TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 114
Previous part

Chapter: 31 
აქა იპრიანა ღ(მერ)თ(მ)ან ქექაოზ ჴელ-მწიფისა და ერანელთ დახსნა, გათავდა თეთრის დევის დღე როსტომის ჴელითა.






Strophe: 2328_[2230] 
Verse: a       მის დევისა სისხლისაგან   იგი ქუ̂აბი სულ ავსია,
Verse: b       როსტომ შეჯდა, წამოვიდა,   ავლად ჯერედ არ აჴსნილა,
Verse: c       დევთა სცნეს და გაემართნეს,   თუ სადა ვინ დარჩომილა,
Verse: d    და   ავლად გაჴსნა, წამოვიდნეს,   მას უამბო, რაცა ქნილა.






Strophe: 2329_[2231] 
Verse: a       ავლადს მისცა იგ გულ-ფირტვი,   ქაოზისკენ წამოვიდეს,
Verse: b       მერმე ავლად მოახსენა:   "მკლავთა ჩემთა რა მკურნიდეს?"
Verse: c       შეკრულობის ნიშანი მძეს,   გული ჩემი შიშით ძრწიდეს,
Verse: d    და   ბრძენმან კაცმან ქადებული   არ ეტყუოს, მას უზმიდეს.






Strophe: 2330_[2232] 
Verse: a       ხვადო ლომო, შენ საწუთრო   დაიმონე კრმლითა სრული,
Verse: b       ჴელ-მწიფეთა გვირგვინი ხარ,   მტერთა ზედა მორეული,
Verse: c       შენ ტყუილი არა გმართებს   მომსპოლველი დევთა სრული,
Verse: d    და   ჩემი გული გაახარე,   გამითავე ქადებული!"






Strophe: 2331_[2233] 
Verse: a       როსტომ ბრძანებს, თუა ჭირთა   შე ნაცვალი არ მოგხუ̂დების,
Verse: b       მძღუ̂რითა მძღუ̂რამდის შენ მოგათუ̂ლი,   ერთი საქმე მეძნელების,
Verse: c       გრძელი ჭირი წინავე გვიც,   ფათერაკი დაგვესწრების,
Verse: d    და   ვერ დაიჭერ მაზანდარას,    თუ ჴელ-მწიფე არ მოკუ̂დების.






Strophe: 2332_[2234] 
Verse: a       ჴამს ჩემგანვე ამისი ქნა,   ტახტისაგან მოტაცება,
Verse: b       მას დაჭედა ბორკილითა,   ღრმას ორმოსა შიგ ჩაგდება,
Verse: c       ას-ათასის მეომრისა   დევის თავის მოშორვება,
Verse: d    და   ამაშიგან ვაი̂ თუ მოვჰკუ̂დე,   მიხუ̂დეს მტერთა მოსვენება!






Strophe: 2333_[2235] 
Verse: a       გაგითავებ ქადებულსა",   -- კუ̂ლავ იმედი ავლადს მისცა.
Verse: b       სცნა ქექაოზ, გაემარჯვა,   ღმერთსა დიდი მადლი მისცა,
Verse: c       თქუ̂ეს თუ: "მოვა პილოტანი,   რომ მოესრნეს მტერნი ვისცა,
Verse: d    და   მოეხვია ჴელ-მწიფესა,   დალოცა და თაყუ̂ანი სცა.






Strophe: 2334_[2236] 
Verse: a       მოახსენა: "ჴელ-მწიფეო,   მტერნი შენნი ვეღარ ვლიდენ!
Verse: b       მე დავღვარე სისხლი მათი,   მტერნი სრულად ამოვსწყუ̂იდენ,
Verse: c       თეთრსა დევსა მოვერივე,   მას გულ-ღვიძლნი ამოვფრიწენ,
Verse: d    და   კართა ზედან მამიღია,   წამლად სისხლნი თვალთ იწვეთენ.






Strophe: 2335_[2237] 
Verse: a       ქაოზ ბრძანებს: "პილოტანო,   შენ იკმარე ჯომარდობა!
Verse: b       ნუ უშენოდ ტახტ-გვირგვინი,   ბეჭედი და ჴელ-მწიფობა,
Verse: c       შენ კურთხევით გაჴსენებდენ,   ჴამს ლაშქართა მორჩილობა,
Verse: d    და   მტერთა ზედა, უზებარო,   ღმერთმა მოგცეს ახოვნობა!






Strophe: 2336_[2238] 
Verse: a       ვინცა შექნას შენებრ შვილი,   მოჩივარი მტერი ჰყუ̂ანდეს,
Verse: b       ტახტი მისად მონად ჰქონდეს,   წადილზედა არა აკლდეს!"
Verse: c       დევის სისხლი ჴელ-მწიფემან   თუ̂ალთ იწვეთა, გაუახლდეს,
Verse: d    და   მასვე წამსა აეხილნეს,   ვითა მზენი გაუნათლდეს!






Strophe: 2337_[2239] 
Verse: a       სააქიმოდ თავადთათვის   იგ გულ-ღვიძლი ყუ̂ელგან არნეს,
Verse: b       ვინც მოისვის, აეხილნის,   და ლხინითა დაიფარნეს,
Verse: c       მერმე მისცეს სხვათ ლაშქართა,   იგინიცა შეიწყალნეს.
Verse: d    და   რა თვალები აეხილნელს,   ჴელ-მწიფეს წინ შეიყარნეს.






Strophe: 2338_[2240] 
Verse: a       სარას ძირსა აჯის ტახტი   მას დაუდგეს, -- "ნუღარ სჩივი!" --
Verse: b       მას გვირგვინი თავს დაადგეს,   -- ქაოზ," გკადრებთ, ამოდ გვივი",
Verse: c       გვერცა უსხდეს ერანელნი    -- როსტომ, ტუსი, ხარად, გივი,
Verse: d    და   მათ გოდეძი, რუამ, გურგენ    -- გვერცა ახლდეს, -- ბარამ, ნივი.






Strophe: 2339_[2241] 
Verse: a       ერთი კუ̂ირა იყუ̂ნეს წართვით,   მოისვენეს, ღვინო სვესა,
Verse: b       მათ ლხინითა აღარ აჴსოვს,   რაცა ჭირი მისჭირდესა,
Verse: c       აბჯრის ჩაცმა ჴელ-მწიფემან   მათ უბრძანა მერვეს დღესა,
Verse: d    და   დაეკაზმნეს ერანელნი,    მძიმე ლახტი აიღესა.






Strophe: 2340_[2242] 
Verse: a       გულ-მესისხლედ შეუტივეს,   მაზანდარის ქუ̂ეყანასა,
Verse: b       იგ მოედუ̂ნენ ვითა ცეცხლნი,   გარდიჴდიან ავის ქნასა,
Verse: c       ჴრმლითა ცეცხლი ააგზნია   არ იშლიან სისხლთა ღუ̂რასა,
Verse: d    და   წარღუ̂ნას გვანდა ქუ̂ეყანანი,   ვით გენახა წყლითა რღუ̂ნასა.






Strophe: 2341_[2243] 
Verse: a       ბრძანებს თუ: "ჴრმალი ჩავაგოთ,   რისხვა უყავით მას უხვი,
Verse: b       ღ(მრ)თითა უყავით ნაცვალი,   შეცოდებისა პასუხი,
Verse: c       ჩუ̂ენ ერთი კაცი გავგზავნოთ,   ჭკვა ჰქონდეს, სიტყვა-პასუხი,
Verse: d    და   მოციქულობა მიართვას   და ჩემის გულის პასუხი.






Strophe: 2342_[2244] 
Verse: a       მას უამბოს, რაცა ვქენით,   მისი სული დააბნელოს,
Verse: b       წყენისაგან უჭკუობდეს,   ტვინი მისი გაათხელოს,
Verse: c       ერთობილთა მოეწონა,   უქეს, წიგნი დაცაწეროს,
Verse: d    და   სწერენ, -- დასწვან მისი სული,   როსტომ თავი ისახელოს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.