსა | ჩემაგიერ უარესსა!" |
Strophe: 2362_[2264] | ||
Verse: a | როსტომს უბრძანა მეფემან: | "დღეს ნათობს ტახტი შენითა, |
Verse: b | ხვადი ლომი ხარ, პილოვო, | გამორჩეული ჰქენითა, |
Verse: c | ჭკვიანი მოციქელი ხარ, | წადი გულისა ლხენითა, |
Verse: d და | კუ̂ლა ბედმან თქუ̂ენმან მტერზედა | ძლევა ჩუ̂ენ მოგვცეს შენითა. |
Strophe: 2363_[2265] | ||
Verse: a | მიუწერა: თეთრსა" დევსა | შენმან სულმან თაყუ̂ანი სცეს, |
Verse: b | შენი სული გზათა ქარად | მან უქადა, აწვე მისცეს, |
Verse: c | გებრძანა თუ: ერანს" მოვალ, | თქუ̂ენთა დევთა დაეფიცეს." |
Verse: d და | გაათავეს ესე წიგნი, | დაბეჭდილი როსტომს მისცეს. |